Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #42790991)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MinistryI of Health and Social Affairs of Autonomous Republic of Abkazia
Номер конкурса: 42790991
Дата публикации: 14-06-2023
Сумма контракта: 27 024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012578
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.06.2023 18:26
Начало приема предложения 24.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.06.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 27`024.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45420000 - Столярные и плотницкие работы
  • 45421000 - Столярные работы
  • 45430000 - Работы по укладке покрытий на полы и стены
  • 45432000 - Работы по укладке напольных и настенных покрытий и обоев
  • 45440000 - Работы по покраске и стекольные работы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფისის სარემონტო სამუშაოები
Количество и объём закупок ოფისის სარემონტო სამუშაოები
Шаг снижения цены 324.00 GEL
Размер гарантии 270 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamargadelia :: 29.05.2023 11:15
  • Последнее исправление: tamargadelia :: 14.06.2023 18:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=521163&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფისში დაზიანებული ფართის სარემონტო სამუშაოები (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას #16, მე-6 სართული) .

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამინისტროს ოფისის დაზიანებული ფართის აღდგენითი სამუშაოები:

1.2.1. სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს.სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი ნებისმიერი მასალა (სხვა დეტალებთან ერთად) და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან.
იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, წესებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი ხარჯებით გამოასწოროს ან/და წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა, მოწყობილობა.
1.2.2. მიმწოდებელს, სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დაეკისრება პირგასამტეხლო (აღნიშნული პუნქტი გათვალისწინებული იქნება შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში);
1.2.3. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მიმწოდებლის მიერ დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები;
1.2.4. მიმწოდებელმა სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნაგვის/ნარჩენების რეგულარული გატანა იმის გათვალისწინებით, რომ, პარალელურად, გაგრძელდება სამინისტროს სამუშაო პროცესი, რაც განსაზღვრავს ოფისის სანიტარიული მდგომარეობის/სისუფთავის მაქსიმალურად დაცვის აუცილებლობას. შიდა სამუშაოები ძირითადად უნდა შესრულდეს არასამუშაო საათებსა და დღეებში. დაცული უნდა იყოს სამინისტროს ინვენტარი დაზიანებისაგან.
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.6. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის ბრალეულობით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
1.2.7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამუშაოს შესრულების პროცესში, საკუთარი მიზეზით (მათ შორის გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით;
1.2.8. მიმწოდებელმა სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში და დასრულების შემდეგ ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს სამშენებლო ნარჩენებისაგან და გაიტანოს ნაგავსაყრელზე;
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულება განახორციელოს საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით;
1.2.10. დეტალური ინფორმაციისათვის უნდა იხელმძღვანელოთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. შესასყიდი სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან და დასრულდეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.4.2. შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელისმოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ისა და სსიპ-ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიშის (საექსპერტო დასკვნა) საფუძველზე. მიმწოდებელმა საბოლოო სსიპ-ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული დადებითი ინსპექტირების ანგარიში (საექსპერტო დასკვნა) უნდა წარმოადგინოს სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილს და დანართის სახით თან ერთვის მას.
1.5.2. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნას შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების წევრთან ერთად.
1.5.3. შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება სსიპ - ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიშით (საექსპერტო დასკვნა). მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ინსპექტირების ანგარიშის (საექსპერტო დასკვნა) ღირებულების ანაზღაურება.
1.5.4. მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფორმა №2) ერთდროულად (ერთი კალენდარული დღე) წარუდგინოს შემსყიდველს და სსიპ-ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებულ საექსპერტო ორგანიზაციას, რაზედაც შესაბამისი დოკუმენტი ცნობისთვის უნდა წარუდგინოს შემსყიდველს იმავე დღეს.
1.5.5. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სარემონტო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
1.5.6. სარემონტო ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები.
1.5.7. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
1.5.8. სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.5.9. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
1.5.10. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
1.5.11. შესრულებული სამუშაოს ყოველი ნაწილის მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ისა და სსიპ-ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიშის (საექსპერტო დასკვნა) საფუძველზე. ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
1.5.12. სამუშაოების შესრულების ადგილია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.#16, მე-6 სართული.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებულ სამუშაოებზე და სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) წელს.
1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.6.3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6.2. პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.
მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციის სახით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2020 წლიდან უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოს წარმოების არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების გამოცდილება, მათ შორის, ერთი ობიექტის შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25000 ლარს. აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი ელექტრონული ტენდერის SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი, სრული საბანკო რეკვიზიტები და იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.
2. განფასებული ხარჯთაღრიცხვები Exсel ფორმატში. (სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტი).
3. ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 პუნქტი).
4. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთებული იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომელიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.
4.1.1.3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დადასტურდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1.სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის დადასტურების საფუძველზე.
7.2.3. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა #2-ის და სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სხვა შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების, როგორც მოცულობის, ასევე ფინანსური ნაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის დადებითი ინსპექტირების ანგარიშის (საექსპერტო დასკვნა) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.2. პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარგადელია, 577092517, t.gadelia70@mail.ru

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს
ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის , ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.2. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.4. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.6 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.7 დაინტერესების შემთხვევაში პრეტენდენს შეუძლია ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru