Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #42790963)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS KVEMO KARTLI POLICE DEPARTMENT
Номер конкурса: 42790963
Дата публикации: 14-06-2023
Сумма контракта: 62 975


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230012512
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.06.2023 14:28
Начало приема предложения 20.06.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 22.06.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 62`975.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18200000 - Верхняя одежда
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 257.00 GEL
Размер гарантии 630 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli gvazava :: 14.06.2023 11:59
  • Последнее исправление: irakli gvazava :: 14.06.2023 14:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523494&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და მოხმარების წესები. ასევე უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი. უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული.

1.2.2 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის თარგი და ფერი ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე შეათანხმოს შემსყიდველთან და შეიკეროს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.2.3 უნიფორმის ზომები უნა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.2.4 დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ შესყიდვის ობიექტს კონკრეტული მახასიათებლები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და ა.შ.). ასევე არ მოითხოვება შესყიდვის ობიექტის და მათი სხვადასხვა ჩანართების ზომების კონკრეტული მახასიათებლების მითითება, ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.

იხილეთ შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადა: იხ. ფასების ცხრილი (დანართი N1)
- მოთხოვნის გაგზავნა (საქონლის მოწოდებაზე) მიმწოდებლისათვის განხორციელდება ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით და ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო კალენდარული დღიდან.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. რუსთავი, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

- შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადა, სწორი ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობების“ 1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,14,15 პოზიციებზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) წელს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. ხოლო, 12,13,16 პოზიციებზე არანაკლებ 2 (ორი) წელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეცვლა ახლით უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, შეტყობინების ტელეფონის ან ელექტრონულ ფოსტაზე მიღების შემდგომ არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

- საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს.

- რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული. გამძლე.

პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში მითითებული უნდა იქნას შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი/ბრენდი.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 000 ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება.
აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

1. დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება პრეტენდენტი, თუ სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებისას, ასევე, საბოლოო ფასის შესაბამისად დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოდგენისას განახორციელებს თავდაპირველად შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და საქონლის მწარმოებლის/ბრენდის შეცვლას.

2. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში არ არის წარმოდგენილი ან მასში არ არის მითითებული მოთხოვნილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის/ბრენდის შესახებ, ასევე „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

3. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება ორი ან/და მეტი წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი/ბრენდი.

4. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ისეთი შესყიდვის ობიექტი, რომელსაც არ გააჩნია წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი/ბრენდი.

5. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასები არ უნდა იყოს მრავალნიშნა ათწილადი და უნდა დამრგვალდეს მეასედებამდე.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში საქონლის ნიმუშებთან (შესყიდვის ობიექტის თითოეულ პოზიციაზე შესყიდვის ობიექტის შემოთავაზებული საქონლის (თითო) ნიმუში) ერთად წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/დასკვნების ორიგინალი/დედანი ექსპერტიზაგავლილ ქსოვილ(ებ)თან ერთად (უცხოენოვანი დასკვნის შემთხვევაში (თარგმნის სისწორის დასტურად) უცხოენოვან დოკუმენტს თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი).

ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს:
- პირველიდან მე-11 პოზიციის ჩათვლით და მე-15 პოზიციაზე გამოყენებული ქსოვილების შემადგენლობაზე, წონაზე, ფერის მედეგობა რეცხვაზე და სინათლეზე - კოეფიციენტი არანაკლებ 4.
- მე-12 და მე-13 პოზიციაზე გამოყენებული ქსოვილების შემადგენლობაზე, წონაზე, ფერის მედეგობა რეცხვაზე და სინათლეზე - კოეფიციენტი არანაკლებ 4. წყალგაუმტარიანობის და
ორთქლგამტარიანობის კოეფიციენტების განსაზღვრა.
- მე-14 პოზიციაზე არის თუ არა ნატურალური ტყავი.

3.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები ექსპერტიზაგავლილ ქსოვილ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს). ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი. წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.

3.1.1.3. თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ.შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილზე წარმოდგენილ იქნას ერთი დასკვნა.

3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.

3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.1.6 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

3.1.1.7 წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტიზაგავლილი მასალა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

შენიშვნა: „ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი არის ქსოვილი რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი“.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. რუსთავი ნიკო ფიროსმანის ქ N15 შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილში განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი სტრუქტურული დანაყოფების მოსამსახურეთათვის უნიფორმის სახელმწიფო შესყიდვა, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და მათი ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი გვაზავა, 577964222, irakli.gvazava@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ (თარგმნის სისწორის დასტურად) უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).
3. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ლარში.
6.პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტენაში ატვირთული ან შემსყიდველისათვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისათვის.
7.ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
8. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოსთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
9.ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორიცილებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს ექსპერტიზის ჩატარება საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა შემსყიდველის მოთხოვნიდან (ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღებიდან) 20 სამუშაო დღეში და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი (უცხოენოვანი დასკვნის შემთხვევაში (თარგმნის სისწორის დასტურად უცხოენოვან დოკუმენტს თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი). ექსპერტიზის დასკვნა ექსპერტიზაგავლილ ქსოვილ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს). ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru