შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:
სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის
თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.
1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:
• წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ
უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით.
• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი
ა4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2 000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის
გარეშე/no spaces), შრიფტი 12.
• ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება
შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების
რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების
რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის
შემთხვევაში, ჩაითვლება 1 სრულ გვერდად (2000 სიმბოლო)
• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით,
მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში,
დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების
რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი
დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი
ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი
სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი
გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 50 გვ.).
2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრესიკურანტში მითითებულ უცხოურ
და ქართულ ენაზე და პირიქით.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის
ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში,
ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის
მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა, საერთო ჯამში თუ აღემატება 7 საათს,
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის თარგმნის 7
საათის ღირებულებით. აღნიშნული 7 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ
მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის
შენარჩუნების პირობებში უზრუნველყოს თარჯიმნის გამოცვლა, რა
შემთხვევაშიც, ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, მომსახურების
გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თარგმნის მომსახურების დაწყებიდან და
დასრულდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე, არაუმეტეს
წინა პუნქტში გაწერილი ვადებისა.
დამატებითი პირობები:
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური,
სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული
სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების,
მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის
ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი
და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
• მიმწოდებელს უნდა წარმოადგინოს აზერბაიჯანული, სომხური, თურქული,
არაბული, სპარსული და ინგლისური ენის მცოდნე არანაკლებ 2 თარჯიმანი,
შერჩევა-შეფასების ეტაპზე მიმწოდებელმა დასაშვებია წარმოადგინოს
ზემოთ ჩამოთვლილი ენებიდან თითო თარჯიმნის შესახებ ინფორმაცია, თუმცა
ხელშეკრულების მიმდინარეობისას შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში
მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24 საათში უნდა წარმოადგინოს 2.4.1 პუნქტით
გათვალისწინებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია.
• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს
შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში
გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული
ინფორმაცია/მასალები.
• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად,
დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის
გამოტოვება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და
გრამატიკულად გამართული.
• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის
სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს
აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).
• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს
და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური,
ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული
მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის
ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის
სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით.
• პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და
ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების
გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი
წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში. პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი ფასები პრეისკურანტის ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე არ
უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ფასებს. პრეტენდენტი
ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენისას პრეისკურანტით
განსაზღვრულ პოზიციებზე ფასების კლება განახორციელოს პროპორციულად.
საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით.
• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის
გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების
მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე
გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას, სათარგმნი ენისა და ფასის
მითითებით (ფასი დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე
მიმდინარე დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად).
• მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ტელეფონის ნომრები (როგორც ქალაქის
(არსებობის შემთხვევაში), ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის
განმავლობაში შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების
განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში აკრძალულია აღნიშნული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან
შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს
ამი ს შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული
ნომრების შესახებ.