Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #43034623)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 43034623
Дата публикации: 21-06-2023
Сумма контракта: 585 470


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013007
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.06.2023 18:52
Начало приема предложения 07.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 12.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 585`470.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45221250 - Подземные работы, кроме тоннелей, шахт и метро
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე საავტომობილო მაგისტრალის ქვეშ გარცმის მილების დახურული წესით მოწყობის/მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 5`855.00 GEL
Размер гарантии 5`855 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 21.06.2023 18:33
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 21.06.2023 18:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524422&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე საავტომობილო მაგისტრალის ქვეშ გარცმის მილების დახურული წესით მოწყობის/მონტაჟის სამუშაოების (შემდგომში - სამუშაო) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე საავტომობილო მაგისტრალის შვიდ კვეთას (ჯამურად 461 მეტრი) (Pk50 - 122 მეტრი, Pk62 - 56 მეტრი, Pk85 - 39 მეტრი, Pk86 - 88 მეტრი, Pk88 - 45 მეტრი, Pk96 - 55 მეტრი, Pk116 - 56 მეტრი).
2. მიმწოდებელი ვალდებულია:
- უზრუნველყოს საავტომობილო მაგისტრალის ქვეშ გარცმის DN700 მილების მონტაჟი საპროექტო ნიშნულზე, ბურღვით/გამოწნეხვით., აგრეთვე აწარმოოს გეოდეზიური სამუშაოები;
- სამუშაოები შეასრულოს დანართი №1-ის (მოცულობათა ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) და დანართი №1.2-ის საპროექტო დოკუმენტაცია/ნახაზები მიხედვით;
- სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით, დაიცვას გარემოსდაცვითი ნორმები და კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა;
- დაიცვას საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ";
- დაიცვას ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესები.
- დაიცვას საქართველოს მთავრობის დადგენილება №361, “მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი”;
- დაიცვას საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 “სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი”;
- დაიცვას საქართველოში აღიარებული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საჭირო საერთაშორისო ნორმები და პროცედურები.
3. ჰორიზონტალური ბურღვისთვის/გამოწნეხვისათვის საჭირო ქვაბულებს (მიწის სამუშაოები) მიმწოდებელთან შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით მოამზადებს შემსყიდველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოთა მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, შემსყიდველი უზრუნველყოფს სამშენებლო მოედანზე შესაბამისი ტექნიკის (ექსკავატორი, ავტოამწე) საჭიროებისამებრ მობილიზებას/განთავსებას. შემსყიდველი, ასევე, უზრუნველყოფს გარცმის მილების შედუღებას და ქვაბულში დაგროვებული წყლის ამოტუმბვას (საჭიროების შემთხვევაში);
4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულების პროცესში, დააზიანებს არსებულ ინფრასტრუქტურას, იგი ვალდებული იქნება სამუშაების შესრულების ვადაში უზრუნველყოს დაზიანებული ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით აღდგენა საკუთარი ხარჯებით;
5. სამუშაოს გაწევის დროს საკუთარი პერსონალის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოების შესრულების საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეს. მიმწოდებელი ვალდებულია თითოეული გადაკვეთისათვის სამუშოები დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში და დაასრულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში. შემსყიდველს არ აქვს უფლება, მიმწოდებელს მოსთხოვოს ერთზე მეტ გადაკვეთაზე პარალელურად სამუშაოების განხორციელება.
1.4.2 შემსყიდველი თავის მხრივ ვალდებულია, მოთხოვნა სამუშაოების განხორციელების შესახებ გაუგზავნოს მიმწოდებელს იმგვარად, რომ დაცული იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში მითითებული როგორც სამუშაოების შესრულების საერთო, ისე კონკრეტული გადაკვეთისათვის განსაზღვრული ვადები.
1.4.3 შემსყიდველის მიერ სამუშაოების მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს სამუშაოების შესრულების ვალდებულება არ წარმოექმნება (შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელს არ წარმოეშვება სამუშოების ღირებულების მოთხოვნის უფლება), ხოლო შემსყიდველს არ წამოეშვება შეუსრულებელი სამუშოების ღირებულების გადახდის ვალდებულება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოს შესრულების ადგილი: სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1.2-ით (ნახაზები) განსაზღვრული ადგილები.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებულ სამუშაოებზე მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს ყოველ გადაკვეთაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გარანტია, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა.
შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართის №2-ის (საგარანტიო პირობები) შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორის გარეშე) უნდა გააჩნდეს საავტომობილო გზის ქვეშ, დახურული წესით გადაკვეთის სამუშაოების განხორციელების გამოცდილება. გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ:NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, დასკვნის გამცემი ორგანო, წარმოდგენილ დასკვნაში უნდა ადასტურებდეს, რომ არ გააჩნია აუდიტის ობიექტის მიმართ რაიმე ინტერესი და არის წინამდებარე ტენდერში შერჩეული პრეტენდენტისგან დამოუკიდებელი პირი).
- ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
- საექსპერტო დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 12 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, სატენდერო დოკუმენტაციის 6.4.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
6.4.2 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით, სატენდერო დოკუმენტაციის 6.4.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
6.4.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ. არარეზიდენტი პირების მიერ დასაშვებია უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ, აღნიშნული საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს გარანტიის გამცემი საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი),ბეჭედდასმული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.
საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №3-ის (ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
6.4.4 შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში (თეთრი სია) რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი გადაკვეთის სამუშაოების დასრულების შემდეგ წარუდგენოს შემსყიდველს დეტალური ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ, მათ შორის შესრულებული სამუშაოების დეტალური მოცულობათა ცხრილი (ფორმა #2, დანართი №1 _ მოცულობათა ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად) და გასაფორმებელი მიღება-ჩაბარების აქტის პროექტი.
7.2.2. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფორმა N2-ებში მითითებული, ადგილზე შესრულებული სამუშაოების და მათი ხარისხის, ასევე მათი ღირებულებების სამუშაოების ნახაზებით და ხელშეკრულების დანართი №1 ხარჯთაღრიცხვით/მოცულობათა ცხრილით გათვალისწინებულ სამუშაოებთან და მათ ღირებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი, მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.1. პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართავს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (შემდგომში: ექსპერტიზის ბიურო). მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერას შემსყიდველი განახორციელებს ექსპერტიზის ბიუროს დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ.
7.2.3. შესრულებული სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრება ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ოდენობა (შესაბამისად, შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ოდენობის შესაბამისად).
7.2.4. შემსყიდველი მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას განახორციელებს ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველისათვის წარდგენიდან და ექსპერტიზის ბიუროს მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შემსყიდველისათვის დადებითი საექსპერტო დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.2.5. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ბიურო მიიჩნევს, რომ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, მიმწოდებელი ვალდებული იქნება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად აღმოფხვრას ასეთი შეუსაბამობა, ხოლო შემსყიდველი უფლებამოსილი იქნება ამგვარი შეუსაბამობის აღმოფხვრამდე უარი განაცხადოს სამუშაოების მიღებაზე და შესაბამისად, სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე. შეუსაბამობის აღმოფხვრა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით (შემდგომში: განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა), რომლის მომზადებასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი დაჩქარებული წესით სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.2. პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამასთან, განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოაკლდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადასახდელ სამუშაოების ღირებულებას, ხოლო შემსყიდველი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.4. პუნქტით გათვალისწინებული პირობებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას განახორციელებს ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველისათვის წარდგენიდან და ექსპერტიზის ბიუროს მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შემსყიდველისათვის დადებითი საექსპერტო დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა-259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 585 470,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი №1 - ხარჯთაღრიცხვა, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380, 20.12.2022წ.).
10.2.3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №4), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.4 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.2.5 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ხარჯთაღრიცხვა, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან ხარჯთაღრიცხვის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან.
10.3.2 საგარანტიო პირობები, დანართი №2-ის შესაბამისად (პუნქტი 1.6);
10.3.3 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: №NAT/CMR/SPA და ა.შ) (პუნქტი 2.2.1);

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru