სასტუმროს მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების
პირობები/მოთხოვნები:
1.2.1. მოთხოვნები სასტუმროს მიმართ:
1.2.1.1. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს - დაბა ბაკურიანში;
1.2.1.2. სასტუმრო არ უნდა მდებარეობდეს სხვა საქმიანობის დამხმარე
საწარმოს ან საცხოვრებელი სახლის ნაწილში, რესტორანსა და მის კუთვნილ
ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა საოფისე შენობაში;
1.2.1.3. სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის და სასტუმროს ისეთ სივრცეებში
რითაც ისარგებლებენ სტუმრები უნდა მუშაობდეს გათბობა/გაგრილების
სისტემა;
1.2.1.4. სასტუმროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარული ნორმების დაცვა
და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო;
1.2.1.5. სასტუმროში შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად 40 პირის 5 (ხუთი) დღით
და 4 (ოთხი) ღამით დაბინავება/განთავსება ერთ შენობაში ერთ, ორ, სამ ან ოთხ
ადგილიან ნომრებში;
1.2.1.6. სასტუმრო ინფრასტრუქტურა უნდა ითვალისწინებდეს შშმ პირების
საჭიროებებს. გარე სივრციდან მასში შესასვლელად მოწყობილი უნდა იყოს
პანდუსი ან სხვა ალტერნატიული საშუალება. თუ სასტუმრო არის არანაკლებ 2
სართულიანი შიდა სივრცეებში ვერტიკალურად გადასაადგილებლად იგი
აღჭურვილი უნდა იყოს შიდა ან გარე ლიფტით ან კიბის წერტილებზე გააჩნდეს
პანდუსები;
1.2.1.7. სასტუმრო უნდა იყოს კეთილმოწყობილი, მის ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს
უფასო უსადენო ინტერნეტი (WI-FI);
1.2.1.8. სასტუმროს შენობაში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 40 (ორმოცი)
პირისთვის რესტორნის ტიპის სასადილო ოთახი. სასადილო ოთახში უნდა იყოს
გამართული გათბობა-გაგრილების სისტემა ან შესაძლებელი უნდა იყოს
სივრცის განიავება და დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები;
1.2.1.9. სასტუმროში უნდა იყოს ალტერნატიული ელ. ენერგიის კვების წყარო
(გენერატორი);
1.2.1.10. სასტუმროში უნდა იყოს ალტერნატიული წყლით მომარაგების სისტემა
(ავზი).
1.2.2. მოთხოვნები ფიზიკურ უსაფრთხოებაზე:
1.2.2.1. სასტუმროს პერიმეტრი უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის
სისტემით - პატრულირებით ან/და ხორციელდებოდეს 24 საათიანი ვიდეო
მონიტორინგი;
1.2.2.2. ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი) უნდა იყოს 24 საათის
განმავლობაში ხელმისაწვდომი;
1.2.2.3. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
მოწყობილობები/სისტემა/ /სისტემები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს
უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს - ტექნიკურ რეგლამენტს სახანძრო
უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ და საქართველოში მოქმედ
სახანძრო უსაფრთხოების წესებს;
1.2.2.4. სასტუმროში ყოფნის პერიოდში სასტუმროს პერსონალმა უნდა
უზრუნველყოს სტუმრების ტვირთის უსაფრთხოება;
1.2.2.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების
კანონმდებლობით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების ზედმიწევნით
შესრულება;
1.2.2.6. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
1.2.3. მოთხოვნები ნომრების მიმართ:
1.2.3.1. სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს: ხელმისაწვდომი
უფასო უსადენო ინტერნეტით, მაგიდით, სკამით, კონდიციონერით ან
გათბობა-გაგრილების სისტემით და მისი ინდივიდუალურად მართვის
საშუალებით ან განიავების შესაძლებლობით, ინდივიდუალური სველი
წერტილით, ცივი და ცხელი წყლით, თითოეული სტუმრისთვის ინდივიდუალური
ინვენტარითა და ჰიგიენური საშუალებებით;
1.2.3.2. ნომრებში თითოეულ სტუმარზე უნდა იყოს არანაკლებ 1.0 ლიტრი (ქარხნული
ბოთლი) სასმელი წყალი დღეში;
1.2.3.3. სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე და ნომრები უნდა დალაგდეს
ყოველდღიურად. თეთრეული და პირსახოცები უნდა იყოს გარეცხილი. ნომრებში
თეთრეული უნდა იცვლებოდეს ყოველ მეორე დღეს, ხოლო პირსახოცები უნდა
იცვლებოდეს ყოველდღიურად;
1.2.3.4. სასტუმროს ოთახებში მინი ბარის არსებობის შემთხვევაში არ უნდა იყოს
ხელმისაწვდომი ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო;
1.2.3.5. აუცილებელია, რომ საწოლები იყოს ცალ-ცალკე, ინდივიდუალური, არა
გასაშლელი. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში სასტუმრომ უნდა
უზრუნველყოს რამდენიმე სტუმრის (არაუმეტეს 5) ინდივიდუალური
განთავსება ნომრებში.
1.2.4. მოთხოვნები საკონფერენციო დარბაზზე:
1.2.4.1. სასტუმროში უნდა იყოს მინიმუმ ორი სატრენინგო/საკონფერენციო
სივრცე, საერთო ფართით მინიმუმ 80 კვ.მ, რომელიც გათვლილი იქნება
არანაკლებ 40 პერსონაზე და სტუმრებს უნდა მოემსახუროს 5 დღის
განმავლობაში (ყველა დღე);
1.2.4.2. სატრენინგო/საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს: კარგი
განათებით, ინტერნეტით, გათბობა-კონდიცირებით/განიავების
შესაძლებლობით, შესაბამისი ზომის პროექტორით და ეკრანით, მონაწილეთა
შესაბამისი რაოდენობის სკამებით და სამუშაო მაგიდებით;
1.2.4.3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრენინგო/საკონფერენციო
სივრცეში ტრენინგის მონაწილე თითოეული პირისთვის 0.5 ლიტრი (ქარხნული
ბოთლი) სასმელი წყლის მიწოდება;
1.2.4.4. სატრენინგო/საკონფერენციო სივრცეში შესასრულებელი სამუშაოდან
გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში არსებული ინვენტარის
(მაგიდები, სკამები) გადაადგილება (შეერთება ან განცალკევება);
1.2.4.5. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს სასტუმროში
პრინტერის გამოყენება;
1.2.4.6. სატრენინგო/საკონფერენციო სივრცე უნდა იყოს იზოლირებული და არ უნდა
იყოს სარდაფში.
1.2.5. მოთხოვნები გასართობ სივრცეებზე:
1.2.5.1. სასტუმროში უნდა იყოს მინიმუმ 1 დახურული ტიპის გასართობი სივრცე,
რომელიც აღჭურვილი იქნება სამაგიდო თამაშ(ებ)ით (ბილიარდი, მაგიდის
ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი ან სხვა ტიპის სამაგიდო თამაში).
1.2.6. მოთხოვნები კვებით მომსახურებაზე:
1.2.6.1. კვების მომსახურების კონკრეტული დრო უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან და განხორციელდეს ნაკადში შემავალი ყველა
პერსონისთვის ერთდროულად;
1.2.6.2. კვებითი მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე
ყოფნა;
1.2.6.3. კვების მომსახურების ტიპი: შვედური მაგიდა;
1.2.6.4. მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და შეიცავდეს სამარხვო
კერძებს;
1.2.6.5. მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები, თავისი საგემოვნო
თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და იყოს საკვებად
ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
1.2.6.6. დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება. ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული. საკვები
დამზადებული უნდა იყოს სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბავშვთა
კვებაში გამოყენებული სტანდარტების გათვალისწინებით;
1.2.6.7. ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ
მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით
არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის
გამოყენება.
1.2.6.8. კვებით მომსახურება: 5 დღე, ყოველდღიურად მაქსიმუმ 40 პერსონა, შვედური
მაგიდა, სამჯერადი კვება და დღის განმავლობაში 1 ყავა-ჩაის შესვენება:
საუზმე:
არანაკლებ - 3 სახის რძის ნაწარმი (ყველი, კარაქი, არაჟანი ან/და ხაჭო), 2
სახის ძეხვეული (სოსისი, სარდელი), კვერცხი, 2 სახის დესერტი (მათ შორის 1
სამარხვო) და 2 სახის ცომეული, რძე (რძე უნდა იყოს, როგორც ჩვეულებრივი
ასევე მცენარეული (სამარხვო)). სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, (ჩაი და ყავა
შეუზღუდავი რაოდენობით).
სადილი:
არანაკლებ - 4 სახის ცხელი კერძი (მათ შორის 1 სამარხვო და 1 არასამარხვო
წვნიანი, 1 სამარხვო და 1 ხორციანი კერძი), 2 სახის ცივი კერძი (1 სამარხვო, 1
არასამარხვო), 3 სახის ცომეული (1 პური, 1 სამარხვო, 1 არასამარხვო) და 2 სახის
დესერტი (მათ შორის 1 სამარხვო). სასმელები - ყავა, ჩაი, 2 სახის ნატურალური
წვენი, მინერალური წყალი (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით).
ვახშამი:
არანაკლებ - 3 სახის ცხელი კერძი (მათ შორის 1 სახის სამარხვო), 2 სახის
გარნირი (მათ შორის 1 სახის სამარხვო), 3 სახის რძის ნაწარმი (ყველი, კარაქი,
არაჟანი ან/და ხაჭო), 2 სახის დესერტი (მათ შორის 1 სამარხვო) და 2 სახის
ცომეული. სასმელები - ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელი, 2 სახის
ნატურალური წვენი, (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით).
ყავა-ჩაის შესვენება:
ყავა, რძე, ჩაი (მწვანე, შავი), არანაკლებ 2 სახის ნამცხვარი (მათ შორის 1
სამარხვო) და ხილი. არაგაზირებული ტკბილი სასმელი ან კომპოტი და
ჩვეულებრივი წყალი (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით). რძე უნდა იყოს,
როგორც ჩვეულებრივი ასევე მცენარეული (სამარხვო).
1.2.7. მოთხოვნები შემსყიდველის მხრიდან გასაწევ კონტროლზე:
1.2.7.1. შემსყიდველი იტოვებს უფლებას განახორციელოს არსებული
მდგომარეობის (კვების, განთავსების, ჰიგიენური ნორმების, სამუშაო
პირობების) კონტროლი.
შემსყიდველი აანაზღაურებს ფაქტობრივ მონაწილეთა გადასახადს გაწეული
მომსახურების შესაბამისად. შემსრულებელს, მონაწილეთა ზუსტი
რაოდენობის შესახებ ეცნობება განთავსებამდე არანაკლებ 2 დღით ადრე.