1. რძის ფხვნილი - ნატურალური, ძროხის რძისგან დამზადებული, ცხიმიანობა
არანაკლებ 1,5% -ისა, უმაღლესი ხარისხის. დაფასოებული 25 კილოგრამიან
პოლიეთილენის პარკებში, შესაბამისი მარკირებით-დამზადების და
ვარგისიანობის ვადების, ტარაზე საკვების კალორიულობის პროცენტის
მითითებით - 1900კგ;
2. კარაქი - ძროხის, ნატურალური რძისგან დამზადებული ქარხნული წესით.
ნაღების (არამცენარეული), ცხიმიანობა არანაკლებ 82%-ისა,
არადამახასიათებელი სუნის და ფერის გარეშე, დაფასოებული 5-25
კილოგრამიან ყუთებში ვარგისიანობის ვადებით - 1650კგ;
3.არაჟანი - ნატურალური, ძროხის რძისგან დამზადებული, ქარხნული
წარმოების, ცხიმიანობა არანაკლებ 15%-ისა, არადამახასიათებელი სუნის,
ფერის და სიმჟავის გემოს გარეშე. დაფასოებული 0.5-5.0 კილოგრამიან
პლასმასის ჭურჭელში, შემადგენლობის, დამზადების, ვარგისიანობის
ვადების და შტრიხკოდების მითითებით. შესაბამისი მარკირებით - 600 კგ;
4. ყველი - ძროხის რძისგან დამზადებული, მშრალი, ქარხნული წარმოების,
შესაბამისი მარკირებით, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის
მითითებით - 800 კგ;
5. ხაჭო - ნატურალური, ძროხის რძისგან დამზადებული, კალცინირებული,
ქარხნული წარმოების, ცხიმიანობა არანაკლებ 9 %-ისა, არადამახასიათებელი
სუნის, ფერის და სიმჟავის გემოს გარეშე. შესაბამისი მარკირებით -
შემადგენლობის, ვარგისიანობის ვადების და შტრიხკოდების მითითებით.
დაფასოებული 1-5 კილოგრამიან პლასმასის ჭურჭელში. ჭურჭელზე დამზადებისა
და ვარგისიანობის ვადის მითითებით - 900 კგ;
6. მაწონი - დაფასოებული 400 გრ-იან პლასტმასის ქილებში - პასტერიზებული,
ნატურალური რძით, ქარხნული წესით, კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის
მასური წილი 3,2%, არადამახასაიათებელი სუნის და გემოს გარეშე, მავნე
ქიმიურ ელემენტების გარეშე, დაფასოებული პლასტმასის ქილებში,
შესაბამისი მარკირებით, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის
მითითებით - 450 კგ.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული უნდა იყოს ქარხნული
წესით, ჰერმეტულად შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის
ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტის შესაბამისად, ხოლო 2019 წლის პირველი მარტიდან საქართველოს
მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის
N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ
რისკებთან მიმართებაში.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და
ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით )
განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საკვები პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს: „რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“-ს დამტკიცების თაობაზე საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებას; ასევე უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001
წლის 16 აგვისტოს #301/ნ ბრძანებას „სასურსათო ნედლეულისა და კვების
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესების და
ნორმების“ მოთხოვნებს. კერძოდ: საკვები პროდუქტების ყველა პარტია უნდა
შეესაბამებოდეს არსებულ ნორმატიულ ტექნიკურ დოკუმენტაციას,
ხარისხისა და უსაფრთხოების მაჩვენებლებს და დამოწმებული უნდა იყოს
დამამზადებლის მიერ ხარისხის მოწმობით (შესაბამისი სერთიფიკატით).
კვების პროდუქტების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარულ-ჰიგიენურ
ნორმატივებს. საკვები პროდუქტების დაფასოება და შეფუთვა უნდა
უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას:
1. პროდუქციის დასახელება და მისი სახეობა.
2. წარმოშვების ქვეყანა, ორგანიზაციის დამამზადებლის დასახელება და
იურიდიული მისამართი.
3. პროდუქციის წონა და მოცულობა.
4. პროდუქციის შემადგენლობაში შემავალი ინგრიდიენტების დასახელება,
საკვები დანამატების ჩამონათვალი.
5. კვებითი ღირებულება.
6. შენახვის პირობები.
7. ვარგისიანობა - ვადა და თარიღი.
საკვები პროდუქტების შენახვისას და ტრანსპორტირებისას დაცული უნდა
იქნას სანიტარული წესები და ნორმატიული მოთხოვნები, კერძოდ:
დაუშვებელია საკვები პროდუქტების, სასურსათო ნედლეულის რეალიზაცია
ა) ხარისხისა და უზრუნველყოფის სფეროში სანიტარულ წესებთან და
ნორმებთან შეუსაბამობით.
ბ) ხარისხის შესახებ დამამზადებლის მოწმობის გარეშე.
გ) ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
დ) ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის სათანადო პირობების
დარღვევისას.
ე) ნიშანდების დაქვემდებარებული ეტიკეტის გარეშე.
შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და შეესაბამებოდეს ამ
სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს.
შესყიდვის ობიექტის რაოდენობები არის სავარაუდო (შემსყიდველს არ აქვს
ვალდებულება უზრუნველყოს საქონლის რაოდენობების სრულად ათვისება
ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში).