Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #72499768)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National assassment and examinations center
Номер конкурса: 72499768
Дата публикации: 23-05-2026
Сумма контракта: 388 006


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010818
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.05.2026 17:41
Начало приема предложения 07.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.06.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 388`006.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45314300 - Монтаж кабельной инфраструктуры
Срок подачи აპარატურის მონტაჟის დასრულების და მუშა მდგომარეობაში მოყვანის საორიენტაციო ვადაა არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისი (გენერალური რეპეტიციის წინა დღე)
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`600.00 GEL
Размер гарантии 3`880 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ivane kvitaishvili :: 22.05.2026 10:35
  • Последнее исправление: ivane kvitaishvili :: 22.05.2026 17:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=688115&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 28 საგამოცდო ცენტრში კომპიუტერული და ელექტრო ქსელის ინფრასტრუქტურის მონტაჟი, საიდანაც 24 წარმოადგენს ძველ საგამოცდო ცენტრს, ხოლო 4 — ახალ საგამოცდო ცენტრს.

სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება იმ საგამოცდო ცენტრებში, რომელთა მოთხოვნაც წარმოიშვება შემსყიდველის მიერ.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები

1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 28 საგამოცდო ცენტრში კომპიუტერული და ელექტრო ქსელის ინფრასტრუქტურის მონტაჟი (კომპიუტერული და ელექტრო ქსელების გამანაწილებლების ტექნიკური შემოწმება, ახლების დამზადება, ტრანსპორტირება ორივე მხარეს, დატვირთვა, ჩამოტვირთვა, მონტაჟი, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა და შემდგომ დემონტაჟი).
2. საგამოცდო ცენტრებში არსებული ქსელის ინვენტარის შესახებ ინფორმაცია მოცემულია დანართი №2-ში.
3. აუცილებელია სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდეს სკოლების თანდართული სქემების შესაბამისად;
4. აუცილებელია მონტაჟის და დემონტაჟის სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებლის წარმომადგენელი დაუკავშირდეს საგამოცდო ცენტრის მთავარ მეთვალყურეს (ადმინისტრატორს) და მასთან შეთანხმებით დაგეგმოს სამუშაოების მიმდინარეობა და შეაჯეროს სქემები და გრაფიკი; მთავარ მეთვალყურეს მოუნიშნოს ყველა მაგისტრალური სვიჩის განლაგების ადგილი, რათა სწორად იქნეს დამონტაჟებული გენერატორთან დაკავშირებული როზეტი ვიდეოკამერების მონტაჟის განმახორციელებელი კომპანიის მიერ.
5. აუცილებელია მიმწოდებლის წარმომადგენლები დაესწრონ საგამოცდო ცენტრში ტექნიკურ და გენერალურ რეპეტიციებს, პრობლემების წარმოქმნისას აღმოფხვრან ისინი;
6. აუცილებელია მიმწოდებელმა შეადგინოს და შემსყიდველის საკონტაქტო პირს წარმოუდგინოს სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკი, როგორც მონტაჟის, ასევე დემონტაჟის დაწყების წინ და იმოქმედოს არსებული გრაფიკის შესაბამისად.
7. ყველა საგამოცდო ცენტრის სასერვერო ოთახში უნდა იყოს შეყვანილი სკოლაში მოქმედი ინტერნეტის კაბელი, რომელიც უნდა წვდებოდეს სერვერის განთავსების ადგილამდე. გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს, რომ ეს ხაზი პირდაპირ იყოს დაკავშირებული სკოლის ძირითად სვიჩთან (საიდანაც ნაწილდება სკოლაში შემომავალი ინტერნეტი), ყოველგვარი შუა მოწყობილობის, სვიჩის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი კაბელი არსებობს ოთახში, უნდა შემოწმდეს და მასზე მოხდეს მარკირება, თუ რისი კაბელია ეს, ხოლო თუ არ არის სასერვერო ოთახში მსგავსი ტიპის კაბელი ან არის ისეთი კაბელი, რომელიც მიერთებულია არა ძირითად სვიჩთან, არამედ შუალედურ სვიჩთან, მისი გაყვანა უნდა მოხდეს სკოლის კომპიუტერული ოთახიდან ცალკე ხაზით, შესაბამისი მარკირებით.
8. ყველა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციის ოთახებში უნდა იყოს შეყვანილი სკოლაში მოქმედი ინტერნეტის კაბელი, ოთახების ადგილმდებარეობა დაზუსტდება ადგილზე სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე.

I ეტაპი:
პირველი ნაწილი - მომზადება:
1. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საწყობში და საგამოცდო ცენტრებში უნდა მოხდეს დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების გამანაწილებლების დახარისხება, დათვლა (ეცნობოს შემსყიდველს ელ-ფოსტის საშუალებით ცენტრებში რაოდენობების შესახებ თანდართული ექსელის ცხრილით), გატესტვა, გადაწყობა, საჭირო რაოდენობის ახლის დამზადება და მიყვანა მუშა კონდიციამდე.
2. საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების ახალი გამანაწილებლების დამზადება შემდეგი პირობით:
ა) დასამზადებელი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების ახალი გამანაწილებლების საორიენტაციო რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 5-ადგილიანი — 60-60 ცალი, ხოლო 3-ადგილიანი — 100-100 ცალი.
ბ) გამანაწილებლების დამზადება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს როგორც მიმწოდებლის, ისე შემსყიდველის მასალით (შერეული მასალით), რისთვისაც შემსყიდველს შესაძლებლობა აქვს, მიმწოდებელს გადასცეს ქვემოთ მითითებული მასალა, კერძოდ:

პლასტმასის მილი - სრულად;
გოფრირებული მილი - სრულად;
სამკაპი - 1243 ცალი;
ქურო - 1468 ცალი;
როზეტი - 335 ცალი.

გ) აღნიშნული მასალის მისაღებად მიმწოდებელი მოთხოვნას აგზავნის ელექტრონულ მისამართებზე (ggergauli@naec.ge და kdumbadze@naec.ge) და მიღებისას აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტს და სხვა აუცილებელ დოკუმენტაციას.
დ) სხვა სახარჯი მასალებით პროექტის უზრუნველყოფას ახორციელებს მიმწოდებელი.

3. საკომუტაციო ყუთების (სვიჩი) გატესტვა, საჭიროების შემთხვევაში გადაწყობა და ახლის დამზადება და მიყვანა სამუშაო კონდიციამდე, აუცილებელია საკომუტაციო ყუთს ჰქონდეს არანაკლებ 10 მ სიგრძის 1,5 მმ კვეთის ელ.კაბელი დენის წყაროსთან მისაერთებლად.
4. დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელის გამანაწილებლების და საკომუტაციო ყუთების (სვიჩი) დაკომპლექტება/მომზადება უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის (შეკვრა და ა.შ.)
5. ტრანსპორტირების დაწყებამდე ელფოსტით (kdumbadze@naec.ge) უნდა ეცნობოს შემსყიდველის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ინვენტარის სახეობების და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო ზედნადებისთვის.
6. უნდა მოხდეს დატვირთვა, ადგილამდე ტრანსპორტირება, ჩამოცლა, შენობის პირველ სართულზე მითითებულ ადგილას დასაწყობება და ჩაბარება პასუხისმგებელ პირზე.

მეორე ნაწილი - კომპ. და ელ. ქსელის აწყობა:
1. არსებული სამაგისტრალო ლინკების გატესტვა, რომლებიც აკავშირებს ე.წ. სერვერის ოთახს საგამოცდო სექტორებთან. სერვერის ოთახი პირდაპირ არ უნდა უკავშირდებოდეს საგამოცდო სექტორებს. აუცილებელია სერვერიდან გამომავალი ხაზი უკავშირდებოდეს სვიჩს და შემდეგ სვიჩიდან გადიოდეს ხაზები სექტორებამდე. გამონაკლისია სამი საგამოცდო ცენტრი: ამბროლაურის, ხულოს და ოზურგეთის (ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა) საგამოცდო ცენტრები. აუცილებელია სერვერთან მიმავალი ყველა ხაზი (სვიჩიდან თუ სექტორიდან) იყოს მარკირებული, რომელ სართულს/სექტორებს უკავშირდება ეს კონკრეტული ხაზი.
2. ახალ საგამოცდო ცენტრებში, კერძოდ: ქ. თბილისის №160, ქ. თბილისის №181, ქ. ბათუმის №9 და ქ. ოზურგეთის №3 საჯარო სკოლებში, უნდა განხორციელდეს ახალი ელექტრო და კომპიუტერული ქსელის მონტაჟი. კაბელები უნდა განთავსდეს საკაბელო არხებში, რომლისთვისაც საჭირო მასალებით უზრუნველყოფას განახორციელებს მიმწოდებელი.
3. უნდა მოხდეს შემოწმება მიეწოდება თუ არა საგამოცდო სექტორებს ელექტრო ენერგია.
4. იმ შემთხვევაში თუ ქსელის კაბელები და ელექტრობა არ არის მიყვანილი საგამოცდო სექტორებში ან დაზიანებულია, ელექტრო და კომპიუტერული ქსელის კაბელები იქნება ხელახლა გასაყვანი მიმწოდებლის მასალებით და ხარჯით. (უნდა შემოწმდეს ადგილზე და უნდა შეუთანხმდეს პასუხისმგებელ პირს)
5. საკომუტაციო ყუთი (სვიჩი) და დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების გამანაწილებლები უნდა დამონტაჟდეს მაგიდებზე საგამოცდო სექტორებში (სწორედ დალაგდეს, შეიკრას, დამაგრდეს მაგიდაზე, გაიტესტოს ქსელის კაბელები, შემოწმდეს დენის მიწოდება ელ. როზეტებში, დაერთდეს კომუტატორზე), საკომუტაციო ყუთში აუცილებელია იყოს სათადარიგო ქსელის კაბელი, რომელიც აუცილებლად უნდა წვდებოდეს ყველა სამუშაო ადგილზე განთავსებულ კომპიუტერს. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა მისი გამოსწორება.
6. საკომუტაციო ყუთების და მაგისტრალური სვიჩების მონტაჟისთვის დამაგრძელებლების საჭიროების წინასწარ შეფასება და მოთხოვნა შემსყიდველის საწყობიდან (და არა საგამოცდო ცენტრში არსებული მარაგიდან).
7. საჭიროებიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრში, უნდა დამონტაჟდეს მაგისტრალური სვიჩები, რომლებიც ასევე დაერთებული უნდა იყოს დერეფნებში სპეციალურად დაყენებულ როზეტებზე, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდებიან გენერატორის ხაზს.
8. საგამოცდო ცენტრებად განსაზღვრულ ყველა საჯარო სკოლის სასერვერო ოთახში უნდა იყოს შეყვანილი სკოლაში მოქმედი ინტერნეტის კაბელი, რომელიც უნდა წვდებოდეს სერვერის განთავსების ადგილამდე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი კაბელი არსებობს ოთახში, ის უნდა შემოწმდეს და მასზე მოხდეს მარკირება თუ რისი კაბელია ეს, ხოლო თუ სასერვერო ოთახში არ არის მსგავსი ტიპის კაბელი, მისი გაყვანა უნდა მოხდეს სკოლის კომპიუტერული ოთახიდან შესაბამისი მარკირებით მიმწოდებლის მასალებით და ხარჯით.
9. მიმწოდებელმა მონტაჟის დასრულების და გენერალური რეპეტიციის ჩატარების შემდეგ უნდა გადააბაროს ქსელი საგამოცდო ცენტრში მყოფ პასუხისმგებელ პირებს (მთავარ მეთვალყურეს და საინფორმაციო სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს), რაზედაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი; ასევე ფიზიკურად უნდა მოხდეს მაგისტრალური სვიჩების განლაგების ჩვენება.
10. მიმწოდებელმა ყველა საგამოცდო ცენტრში უნდა დატოვოს ჯეკმეიკერი (ერთი ან ორი, საგამოცდო ცენტრის სიდიდიდან გამომდინარე) და ჯეკების გარკვეული რაოდენობა (ჩააბაროს პასუხისმგებელ პირს მიღება-ჩაბარების აქტით და ასევე დაიბრუნოს ჯეკმეიკერი და ჯეკების დარჩენილი (არსებობის შემთხვევაში) ნაწილი.
11. მიმწოდებელმა აღნიშნული პროექტისთვის უნდა გამოყოს საკონტაქტო პირი.

II ეტაპი:
მესამე ნაწილი - დროებითი ქსელის დაშლა და ტრანსპორტირება:
1. საგამოცდო პერიოდის დასრულების შემდეგ საკომუტაციო ყუთი, კომპიუტერული და ელექტრო ქსელი უნდა დაიშალოს და მომზადდეს ტრანსპორტირებისთვის (ნაწილობრივად დაიშალოს, შეიკრას, დახარისხდეს და გადაითვალოს) ტრანსპორტირების დაწყებამდე ელ.ფოსტით (kdumbadze@naec.ge) უნდა ეცნობოს შემსყიდველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ინვენტარის სახეობების და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო ზედნადებისთვის
2. ტრანსპორტში დაიტვირთოს და პასუხისმგებელ პირთან ერთად განახორციელოს რაოდენობრივად ჩაბარება. გამოგზავნილ მასალას აუცილებლად უნდა ახლდეს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, მასალის ჩამონათვალისა და რაოდენობების მითითებით. შემოწმდეს უკან დაბრუნებული მასალების და აპარატურის რაოდენობა
3. ინვენტარის საგამოცდო ცენტრში დასაწყობების შემთხვევაში (რის შესახებაც ეცნობება მიმწოდებელს დამატებით), დაითვალოს როგორც მანამდე არსებული ასევე მიმწოდებლის ჩატანილი ადგილზე დასატოვებელი ინვენტარის რაოდენობა და ეცნობოს შემსყიდველს ელფოსტის საშუალებით რაოდენობების შესახებ თანდართული ექსელის ცხრილით, რაზედაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი. ადგილზე დასატოვებელი გამანაწილებლები უნდა შეიკრას პლასტმასის ხამუთებით და არა სკოჩით.
4. საწყობში (ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. № 9) მოტანის და ჩაბარების მომენტში უნდა შემოწმდეს მოტანილი მასალების და აპარატურის რაოდენობა და ჩაბარდეს პასუხისმგებელ პირს.
5. ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
6. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანგარიშს თითოეული საგამოცდო ცენტრის მიხედვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები (საგამოცდო ცენტრები), ინფრასრუქტურის ასაწყობად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალი და საორიენტაციო რაოდენობები მოცემულია დანართ №2-ში.

2. აპარატურის მონტაჟის დასრულების და მუშა მდგომარეობაში მოყვანის საორიენტაციო ვადაა არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისი (გენერალური რეპეტიციის წინა დღე).

3. მიმწოდებელი ვალდებულია დემონტაჟი განახორციელოს კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა (გამოცდების დასრულების ზუსტი გრაფიკი საგამოცდო ცენტრების მიხედვით მიმწოდებელს ეცნობება დამატებით), ხოლო ტრანსპორტირება (მისამართზე: ქ.თბილისი, ე.მინდელის ქ.№9) განახორციელოს დემონტაჟის შემდგომ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები (საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები) მოცემულია დანართ №2-ში.
2. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი ინვენტარის დაუზიანებლად უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს მითითებულ ფართში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ე.მინდელის ქ. №9.

1.6 guarantee period for the works to be performed

გამოცდების მსვლელობისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 24 საათიანი ტექნიკური მომსახურება და ნებისმიერი ხარვეზის/დაზიანების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით შეტყობინებისთანავე, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში/დღეებში, ნებისმიერ საგამოცდო ცენტრში, ვისი ან/და რისი მიზეზითაც არ უნდა იყოს დაზიანება გამოწვეული. აუცილებელია შემსყიდველს გადაეცეს თითოეულ საგამოცდო ცენტრზე/საგამოცდო ქალაქზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კომპიუტერული ქსელის და დენის ინფრასტრუქტურის (სავალდებულოა ორივე სახეობის სამუშაოს გამოცდილება) მონტაჟის გამოცდილება ბოლო 5 წლის (2021-2025 წ.წ.) განმავლობაში და თითოეულ წელზე უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. თუ აღნიშნული დოკუმენტები რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/NAT/CMR ნომერი.

2. პრეტენდენტის მიერ 2021-2025 წლებში ანალოგიური სამუშაოების (კომპიუტერული ქსელის ან/და დენის ინფრასრუქტურის მონტაჟი) შესრულების მოცულობა ჯამურად უნდა აღემატებოდეს 400 000 ლარს, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურა და მიღება ჩაბარების აქტები. თუ აღნიშნული დოკუმენტები რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/NAT/CMR ნომერი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი რეგისტრირებული არ არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მაშინ ისინი უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი უნდა ფლობდეს ხარისხის მართვის საერთაშორისო (ISO) სერტიფიკატს და სერტიფიცირების სფეროში აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული „სუსტი დენების“ და საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების მიწოდება ინსტალაცია მომსახურება ან პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არანაკლებ ერთი სერტიფიცირებული თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია კომპიუტერული ქსელების მიმართულებით ექსპერტის დონის სერტიფიკატი. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (სანოტარო წესით დამოწმებული).

2. სერტიფიცირებული თანამშრომელის შემთხვევაში პრეტენდენტმა სერტიფიკატთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი სერტიფიცირებული თანამშრომელი არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუშაობს აღნიშნულ პრეტენდენტთან კომპანიაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

4

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

8

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში 6.1 და 6.2 პუნქტებში მოთხოვნილი პროცენტული რაოდენობები განახევრდება.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი უშვერიძე, 599900262, gushveridze@naec.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

• ფასების ცხრილს დანართ №1-ში მოცემული ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და ფასები. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულყოფილად მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, დღგ-ს ჩათვლით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

• კომპიუტერული ქსელის და დენის ინფრასრუქტურის მონტაჟის გამოცდილების შესახებ, დანართი №3-ის და სატენდერო კითხვარის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru