Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #72657168)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 72657168
Дата публикации: 02-06-2026
Сумма контракта: 300 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260011442
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.06.2026 14:53
Начало приема предложения 18.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 23.06.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 300`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში (ექსპერტიზის მომსახურების ჩათვლით)
Дополнительная информация
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობის (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150, საკ. კოდი: 01.13.08.001.014 ) მე-12 - ტერასის სართულზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 25.05.2026 14:32
  • Последнее исправление: pavle antelava :: 02.06.2026 14:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=688417&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობის (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150, საკ. კოდი: 01.13.08.001.014 ) მე-12, ტერასის სართულზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკურ დავალებაში, ფასების ცხრილებში (ხარჯთაღრიცხვა), ნახაზებსა და რენდერებში მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად.

პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას, როგორც PDF, ისე Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, ფასების ცხრილის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და დაშვებულ ზღვრულ ნორმაზე მეტად განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.

სამუშაოს შესრულების ვადა:

წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ჯამური ვადა შეადგენს არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეს.

შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს სამუშაოთა წარმოების დეტალური კალენდარული გრაფიკი, რომლის წარდგენა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუმეტეს 5 დღის ვადაში.

აღნიშნულ სამუშაოს შესრულების გრაფიკში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების ერთ - ერთი მხარის მოტივირებული წერილობითი ინიციატივის საფუძველზე.

შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს სამუშაოთა წარმოების შეჩერება გარკვეული დროით (აღნიშნული დროის სავარაუდო ან ზუსტი მითითებით). ასეთ შემთხვევაში განაცდური დრო არ ჩაითვლება ვადაგადაცილებაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

სამუშაოების შესრულების ადგილია - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150.

ობიექტის/ტერიტორიის გადაცემა, უსაფრთხოება, სამობილიზაციო სამუშაოები:

სამუშაო ობიექტის, ადგილის გამოყოფა წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას.
სამუშაოების დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას საქმის კურსში ჩააყენოს შემსყიდველი ყველა განსაკუთრებული გარემოებების წარმოშობის შესახებ.

მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ ობიექტის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე.

მიმწოდებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები: მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან და ა.შ.

მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები ობიექტის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და მაღალის ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს, სურვილისამებრ მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატ(ებ)ი, ასევე სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამუშაოებისთვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ნიმუშები მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ასევე სიტყვიერად), აღნიშნული ნიმუშები, როგორც ხარისხის, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით შეიძლება დაწუნებულ იქნას შემსყიდველის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში შემსყიდველისათვის მისაღები სხვა ნიმუში, მასალა და მოწყობილობა.

სართულების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს შენობაში არსებული მომიჯნავე საოფისე ფართებში არსებული მომუშავე პერსონალის უსაფრთხო, შრომითი პირობების უზრუნველყოფა და ხელის არ შეშლა.

მიმწოდებელმა ტერასის სართულებზე ტვირთის ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს შენობის ფასადზე არსებული ტერასის ფართიდან მოძრავ-სტაციონალური დროებითი ამწე კალათა-ლიფტის გამოყენებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. ასევე გასათვალისწინებელი შენობის ადგილმდებარეობა და ტერიტორიული სიმჭიდროვე, შესაბამისად სართულზე დემონტირებული (ასევე ნარჩენი სამშნებელო მასალები) ნარჩენების ტრანსპორტირება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდულად, ანალოგიური მეთოდით, უმოკლეს დროში.

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული მასალების ტექნიკური მახასიათებლები როგორიცაა ფერი, ფაქტურა, ზომები და ფორმები გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველითან.

-სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. ამასთანავე, შემსყიდველის მოთხოვნის და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები).

მიმწოდებელი ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს პროექტი. სამშენებლო რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით შემსყიდველი გამოხატავს მზაობას გაუწიოს ორგანიზება სამუშაო თათბირს სადაც წარმოდგენილი იქნებიან საპროექტო, საზედამხედველო, მიმწოდებლის და შემსყიდველის წარმომადგენლები.

ობიექტის ტერიტორიაზე შესვლა მითითებები, ინსპექტირება:

მიმწოდებელმა უნდა მისცეს საშუალება პროექტის მენეჯერს და შემსყიდველის მიერ უფლებამოსილ ნებისმიერ პირს შევიდეს ობიექტის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ხორციელდება ან უნდა განხორციელდეს კონტრაქტთან დაკავშირებული სამუშაოები.

განახორციელოს პროექტის მენეჯერის ან ტექნიკური ზედამხედველის ყველა მითითება/განკარგულება, რომელიც შეესაბამება იმ ადგილის კანონმდებლობას, სადაც ობიექტია განლაგებული.

შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელოს ინსპექტირება. მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის წევრის (წევრების) უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.

ინსპექტირებას ახორციელებს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლები, კერძოდ დაქირავებული საზედამხედველო კომპანია/პირი.

საზედამხედველო კომპანიის/პირის ფუნქციებია:

1. ტექნიკური ზედამხედველი უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს სამუშაოების შემოწმება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
2. გაუწიოს სისტემატიური ინსპექტირება საპროექტო გადაწყვეტილებების დაცვაზე, ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებზე.
3. შესრულებული სამშენებლო სამუშაოების, გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და მასალების საპროექტო გადაწყვეტასთან, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ინსპექტირება.
4. საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისათვის საკითხის დროულად დაყენება და შესრულებაზე ინსპექტირება. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის საფუძველზე მომზადებული მშენებლობის წარმოების პროექტის გადამოწმება, შეთანხმება და ინსპექტირება მის შესრულებაზე.
5. მშენებლობაზე გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და მასალების ტექნიკური პასპორტების, სერტიფიკატების, ლაბორატორიული შემოწმების შედეგებისა და ხარისხის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების არსებობის შემოწმება.
6. მონაწილეობა სამშენებლო ინსპექტირებისა და მშენებლობის ცალკეული ეტაპის სამშენებლო სამუშაოთა ხარისხის შემოწმება - შეფასებაში და პროექტთან შესაბამისობის დადგენაში.
7. პირველადი საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებაზე ინსპექტირება და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ნაკლოვანებებისა და დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ოპერატიულად აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანაზე საკითხის დაყენება / შეტყობინება შემსყიდველს.
8. მონაწილეობა მუშა კომისიების მიერ ცალკეული სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე და საპროექტო მონაცემთა შესაბამისობაზე ჩატარებულ შემოწმებებში.
9. სამუშაოთა ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტირების ჩატარების მოთხოვნა.
10. ინსპექტირება შემსრულებლის მიერ გამოყენებული მასალების და კონსტრუქციების შენახვის ნორმებთან შესაბამისობაზე.
11. საჭიროების შემთხვევაში, პროექტსა და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველ მხარეზე არგუმენტირებული წინადადებების / განმარტების წარდგენა.
12. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ შემსყიდველისათვის სისტემატიური ინფორმაციის მიწოდება (შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით) წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი ფორმით (მუშა თათბირის ოქმები, აქტები, და სხვა), სამუშაოთა შეჩერების ან შეფერხების წარმოქმნისთანავე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველზე ზეპირი ან / და წერილობითი ინფორმაციის მიწოდება დაუყოვნებლივ.
13. სამუშაოების დასრულებამდე, დასრულების შემდგომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოჩენა.
14. სამშენებლო, არქიტექტორული და სხვა გადაწყვეტების შესაბამისობის ანალიზი პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან, რისკების გამოვლენის მიზნით.
15. მშენებლობის ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტური ანალიზი. პროექტის მიმდინარეობის საერთო ანგარიში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში (ექსპერტიზის მომსახურების ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150 - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მე-12 - ტერასის სართული.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური და დივერსიული ზემოქმედებისა) განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

2. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებზე (საქონელზე) დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადაში.

3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს მიწოდებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ერთწლიან პერიოდს (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

4. თუ ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ზიანის ღირებულების ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე ჯამურად უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების სამოქალაქო ან/და სამრეწველო მშენებლობის სამშენებლო სამუშაოების ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და გამაგრებითი სამუშაოების შესრულების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები/ფორმაN2/ანგარიშ-ფაქტურები. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია რითიც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული სამშენებლო სამუშაოების მიწოდების გამოცდილება. ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან მითითებულ უნდა იქნას შესაბამისი SPA, NAT, DAP, CMR ან სხვა ნომრები დანართი N2-ის შესაბამისად.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ დანართი N2-ის წარმოდგენა ხდება, თუ მას ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს სამუშაოთა წარმოების დეტალური კალენდარული გრაფიკი, რომლის წარდგენა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუმეტეს 5 დღის ვადაში.

აღნიშნულ სამუშაოს შესრულების გრაფიკში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების ერთ - ერთი მხარის მოტივირებული წერილობითი ინიციატივის საფუძველზე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელი ვალდებულია, საბოლოო შესრულებულ სამუშაოებზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;
2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

2. მიმწოდებელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

3. მიმწოდებლის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ ამოქმედდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

4. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

შენიშვნა: თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობები.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
2. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული ეტაპისათვის, მიმწოდებლის მიერ კონკრეტული სამუშაოების დასრულების შესახებ შედგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. შუალედური მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდება სამუშაოთა გარკვეული ნაწილის დასრულების შემდეგ.
4. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
ბ) ფორმა #2 რომელიც დადასტურებული იქნება სამუშაოთა შემსრულებლისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით;
გ) ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის - ტექნიკური ზედამხედველის და სამუშაოთა შემსრულებლის წარმომადგენლის ხელმოწერით;
დ) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნა;
ე) პროექტის ზედამხედველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიის/პირის შესაბამისობის დასკვნა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მოქ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru