1.2.1. მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე
სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და
კაპიტალური საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო
გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის
ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი
სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების
განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. საპროექტო გზის სავალ ნაწილზე
უნდა მოეწყოს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. საჭიროების
შემთხვევაში მოეწყოს ტროტუარები, რომელთა სიგანეები კონკრეტულ
უბნებზე უნდა დაპროექტდეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და
შეთანხმდეს დამკვეთთან.
1.2.2.სავარაუდო ობიექტები:
1. თბილისის ზღვის ქუჩა 3800 მ2 (დაზუსტდეს პროექტირებისას);
2. გ. სააკაძის ქუჩა 15000 მ2 (დაზუსტდეს პროექტირებისას);
3. ივანიშვილ-დემურიას ქუჩა 5200მ2 (დაზუსტდეს პროექტირებისას);
1.2.3. საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს:
1.2.3.1. საკვლევ–საძიებო სამუშაოები:
1. ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური (საჭიროების შემთხვევაში
ჰიდროლოგიური) კვლევა და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა
გრაფიკული ჭრილებით;
2. გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, გვერდულები, ტროტუარები,
საკომუნიკაციო ჭები) და ხელოვნური ნაგებობების (მილების, საყრდენი
კედლების) მდგომარეობის შესწავლა;
3. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი,
რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან (საჭიროების
შემთხვევაში ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება).
4. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია,
გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა)
მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმაზე და შეტანხმება
შესაბამის სამსახურებთან (საპროექტო ობიექტზე რომელიმე
საკომუნიკაციო ქსელის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი
კომუნიკაციის მფლობელისგან წერილობითი დასტური);
5. გეგმაზე დატანილი ყველა სათვალთვალო და სანიაღვრე ჭის დანომვრა;
1.2.3.2.მუშა პროექტის შედგენა მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და
სტანდარტების დაცვით:
განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული მდგომარეობის
დეტალურ აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც
ასახავენ გზის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას, გზის და
ხელოვნური ნაგებობების აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს,
შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა;
1. სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო
ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით (შეთანხმდეს დამკვეთთან);
2. საჭიროების შემთხვევაში სავალი ნაწილისა და ტროტუარების
გაბარიტების კორექტირება გაუმჯობესების მიზნით არსებული სიტუაციის
გათვალისწინებით და დამკვეთთან შეთანხმებით;
3. სიტუაციური გეგმები (რეპერების კოორდინატების მითითება) არსებული და
საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
4. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით);
5. განივი პროფილები, გადაღებული იქნას ყოველ 10-20 მ-ში (საჭიროების
მიხედვით) და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ
წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას. დატანილი უნდა იყოს
საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებთან ერთად).
6. გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და
მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების,
ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული
ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებით.
7. საჭიროების შესაბამისად მოსაწყობი კომუნიკაციების (სანიაღვრე ქსელი)
და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები,
სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები (შეთანხმდეს შესაბამის
სამსახურთან);
8. ცხრილები და უწყისები;
9. მიწის სამუშაოთა მოცულობების პიკეტური დათვლის უწყისი, მიერთებებისა
და ეზოში შესასვლელების უწყისები;
10. მოხვევის კუთხეების, სწორებისა და მრუდების უწყისი, რეპერების
დამაგრების უწყისი, მრუდებზე ვირაჟების დაკვალვის უწყისი და სხვა;
11. კრებსითი უწყისი, მასალების, საგზაო სამოსის მოწყობის უწყისი,
საკომუნიკაციო ჭების, მეორადი შესაძლო გამოსაყენებელი მასალების,
ელექტროგადამცემი ხაზების, წყალსადენების, კავშირგაბმულობის
კაბელების (საირიგაციო სისტემების, გაზისა და ნავთობის მილსადენების)
და სხვა კომუნიკაციების გადატანის და სხვა უწყისები, სადაც გარკვევით
უნდა იყოს ასახული თითოეული სამუშაოს ზუსტი მოცულობები და არ უნდა იყოს
მითითებული, რომ ისინი უნდა დაზუსტდეს კონტრაქტორი და საზედამხედველო
ორგანიზაციების მიერ;
12. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო
ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით, ასევე
გამარტივებული ვერსია;
13. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას
სამუშაოების/მომსახურების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენების
(ინერტული) განთავსება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საამისოდ
სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე- სამშენებლო ნარჩენების
ნაგავსაყრელზე (ქალაქ თბილისში, გლდანის მუნიციპალიტეტი, თბილისის
შემოვლითი გზის მე-15 კ.მ.-ის მიმდებარედ);
14. მშენებლობის ორგანიზაცია (მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური
სქემები, კალენდარული გრაფიკები, მანქანა–მექანიზმების ჩამონათვალი,
შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა);
15. სრული საინჟინრო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
(ხარჯთაღრიცხვის) ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ
„ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის სფეროში. ექსპერტიზის
მომსახურების ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
16. საავტორო ზედამხედველობის განხორციელების ვადა - ხელშეკრულების
გაფორმებიდან სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე და მიმდინარე
სამუშაოების მთელ პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს დოკუმენტაციის
კორექტირება.