Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Устройства управления и распределения электроэнергии (Грузия - Тендер #42869177)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 42869177
Дата публикации: 16-06-2023
Сумма контракта: 614 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA230001341
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.06.2023 16:07
Начало приема предложения 12.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 614`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 31200000-Устройства управления и распределения электроэнергии
Коды классификатора
  • 31200000 - Устройства управления и распределения электроэнергии
  • 31210000 - Электрические аппараты коммутации или защиты электрических цепей
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
500კვ და 110კვ ელ. გაზური ამომრთველების შესყიდვა.

Procurement of 500 kv and 110 kv SF6 Circuit Breaker

Procurement type: Electronic tender (SPA);
Procurement proceeding status: Tender announced;
Procuring entities: JSC "Georgian State Electric System"
Procurement announcement date: 16.06.2023
Bids accepted from: 12.07.2023 00:00
Deadline for bid submission: 17.07.2023, 12:00
Financing: 2023 Funds (year)
Estimated value of procurement: 614`000.00 GEL
Bid must be submitted: Excluding VAT
Classifier (CPV) code
31200000 - Electricity distribution and control apparatus
Classifier (CPV) code and specific procurement object
31200000 - Electricity distribution and control apparatus
31210000 - Electrical apparatus for switching or protecting electrical circuits
Amount or Volume of Procurements: Please refer to tender documentation
Supply Period: Please refer to tender documentation
Bid reduction step 6`000.00 GEL
Guarantee amount 6`140 GEL
Guarantee validity period 160 Day
100% - own incomes
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 6`000.00 GEL
Размер гарантии 6`140 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan maskharashvili :: 07.06.2023 10:21
  • Последнее исправление: levan maskharashvili :: 16.06.2023 16:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=522523&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

500 კვ. და 110 კვ. ელ. გაზური ამომრთველების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციების სიმრავლისა და თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილები, ცხრილის სახით.
იხ. მიმაგრებული ფაილი

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციები მოცემულია მიმაგრებულ ფაილში.


(!)
პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.2.1. ამ ველში მოცემული სრულად შევსებული ტექნიკური სპეციფიკაციის ცხრილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;


საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა), თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირებისა და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას ჩამოცლის ხარჯების გათვალისწინებით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქინძმარაულის #29 (სს "სსე"-ს სასაწყობე მეურნეობის ცენტრალური საწყობი).

1.7.1 requirement related to guarantee period

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ.

საქონლის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს 3 (სამი) წელს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საქონლის საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს 3 (სამი) წელზე ნაკლები მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გარანტიის მოქმედების არეალი მოიცავს საქართველოს ტერიტორიას.
წუნის/ხარვეზის/დეფექტის/გაუმართაობის შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება (მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ) უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში, ფასების ცხრილის შესაბამის გრაფებში უნდა მიუთითოს საქონლის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია, ასევე საქონლის მოდელი ან ტიპი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის შესაბამის გრაფებში არ იქნება მითითებული ზემოაღნიშნული ინფორმაციები პრეტენდენტი დაექვემდებარება ტენდერიდან დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის IEC 62271 ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს ან მწარმოებლის მიერ გაცემული.

მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემულ საქონლის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს:
-შემოთავაზებული საქონლის ტიპი ან/და მოდელი ან/და მისი ტექნიკური სპეციფიკაცია.
-დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს მწარმოებლის ბეჭდით ან/და ხელმოწერით
-ამავე დოკუმენტაციის ტექსტში მწარმოებელმა ტექსტობრივად უნდა დაადასტუროს საქონლის სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ხარისხთან შესაბამისობა.

* დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

2.9 other additional requirements

(!)
პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

2.9.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული ფასების ცხრილი;

2.9.2. მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს 500 კვ და 110 კვ ამომრთველების წარმოების არანაკლებ 10 (ათი) წლიანი გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტი, მწარმოებლის მიერ ბეჭდით ან/და ხელმოწერით დამოწმებული (მაგალითად, წერილი ან სხვა).

* აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა ახლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).



• "მიმწოდებელმა" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

2.9.3. "მიმწოდებელი" ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს:
ა) შემოთავაზებული საქონლის მოწყობის ვიზუალური (ესკიზური) ნახაზები
ბ) მეორადი პრინციპიალური/სამონტაჟო სქემები;
გ) ლითონკონსტრუქციების ნახაზები.
2.9.3.1. "შემსყიდველი" უფლებამოსილია 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში დაუბრუნოს "მიმწოდებელს" ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
2.9.3.2. "მიმწოდებელი" ვალდებულია "შემსყიდველის" შენიშვნების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს მითითებული ხარვეზები.

2.9.4. "მიმწოდებელმა" საქონლის მოწოდებასთან ერთად, ფასების ცხრილის ყველა პოზიციაზე უნდა წარმოადგინოს:
- მწარმოებლის მიერ გაცემული სამონტაჟო/საექსპლოატაციო ინსტრუქცია ქართულ ან ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
- საქარხნო გაზომვის ოქმი, აღნიშნულის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:

- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრესი მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური აგენტები თავისუფალნი არიან საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფასწარმოქმნის ჯაჭვის ფორმირებისას. ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი აქტებით არ არის განსაზღვრული/რეგულირებული შესაბამისი კრიტერიუმები, თუ რა საფუძვლით უნდა განხორციელდეს ფასის ფორმირება, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

- კომისიას მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისთვის, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები. ამასთან, ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ 500 კვ. და 110 კვ. ელ. გაზური ამომრთველების ამ კონკრეტულ შესყიდვაში არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12-ე ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე;
6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების ________%-ის ოდენობით.
6.4.3.ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
6.4.4.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად
6.4.6 შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
6.4.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6.4.8 საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით));
6.4.9 რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული;
6.4.10 არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები:

• იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

• მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

• იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

• უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

• რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის)საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან მასხარაშვილი, 597763693, levan.maskharashvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. ,,დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)... უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი ,,ფასების-ცხრილი" ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი მისი რომელიმე პოზიცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებელთა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N2380 განკარგულების საფუძველზე, ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებლები, ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას, 2024 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულები არიან ვალდებულებისგან, მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru