Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #41142960)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: "SakPatenti"
Номер конкурса: 41142960
Дата публикации: 25-04-2023
Сумма контракта: 294 528


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230009104
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2023 17:52
Начало приема предложения 05.05.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 08.05.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 294`528.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45261310 - Гидроизоляционные работы
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" შენობის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`945.00 GEL
Размер гарантии 2`945 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona rostomashvili :: 24.04.2023 17:21
  • Последнее исправление: teona rostomashvili :: 25.04.2023 17:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=516653&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" შენობის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

(1) სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას ტექნიკური დავალებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართების სახით. დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“, ასევე საორიენტაციოა კონკრეტულ საქონელზე მითითებული ფასი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

(2) პრეტენდენტი ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ექსელის (MS Excel) ფაილი;

(3) დეტალური ინფორმაციისათვის უნდა იხელმძღვანელოთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს - ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარულ დღეს, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

(1) სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N5;

(2) სამუშაოები უნდა შესრულდეს მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, მაგრამ აუცილებლად არასამუშაო დროსა (მათ შორის ღამის საათები) და დღეებში, შესასრულებელი სამუშაოების ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით;

(3) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.6 guarantee period for the works to be performed

(1) შესრულებულ ყველა სახის სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალაზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელს, ხოლო ჰიდროსაიზოლაციო მასალაზე არანაკლებ 8 (რვა) წელს.

(2) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის გათვალისწინებით, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს ასეთი ნაკლის შესახებ შემსყიდველის მიერ შემსრულებლის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.

(3) მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის (2) ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

(1) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2020-2022 წლების პერიოდში არ უნდა იყოს 1 000 000,00 (ერთი მილიონი) ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს;

(2) პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 2.2.1.(1) პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან უნდა იკვეთებოდეს პოლიმერული ჰიდროიზოლაციის სამუშაოების შესრულებაც;

(3) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში - ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის მიხედვით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

(1) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთებული იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომლიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად;

(2) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენი შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

(3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

7 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) მიმწოდებელი ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების დადებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობადი გარანტია. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2–ის შესაბამისად;

(2) თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

(3) იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლებია 200 000,00 ლარზე, პრეტენდენტი თავისუფლდება გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან;

(4) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება;

(5) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

(1) ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ანაზღაურება დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორების გზით. საავანსო ანგარიშწორების გამოყენების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის უპირობო და გამოუხმობადი საავანსო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საბანკო/სადაზღვევო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

(2) ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე) შემსყიდველი ვალდებულია, ავანსად გაცემული თანხების დაფარვის მიზნით, მიმწოდებელს დაუკავოს თანხა, მიღებული სამუშაოს ღირებულებიდან ფაქტობრივად გაცემული ავანსის პროცენტული ოდენობის შესაბამისად.

(3) წინასწარ გადახდილი თანხის გათავისუფლება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად აღებული ავანსის პროცენტული ოდენობით, იმ პირობით, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ჯერ გაიქვითება წინასწარ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელზედაც არ არის წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტია;

(4) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვის შემდეგ ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობას;

(5) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მიწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

7.2 terms of step by step and/or final payment

(1) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

(2) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. ეტაპობრივი და შემაჯამებელი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2 და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა. (მიმწოდებლის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

(3) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის წინასწარ გადახდილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხებს შორის სხვაობას.

(4) დაფინანსების წყარო: 2023 წლის საკუთარი შემოსავლები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა როსტომაშვილი, 598344454, trostomashvili@sakpatenti.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

(1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

(2) ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

(3) პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

(4) დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას;

(5) ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;

(6) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;

(7) სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;

(8) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების ჯამს;

(9) პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

(10) პრეტენდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაუთვალისწინებელი სამუშაოების 5%- იანი საპროცენტო განაკვეთი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru