1. ტექნიკური დავალება
ზოგადი მიზანი:
წინამდებარე დოკუმენტი ზოგადად განსაზღვრავს ტექნიკურ დავალებას
მიმწოდებლისათვის, რომელიც დკ&სჯეც მიერ შეთავაზებულ სტრატეგიაზე
დაყრდნობით დაგეგმავს და განახორცილებს საინფორმაციო,
საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის მიზანია: საზოგადოების განათლება
და ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის ქცევითი რისკ-ფაქტორების და
ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების შესახებ, ჯანსაღი ცხოვრების
წესის ხელშეწყობა და ჯანსაღი ქცევის წახალისება.
არაგადამდები დაავადებები დაავადებათა (აგდ) ტვირთის უდიდეს ნაწილს
წარმოადგენს საქართველოში და დიდ გავლენას ახდენს სიცოცხლის ყველაზე
პროდუქტიულ წლებზე. გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ქრონიკულ
რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი და სხვა აგდ საერთო
რისკ-ფაქტორებით ხასიათდება: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება,
დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ამიტომ,
მნიშვნელოვანია ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებებით მოსახლეობის
განათლება, ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება რისკ-ფაქტორების
პრევენციიის თაობაზე.
ამასთან დაკავშირებით, კამპანია ფოკუსირებულია 4 მიმართულებაზე:
(1) თამბაქოს მოხმარების პრევენციის, (2) რეგულარული ფიზიკური აქტივობის, (3)
მარილის მოხმარების შემცირების და (4) ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის
შესახებ საზოგადოების გაანთლებაზე და ჯანსაღი ცხოვრებსი წესის
ხელშეწყობაზე.
სამიზნე აუდიტორია
კამპანია გათვლილია ფართო აუდიტორიაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ
რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და მეტი ეფექტის მისაღებად,
კამპანია აქცენტირებულია შემდეგი ტიპის სამიზნე ჯგუფებზე:
• სტუდენტები და ახალგაზრდობა;
• ეთნიკური უმცირესობები;
სტრატეგიული მიდგომები:
კამპანიაში გამოყენებული სტარტეგიული მიდგომები გულისხმობს
ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით,
მ.შ. სატელევიზიო (რეგიონული, ეთნიკური უმცირესობებისათვის
სატელევიზიო არხების ჩათვლით), რადიო და დიგიტალური მედიის
გამოყენებით, მტკიცებულებზე დაფუძნებული მასალის გავრცელებით;
საზოგადოების აქტიური ჯგუფების და პოპულარული ადამიანების
ჩართულობით; წამახალისებელ ღონისძიებებს საზოგადოების ჩართულობით,
მ.შ. ეთნიკური უმცირესობების მონაწილოებით.
ტექნიკური დავალება თანხვედრაშია:
• 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების
თაობაზე საქართველოს მთავრობის 2022 წ. 30 დეკემბრის #609 დადგენილება, მუხლი 6.
პუნქტი 2. „ა“ მოსახლეობის განათლება და ინფორმირებულობის დონის
ამაღლება ჯანმრთელობის ხელშეწყობის პრიორიტეტულ საკითხებსა და
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევით რისკფაქტორებზე (თამბაქო, კვება,
ალკოჰოლი, ფიზიკური აქტივობა), ფსიქიკური ჯანმრთელობა და ა.შ.; პუნქტი „ე“
გარემო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ
მოსახლეობის განათლება ;
• ასოცირების შესახებ შეთანხმებას; კარი VI, თავი 15, საზოგადოებრივი
ჯანდაცვა, მუხლი 356, პარაგრაფი 1, c არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და
კონტროლი, ძირითადად ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის,
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და
ჯანმრთელობის იმ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით,
როგორიცაა კვება, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მიმართ
დამოკიდებულება; მუხლი 356, პარაგრაფი 1e - ჯანმრთელობის შესახებ
ინფორმაცია და ცოდნა ;
• არაგადამდებ დაავადებათა 9 გლობალური სამიზნე 2025 წლისთვის .
• სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021-2022 წწ. (ამოცანა 8.1. სახელმწიფო
სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის
გაზრდა) .
• არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საინვესტიციო
პაკეტის რეკომენდაციები, 2022 წ.
მომსახურების ამოცანები:
აღნიშნული კამპანია პროგრამის არსებული რესურსებიდან და
პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ფოკუსირებულია შემდეგ ამოცანებზე და
ითვალისწინებს ადგილობრივ და საერთაშორისო მტკიცებულებებზე
დაფუძნებულ მიდგომებსა და რეკომენდაციებს:
ამოცანა 1. ამოცანა გულისხმობს ინფორმირებულობის დონის ამაღლებას
თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობის, თამბაქოსათვის თავის
დანებების, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემების და თამბაქოს
ახალი ტიპის გახურებადი ნაწარმის, ჩილიმის, თამბაქო და გარემოს
საკითებზე; საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ სამიზნე მოსახლეობის
ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს კონტროლის საკითხებზე და
სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა;
საქართველოში განხორცილებული ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით (ESPAD 2015
და 2019; GYTS – 2017) მზარდი ტენდენცია ფიქსირდება ელექტრონული სიგარეტის
სიცოცხლის განმავლობაში მოხმარებასთან დაკავშირებით (ელექტრონული
სიგარეტი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში -7% (ბიჭების 11% და გოგონების 4%);
კვლავ საკმაოდ მაღალია თამბაქოს მოხმარების ნაადრევი (≤13 წლის)
დაწყების მაჩვენებელი - მოსწავლეთა 21%-მა მოწევა (ბიჭების 28% და გოგონების
14%) 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა; 2019 წელს პირველად იქნა გამოკვლეული
გახურებადი თამბაქოს მოხმარება (3% უკანასკნელი - 30 დღის განმავლობაში -
მოსწავლეთა 8%-ს ოდესმე მოუხმარია გახურებადი თამბაქო). თამბაქოს
ინდუსტრიის მარკეტინგული მიდგომების საპასუხოდ ნიკოტინის მიწოდების
ელექტრონული სისტემების და თამბაქოს ახალი ტიპის გახურებადი ნაწარმის
ნაკლებ მავნეობისა და ზიანის საპასუხოდ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია
საზოგადოების ინფორმირიება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული
ინფორმაციის მიწოდება ამ საკითხებზე.
აღნიშნული ამოცანა ეფუძნება:
• თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიითა 2021-2025წწ და სამოქმედო
გეგმით 2021-2023 წწ გათვალისწინებულ სტრატეგიულ ამოცანას II „მოსახლეობის
ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს მოხმარებისა და მეორადი,
ისევე, როგორც მესამეული კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ“ (მიზანი:
არასრულწლოვნებში მოწევის გავრცელების შემცირება ყოვლწლიურად 1 %-ით;
მოზრდილებში მოწევის გავრცელების შემცირება ყოვლწლიურად 2 %-ით);
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის შესახებ
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მუხლი 12 განათლება, კომუნიკაცია,
ტრენინგი და საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება ;
• არაგადამდებ დაავადებათა 9 გლობალური მიზანი (2025 წლისათვის მოწევის
გავრცელების შემცირება 30%-ით +15 წ ზევით მოსახლეობაში).
• არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საინვესტიციო
პაკეტის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით თამბაქოს კონტროლის
გაძლიერება თავიდან აგვაცილებს ინსულტის 2 000-ზე მეტ და ინფარქტის 2 000-ზე
მეტ შემთხვევას, გადაარჩენს 2 700-ზე მეტ სიცოცხლეს.
ამოცანა 2. ამოცანა გულისხმობს რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც
ჯანმრთელობის ერთერთი სასარგებლო ქცევითი ფაქტორის, პოპულარიზაციას
და ხელშეწყობას მოსახლეობაში;
დაბალი ფიზიკური აქტივობა კვლავ რჩება ერთერთ მნიშველოვან გამოწვევად
და იგი არაგადამდებ დააადებათა ერთერთი რისკ-ფატორია. არაგადამდები
დაავადებების რისკ-ფაქტორების (STEPS)-2016 მონაცემებით 18-64 წლის ასაკის
მოსახლეობის 17,4%-ის (კაცი-16.2%, ქალი-18,4%), ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა
საერთოდ არ შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
რეკომენდაციებს. 82.4% (კაცი-72.2%, ქალი-91.8%) არ არის. რეკრიაციასთან
დაკავშირებული ფიზიკური აქტივობის ხვედრითი წილი-ჯამური ფიზიკური
აქტივობის 3,5% (კაცი-5.3%, ქალი-1.5%). ქცევითი რისკ-ფაქტორების თვითშეფასების
სასკოლო კვლევის მიხედვით
(HBSC) 2018 11, 13, 15 წლის მოზარდებში, კვირაში 7 დღე თავს აქტიურად თვლის ბიჭების-25%,
გოგონების-17% (ფიზიკური აქტიურობა კლებულობს ასაკის მატებასთან ერთად,
განსაკუთრებით გოგონებში), ხოლო COSI-ბავშვთა სიმსუქნის
ეპიდზედამხედველობის ინიციატივა (2017-2019), ჭარბი წონა აღენიშნება ბიჭების
-26%, გოგონების-22%; სიმსუქნე- ბიჭების-10%, გოგნების-7%-ს. არაერთი კვლევა
ადასტურებს, რომ დაბალი ფიზიკური აქტივობა და ჭარბი წონა წარმოადგენენ
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და კიბოს სერიოზულ
რისკ-ფაქტორებს. არსებობს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ
რეგულარული ფიზიკური აქტივობის შედეგად უმჯობესდება ჯანმრთელობის
მდგომარეობა და ზოგადი თვითგრძნობა. შესაბამისად, აუცილებელია
რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი
ფაქტორის, მისი სახეების, სასურველი რეჟიმისა და მნიშვნელობის შესახებ
მოსახლეობის ცნობიერების სისტემატიური ამაღლება.
ტენდერით გათვალისიწნებული აქტივობები ეფუძნება:
• ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო
დოკუმენტს 2024-2030 წწ და სამოქმედო გეგმას 2024-2027 წწ; 2030 წლისთვის არასაკმარისი
ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლის 15%-იანი ფარდობითი შემცირება
მოზარდებსა და ზრდასრულებში
• საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის
სტრატეგიის პროექტი 2023-2030 წწ
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიციის დოკუმენტი „არაგადამდები
დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიზნით “საუკეთესო
ინტერვენციები“ და ჩარევები“ დოკუმენტის მიხედვით; არაგადამდები
დაავადებების დაძლევის ხელშეწყობა WHO ეფექტური ინტერვენციები
ხარჯთ-ეფექტურობის ანალიზით ≤ I$ 100 თითოეულ თავიდან აცილებულ DALY-ზე დაბალი
და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფიზიკური აქტივობის შესახებ
ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება მთელი
მოსახლეობის მასშტაბით, რომელიც მოიცავს მედია-კამპანიას სათემო
საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად, მოტივაციურ და გარემოსდაცვით
პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქცევითი ჩვევების შეცვლის
პროგრამების მხარდაჭერას და, შედეგად, ფიზიკური აქტივობის დონის ზრდას
.
• ფიზიკური აქტივობის გლობალური სამოქმედო გეგმა 2018-2030; ღონისძიება 1.1.
რეგულარული მასობრივი მონაწილეობის ინიციატივები საჯარო სივრცეებში,
საზოგადოების ჩართულობით .
• არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საინვესტიციო
პაკეტის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით ფიზიკური აქტივობის
გაძლიერებისკენ მიმართულ ინტერვენციები თავიდან აგვაცილებს ინსულტის
300-ზე მეტ და ინფარქტის 600-მდე შემთხვევას, გადაარჩენს 600 სიცოცხლეს.
ამოცანა 3. აღნიშნული ამოცანა გულისხმობს მარილის მოხმარების
შემცირების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის
ამაღლებას და ქცევის ცვლილების ხელშეწყობა მოსახლეობაში; 2016 წლის STEPS
კვლევის მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად
მოიხმარს 8.5 მგ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმო-ს მიერ
რეკომენდებულ დოზას (5 მგ/დღე).
მარილის მაღალი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა
არაგადამდები დაავადებების მთავარი რისკ-ფაქტორია. არაგადამდები
დაავადებები ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის ძირითადი მიზეზია
გლობალურად და საქართველოში და, ამასთანავე, წარმოადგენენ
სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს. მარილის
მიღების შემცირება იწვევს არტერიული წნევის ციფრების და, შესაბამისად,
არტერიული ჰიპერტენზიის და მისი გართულებების - მიოკარდიუმის
ინფარქტისა და ინსულტის გავრცელების და ამ დაავადებებით გამოწვეული
სიკვდილიანობის შემცირებას.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოხდება მარილის მოხმარების
რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის,
ასევე, მარილის მოხმარების შემცირების რეკომენდაციებისა და სარგებლის
შესახებ ინფორმირება. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კვლევის
მონიწილეთა დიდი რაოდენობა არ ფლობს ინფორმაციას მარილის
რეკომენდებული დოზის შესახებ, არ იციან როგორ აკონტროლონ
რეკომენდებული დოზა; მიაჩნიათ, რომ რეკომენდებულ დოზა გულისხმობს 1 ჩაის
კოვზს დღის განმავლობაში, ან ნახევარი ჩაის კოვზს. ასევე არ იციან რა
შედეგები მოაქვს მარილის ჭარბ მოხმარებას, შესაბამისი ინფორმაცია არ
აქვთ და არ უნახავთ.
ტენდერით გათვალისწინებული აქტივობები აქტივობები ეფუძნება:
• მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის შედეგების ანალიზს
საქართველოში, WHO; 2022 წ
• საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის
სტრატეგიის პროექტს 2023-2030 წწ
• ჯანმოს ინიციატივას მარილის შემცირების სტრატეგიის დანერგვასთან
დაკავშირებით .
• არაგადამდებ დაავადებათა 9 გლობალურ სამიზნეს - 2025 წლისათვის
მარილის/ნატრიუმის მოხმარების 30%-ით შემცირება .
• არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საინვესტიციო
პაკეტის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით მარილის შემცირების
მიმართულებით ინტერვენციებს აქვს ყველაზე მაღალი უკუგება, 15 წლის
განმავლობაში თავიდან აგვაცილებს ინსულტის 13 000-მდე და ინფარქტის 7 000-ზე
მეტ შემთხვევას, გადაარჩენს 10 000 სიცოცხლეს და დღეს დახარჯულ 1 ლარზე
უკუგება - 15 ლარი. მარილის შემცირების მიმართულებით დღეს დახარჯულ
თითოეულ ლარზე 15 წელიწადში უკუგება 19.6 ლარი იქნება.
ამოცანა 4. გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების შესახებ მოსახლეობის
ინფორმირება და ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა; ამოცანა გულისხმობს
მოსახლოების გარემოს დაცვის მნიშვნელობის, გარემოს დამაბინძურებელი
ფქტორების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას, პროცესებში
საზოგადოების აქტიური ჩართულობას და გარემოსდაცვითი ღონისძიებების
განხორციელებას.
აღნიშნული მიმართულებები ეფუძნება და თანხვედრაშია:
1. საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის
სტრატეგიის პროექტი 2023-2030 წწ
2. საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული
სამოქმედო გეგმა, ამოცანა 3: ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს მიმართ
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის,
გაზრდილი ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად .
3. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება საქართველოში
ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბების მიზნით სამთვარობო
კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე. ჯანმოს ჯანსაღი
ქალაქების ქსელების კონცეფცია, WHO .