Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #42869179)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Medical Holding
Номер конкурса: 42869179
Дата публикации: 16-06-2023
Сумма контракта: 66 058


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012693
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.06.2023 15:59
Начало приема предложения 02.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 07.07.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 66`058.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 800.00 GEL
Размер гарантии 661 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: guram papalashvili :: 16.06.2023 13:31
  • Последнее исправление: giorgi kirtadze :: 16.06.2023 15:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523855&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს ,,სოფლის ექიმი’’-ს სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტირძნისში და სოფელ მერეთში არსებული ამბულატორიის შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება სამშენებლო ობიექტისათვის შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად. სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.
სამუშაოების შესრულებისას დასაქმებული ყველა ძირითადი სპეციალისტი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის და გააჩნდეს შესაბამისი სპეციფიკით მუშაობის გამოცდილება. სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციფიკა, ობიექტის გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები.
მიმწოდებელს დეტალურად უნდა ჰქონდეს შესწავლილი ადგილობრივი ბაზარი, ობიექტის მასალების შეუფერხებელი მომარაგების თვალსაზრისით, უნდა იცნობდეს ადგილობრივ სპეციფიკას, ითვალისწინებდეს როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ საბაზრო კონიუნქტურას, ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობას, ობიექტზე მისასვლელ გზებს, ბუნებრივ პირობებს.
შესასრულებელი სამუშაოთა დეტალური ჩამონათვალი განსაზღვრულია ტექნიკური დავალების დანართებით და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1 და დანართ №1.1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვები).
შესასრულებელი სამშენებლო პროექტის შემადგენელი ნაწილები, სპეციფიკაციები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან, მოცემულია ამ ტექნიკური დავალების დანართებში, რომლებიც ცალკე დოკუმენტის სახით ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ განახორციელოს საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა.
ტექნიკური დავალების დანართები:
• ტექნიკური დავალების დანართი N2.1. სარეაბილიტაციო ამბულატორიის ამსახველი დოკუმენტაცია
• ტექნიკური დავალების დანართი N2.2. - დეტალური სპეციფიკაციები
• ტექნიკური დავალების დანართი N2.3. - ზოგადი სპეციფიკაციები

შენიშვნა: ტექნიკური დავალების დანართები წარმოადგენს წინამდებარე ტექნიკური დავალებისა და შესაბამისად სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს, რომელიც შემდგომში განისაზღვრება ხელშეკრულების დანართის სახით.

პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ გაცნობილი აქვს ტექნიკური დავალებითა და მისი ყველა დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე სატენდერო დოკუმენტაციით და მისი დანართებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და სამუშაოთა მიწოდებას უზრუნველყოფს მათი განუხრელი დაცვით.
ტექნიკური დავალების დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე) წარმოდგენილი უნდა იყოს მოცემული შინაარსის დაცვით.
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე) სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე) სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 ატვირთული არის წინამდებარე პუნქტში 1.2.


თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა ჩასაბარებლად. წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:

ა) ფარული სამუშაოების აქტებს;
ბ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს;
გ) სერტიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე;
დ) შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტს (ფორმა N2), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე;
ე) საშემსრულებლო ნახაზებს;
ვ) დანადგარების და მოწყობილობების გამოცდის ოქმებს

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების სრული ვადა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. სამუშაოების მიმდინარეობის შემოწმების მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს გააჩნია ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, თითოეულ ობიექტზე წარუდგინოს შემსყიდველს, მასთან შეთანხმებული შინაარსისა და ფორმატის სამშენებლო სამუშაოების ხაზობრივ- გრაფიკი (შემდგომში კალენდარული გრაფიკი), რომელშიც თვალნათლივ უნდა იყოს ნაჩვენები სამუშაოს წარმოების პროცესი და თუ რა თანმიმდევრობით განხორციელდება სამუშაოების მიწოდება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.სამუშაოების შესრულების ფორმა:
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართებით, სამუშაოების მიწოდების კალენდარული გრაფიკის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სარეაბილიტაციო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

2. სამუშაოების შესრულების მისამართი, შიდა ქართლის რეგიონი:
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში და სოფელ მერეთში.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართს და შესაბამისად მის განუყოფელ ნაწილს.
1.6.2. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარულ დღეს;
1.6.3. შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე ტენდერის ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) მიერ გაცემული ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%–ის ოდენობით. თითოეულ ობიექტზე გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადის ამოწურვის თარიღს (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარულ დღე). გარანტია გაცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტა - ლარში. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 100000 (ასი ათასი) ლარისა.

1.1 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.

2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2020-დან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს;

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება შენობ(ებ) ის სარემონტო ან/და სამშენებლო სამუშაოები.

4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის შესაბამისად.

4.1 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N4-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

4.2 დანართი N4-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

4.2.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებულ ანალოგიურ სამუშაოებზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ელექტრონულად ხელმოწერილი ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი (მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.

ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

5.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.2 საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან აპოსტილით ან ნოტარიულად დამოწმებული.

6. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.



7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
7.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

7.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს გააჩნია ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, წარუდგინოს შემსყიდველს, მასთან შეთანხმებული შინაარსისა და ფორმატის, თითოეულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ხაზობრივ- გრაფიკი (შემდგომში კალენდარული გეგმა- გრაფიკი)

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1 და დანართი №1.1 (ხარჯთაღრიცხვები).
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოდგენილი უნდა იყოს ფიქსირებული პროცენტული მაჩვენებლის (5%-ის) შეუცვლელად. გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება. გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზუსტებული დანართი №1 და დანართი №1.1-ის (ხარჯთაღრიცხვები) წარმოდგენის შემთხვევაში, დაუშვებელია შეიცვალოს გაუთვალისწინებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი (5%).
2. დანართი №1 და დანართი №1.1-ის (ხარჯთაღრიცხვები) საერთო და ერთეულის ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დანართი №1 და დანართი №1.1-ის (ხარჯთაღრიცხვები) ჩამონათვალში და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი მიწოდებისათვის.
3. დანართი №1 და დანართი №1.1-ის (ხარჯთაღრიცხვები) შემოწმების დროს, ერთეულის ღირებულების მოცულობაზე გამრავლებით მიღებულ რიცხვსა და საერთო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ღირებულებას.
4. დანართი №1 და დანართი №1.1-ის (ხარჯთაღრიცხვები) წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Excel Worksheet-ისა და PDF ფაილების ფორმატით. რეზიდენტი პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.

2) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე).

3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესახებ მოთხოვნები) განსაზღვრული, წარმოსადგენი დოკუმენტაცია - დანართი N4.

შენიშვნა:
1. წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ).
2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 (მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ) პუნქტში.
3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობის დადასტურება.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდი"-ს მოთხოვნების შესაბამისად.
4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში, საქართველოში მოქმედი საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) მიერ გაცემული, „შემსყიდველთან“ შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოთა მიწოდების საბოლოო ვადას.
2.ავანსის ოდენობასა და პერიოდულობას განსაზღვრავს „შემსყიდველი“, „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. თეთრ სიაში რეგისტრირებული „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო გადახდა) საბანკო გარანტია, საავანსო თანხის 50%-ის ოდენობით.
4. წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხის დაქვითვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ.
5. მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევისას, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის დაქვითვა სრულად, არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის სრულად დაქვითვის შემდეგ, წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხიდან, პარალელურად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი ავანსიდან დაქვითული თანხის პროპორციული ღირებულების დასაქვითი თანხის 5%-ის დაკავება.
6. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება საავანსო თანხის დაქვითვა, „შემსყიდველის“ მიერ ყოველ ეტაპზე განსაზღვრული პროპორციით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ისა და ფარული სამუშაოების ჩატარების აქტის (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში) საფუძველზე. თითოეულ ობიექტზე საბოლოოო ანგარიშწორება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ, „ხელშეკრულების“ მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ისა და ფარული სამუშაოების ჩატარების აქტის (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში) საფუძველზე.
2. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან, 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და „შემსყიდველის“ მიერ თითოეულ ობიექტზე შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 365 დღე) დასრულებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დეფექტების არარსებობის შესახებ ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე.
3. მიწოდებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად სამუშაოების ღირებულების 2,5%- ის ანგარიშსწორების მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ თითოეულ ობიექტზე შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru