Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #43235651)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-city Kutaisi City Hall
Номер конкурса: 43235651
Дата публикации: 27-06-2023
Сумма контракта: 336 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013364
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.06.2023 17:40
Начало приема предложения 07.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 10.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 336`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50300000 - Техническое обслуживание и ремонт
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სამი ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მოვლა-პატრონობისა და დაერთების წერტილებიდან ქ. თბილისისა და ქუთაისის სასერვერომდე ვიდეო ნაკადის უზრუნველყოფა, მათ შორის გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის საგარანტიო მომსახურეობა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`700.00 GEL
Размер гарантии 3`360 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli adeishvili :: 26.06.2023 09:33
  • Последнее исправление: irakli adeishvili :: 27.06.2023 17:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524857&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სამი ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მოვლა-პატრონობისა და დაერთების წერტილებიდან ქ. თბილისისა და ქუთაისის სასერვერომდე ვიდეო ნაკადის უზრუნველყოფა, მათ შორის გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის საგარანტიო მომსახურეობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.1 სამი ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მოვლა-პატრონობა და საგარანტიო მომსახურეობა:
1.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო კამერა (35 ცალი)
1.1.2. ზოგადი ხედვის ვიდეო სამეთვალყურეო კამერა (11 ცალი)
1.1.3. მართვადი ვიდეო სამეთვალყურეო კამერა (18 ცალი)
საგარანტიო მომსახურეობის ფარგლებში მიმწოდებელი იღებს ვალდებულება დაზიანებული ან ხარვეზიანი კამერა ფიზიკურად მოხსნას, შეაკეთოს და ექსპლუატაციაში დააბრუნოს მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო მომსახურეობა არ გავრცელდება იმ კამერაზე თუ სახეზეა განზრახ ვანდალურად გარე ფაქტორებით მიყენებული ფიზიკური დაზიანებები ან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფიზიკურად დამტვრეულია, ჩამოვარდნილია და მსგავსი ტიპის ინციდენტები.
1.2 დაერთების წერტილზე არსებული გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის (რაოდენობა: 23 ცალი) საგარანტიო მომსახურეობა, რაც გულისხმობს, რომ მომსახურების პერიოდის განმავლობაში ან/და მომსახურების პერიოდის დაწყების მომენტში თუ აღმოჩნდება რომ რომელიმე კომპონენტი, მათ შორის აკუმულატორი დაზიანებულია მიმწოდებელმა მყისიერად, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში უნდა გამოცვლოს და გაუშვას ექსპლუატაციაში.
1.3 დაერთების წერტილებიდან თბილისის და ქუთაისის სასერვერომდე ვიდეო ნაკადის უზრუნველყოფა. ვიდეო ნაკადის (სტრიმის) შესაბამისი გამტარუნარიანობის მქონე ქსელით მიწოდება.
1.4. მიმწოდებელმა 2 (ორი) წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში რეაგირება უნდა მოახდინოს ელ. ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 48 საათის განმავლობაში. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული კომპლექტის გამართული მუშაობა, კერძოდ: კამერა ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს. გამართულად მუშაობს სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი კამერის გარე გამოყენების კორპუსის საწმენდი სითხის შესხურების და გაწმენდის მექანიზმი და ავზში არის საკმარისი რაოდენობის სპეციალური საწმენდი სითხე. ვიდეო კამერა და მისი გარე გამოყენების კორპუსი ფიზიკურად და პროგრამულად გამართულია, ისე რომ ანალიტიკური პროგრამა უზრუნველყოფს 240კმ/სთ გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნომრის ამოცნობას და საერთო რაოდენობის სანომრე ნიშნის ამოცნობას არანაკლებ 90%-იანი სიზუსტით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლების 01 იანვრიდან ტენდერის დასრულების დღემდე უნდა ქონდეს არანაკლებ 400000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობის ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის გამოცდილება.
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული), დამკვეთის/შემსყიდველის მიერ დადასტურებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში მომსახურების გაწევის დასრულება და მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის ჯამური ღირებულება; ასევე პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ გაწეულ მომსახურებასთან მიმართებით წარმოადგინოს მთავარ დამკვეთთან/შემსყიდველთან გაკეთებული შეთანხმება/ნებართვა (თუ ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით. შეთანხმების/ნებართვის წარმოუდგენლობის (საწყის ან დაზუსტების ეტაპზე) შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურება პრეტენდენტს გამოცდილებად არ ჩაეთვლება) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.


4. მომსახურების გაწევა, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა საბიუჯეტო ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურ ღირებულებას. (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში მითითებულ ოდენობაზე, გათვალისწინებულ იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);

5. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურების გაწევა მოხდა ამხანაგობის მონაწილეების მიერ ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება მიწოდებული საქონლის შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ისეთი დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელი იქნება გაწეულიმმომსახურების შინაარსისა იდენტიფიცირება, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს Milestone-ის სპეციალიზაციის მქონე მინიმუმ ერთი სერთიფიცირებული თანამშრომელი.

2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერთიფიცირებული თანამშრომლის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი) და მასთან შრომითი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს და მოქმედების ვადაც უნდა განისაზღვრებოდეს არანაკლებ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილში მითითებულ ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამხანაგობის წევრებისთვის:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (ყოველთვიურად), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.
3. მიღება-ჩაბარება მოხდება საანგარიშო პერიოდში ტექნიკური დავალების შესრულებაზე შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის (112) წერილობითი დადასტურების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ადეიშვილი, 599285289, kutaisi.procurement@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

3. 2019 წლის 1 იანვრიდან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით /კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა შესაძლებელია მხოლოდ PDF ფორმატის დოკუმენტებზე/

4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.

7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე):

7.1. თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru