Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #41699782)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Centre on the Information and Education on Environment Protection
Номер конкурса: 41699782
Дата публикации: 10-05-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230010150
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.05.2023 12:16
Начало приема предложения 16.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 18.05.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 100`250.87 GEL
Контрактная цена объекта закупки 2`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) ერთეული Toyota Camry (გამოშვების წელი 2015) მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 20 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maraim giunashvili :: 08.05.2023 15:58
  • Последнее исправление: maraim giunashvili :: 10.05.2023 12:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=518821&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) ერთეული Toyota Camry (გამოშვების წელი 2015) მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას; ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილების შეკეთებას ან/და გამოცვლას; ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის მდგომარეობას (მეორადის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს „მეორადი“), დასახელებას და ფასს.

პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტ დანართ N1-ში მოცემული ცხრილის ჯამური ღირებულების მიხედვით. ხოლო, დანართ N1 პრეისკურანტში მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებულ ცხრილში (პრეისკურანტში) მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებას. თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0”, ხოლო იმ პოზიციებზე სადაც მითითებულია აღნიშვნა „-“, იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე შემსყიდველის მიერ საქონელი ან/და მომსახურება არ მოითხოვება. ცხრილში მითითებული მომსახურების ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არ არის სრულყოფილი ან/და შეცვლილი სათადარიგო ნაწილი აღმოჩნდება წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 2000.00 ლარზე.

ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ცხრილში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.

დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პირვანდელ და საბოლოო ფასებს შორის სხვაობა სატენდერო კომისიის მიერ გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც დაევალება პრეტენდენტს წარმოდგინოს კორექტირებული სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 - პრეისკურანტი ზემოთაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის პროპორციულად თითოეული საქონლისა და მომსახურებისათვის.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1 - პრეისკურანტში მოცემული ცხრილის ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს 100’250.87 ლარს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, ამასთან მომსახურების გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: 3 (სამი) კალენდარულ დღეს.
იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით;

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ გარემოსადცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, პრეტენდენტის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული სერვის ცენტრი.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებლის მიერ შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფ ცვეთადი დეტალებისა (კერძოდ: გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)) და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციის პირობებში, კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში (აღნიშნული ტენდერის გამოცხადების დღემდე)უნდა გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (საჭირო ნაწილებითა და აქსესუარებით) გამოცდილება და ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული მომსახურების ღირებულება არ უნდა იყოს 10000.00 ლარზე ნაკლები.

აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა, ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ შესაბამისი მისამართ(ებ)ის მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ა რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2023 წლის 31 დეკემბრამდე ან ამავე ვადით სარგებლობა დარეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში (საჯარო რეესტრის ამონაწერში უნდა ფიქსირდებოდეს ინფორმაცია სარგებლობის შესახებ მინიმუმ 2023 წლის 31 დეკემბრამდე ვადით).

სერვის ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით (კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ვულკანიზაცია–ბალანსირების ელექტრო მოწყობილობა, კონდეციონერის დასატუმბი/ამოსატუმბი აპარატი) ასევე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი აგრეგატების (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილები, ელექტროობა, კონდეციონერის დატუმბვა/ამოტუმბვა) სერვის ცენტრში შეკეთება.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასთან/მათთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2023 წლის 31 დეკემბრამდე), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრის მდებარეობისა და ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.

ქვეკონტრაქტორის ან იჯარით გაცემული ფართის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ერთი თვით ადრე.

სერვისის გამწევი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში გაფორმებულ მოქმედ ხელშეკრულებ(ებ)აში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) ხელშეკრულების საგანი - შესყიდვის ობიექტის ტიპები:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.

2.9 other additional requirements

1.შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.

5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

6.სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა თუ მოსაკრებლების (მათ შორის - დღგ) გათვალისწინებით.

7.სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 ექსპერტიზის და

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარაიმ გიუნაშვილი, 551700106, mariam.giunashvili@eiec.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru