Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #43034619)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Zugdidi Municipality - Arts and Culture Development Center
Номер конкурса: 43034619
Дата публикации: 21-06-2023
Сумма контракта: 53 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013011
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.06.2023 19:27
Начало приема предложения 30.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 03.07.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 53`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79900000 - Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის „კოლხი და ...“ ორგანიზების მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 350.00 GEL
Размер гарантии 535 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tea arkania :: 06.06.2023 11:51
  • Последнее исправление: tea arkania :: 21.06.2023 19:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=522393&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის „კოლხი და ...“ ორგანიზების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) 2023 წლის 14,15,16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართება ამაგდარი ხელოვანის, ღვაწლმოსილი ლოტბარის, ღირსების ორდენოსანი, წმინდა გიორგის ორდენისა და უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელის, მეგრული სიმღერის პატრიარქად წოდებული, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და ...“, რომლის პრიორიტეტია უძველესი მეგრული სიმღერების მოძიება, ავთენტურობის და საშემსრულებლო მანერის შენარჩუნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროფესიული ფოლკლორული ანსამბლები და შემსრულებლები. აღნიშნული ფესტივალი საგანგებოდ დაიგეგმა ვლაქერნობის დღესასწაულის პარალელურად, რადგან მონაწილეებს მიეცეთ საშუალება, მომლოცველებთან ერთად 15 ივლისს მონაწილეობა მიიღონ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადიანების სასახლის საცავიდან გამობრძანებასა და ტაძრისკენ მსვლელობაში.

2) ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ფესტივალში მონაწილე მოწვეული სტუმრების (არანაკლებ სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი), სასტუმროში3 (სამი) დღით დაბინავება, მონაწილე ანსამბლების ტრანსპორტირება თბილისი-ზუგდიდი-თბილისი , ასევე სოფ რუხში (გარდა ამისა, ტრანსპორტირების ხარჯში გათვალისწინებული უნდა იყოს 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ანსამბლების წევრების ტრანსპორტირება სასტუმროდან ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრამდე და უკან სასტუმროში ასევე ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში)სესასვლელი ბილეთები 50 პერსონაზე ). მომწოდებელმა გარდა ამისა უნდა განახორციელოს სცენის გაფორმება კონსტრუქციებით, ბანერით, ეფექტებითა და განათებებით, ლედ ეკრანით, ფოიერვერკი, ასევე უზრუნველყოს განათება -გახმოვანების აპარატურით(თავისი პერსონალით). ღონისძიების ორგანიზებისთვის მოიწვიოს ღონისძიების წამყვანი, განახორციელოს ფესტივალის სპეციალური ჯილდოს დამზადება, სასაჩუქრე ნივთების, ბანერების მოწოდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის „facebook“ გვერდზე ღონისძიების ლაივ- რეჟიმში ტრანსლირების ორგანიზება. ფესტივალის დღეებში მოწვეული სტუმრებისათვის სარესტორნე მომსახურების მოწყობა.კონცერტები გაიმართება 2023 წლის 14-16 ივლისს, საღამოს 19:00 სთ-ზე.

3) განსახორციელებელი მომსახურების ჩამონათვალი (იხილეთ დანართი N1)

კვებითი (სარესტორნო) მომსახურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები

ა) ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს შესაბამისად. საკვები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ვიზუალურად გაფორმებული, მიღებული სტანდარტების შესაბამისად, შესაბამისი ტემპერატურის დაცვით, მომსახურების გაწევის დროს დაცული უნდა იყოს სანიტარული და ჰიგიენური ნორმები;
ბ) მაგიდის სერვირება უნდა მოხდეს ამ სფეროში არსებული და მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
გ) საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს;
დ) კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები უნდა იყოს შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული;
ე) მომსახურება უნდა განხორციელდეს სარესტორნო გარემოში მიმწოდებლის მიერ, ( რის შესახებ წინასწარ ეცნობება ტენდერში გამარჯვებულს)

სასტუმროს მომსახურება:

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მოწვეული სტუმრების სასტუმროში დაბინავების ორგანიზების მომსახურება, კვებით - საუზმით, ; სასტუმროში სტუმრების მიღების დრო: 14.07.2023 წ, ხოლო სასტუმროდან გასვლის დრო: 17.07.2023წ. სტუმრები უნდა განთავსდნენ ერთადგილიან, ორადგილიან და სამადგილიან ნომრებში. საწოლების რაოდენობა არ უნდა ქმნიდეს სივიწროვესა და გადაადგილების პრობლემას ოთახში. სასტუმროს ნომრები, სადაც განთავსდებიან მოწვეული სტუმრები, აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით, ცივი და ცხელი წყლით, კონდიცირებით, 24 საათიანი ელექტრო მომარაგებით და უკაბელო ინტერნეტ-კავშირით. ნომრებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, ტუალეტის ქაღალდი, პირსახოცი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვ.). აგრეთვე, თეთრეულით. ნომერი უნდა დალაგდეს მინიმუმ დღეში ერთხელ.

ტრანსპორტის მომსახურება:

ა) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი საგზაო მოძრაობის წესებით, დამამზადებლის ინსტრუქციებით, სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მცირე ტევადობის ავტობუსი უნდა იყოს 18-20 დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა,
გ) ავტობუსი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, დასუფთავებული, კომფორტული სალონითა და სტანდარტული დასაჯდომი ადგილებით (სავარძლებით); აღჭურვილი გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემით;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა მუშაობდეს მწარმოებლის მიერ ქარხნულად გათვალისწინებულ საწვავზე.

4) გასაწევი მომსახურების აღწერილობა და რაოდენობა/მოცულობა ასახულია თანდართულ დოკუმენტში (იხ. მიბმული ფაილი).

შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და შესაბამისად სახელშეკრულებო ღირებულების სრული ანაზღაურება (შესყიდვის ობიექტის ღირებულება შემცირდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტენდერში გამარჯვებულმა სასტუმროში დაბინავების მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს 2023წლის 14,15 და 16 ივლისს, ხოლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურება 2023 წლის 14,15 და16ივლისს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია:

1) 14 ივლისი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზი. ღონისძიების დასწყისი 19:00 სთ.
2)15ივლისი-ვლაქერნობის დღესასწაულზე, ანსამბლების წევრების ტრანსპორტირება სასტუმროდან ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრამდე და უკან სასტუმროში ასევე შიდა ექსკურსიები .
3)16 ივლისი -რუხის ადმინისტრაციული ერთეული, რუხიის ისტორიული ციხესიმაგრის (რუხის ჯიხა) ტერიტორია. ღონისძიების დასწყისი 19:00 სთ

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

საანგარიშო პერიოდში შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასითის და სირთულის და შინაარსის მომსახურეობის შესახებ იმფორმაცია.

2.9 other additional requirements

ტექნიკურ დავალებაში ჩამოთვლილი მომსახურების ზოგიერთი ვიზუალური და ტექნიკური მხარე უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
სატენდერო წინადადების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მანუჩარ სამუშია, 577272767, z.m.kultura@gmail.com თეა არქანია 577424156

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია უნდა იყოს სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება) და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში).
4) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხონებს
6)პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru