პრეამბულა
ქ. თბილისში, სოლოლაკის უბანში, მაჩაბლის ქ. N13-ში მდებარე შენობა (ს/კ
01.15.05.077.014), ცნობილი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის
საცხოვრებელი სახლი იყო, რომელიც 1903-1905 წლებში აშენდა გერმანელი
არქიტექტორის კარლ ცაარის პროექტით. სახლის მშენებლობას
ხელმძღვანელობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრ ოზეროვი და
ალექსანდრ ტატიშჩევი, ხოლო ხის აივნები, მოაჯირები და შესასვლელი კარი
ილია მამაცაშვილს ეკუთვნის. 1916 წელს სახლი ასევე ცნობილმა მეწარმემ და
მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ შეიძინა. 1921 წლიდან შენობაში ხელოვანთა
კავშირის მთავარმა კომიტეტმა დაიდო ბინა, შემდეგ ის საქართველოს
მწერალთა კავშირს ეკავა და ბოლო დრომდე - სსიპ „მწერალთა სახლის“
სარგებლობაშია.
შენობა აგურით აშენებულია, ორი სართულით, სარდაფითა და მანსარდით. იგი
საუკეთესო მაგალითია მოდერნის სტილის, ევროპული და თბილისური
არქიტექტურის შერწყმის. სახლი ნახევარსარდაფული ცოკოლით იხსნება
სივრცეში. პირველ სართულზე ნახევარწრიანი მაღალი სადარბაზო ღიობია,
ლითონის ჭვირული კარით. შენობის დაფერილ სიბრტყეს თარაზული, თანაბარი
სიმაღლის ზოლები აქვს. პირველ სართულზე ნახევარწრიული ფორმისა და დიდი
ზომის სარკმლებია ჩამწკრივებული, სარკმლების თავსართები შემკულია
მცენარეული ორნამენტებითა და ნიჟარებით. მეორე სართულზე კი მცირე
ზომის სარკმელთა რიგია. აქ მეორე სართულზე ლითონის კიდული აივანია,
თაღოვანი ღიობით. ფასადის ცენტრში მასიურ კრონშტეინებზე დაყრდნობილი
ლითონის სწორკუთხა აივანია. შენობა დასრულებულია თაღოვანი
ფრონტონით.
ვესტიბიული მოპირკეთებულია ფერადი მარმარილოთი. ვესტიბიულიდან მეორე
სართულზე ასასვლელი კიბე და ბალუსტრადი ხისაა. ბაქნის კედელზე
ვიტრაჟული გამოსახულებაა. მეორე სართულის პლაფონი მოხატულია
სტილიზებული ორნამენტით.
ეზოს მხარეს შენობა უფრო სადაა. მეორე სართულზე მას მთლიანად მიუყვება
თბილისური ტიპის ხის აივანი, მარჯვენა მხარე შეწეულია. ეს მონაკვეთი
უკავია ღია ვერანდას, რომელსაც ეზოსაგან ქვის დაბალი მოაჯირი, ხოლო
სახლისგან შემინული ლოჯია ყოფს. მარჯვენა მხრიდან ვერანდას მაღალი
კედელი ფარგლავს, სადაც ნიშაში განთავსებულია, მომრგვალებული
მოყვანილობის წყარო.
საბჭოთა პერიოდში შენობა ნაწილობრივ გადაკეთდა, მაგრამ ძირითადად
შეინარჩუნა თავდაპირველი სახე.
შენობის ძირითადი პრობლემა საძირკვლია, რომელიც ჯდენას განიცდის.
სარდაფის კედლებზე შეიმჩნევა სინესტე და სისველე. ფასადებზე და
ინტერიერის კედლებზე, როგორც ზედაპირული, ასევე გამჭოლი ბზარებია
გაჩენილი.
ჩასატარებელი სამუშაოები
პირველ რიგში საძირკველია გასამაგრებელი, რათა აღმოიფხვრას შენობაზე
ბზარების შემდგომი განვითარება. ასევე აუცილებელია მოეწყოს დრენაჟი და
მოხდეს დაზიანებული კომუნიკაციების შეკეთება/გამოცვლა.
პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების ჩატარება:
- საძირკვლის გამაგრება;
- დრენაჟის მოწყობა;
- შენობის ირგვლივ არსებული კანალიზაციის შეცვლა;
- შენობაში არსებული ქსელების შეცვლა;
- კედლების გაძლიერება;
- კედლის ბზარების გასუფთავება და შევსება ინიექტირებით კირის
ხსნარით;
- ხის კიბის რესტავრაცია;
- ქვის კიბის გადაწყობა;
- მხატვრობის აღდგენა;
- სარდაფში კერამიკული ფილების იატაკის აღდგენა.
ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის
ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს
ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორისა და არქეოლოგის
ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
პროცესი განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს
არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში,
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის
თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ
ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი
პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან,
რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ
კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში. სამუშაოების
წარმოებისას სრულად დაიცვას საქართველოში კორონა ვირუსის „COVID-19“-ის
გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული მოქმედი მარეგულირებელი და
ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული მოთხოვნები/პროტოკოლი.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო
სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი
მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი
თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი
ნაგებობების მოჭრა და განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილოითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების
ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი, ანგარიშის წარმოდგენიდან
არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და
გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის
ალბომის სახით) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე (ტექსტური
და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი)
ჩაწერილი.
საექპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგის სამსახური.
დამატებითი პირობები
მიმწოდებელი ვალდებულია არსებული ნებართვის მოქმედების ვადის
ამოწურვამდე მოიპოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ძეგლზე
სამუშაოების შესაბამისი ნებართვა.
მიმწოდებელი ვალდებულია, დადგენილი წესით, შესაბამისი სამსახურებიდან
მოიპოვოს ჩასატარებელი სამუშაოებისთვის თანხმობები.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ
სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია
სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
შესრულებული სამუშაოების ანგარიშის ჩაბარების ვადა
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი)
კალენდარულ თვეში.
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის
მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, ხუთი წლის ვადით.