1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქონლის ტექნიკური მახასიათებლები
- დანართი N1-ის შესაბამისად და ფასების ცხრილი დანართი N2-ის
შესაბამისად;
2. მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო /სავარაუდო
რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის
ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ
გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია
სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.
3.საქონლის ტექნიკური მაჩვენებლები, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და
შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს "საქართველოს სახელმწიფო
სტანდარტებს“.
მოსაწოდებელი პროდუქციაა:
1. ნაღების კარაქი - 1478 კგ. - დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული
ცხიმების გარეშე, ქარხნული წარმოების, ფერი, სუნი და გემო
დამახასიათებელი ნაღების კარაქისათვის,რძის ცხიმის შემცველობა
არანაკლებ 72%-სა, (არ უნდა იყოს სპრედი), არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ
ელემენტებს, არ უნდა ქონდეს სიმწარის გემო. ქარხნული, შეფუთული და
სათანადოდ ეტიკეტირებული, შეფუთვაზე მითითებული უნდა ქონდეს
დამზადების და ვარგისიანობის ვადა. მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტენიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის
დადგენილება N152, 03.04.2015წ.). ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თვითეულ
შემოტანილ პარტიას მოხმარების ვადა არ უნდა ეწურებოდეს მომდევნო ორი
თვის განმავლობაში. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
შენიშვნა: შესყიდვის მოცემული რაოდენობა არის ზღვრული, რომელიც
შეიძლება შემცირდეს ბაგა (საბავშვო) ბაღებში ბავშვთა ფაქტიურად
გამოცხადების საფუძველზე.
პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
2. რძის ფხვნილი - 831კგ. - ცხიმიანიბა არანაკლებ 25%-ისა, კონსისტენცია მშრალი,
ფხვიერი, ფერი მოყვითალო, ფერი და სუნი დამახასიათებელი ნიმუშისათვის,
ფიზიო-ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე
სტანდარტების მოთხოვნებს, დაფასოებული უნდა იყოს წყალგაუმტარ
პოლიეთილენის პარკებში. ეტიკეტით, მითითებული უნდა იყოს შემადგენლობა,
შენახვის პირობები, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. თვითეულ
მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს ხარისხისა და შესაბამისობის
სერთიფიკატი/დეკლარაცია. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის მავნე
ნივთიერებებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა
აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტენიკური რეგლამენტის
მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152, 03.04.2015წ.).
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თვითეულ შემოტანილ პარტიას
მოხმარების ვადა არ უნდა ეწურებოდეს მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
შენიშვნა: შესყიდვის მოცემული რაოდენობა არის ზღვრული, რომელიც
შეიძლება შემცირდეს ბაგა (საბავშვო) ბაღებში ბავშვთა ფაქტიურად
გამოცხადების საფუძველზე.
პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
3. არაჟანი - 369კგ. - დამზადებული ცხოველურ პროდუქტებზე და შეფუთული
ქარხნული წესით, ცხიმიანობა არანაკლებ 12%, კონსინსტენცია ერთგვაროვანი,
კონსერვანტების, ემულგატორების და ქიმიური ნივთიერებების გარეშე.
შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა.
მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა
და რძის ნაწარმის შესახებ ტენიკური რეგლამენტის მოთხოვნებს
(საქართველოს მთავრობის დადგენილება N152, 03.04.2015წ.). ტრანსპორტირება უნდა
განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი),
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
შენიშვნა: შესყიდვის მოცემული რაოდენობა არის ზღვრული, რომელიც
შეიძლება შემცირდეს ბაგა (საბავშვო) ბაღებში ბავშვთა ფაქტიურად
გამოცხადების საფუძველზე.
პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
4. სულგუნი - 1016კგ. - საშუალოდ მარილიანი, ქარხნული წარმოების, დამზადებული
უნდა იყოს ნორმალიზებული რძით, მცენარეული ცხიმების გარეშე, არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს, კარგი საგემოვნო
თვისებებით, მომწარო ან სხვა არადამახასიათებელი გემოს გარეშე,
სათანადოდ ეტიკეტირებული ვაკუუმ შეფუთვაში, მიკრობიოლოგიური და
ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტენიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის
დადგენილება N152, 03.04.2015წ.). ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სურსათის
უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს.
შენიშვნა: შესყიდვის მოცემული რაოდენობა არის ზღვრული, რომელიც
შეიძლება შემცირდეს ბაგა (საბავშვო) ბაღებში ბავშვთა ფაქტიურად
გამოცხადების საფუძველზე.
პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
5. ხაჭო - 1293 კგ. დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული
რძისგან, მცენარეული ცხიმების გარეშე, თეთრი ფერის,სიმჟავის და
არადამახასიათებელი გემოს გარეშე, რძის შემადგენელი კომპონენტის წილი
არანაკლებ 75%, ქარხნული, შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 1-2 კგ
ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს
დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტენიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის
დადგენილება N152, 03.04.2015წ.). ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სურსათის
უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს.
შენიშვნა: შესყიდვის მოცემული რაოდენობა არის ზღვრული, რომელიც
შეიძლება შემცირდეს ბაგა (საბავშვო) ბაღებში ბავშვთა ფაქტიურად
გამოცხადების საფუძველზე.
პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
6. მაწონი - 1663 კგ. - დამზადებული ცხოველურ ნომალიზებულ რძეზე, კონსისტენცია
ერთგვაროვანი, ცხიმის მასიური წილი 3,2%. დაფასოვებული პლასტმასის
ქილებში, შეფუთული ქარხნული წესით, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს
დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტენიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის
დადგენილება N152, 03.04.2015წ.). ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სურსათის
უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს.
შენიშვნა: შესყიდვის მოცემული რაოდენობა არის ზღვრული, რომელიც
შეიძლება შემცირდეს ბაგა (საბავშვო) ბაღებში ბავშვთა ფაქტიურად
გამოცხადების საფუძველზე.
პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
მწარმოებელი კომპანიის/მწარმოებლის და ქვეყნის გრაფაში ერთზე მეტი
მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის/მწარმოებლის მითითება გამოიწვევს
პრეტენდენტის ავტომატურ დისკვალიფიკაციას.
მიწოდებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სტანდარტებს და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.
საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ
ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხრისხისა და
უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმები“-ს მოთხოვნებს.
მოწოდებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს: „რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“-ს დამტკიცების თაობაზე საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებას.
!!! მიწოდების დროს პროდუქციის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +6
გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქციას არ ჩაიბარებს ბაგა-ბაღის
უფებამოსილი პირი, მომწოდებელს პროდუქცია დაუბრუნდება უკან, ახლის
ჩანაცვლების ვალდებულებით და დაეკისრება პირგასამტეხლო!!!
შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი ხელშეკრულების
შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას და აგრეთვე მიღების
შემდეგ.
მიმწოდებლის მიერ პროდუქტის მიწოდების ისპექტირებას (ხარისხის და
მოცულობის კონტროლი) ადგილზე განახორციელებს ბაგა (საბავშვო) ბაღის
მენეჯერი, მნე და მედდა.
მიწოდებული საქონლის ყოველი პარტიიდან, შემსყიდველის მიერ გარკვეული
ნაწილის დაწუნების (უხარისხობის გამო) შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია დაუყონებლივ ჩაანაცვლოს იგი სატენდერო დოკუმენტაციით
განსაზღვრული საქონლის ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისი
საქონლით,სრული მოცულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული
მიწოდება ჩაითვლება არასრულყოფილად მიწოდებაში და მიმწოდებელს
დაეკისრება პირგასამტეხლო.
იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი პირველი შენიშვნის (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) შემდეგ კვლავ წარმოადგენს წუნდებულ პროდუქტს,
შემსყიდველი ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას, დააკისრებს
ხელშეკრულებით განსაზღვრულ სანქციებს და აცნობებს სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს მისი შავ სიაში შეყვანის თაობაზე.