Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #42790987)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: NNLE Tbilisi Sports and Youth Center
Номер конкурса: 42790987
Дата публикации: 14-06-2023
Сумма контракта: 12 240


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012581
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.06.2023 19:13
Начало приема предложения 21.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 23.06.2023 16:30
Предполагаемая цена закупки 12`240.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80532000 - Услуги по профессиональной подготовке руководящих кадров
Срок подачи 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სატრენინგო მომსახურებები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 122 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi goglidze :: 14.06.2023 11:46
  • Последнее исправление: giorgi goglidze :: 14.06.2023 19:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523487&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი" -სთვის სატრენინგო მომსახურებების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა შესაბამისი წარმომადგენლ(ებ)ის - ტრენერ(ებ)ის საშუალებით, უნდა განახორციელოს სატრენინგო მომსახურების მიწოდება თბილისის ან/და საქართველოს მასშტაბით შემდეგ თემატიკებზე:

• პროექტის წერა (მიზნობრივი ჯგუფისთვის საბაზისო ცოდნის მიცემა პროექტის შემუშავება-მართვასთან დაკავშირებით)
• ლიდერობა და მოტივაცია
• სტრატეგიული კომუნიკაცია
• გუნდის მშენებლობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მართვა
• მეწარმეობა

თითოეულ თემატიკაზე შეხვედრა უნდა ჩატარდეს 2 ჯგუფთან, ჯგუფი შედგება 25-30 მონაწილისგან.

1.2.2 ტრენინგების სტრუქტურა თემატიკებისთვის:

• პროექტის წერა
• ლიდერობა და მოტივაცია
• სტრატეგიული კომუნიკაცია
• გუნდის მშენებლობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მართვა

ერთ ჯგუფთან 16 (თექვსმეტი) აკადემიური საათი, 4 სატრენინგო დღე, დღის ხანგრძლივობა არაუმეტეს 4 (ოთხი) საათისა.

ტრენინგების სტრუქტურა თემატიკისთვის:

• მეწარმეობა

ერთ ჯგუფთან 24 (ოცდაოთხი) აკადემიური საათი, 4 სატრენინგო დღე, დღის ხანგრძლივობა არაუმეტეს 6 (ექვსი) საათისა.


1.2.3 შემსყიდველი მიმწოდებელს სატრენინგო თემატიკ(ებ)ის და საჭირო რაოდენობის ტრენერ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას აწვდის არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნის დროს შემსყიდველი მიმწოდებელს აძლევს დავალებას გასაწევი მომსახურების სახეობის, რაოდენობის, მომსახურების გასაწევი ლოკაციის, გასაწევი მომსახურების საწყისი დროისა და ვადების შესახებ.
1.2.4 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელს საჭიროა შეეძლოს მაქსიმუმ ორი ტრენერის გამოყოფა ტრენინგების პარალელურ რეჟიმში ჩასატარებლად.
1.2.5 გამარჯვებული პრეტენდენტის წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ სატრენინგო თემის წაკითხვა ქართულ ენაზე.

1.2.6 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, შემსყიდველის საჭიროებებზე მორგებული სრულყოფილი საინფორმაციო პაკეტის შემსყიდველისთვის მოწოდება ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე tbilisisyc@gmail.com), ტრენინგის ჩატარებამდე ყველაზე მცირე 5 (ხუთი) დღით ადრე შემდეგი სახით:
1.2.6.1 დღის წესრიგი - თემატიკების, აქტივობების და დროში განაწილების მითითებით.
1.2.6.2 სილაბუსი - უნდა აღწერდეს ტრენერის მიერ ჩასატარებელი ტრენინგის შინაარსს, სწავლების მეთოდებს, მოსალოდნელ შედეგს, სემინარისა და პრაქტიკული სავარჯიშოების პროცენტულ დანაწილებას. ტრენინგი უნდა იყოს მაქსიმალურად ინტერაქტიული და ეფუძნებოდეს „სწავლა კეთებით“ მიდგომას (Learning by doing).
1.2.6.3 საპრეზენტაციო დოკუმენტი - ტრენინგის მსვლელობისას გამოსაყენებელი (არსებობის შემთხვევაში).
1.2.6.4 ტრენინგის შეფასების დოკუმენტი - მონაწილეთა მიერ ტრენინგის შეფასების დოკუმენტის შაბლონი.

1.2.7 შემსყიდველი იტოვებს უფლებას, მისი წარმომადგენლის მიერ, გამარჯვებულ პრეტენდენტთან შეთანხმებით მოახდინოს სატრენინგო საკითხების დაზუსტება და სილაბუსის ცვლილება/ფორმირება.
1.2.8 მომსახურების პერიოდში, მომსახურების მისაღებად მიმწოდებლის მიერ გამოყოფილი ტრენერ(ებ)ის ტრანსპორტირებას, კვებას და განთავსებას უზრუნველყოფს შემსყიდველი, გარდა 1.2.11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
1.2.9 შემსყიდველის მიერ ტრენერის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შემთხვევაში, შემსყიდველის არგუმენტირებული ფაქტების გათვალისწინებით, შესაძლებელი უნდა იყოს ტრენერის დაუყოვნებლივ ჩანაცვლება.

1.2.10 ტრენერის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის საფუძველია:
1.2.10.1 ტრენინგის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის (შემსყიდველის შესაბამისი თანამშრომელი) მიერ სატრენინგო პროცესზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული დასკვნა, მონაწილეთა გამოკითხვა, შეთანხმებული სილაბუსის და ტრენერის მიერ ჩატარებული ტრენინგის თანხვედრის შედარება.
1.2.10.2 ტრენინგის მონაწილეთა მიერ ტრენინგის შეფასება.

1.2.11 იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს ანგარიშს ტრენინგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შესახებ, შემსრულებელს მოეთხოვება ალტერნატიული ტრენერის წარდგენა.
1.2.12 ალტერნატიული ტრენერის წარდგენა მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს არადამაკმაყოფილებლად მიჩნეული ტრენინგის შესახებ შემსყიდველის მიერ ინფორმირებიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში: ელექტრონულ ფოსტაზე tbilisisyc@gmail.com , ტრენერების რაოდენობის გათვალისწინებით და მათი კომპეტენციის დამადასტურებელი, ტექნიკური დავალების ყველა პუნქტის დამაკმაყოფილებელი დოკუმენტის გაგზავნით.
1.2.13 მიმწოდებელმა ალტერნატიული ტრენერის წარდგენა 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში, უნდა უზრუნველყოს იმ შემთხვევაშიც თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ტრენერის მიზეზით (როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები) დადგება ტრენინგის გაცდენის საფრთხე.
1.2.14 ალტერნატიული ტრენერის სატრანსპორტო ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად თბილისის ან/და საქართველოს მასშტაბით. მომსახურების მისაღებად შესაბამისი სივრცის გამოყოფას უზრუნველყოფს შემსყიდველი

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს (ორგანიზაციას) 2021 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყებამდე უნდა ჰქონდეს სატრენინგო მომსახურებ(ებ)ის მიწოდების გამოცდილება ჯამში არანაკლებ 15 000 (თუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
2.2.1.2 პრეტენდენტმა ანალოგიური მომსახურების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს დამკვეთის მიერ გაცემული არანაკლებ ერთი სარეკომენდაციო წერილი, არანაკლებ ერთი გაწეული მომსახურების ფარგლებში.
2.2.1.3 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის სახით, ასევე გაწეული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში), ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება ანალოგიური მომსახურების შესრულების გამოცდილება.
2.2.1.4 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია ერთიანი ელექტრონულ სისტემის შესაბამის ველში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.5 თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1 , 2.2.1.2 , 2.2.1.3 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური აღწერილობა.

2.2.1.6 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

2.2.1.7 უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.2.1.8 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა

1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.

2.2.1.9 შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურების გაწევის იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

სამუშაო გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.1 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული თემატიკის წამკითხავი მინიმუმ 1 (ერთი) ტრენერით და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პროექტზე მომუშავე გუნდის შემადგენლობის შესახებ:

2.4.1.1 წარმოდგენილი ტრენერ(ებ)ის CV და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
2.4.1.2 კვალიფიკაციის დასადასტურებლად - საკვალიფიკაციო ტრენინგ(ებ)ის (ტრენერთა ტრენინგი) გავლის სერტიფიკატ(ებ)ი ბოლო 7 წლის განმავლობაში.

2.4.1.3 გამოცდილების დასადასტურებლად - 2020 წლის 1 იანვრიდან, სატენდერო განაცხადის წინადადების მიღების დაწყებამდე:
2.4.1.3.1 ანალოგიურ თემატიკაზე არანაკლებ 4 დღიანი ტრენინგ კურსის შემუშავება-ჩატარება.
2.4.1.3.2 ჯგუფში მონაწილეების რაოდენობა - არანაკლებ 25 მონაწილე.
2.4.1.3.3 მონაწილეთა ჯამური რაოდენობა - არანაკლებ 100 მონაწილე.

შესაძლებელია, რომ ერთმა ტრენერმა შეითავსოს ერთზე მეტი თემატიკის წაკითხვა თუ იგი სრულად აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს თუ იგი სრულად აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს მისი სამუშაო გამოცდილებისა და ფუნქციების შესახებ სრული ინფორმაცია, ასევე შესაბამის სფეროებში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ტრენერის მიერ ანალოგიურ თემტიკაზე ჩატარებული ტრენინგ(ებ)ის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი პრეტენდენტმა უნდა წარმოდაგინოს შემდეგი სახით - (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარება, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულს და შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: გამცემი ორგანიზაციის იურიდული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, დოკუმენტის გაცემის თარიღი, აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისაგან.

იმ შემთხვევაში ერთი ტრენერი ითავსებს ერთზე მეტი თემატიკის წაკითხვის ფუნქციას, პრეტენდემტმა არანაკლებ 2 (ორი) ტრენერზე უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კვალიფიკაციის განათლებისა და გამოცდილების დამადატურებელი დოკუმენტები.

2.4.1.4 ზემოაღნიშნული მოთხოვნების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია სატრენინგო მომსახურებაზე მომუშავე გუნდის შემადგენლობის შესახებ დანართი N3-ის სახით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის, მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის გათვალისწინებული ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება გაწეული მომსახურების შემდეგ, მიმწოდებლის შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტისა და შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი დასკვნის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი გოგლიძე, 599529312, goglidze.gg@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
10.1.2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგიმოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით.
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი,დოკუმენტები ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას PDF ფორმატით, ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).
10.1.7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულის ფასები, გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით.
10.1.8 იმ შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“(მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
10.1.9 სატენდერო ხარჯთაღრიცხვა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის და PDF ფორმატის სახით, PDF ფორმატი ელექტრონულად ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru