Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #72499744)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 72499744
Дата публикации: 23-05-2026
Сумма контракта: 118 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010842
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.05.2026 18:20
Начало приема предложения 01.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.06.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 118`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქ. ქუთაისში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მწვანე ყვავილას კომპლექსში შემავალი ციხე-კოშკის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება
Количество и объём закупок გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`180.00 GEL
Размер гарантии 1`180 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 21.05.2026 11:37
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 22.05.2026 18:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=687956&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ქუთაისში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მწვანე ყვავილას კომპლექსში შემავალი ციხე-კოშკის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა

ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე ამოზიდულ მწვანე ყვავილას კონცხის წვერზე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მწვანე ყვავილას კომპლექსში შემავალი ციხე-კოშკი მდებარეობს. (ს/კ 03.03.23.399; კოორდინატები: X 42.27624065 Y 42.71582862), ციხე-კოშკი ოთხკუთხა ფორმისაა, გაბარიტებით 10.5X6.5მ., ქვითკირით ნაშენი კედლების სისქე თითქმის 2 მ-ია. სიმაღლით დაახლოებით 15-20 მ-ია,
მწვანე ყვავილას კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს აერთიანებს: დარბაზული ეკლესია (XII ს.), მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ციხე-კოშკი და ქვარიანისეული ეკლესია. კომპლექსში შემავალ ძეგლთაგან ყველაზე ადრეული დარბაზული ეკლესიაა. მის აღმოსავლეთით მდებარეობს 1909-1913 წლებში აგებული მთავარანგელოზთა სახელობის თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათიანი ტაძარი. კონცხის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე, ძველი სასაფლაოზე მაღალი, მძლავრი კოშკი და დარბაზული ეკლესიაა.
კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, 1637-39 წლებში აგებული მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, სუბსტრუქციაზეა აღმართული. დასავლეთიდან ეკლესიას მიდგმული აქვს მძლავრ, თაღოვან სვეტებზე დაფუძნებული კარიბჭე. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს უკანასკნელი XVII საუკუნეში მოღვაწე დასავლეთ საქართველოს კათალიკოსს ზაქარია ქვარიანს აუგია, რომელიც მანამდე გელათის მიტროპოლიტი იყო. გარდა ეკლესიისა მას ციხე და სახლ-კარი აუშენებია.
კოშკი ენტაზისიანია, ნაგებია ღია ფერის სხვადასხვა ზომის ქვის წყობით, შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. შესასვლელი სამხრეთითაა. სწორკუთხა მოხაზულობის შესასვლელის წირთხლები ერთ ქვაშია ამოკვეთილი. ოთხივე მხრიდან სხვადასხვა ზომის სათოფურები აქვს გაჭრილი. აღმოსავლეთით ოთხი, დასავლეთით სამი, ჩრდილოეთით ორი, სამხრეთით კი ერთი. ამავე კედელზე ბუხარია, რომლის კვამლსადენი გარეთ გამოდის.
მწვანე-ყვავილას კომპლექსის ტერიტორიაზე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია მოწყობილი, სადაც არაერთი გამოჩენილი ისტორიული პირი განისვენებს.
ადგილზე მდგომაროების შესწავლით ირკვევა, რომ კედელზე ამოსული ხე-მცენარეები აზიანებს ციხე-კოშკის კედლებს. კედლის სტრუქტურა დარღვეულია, გამოქარულია, ცვივა ქვები, რაც საფრთხეს ქმნის მიმოსვლელთათვის. ასევე, კოშკში ატმოსფერული ნალექი იჟონება, სარინელი დარღვეულია, კედლებზე უსისტემოდ მიმაგრებულია კაბელები. ძეგლის სიმყარის შესანარჩუნებლად და უსაფრთო გარემოს შექმნისთვის საჭიროა ქმედითი ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ, ხე-მცენარეების შეწამვლა, მწვანე საფარისგან გათავისუფლება, სახურავის შეკეთება, სარინელის მოწყობა, კედლის გამოქარული ადგილების შევსება, ბზარების ამოგოზვა.
კომპლექსში შემავალი ციხე-კოშკზე არსებული მდგომარეობა მოითხოვს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, რისთვისაც მოსამზადებელია შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია.

 მიზანი და ძირითადი პირობები

1. ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს, მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის მიერ.
11. კონსტრუქციული პროექტის მუშა დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
12. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
13. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.

 პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:

1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D სკანირება და ფოტოფიქსაცია და სხვ.) განსახორციელებელია ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი, ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები, ფრაგმენტები და დაზიანებები.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

გასაწევი მომსახურება ორ ეტაპიანია.

პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადის ათვლა იწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხოლო მეორე ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების მიწოდების ვადის ათვლა იწყება შემსყიდველის მხრიდან პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. აღნიშნული ეტაპებით გათვალისწინებული ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 180 (ას ოთხმოცი) კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. ქუთაისში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მწვანე ყვავილას კომპლექსში შემავალი ციხე-კოშკის ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 01.01.2022 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს საცხოვრებელი ან/და საკულტო ან/და საფორთიფიკაციო ან/და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (გარდა ხაზოვანი ნაგებობებისა (გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ხიდები და გვირაბები რომელთაც გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი)) შედგენის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს, 50000,00 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში, დასრულებული უნდა იყოს თითოეული მათგანი.

აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილი უნდა იქნას გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N1-ს შესაბამისად, ამასთან:
1.1 დანართი N1-ში მითითებულ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ში მითითებული მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები, დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში).

1.2. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები და დამკვეთის მიერ დადასტურებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები) ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართი N1-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი, მათ შორის: არქიტექტორ-რესტავრატორი და ინჟინერ-კონსტრუქტორი.
2. არქიტექტორ-რესტავრატორს და ინჟინერ-კონსტრუქტორს, 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული უნდა იყოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი (ნებართვა ან/და ბრძანება) ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N3-ს (CV - ინფორმაცია პროექტში მონაწილე სპეციალისტის შესახებ) შესაბამისად, ამასთან:
2.1. დანართი N3-ში (CV - ინფორმაცია პროექტში მონაწილე სპეციალისტის შესახებ) მითითებულ პროექტებზე, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამ პროექტების მომზადებაზე ან/და საპროექტო მომსახურებაზე გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ასლები, მათ ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები (საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს რომელ პროექტს ეხება აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი) და მომზადებული პროექტ(ებ)ი (საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს სპეციალისტის მონაწილეობა). ამასთან, არანაკლებ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი (ნებართვა ან/და ბრძანება) ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია (საპროექტო მომსახურებაზე გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ასლები, მათ ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები (საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს რომელ პროექტს ეხება აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი) ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია დანართში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს საპროექტო მომსახურებაზე გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ასლები, მათ ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები (საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს რომელ პროექტს ეხება აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი).
3. წარმოდგენილი უნდა იქნას არქიტექტორ-რესტავრატორის და ინჟინერ-კონსტრუქტორის დიპლომის ასლი, ამასთან:
3.1. არქიტექტორ-რესტავრატორის შემთხვევაში მისაღებია, როგორც არქიტექტორ-რესტავრატორის, ასევე არქიტექტორის დიპლომის ასლი. ინჟინერ-კონსტრუქტორის შემთხვევაში მისაღებია, როგორც ინჟინერ-კონსტრუქტორის, ასევე ინჟინერ-მშენებლის დიპლომის ასლი.
4. წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N2 (ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ დასაქმებული პირების შესახებ).
5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ასეთის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.
3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
4. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს.
5. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებით.
3. შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში), მხარეთა მიერ შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.
5. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა მენაბდიშვილი, 577253365, khatuna.menabdishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ს გარეშე (ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საპროექტო მომსახურება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 170-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებულია);
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).

8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
8.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა (Excel ფორმატში).
8.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
8.3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru