ტექნიკური დავალება
პრეამბულა
ნოქალაქევის ციხე-ქალაქი ქართული სათავდაცვო და საერო არქიტექტურის
ერთ-ერთი ბრწყინვალე ძეგლია. იგი ადრეშუასაუკუნეების ეგრისის სამეფო
ქალაქი იყო და მჭიდროდ არის დაკავშირებული ეგრისის გაქრისტიანებისა და
ადრექრისტიანული ეპოქის ისტორიასთან.
ციხე-ქალაქი წარმოადგენს ქართული სათავდაცვო ნაგებობებისათვის
დამახასიათებელ სტრუქტურას, ზედაციხე ციტადელითა და ქვედაციხე
ქალაქით. ციხე-ქალაქი სამხრეთი ექსპოზიციით შეფენილია მდ. ტეხურისპირა
ფერდობზე. ქალაქი მდინარის მაღალ მარცხენა ნაპირის მოვაკებულ, ოდნავ
დამრეც, ტრაპეციული ფორმის ტერასაზე იყო გაშენებული. ქალაქის შუა
მონაკვეთში ცალკე იყო გამოყოფილი საკულტო ნაწილი, თავდაპირველად
დარბაზული ეკლესიით და შემდგომ, მის ადგილზე სამნავიანი ბაზილიკით.
მისი დანგრევის შემდეგ კი, იქვე ჩრდილოეთით მომცრო სამნავიანი
ბაზილიკით და მის დასავლეთით დარბაზული ეკლესიით, რომელიც სანათლავის
ფუნქციას ასრულებდა (მოგვიანებით ბაზილიკა გადააკეთეს გუმბათიან
ეკლესიად). იმავე პერიოდში არსებობდა კარიბჭე-კოშკი, რომელიც
მოგვიანებით სამრეკლოდ გამოიყენებოდა. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში
მდგომი პირველი ორი სასახლე ადრექრისტიანულ ხანაში არსებობდა. მესამე
კი, რომელიც დადიანების სასახლედ არის ცნობილი, უფრო
სამხრეთ-დასავლეთისკენ იყო აგებული, გვიან შუასაუკუნეებში. ასევე,
ადრექრისტიანული ხანისაა ქალაქის სამხრეთი გალავნის სიახლოვეს
აგებული სამოქალაქო აბანო და რომაული ტიპის სამეფო აბანო. სამხრეთ
გალავანთან მდებარეობს მეციხოვნეთა ყაზარმა და ქალაქის დასავლეთ
ნაწილში მდინარეზე ჩასასვლელი კამაროვანი გვირაბი. გვირაბის ზემოთ,
ფერდობზე გამავალ ჩრდილეოთ გალავანში ჩართული იყო მოზრდილი
წყალსაცავი. ქალაქის მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა აქ ქალაქური
საცხოვრებლები და ქუჩებიც არსებობდა.
გასულ საუკუნეში ძეგლის მიმდებარედ აიგო მუზეუმის შენობა, რომელიც
ემსახურებოდა არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე
აღმოჩენილი არტეფაქტების დაბინავებას, გაწმენდა-კვლევასა და
გამოფენას. ბოლო პერიოდში დღის წესრიგში დადგა და ხორციელდება,
მუზეუმის ახალი შენობის აგება, თანამედროვე მოთხოვნების
გათვალისწინებით.
2023 წელს ჩასატარებელი სამუშაოები:
შენობაში შიდა სამშენებლო სამუშაოები (კედლებისა და იატაკების მოწყობა
- მოპირკეთება, კარების მონტაჟი);
ლიფტების მონტაჟი;
საინჟინრო კომუნიკაციების (ელ.მომარაგება, წყალსადენ-კანალიზაცია,
ხანძაქრობა, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, სუსტი დენები) მოწყობა
სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი მოცემულია შესასრულებელ სამუშაოთა
მოცულობების უწყისში.
ძირითადი პირობები
ტენდერი ითვალისწინებს ნოქალაქევის არქიტექტურულ - არქეოლოგიური
კომპლექსის ახალი მუზეუმის შენობის სამშენებლო სამუშაოების
განხორციელებას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა (ან მასში ცვლილება), შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, სტანდარტული,
მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და
მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში თავიდან უნდა
იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და რომელიმე ნაწილის
უნებლიე ან/და მიზანმიმართული დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი
ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და თავსებადი
მასალები და ნივთიერებები.
განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა
დაზიანდეს თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების დროს
წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს
ჩასატარებელმა სამუშაომ შენობის მდგომარეობაზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით სამუშაოების მიმდინარეობის
შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის
შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება
შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. შესრულებული სამუშაოების
ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის
დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
❖ ნორმატიული დოკუმენტები
სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს კანონმდებლობისა და
კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების
გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი
პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან,
რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ
კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში. სამუშაოების
წარმოებისას სრულად დაიცვას საქართველოში კორონა ვირუსის „COVID-19“-ის
გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული მოქმედი მარეგულირებელი და
ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული მოთხოვნები/ პროტოკოლი.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო
სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი
მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი
თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი
ნარგავების მოჭრა და განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილოითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების
ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი, ანგარიშის წარმოდგენიდან
არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და
გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული, A3 ან A4 ფორმატის
ალბომის სახით) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე (ტექსტური
და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი)
ჩაწერილი.
საექპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ
სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია
სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი)
კალენდარულ თვეში.
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის
მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, 5 (ხუთი) წლის ვადით.