1.2.1 პროექტის მიზანი - პროექტის მიზანს წარმოადგენს:
1.2.1.1 პროექტის მიზანია გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობა,
ადგილობრივი მცირე და საშუალო ტიპის ფიზიკური და იურიდიული პირების
საქმიანობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია;
1.2.1.2 ფესტივალის მსოფლიო გასტრონომიული ღონისძიებების რუქაზე
გამოჩენა.
1.2.2 პროექტის აღწერა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასტრონომიული სფეროს წარმომადგენელი ფიზიკური და იურიდიული პირების
ხელშეწყობის მიზნით, 2023 წლის განმავლობაში გეგმავს „გაუსინჯე თბილისს
გემო /Taste Tbilisi“ ღონისძიებების სერიის ორგანიზების მომსახურების
შესყიდვას, რომლის ფარგლებში უნდა ჩატარდეს 4 ღონისძიება (თითოეული
ღონისძიების ჩატარებაში იგულისხმება თითო დღე).
1.2.3 ღონისძიების მიზანია, „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi“ გახადოს მეტად
მრავალფეროვანი და საერთაშორისოდ ცნობადი, რათა უზრუნველყოს ერთის
მხრივ, გასტონომიული ინდუსტრიის წარმომადგენლების მაქსიმალური
რაოდენობის მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ, განავითაროს სწრაფი
კვების ინდუსტრია. ღონისძიებები ხელს შეუწყობს ინდუსტრიაში მოღვაწე,
როგორც დამწყები კვების ობიექტებს, ასევე სასმელ-საკვები პროდუქტების
მწარმოებლებს და მზარეულებს.
1.2.4 „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi“-ის ღონისძიების კონცეფციაა: „ქართულ
სტრიტფუდი“, რომელიც გულისხმობს ქართული კერძების ტრანსფორმაციას
ინოვაციური და კრეატიული გზით, რათა მივიღოთ სწრაფი კვებისთვის
დამახასიათებელი მიწოდების ფორმა და გემო. არსებული კონცეფცია
წაახალისებს ქართული სამზარეულოს განვითარებას და ახალი კერძების
შექმნას. შედეგად გაჩნდება ქალაქში რაც შეიძლება მეტი ქართული სწრაფი
კვების ობიექტი.
1.2.5 თითოეული მონაწილე (სტარტაპი, გამოცდილი რესტორანი, სერთიფიცირებული
შეფი, მოყვარული მზარეული) ვალდებული იქნება შეთავაზოს მომხმარებელს
სხვადასხვა კერძები ქართული თემატიკით (ქართული შტრიხებით).
1.2.6 თითოეული მონაწილე ვალდებული იქნება წარმოადგინოს კერძის
ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც სიახლე იქნება მომხმარებლისთვის.
თითოეული ობიექტი ვალდებული იქნება კერძის მომზადების პროცესი
გახადოს ყურებადი და იმუშაოს ღია სამზარეულოს პრინციპით, რომელიც
მოიაზრებს სამზარეულოს დანადგარების ჯიხურის დახლზე განლაგებას ან
ჯიხურის გარეთა სივრცის ათვისებას გრილით ან სხვა მოცულობითი
ინვენტარით.
1.2.7 ღონისძიება უნდა ჩატარდეს ყველა ტექნიკური და უსაფრთხოების
ნორმების დაცვით:
1.2.7.1 ღონისძიების ჩატარების ზუსტ თარიღს ადგენს შემსყიდველი და
ღონისძიების ჩატარებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე
ატყობინებს მიმწოდებელს;
1.2.7.2 მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს შეუთანხმოს
ღონისძიების ჩატარების ზუსტი ადგილმდებარეობა/ტერიტორია.
შემსყიდველი უფლებას იტოვებს უარი თქვას მიმწოდებლის მიერ
ღონისძიებისთვის შეთავაზებულ ტერიტორიაზე.
1.2.7.3 მიმწოდებელი ვალდებულია ღონისძიების ჩატარებამდე არანაკლებ 5
კალენდარული დღით ადრე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს წარმოუდგინოს
ღონისძიების მონაწილეების სავარაუდო სია. ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო
სამსახური უფლებას იტოვებს, კორექტირება შეიტანოს მიმწოდებლის მიერ
წარმოდგენილ სიაში. მონაწილეთა საბოლოო სია უნდა დადგინდეს
ღონისძიების ჩატარებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე.
ღონისძიების მონაწილე (საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული
იურიდიული პირები ან/და ფიზიკური პირები) პირების იურიდიული მისამართი
უნდა იყოს ქალაქი თბილისი.
1.2.8 ღონისძიება - „ქართული სტრიტფუდი“:
1.2.8.1 „ქართული სტრიტფუდის“ ღონისძიების მონაწილეებმა უნდა
წარმოადგინონ სხვადასხვა კერძები ქართული თემატიკით. მონაწილეების
შერჩევა მოხდება რეგისტრაციის შედეგად.
1.2.8.2 ღონისძიებაში უსასყიდლოდ უნდა მიიღოს მონაწილეობა არანაკლებ 50-მა
მონაწილემ:
1.2.8.2.1 არანაკლებ 24 კვების ობიექტი.
1.2.8.2.2 არანაკლებ 3 ნატურალური ღვინის მწარმოებელი ბრენდი;
1.2.8.2.3 არანაკლებ 3 კრაფტ ლუდის მწარმოებელი;
1.2.8.2.4 არანაკლებ 20 მეწარმე, რეწვის, აგრო და საკვებ-სასმლის პროდუქტის
მწარმოებელი.
1.2.9 პროექტის სახელწოდება უნდა იყოს „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi“.
მიმწოდებელს შეუძლია თითოეული ღონისძების შინაარსიდან გამომდინარე,
„გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi“-ის სახელწოდების ქვეშ გამოიყენოს
დამატებითი დასახელება/sub-name (დაუშვებელია მიმწოდებელმა მწარმოებლის ან
ბრენდის დასახელება/sub-name-ი გამოიყენოს).
1.2.10 მიმწოდებელმა „გაუსინჯე თბილისს გემო /„Taste Tbilisi“-ის ბრენდირება,
დიზაინი, სახელდება და სხვა საკითხები უნდა შეათანხმოს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო
სამსახურთან.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე
დაასრულოს ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობა.
ღონისძიების დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში,
მოახდინოს ღონისძიებისას გამოყენებული ინვენტარის სრული დემონტაჟი
და ტერიტორიის პირვანდელ/ღონისძიებამდელ მდგომარეობაში მოყვანა.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით,
ღონისძიების დაწყებამდე განახორციელოს, „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste
Tbilisi“-ის პროექტის შესახებ ინფორმაციის განთავსება სოციალური ქსელების
საშუალებით.
1.2.13 მიმწოდებელმა უნდა შეათანხმოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურთან,
ღონისძიებების გაშუქება ადგილობრივ ტელევიზიაში. ასევე, ინფორმაციის
ინტერნეტ გამოცემებში განთავსება: არანაკლებ ერთ წამყვან ინტერნეტ
გამოცემაში უნდა განთავსდეს სტატია გამოფენა-გაყიდვის შესახებ.
მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის შესახებ ინფორმაცია განათავსოს
საერთაშორისო მედია გამომცემლობებში, ტურისტულად მიმზიდველ
ქვეყნებში.
1.2.14 ღონისძიება უნდა გაშუქდეს ტელევიზიაში, ეკონომიკური ჭრილის
სიუჟეტში, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში არანაკლებ 1-ჯერ.
პროექტის მიმდინარეობისას, ღონისძიება უნდა გაშუქდეს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო
სამსახურის სახელით.
1.2.15 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ღონისძიების
ფარგლებში, მონაწილის მიერ მიღებული შემოსავლების აღრიცხვა,
სტატისტიკის წარმოება (ჩატარებული ღონისძიების აღწერა, თითოეული
მონაწილის მიერ გაყიდული პროდუქციის რაოდენობა და ჯამური შემოსავალი)
და თითოეული ღონისძიების შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისთვის
მიწოდება.
1.2.16 მიმწოდებელი ვალდებულია დამოუკიდებლად უზრუნველყოს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან/სხვა
სტრუქტურებიდან საჭირო ნებართვების მიღება.
1.2.17 მიმწოდებელმა ღონისძიების მონაწილეებს უნდა დაუდასტუროს
მონაწილეობა, ასევე შეატყობინოს ღონისძიების ჩატარების
ტერიტორია/ადგილმდებარეობა და დრო, ღონისძიების დაწყებამდე არანაკლებ
3 კალენდარული დღით ადრე.
1.2.18 ღონისძიების მონაწილეები დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ თბილისში
(აღნიშნული არ ეხება მხოლოდ საკვების მწარმოებლებს, ღვინის და ლუდის
მწარმოებლებს).
1.2.19 ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიაროს
რეგისტრაცია მიმწოდებლის მიერ სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ
სარეგისტრაციო ფორმაზე. სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეთანხმდეს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო
სამსახურთან.
1.2.20 მიმწოდებელმა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 7 კალენდარული დღის
ვადაში უნდა უზრუნველყოს ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმის შექმნა,
სადაც მონაწილეობის მსურველები გაივლიან რეგისტრაციას.
სარეგისტრაციო ფორმასთან და ბაზებთან წვდომა უნდა ჰქონდეს, როგორც
მიმწოდებელს, ისე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარების საქალაქო სამსახურს.
1.2.21 უამინდობის ან/და დაუძლეველი ძალის მიზეზით ღონისძიების გადადების
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო
სამსახურს გადაწყვეტილების მიღებისთანავე. უამინდობის ან/და
დაუძლეველი ძალის მიზეზით გადადებული ღონისძიება არ ჩაითვლება
ჩატარებულად.
1.2.22 უამინდობის ან/და დაუძლეველი ძალის შემთხვევაში: ღონისძიება
გადაიდება გონივრული ვადით და მისი ხელახლა ჩატარების თარიღის დადგენა
მოხდება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე. ჩაშლილად ჩაითვლება ღონისძიება, რომელიც თითეულ დღეს არ
გაგრძელდება დაწყებიდან არანაკლებ 5 საათის განმავლობაში ან/და მასში
მონაწილეობას არ მიიღებს არანაკლებ 40 მონაწილე.
1.2.23 შესყიდვის ობიექტის აღწერილობა და ესკიზები მოცემულია შესყიდვის
ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო
დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.