ტექნიკური დავალება
პრეამბულა
სანდრო მირიანაშვილის მემორიალური სახლმუზეუმი მდებარეობს სიღნაღის
ცენტრში, სარაჯიშვილის და ჭილაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ვანო
სარაჯიშვილის ქუჩა №8-ში. სახლ-მუზეუმის შენობა არქიტექტურული ნიშნებით
დათარიღებულია XIX საუკუნის მიწურულით. 2006 წლიდან მინიჭებული აქვს
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. 1998 წლიდან ამ შენობაში
სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს. მანამდე შენობა
კერძო მესაკუთრის მფლობელობაში იყო. შენობას პირველი რესტავრაცია 1986
წელს ჩაუტარდა. 2008 წელს განხორციელდა შენობის მორიგი სარეაბილიტაციო
სამუშაოები.
შენობა ორსართულიანია, სიღნაღის საცხოვრებელი სახლების
არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ყველა დეტალით, როგორც
გეგმარებითი, ასევე ფასადების მხატვრული გადაწყვეტით და წარმოადგენს
ერთ-ერთი გამორჩეულ ნიმუშს.
შენობის ეზო ქვისა და აგურის გალავნითაა შემოსაზღვრული. სახლს
დასავლეთით და სამხრეთით ხის განიერი აივანი აქვს. სამხრეთის აივანი
მოგვიანებითაა მიშენებული. აივნის შიდა სიბრტყეები გალესილია. პირველ
და მეორე სართულებზე შემორჩენილია კარ-ფანჯრების წრიული თავსართები.
ორქანობიანი სახურავი კახური კრამიტითაა გადახურული. ეზოს მხარეს
სახურავზე სამერცხულია მოწყობილი. შენობის სამხრეთის ყრუ ფასადზე
მეზობლის შენობაა მოდგმული. მეორე სართულზე მოხვედრა წინიდან მიდგმული
კიბით არის შესაძლებელი.
შენობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტები კარგ მდგომარეობაშია, თუმცა
ხეში შესრულებული დეტალები, რომელიც რამდენჯერმე განახლდა (აივნის
მოაჯირი-სვეტები, რიკულები, იატაკი, კარ-ფანჯრები), კვლავ დაზიანებულია.
დაზიანებულია პირველი სართულის დონეზე აივნის ქვეშ მოპირკეთებული
აგურის იატაკი. ნალექი იჟონება კრამიტის სახურავიდან.
სახლ-მუზეუმის შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების
განხორციელებას, რისთვისაც შედგენილ იქნა შესაბამისი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის
ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს
ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლად გამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდეს
არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
პროცესი განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს
არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად,
სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
ჩასატარებელი სამუშაოები
სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმზე ჩასატარებელია შემდეგი
სარეაბილიტაციო სამუშაოები:
● აგურის არსებული სვეტების დემონტაჟი და ახალი აგურის სვეტების
მოწყობა;
● სართულშუა ანტისეისმური სარტყელის მოწყობა ლითონის
კონსტრუქციებით;
● ბეტონის კიბის დემონტაჟი და აგურის კიბის მოწყობა;
● სანკვანძების მოწყობა;
● პირველი სართულის აივანზე აგურის იატაკის დემონტაჟი და ახლის
მოწყობა, ინტერიერში აგურის იატაკის რესტავრაცია;
● აივნის ხის სვეტების, მოაჯირების და რიკულების შეცვლა ახლით. აივანზე
ასასვლელი ხის კიბის გამოცვლა;
● კარ-ფანჯრების რესტავრაცია;
● კრამიტის სახურავის გადაწყობა და შევსება;
● წყალ-კანალიზაციის, ელექტროობის და გათბობა-ვენტილაციის ქსელების
მოწყობა;
● ტერიტორიის კეთილმოწყობა და დასუფთავება.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი
პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან,
რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ
კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში
დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები,
წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი
პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი
ნაგებობების მოჭრა და განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილობითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების
ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი, ანგარიშის წარმოდგენიდან
არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და
გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის
ალბომის სახით - 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე
(ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG
გაფართოების ფაილი) ჩაწერილი.
საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ
სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია
სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 12
(თორმეტი) თვე.