Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #41583089)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Nadzaledevi District Gamgeoba
Номер конкурса: 41583089
Дата публикации: 08-05-2023
Сумма контракта: 25 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230009999
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2023 12:04
Начало приема предложения 16.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 19.05.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 25`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 126.00 GEL
Размер гарантии 252 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamta lekiashvili :: 08.05.2023 10:59
  • Последнее исправление: tamta lekiashvili :: 08.05.2023 12:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=518703&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და კაპიტალური საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. საპროექტო გზის სავალ ნაწილზე უნდა მოეწყოს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. საჭიროების შემთხვევაში მოეწყოს ტროტუარები, რომელთა სიგანეები კონკრეტულ უბნებზე უნდა დაპროექტდეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და შეთანხმდეს დამკვეთთან.

1.2.2.სავარაუდო ობიექტები:
1. თბილისის ზღვის ქუჩა 3800 მ2 (დაზუსტდეს პროექტირებისას);
2. გ. სააკაძის ქუჩა 15000 მ2 (დაზუსტდეს პროექტირებისას);
3. ივანიშვილ-დემურიას ქუჩა 5200მ2 (დაზუსტდეს პროექტირებისას);

1.2.3. საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს:

1.2.3.1. საკვლევ–საძიებო სამუშაოები:

1. ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური (საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიური) კვლევა და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა გრაფიკული ჭრილებით;
2. გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, გვერდულები, ტროტუარები, საკომუნიკაციო ჭები) და ხელოვნური ნაგებობების (მილების, საყრდენი კედლების) მდგომარეობის შესწავლა;
3. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი, რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან (საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება).
4. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა) მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმაზე და შეტანხმება შესაბამის სამსახურებთან (საპროექტო ობიექტზე რომელიმე საკომუნიკაციო ქსელის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი კომუნიკაციის მფლობელისგან წერილობითი დასტური);
5. გეგმაზე დატანილი ყველა სათვალთვალო და სანიაღვრე ჭის დანომვრა;

1.2.3.2.მუშა პროექტის შედგენა მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და სტანდარტების დაცვით:
განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული მდგომარეობის დეტალურ აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავენ გზის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას, გზის და ხელოვნური ნაგებობების აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს, შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა;
1. სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით (შეთანხმდეს დამკვეთთან);
2. საჭიროების შემთხვევაში სავალი ნაწილისა და ტროტუარების გაბარიტების კორექტირება გაუმჯობესების მიზნით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და დამკვეთთან შეთანხმებით;
3. სიტუაციური გეგმები (რეპერების კოორდინატების მითითება) არსებული და საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
4. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით);
5. განივი პროფილები, გადაღებული იქნას ყოველ 10-20 მ-ში (საჭიროების მიხედვით) და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო (წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ მაჩვენებლებთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას. დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებთან ერთად).
6. გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ უნდა შეიცავდეს: საპროექტო (წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ მაჩვენებლებთან ერთად, დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებით.
7. საჭიროების შესაბამისად მოსაწყობი კომუნიკაციების (სანიაღვრე ქსელი) და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები, სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები (შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან);
8. ცხრილები და უწყისები;
9. მიწის სამუშაოთა მოცულობების პიკეტური დათვლის უწყისი, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების უწყისები;
10. მოხვევის კუთხეების, სწორებისა და მრუდების უწყისი, რეპერების დამაგრების უწყისი, მრუდებზე ვირაჟების დაკვალვის უწყისი და სხვა;
11. კრებსითი უწყისი, მასალების, საგზაო სამოსის მოწყობის უწყისი, საკომუნიკაციო ჭების, მეორადი შესაძლო გამოსაყენებელი მასალების, ელექტროგადამცემი ხაზების, წყალსადენების, კავშირგაბმულობის კაბელების (საირიგაციო სისტემების, გაზისა და ნავთობის მილსადენების) და სხვა კომუნიკაციების გადატანის და სხვა უწყისები, სადაც გარკვევით უნდა იყოს ასახული თითოეული სამუშაოს ზუსტი მოცულობები და არ უნდა იყოს მითითებული, რომ ისინი უნდა დაზუსტდეს კონტრაქტორი და საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ;
12. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით, ასევე გამარტივებული ვერსია;
13. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას სამუშაოების/მომსახურების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენების (ინერტული) განთავსება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე- სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელზე (ქალაქ თბილისში, გლდანის მუნიციპალიტეტი, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კ.მ.-ის მიმდებარედ);
14. მშენებლობის ორგანიზაცია (მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური სქემები, კალენდარული გრაფიკები, მანქანა–მექანიზმების ჩამონათვალი, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა);
15. სრული საინჟინრო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (ხარჯთაღრიცხვის) ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის სფეროში. ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
16. საავტორო ზედამხედველობის განხორციელების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე და მიმდინარე სამუშაოების მთელ პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს დოკუმენტაციის კორექტირება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე.

შენიშვნა: საავტორო ზედამხედველობის განხორციელების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე და მიმდინარე სამუშაოების მთელ პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს დოკუმენტაციის კორექტირება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ექსპერტიზაგავლილი (ექსპერტიზის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი) დოკუმენტაციის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, სანზონა, გურამიშვილის გამზირი N25რ - ნაძალადევის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა.
1.5.2. საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი (4 ეგზემპლ.) და ელექტრონული ვერსიის სახით, ფონტით-„sylfaen”, ხოლო ლათინური სიმბოლოები-„Galibri”-ით,(პროექტი „PDF”და„DWG”,ხარჯთაღრიცხვა-„EXCEL”ფორმატში).
1.5.3. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს გოსტ 9128-2013-ის მოთხოვნებს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების, ქუჩების ან/და საავტომობილო გზების მშენებლობის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდების გამოცდილება. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2-ში მითითებული მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან სისტემაში არ არის/არასრულყოფილად არის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშფაქტურები/საგადახდო დავალებები. საჭიროებიდან გამომდინარე, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი სხვა არსებული დოკუმენტი. დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამთა ლეკიაშვილი, 598739718, t.lekiashvili@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.1 რეკვიზიტები (იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს სისტემაში სრულად არ აქვს შევსებული ინფორმაცია)
10.1.2 ფასების ცხრილი დანართი N1–ის მიხედვით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
10.1.3 ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ - დანართი N2,საგარანტიო პირობები და ა.შ.) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.5 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
10.1.6 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru