Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Спортивные товары и оборудование (Грузия - Тендер #42869174)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Borjomi Municipality
Номер конкурса: 42869174
Дата публикации: 16-06-2023
Сумма контракта: 50 218


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012697
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.06.2023 16:27
Начало приема предложения 25.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.06.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 50`218.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 37400000-Спортивные товары и оборудование
Коды классификатора
  • 37400000 - Спортивные товары и оборудование
  • 37440000 - Оборудование для фитнеса
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში და სოფელ მოლითში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების (თანმდევი მომსახურება - მონტაჟი), ტრენაჟორებისათვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 502.00 GEL
Размер гарантии 502 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine sordia :: 12.06.2023 16:44
  • Последнее исправление: ekaterine sordia :: 16.06.2023 16:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523238&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში და სოფელ მოლითში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების (თანმდევი მომსახურება - მონტაჟი), ტრენაჟორებისათვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ტრენაჟორების გაბარიტულ ზომებზე დასაშვებია 20%-იანი ცდომილება, თუ აღნიშნული ცვლილებით არ დაირღვევა მისი ფუნქციონალურობა და მომხმარებლის უსაფრთხოება.
1.2.2 ტრენაჟორები განკუთვნილი უნდა იყოს 14 წლიდან ასაკის მომხმარებლისთვის.
1.2.3 გამოწეული დამაფიქსირებელი ელემენტები უნდა იყოს დაფარული დეკორატიული პოლიეთილენის ხუფებით. მილების დაბოლოვებები უნდა იყოს დაფარული პლასტმასის ხუფებით.
1.2.4 ტრენაჟორებზე განთავსებული უნდა იყოს საინფორმაციო ეტიკეტი შესასრულებელი ვარჯიშის სწორი ვარიანტით.
1.2.5 მონტაჟი ხორციელდება ტრენაჟორებისთვის სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, საძირკვლის მეთოდით სპეციალური ხრახნების გამოყენებით.
1.2.6 მოსაწოდებელი საქონლის ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
1.2.7 ტრენაჟორების მონტაჟი უნდა განხორციელდეს ტრენაჟორებისათვის განკუთვნილ საჩრდილობელ ფანჩატურში. ყოველი ცალკეული ტრენაჟორისთვის მოეწყოს ბეტონის საფუძველი ანკერებით.
1.2.8 ტრენაჟორისთვის განსათავსებელ მოედანს უნდა გააჩნდეს სწორი ზედაპირი (თარაზულად სწორი), ასევე გაკეთდეს ბეტონის ბორდიური (10სიგანეX20სიმაღლე) სმ და დაისხას კაუჩუკი (არანაკლებ 30მმ), გაკეთდეს კაუჩუკის ორკომპონენტიანი წებოთი.
1.2.9 მოედნის მოსამზადებელი ბეტონის საფარის მარკა უნდა იყოს არანაკლებ M 200.
1.2.10 მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში მოცემულ მახასითებლებს;
1.2.11 ყოველ ფანჩატურზე უნდა იყოს განთავსებული საინფორმაციო დაფა ბორჯომის ლოგოთი და წარწერა „ბორჯომის მუნიციპალიტეტი“.
1.2.12 ტრენაჟორები შეღებილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის საღებავით, ხოლო მისი არამეტალის დეტალები უნდა იყოს მაღალი სიმკვრივის ერთგვარი რეზინისგან დამზადებული.
1.2.13 საქონლის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის/შესაბამისობის სერთიფიკატი.
1.2.14 შემოთავაზებულ ყოველ კონკრეტულ ტრენაჟორს უნდა გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი TUV სერტიფიკატი, რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიი ვებ-გვერდზე ან კატალოგებში მოცემულ პროდუქციასთან.
1.2.15 საქონლის მიწოდება-მონტაჟის ადგილის შესახებ ინფორმაცია დამატებით ეცნობება მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
1.2.16 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები და რაოდენობა მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში და ფასების ცხრილში (დანართი N1).
1.2.17 სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის ტრენაჟორებისთვის საჩრდილობელი ფანჩატურის არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული ნახაზები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. საქონლის მიწოდება და მონტაჟი განხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლები: ცემი, მოლითი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი პასუხისმგებლობას იღებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის დაუზიანებლობაზე (გარდა ვანდალიზმის შემთხვევებისა).
1.7.1.2 საგარანტიო ვადის განმავლობაში ბუნებრივი პირობების შედეგად გამოწვეული ან ქარხნული დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის შეკეთება ან ჩანაცვლება ახლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
1.7.1.3 შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან/და შეცვლის შემთხვევაში ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის (მისაწოდებელ საქონელზე) წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი(არსებობის შემთხვევაში).
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. 2020 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტს ფაქტობრივად შესრულებული უნდა ქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის საქონლის მოწოდებისა და მონტაჟის გამოცდილება არანაკლებ 100000 ლარის.
2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის საქონელსა და სამუშაოებს მიეკუთვნება: ტრენაჟორების მიწოდება და მონტაჟი.
3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური საქონლის შეძენისა და მონტაჟის დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
5. შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1.პრეტენდენტმა თითოეულ ტრენაჟორზე უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი TUV სერტიფიკატი, რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე ან კატალოგებში მოცემულ პროდუქციასთან.
2.7.1.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) ან კატალოგის შესაბამისი გვერდები პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების უზრუნველსაყოფად.

2.9 other additional requirements

.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1.იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის (თანმდევი მომსახურების) მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე, ერთიანად მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე სორდია, 577985807, ekamag77@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
(იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში 25.12.2018წ. ატვირთული „სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“).
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 ფასების ცხრილი (დანართი N1) და ხარჯთაღრიცხვა (დანართი N2), სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით. (ფასების ცხრილის ან ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ცხრილის წარმოდგენა, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ფასების ცხრილში მიუთითებლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2. ყოველ კონკრეტულ ტრენაჟორზე ხარისხის დამადასტურებელი TUV სერტიფიკატი, რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე ან კატალოგებში მოცემულ პროდუქციასთან.
10.3 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნას დღგ–ს გარეშე (იმის მიუხედავად არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელად რეგისტრირებული). თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადებისას იქნება რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად ხელშეკრულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ–ს ოდენობა;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru