ტექნიკური დავალება:
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკურ
დავალებაში, ფასების ცხრილებში (ხარჯთაღრიცხვა), ნახაზებსა და
რენდერებში მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად.
პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული
ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო
წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12
ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55
დადგენილების შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას, როგორც PDF, ისე
Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, ფასების ცხრილის მიხედვით
(ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და დაშვებულ ზღვრულ ნორმაზე მეტად
განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის
წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება
განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ
გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის
ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების
მიხედვით.
სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე,
სადაც მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი,
წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან
ექვივალენტური.
სამუშაოს შესრულების ვადა:
წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების
ჯამური ვადა შეადგენს არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეს.
შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს სამუშაოთა
წარმოების დეტალური კალენდარული გრაფიკი, რომლის წარდგენა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუმეტეს 5 დღის ვადაში.
აღნიშნულ სამუშაოს შესრულების გრაფიკში ცვლილებების შეტანა
შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების
ერთ - ერთი მხარის მოტივირებული წერილობითი ინიციატივის საფუძველზე.
შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს სამუშაოთა
წარმოების შეჩერება გარკვეული დროით (აღნიშნული დროის სავარაუდო ან
ზუსტი მითითებით). ასეთ შემთხვევაში განაცდური დრო არ ჩაითვლება
ვადაგადაცილებაში.
სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და
გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
სამუშაოების შესრულების ადგილია - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ.
N150.
ობიექტის/ტერიტორიის გადაცემა, უსაფრთხოება, სამობილიზაციო
სამუშაოები:
სამუშაო ობიექტის, ადგილის გამოყოფა წარმოადგენს შემსყიდველის
მოვალეობას.
სამუშაოების დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას საქმის კურსში ჩააყენოს
შემსყიდველი ყველა განსაკუთრებული გარემოებების წარმოშობის
შესახებ.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ ობიექტის ტერიტორიაზე
წარმოებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. პასუხისმგებელია
სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს
დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და
ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:
მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და
მტვერის გავლენა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და
სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო
ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან,
დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან და ა.შ.
მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს
დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად
ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები ობიექტის ზონაში
ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების პროცესში მიმწოდებლის მიერ
გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული
წარმოების და მაღალის ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს,
სურვილისამებრ მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი
სერთიფიკატ(ებ)ი, ასევე სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას აღნიშნული
სამუშაოებისთვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და
მოწყობილობების ნიმუშები მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (მოთხოვნა
შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ასევე სიტყვიერად),
აღნიშნული ნიმუშები, როგორც ხარისხის, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით
შეიძლება დაწუნებულ იქნას შემსყიდველის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები არ იქნება მოწონებული
შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს
შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში შემსყიდველისათვის მისაღები
სხვა ნიმუში, მასალა და მოწყობილობა.
სართულების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას
მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს შენობაში არსებული მომიჯნავე
საოფისე ფართებში არსებული მომუშავე პერსონალის უსაფრთხო, შრომითი
პირობების უზრუნველყოფა და ხელის არ შეშლა.
მიმწოდებელმა ტერასის სართულებზე ტვირთის ტრანსპორტირება უნდა
განახორციელოს შენობის ფასადზე არსებული ტერასის ფართიდან
მოძრავ-სტაციონალური დროებითი ამწე კალათა-ლიფტის გამოყენებით,
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების ნორმების
სრული დაცვით. ასევე გასათვალისწინებელი შენობის ადგილმდებარეობა და
ტერიტორიული სიმჭიდროვე, შესაბამისად სართულზე დემონტირებული (ასევე
ნარჩენი სამშნებელო მასალები) ნარჩენების ტრანსპორტირება
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდულად, ანალოგიური მეთოდით,
უმოკლეს დროში.
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას
გამოყენებული მასალების ტექნიკური მახასიათებლები როგორიცაა ფერი,
ფაქტურა, ზომები და ფორმები გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს
შემსყიდველითან.
-სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და
მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში
აღიარებულ სტანდარტებს. ამასთანავე, შემსყიდველის მოთხოვნის და ასეთის
არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების
მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები).
მიმწოდებელი ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს პროექტი. სამშენებლო
რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით შემსყიდველი გამოხატავს
მზაობას გაუწიოს ორგანიზება სამუშაო თათბირს სადაც წარმოდგენილი
იქნებიან საპროექტო, საზედამხედველო, მიმწოდებლის და შემსყიდველის
წარმომადგენლები.
ობიექტის ტერიტორიაზე შესვლა მითითებები, ინსპექტირება:
მიმწოდებელმა უნდა მისცეს საშუალება პროექტის მენეჯერს და
შემსყიდველის მიერ უფლებამოსილ ნებისმიერ პირს შევიდეს ობიექტის
ტერიტორიაზე ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ხორციელდება ან უნდა
განხორციელდეს კონტრაქტთან დაკავშირებული სამუშაოები.
განახორციელოს პროექტის მენეჯერის ან ტექნიკური ზედამხედველის ყველა
მითითება/განკარგულება, რომელიც შეესაბამება იმ ადგილის
კანონმდებლობას, სადაც ობიექტია განლაგებული.
შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს განხორციელების
ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელოს ინსპექტირება. მიმწოდებელი
ვალდებულია ფარული სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური ინსპექტირების
განმახორციელებელი ჯგუფის წევრის (წევრების) უშუალო ზედამხედველობის
ქვეშ.
ინსპექტირებას ახორციელებს შემსყიდველის უფლებამოსილი
წარმომადგენლები, კერძოდ დაქირავებული საზედამხედველო
კომპანია/პირი.
საზედამხედველო კომპანიის/პირის ფუნქციებია:
1. ტექნიკური ზედამხედველი უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების
ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს სამუშაოების შემოწმება მიმწოდებლის მიერ
წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიზანია მისი
შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
2. გაუწიოს სისტემატიური ინსპექტირება საპროექტო გადაწყვეტილებების
დაცვაზე, ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებზე.
3. შესრულებული სამშენებლო სამუშაოების, გამოყენებული კონსტრუქციების,
ნაკეთობებისა და მასალების საპროექტო გადაწყვეტასთან, სამშენებლო
ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ
პირობებსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის
ინსპექტირება.
4. საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისათვის
საკითხის დროულად დაყენება და შესრულებაზე ინსპექტირება. მშენებლობის
ორგანიზაციის პროექტის საფუძველზე მომზადებული მშენებლობის
წარმოების პროექტის გადამოწმება, შეთანხმება და ინსპექტირება მის
შესრულებაზე.
5. მშენებლობაზე გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და
მასალების ტექნიკური პასპორტების, სერტიფიკატების, ლაბორატორიული
შემოწმების შედეგებისა და ხარისხის დამადასტურებელი სხვა
დოკუმენტების არსებობის შემოწმება.
6. მონაწილეობა სამშენებლო ინსპექტირებისა და მშენებლობის ცალკეული
ეტაპის სამშენებლო სამუშაოთა ხარისხის შემოწმება - შეფასებაში და
პროექტთან შესაბამისობის დადგენაში.
7. პირველადი საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებაზე
ინსპექტირება და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას
ნაკლოვანებებისა და დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, ამ
უკანასკნელის ოპერატიულად აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება
და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანაზე საკითხის
დაყენება / შეტყობინება შემსყიდველს.
8. მონაწილეობა მუშა კომისიების მიერ ცალკეული სამშენებლო სამუშაოების
ხარისხზე და საპროექტო მონაცემთა შესაბამისობაზე ჩატარებულ
შემოწმებებში.
9. სამუშაოთა ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტირების ჩატარების
მოთხოვნა.
10. ინსპექტირება შემსრულებლის მიერ გამოყენებული მასალების და
კონსტრუქციების შენახვის ნორმებთან შესაბამისობაზე.
11. საჭიროების შემთხვევაში, პროექტსა და ხელშეკრულებაში ცვლილებების
შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველ
მხარეზე არგუმენტირებული წინადადებების / განმარტების წარდგენა.
12. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ
შემსყიდველისათვის სისტემატიური ინფორმაციის მიწოდება (შემსყიდველის
მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით) წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი ფორმით
(მუშა თათბირის ოქმები, აქტები, და სხვა), სამუშაოთა შეჩერების ან
შეფერხების წარმოქმნისთანავე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში
შემსყიდველზე ზეპირი ან / და წერილობითი ინფორმაციის მიწოდება
დაუყოვნებლივ.
13. სამუშაოების დასრულებამდე, დასრულების შემდგომ ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში წარმოქმნილი ხარვეზების
აღმოჩენა.
14. სამშენებლო, არქიტექტორული და სხვა გადაწყვეტების შესაბამისობის
ანალიზი პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან, რისკების გამოვლენის
მიზნით.
15. მშენებლობის ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტური ანალიზი. პროექტის
მიმდინარეობის საერთო ანგარიში.