Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #42790965)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "TbilService Group"
Номер конкурса: 42790965
Дата публикации: 14-06-2023
Сумма контракта: 1 482 181


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012510
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.06.2023 13:27
Начало приема предложения 02.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 07.07.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 1`482`181.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
Срок подачи იხი.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
მარილის შესანახი საწყობის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა
State procurement of Construction of salt storage warehouse.
Amount or volume of procurement: See attached tender documentation
Procuring entities: LTD “Tbilservice Group”
Financing: 2023 Funds (year)
Estimated value of procurement: 1 482 181.00 GEL
Bid should be submitted: Including VAT
Classification code (CPV) and classification division number: 45300000 - Building installation work
Quantity or volume of purchase - See attached tender documentation
Offer price reduction step: 14 821.00 GEL
Количество и объём закупок იხი.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 14`821.00 GEL
Размер гарантии 14`822 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gogiberidze :: 13.06.2023 17:11
  • Последнее исправление: vakhtangi alania :: 14.06.2023 13:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523403&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მარილის შესანახი საწყობის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ქ. თბილისში შპს “თბილსერვის ჯგუფის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე მარილის შესანახი საწყობების მშენებლობა.

1.შპს "თბილსერვის ჯგუფი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მარილის შესანახი საწყობის დამხმარე ოთახის მეორე სართულის დაშენება - ქ.თბილისი, დაბა კოჯორი, იუნკერების ქუჩა N26 ს/კ 81.01.20.282;
2.შპს "თბილსერვის ჯგუფი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მარილის შესანახი საწყობის მშენებლობა - ქ.თბილისი, დაბა კოჯორი, ს/კ 01.81.01.108.002 (81.01.08.375);
3.შპს "თბილსერვის ჯგუფი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მარილის შესანახი საწყობის მშენებლობის გაგრძელება - ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67 ს/კ 01.19.22.002/044 ;

შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტებზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
მიმწოდებელმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 2 ცალი საინფორმაციო დაფა.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე.
შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N 2 წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, დაზუსტებული მოცულობების შესაბამისად დადებითი საექსპერტო დასკვნით დადასტურებული.

შესყიდვის ობიექტის პროექტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და გეოლოგიური დასკვნა იხილეთ დანართების სახით.

შესყიდვის ობიექტის ხარჯთაღრიცხვები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სამუშაოების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 (ასოცი) კალენდარული დღისა.
საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სამშენებლო/სარემონტო ობიექტის დეფექტური აქტ(ებ)ი არაუმეტეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი:

1. ქ. თბილისი, დაბა კოჯორი, იუნკერების N26 ს/კ 81.01.20.282;
2. ქ. თბილისი, დაბა კოჯორი, ს/კ 01.81.01.108.002;
3. ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67 ს/კ 01.19.22.002.044.

1.6 guarantee period for the works to be performed

ა) შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს ყოველი კონკრეტული მიღება-ჩაბარების (გენერალური) აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი.

ბ) სამუშაოს დასრულების შემდეგ, ობიექტის სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებლის უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით ან უხარისხო სამშენებლო მასალის გამოყენებით გამოწვეული ნაკლის/ხარვეზის (წუნი, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლი/ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.
უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადაა ყოველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საბოლოო (გენერალური) მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილია 10 (ათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საფინანსო წლის დასრულებამდე. ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენამდე შემსყიდველი უფლებამოსილია არ მოახდინოს საბოლოო-მიღება ჩაბარების აქტ(ებ)ით განსაზღვრული სამუშაოთა ღირებულების ანგარიშსწორება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2020 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების (ფაქტობრივი შესრულება) გამოცდილება, რომლის საერთო ჯამური ღირებულება უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 100 %, მათ შორის არანაკლებ 50% სამშენებლო და არანაკლებ 50% სარემონტო.
წარმოდგენილი უნდა იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ) ან/და ფორმა N2 ).
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში სრულად, მათი დამატებით წარმოდგენა საჭირო არ არის. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაციის ცხრილი და მასში მიუთითოს SPA, NAT, DAP, DEP ან CMR ნომრები.
• პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არა ნაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი სხვა და სხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის 1 სახელმწიფო ორგანიზაციიდან, რომელებიც დაადასტურებენ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების, ანალოგიური სამუშაოების (სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები) სრულად და დროულად შესრულების შესახებ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სამშენებლო-სარემონტო ობიექტების სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის (წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ მომზადებული საექსპერტო დადებითი დასკვნა, წარმოდგენილ შესრულებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაო(ებ)ზე და მათ შორის ფარულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაო(ებ)ზე.

მომწოდებლის მიერ, მშენებლობის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროცესში, განხორციელებული ფარული სამუშაოების ყოველ კონკრეტულ შესრულებაზე, ტექნიკური ზედამხედველობის გაწევა და ასევე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა (საქართველოში აკრედიტებული საექსპერტო ორგანოს მიერ), რაც დაადასტურებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო, ნორმებით გათვალისწინებულ ჯეროვნად და სრულყოფილად, სამუშაოების შესრულებას.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებზე, აგრეთვე ანალოგიურად გავრცელდება იმ ქვეკონტრაქტორ კომპანიებზე, რომლებიც განახორციელებენ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სარემონტო ან/და სამშენებლო სამუშაოებს.

„მიმწოდებელმა“ ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის დაქირავების შესახებ „შემსყიდველს“ უნდა აცნობოს წინასწარ, წერილობითი ფორმით.

მიმწოდებელმა უნდა მოიპოვოს საკუთარი ხარჯებით ყველა სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული და სხვა საჭირო ნებართ(ვე)ბი.

2.9 other additional requirements

2.9.1 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

2.9.2მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
2.9.3 მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
2.9.4 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრისაგან.
2.9.5 სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.
2.9.6 სამუშაოების დასრულებაზე წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებ(ები)ისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტაციას.
2.9.7 ყოველ კონკრეტულ ლოკაციაზე სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ გაფორმებული იქნება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
2.9.8 მიმწოდებელი ვალდებულია რომ მოწოდებული შესყიდვის ობიექტი /მომსახურება შესაბამისობაში იქნება ყველა მოქმედი თანამედროვე ტექნიკური სტანდარტების, ნორმების და მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მომსახურება იქნება უნაკლო.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნითუნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების (დღგ-ს გათვალისწინებით) ღირებულების 5%–ის ოდენობით, (იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 10%-მდე ოდენობით). საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 შემსყიდველის მიერ სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ წარმოდგენილი დადებითი საექსპერტო დასკვნის (რომელიც დაადასტურებს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას სატ. დოკუმენტაციით მოთხოვნილ სამუშაოებთან) საფუძველზე. ასევე უნდა წარმოადგინოს სამშენებლო, საინჟინრო და ექსპერტიზის დადებითი დასკვნა ფარულ სამუშაო აქტებზე;

7.2.2 ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოში აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. თუ „მიმწოდებელი“-ს ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო დაეკისრება პირგასამტეხლო, ანგარიშსწორება განხორციელდება „შემსყიდველი“-სათვის პირგასამტეხლოს თანხის ჩარიცხვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვახტანგი ალანია, 599924499, v.alania@tbsg.ge ტექნიკურ საკითხებზე: რევაზ წერეთელი -ტელ: 551 111 858

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.3 შემსყიდველ ორგანიზაციაში (სისტემაში) წარმოსადგენილ ყველა დოკუმენტზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. გარდა ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვა) Excel-ის ფორმატის სახით წარმოდგენილი დოკუმენტისა.
10.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ ობიექტზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“;
10.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის(დღგ-ს) ჩათვლით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი გაფორმდება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru