Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #72451203)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Department on the Supervision over Environment Protection
Номер конкурса: 72451203
Дата публикации: 20-05-2026
Сумма контракта: 474 998


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010492
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.05.2026 20:26
Начало приема предложения 05.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 10.06.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 474`998.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45453000 - Генеральный ремонт и реконструкция
Срок подачи იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`900.00 GEL
Размер гарантии 4`750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: niko khutsishvili :: 19.05.2026 14:40
  • Последнее исправление: niko khutsishvili :: 19.05.2026 20:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=687536&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ზუგდიდი სოფელ ჭითაწყარში (43.14.42.512) მდებარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ქ. ზუგდიდი სოფელ ჭითაწყარში (43.14.42.512) მდებარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო სამუშაოების.

ტექნიკური დავალება დანართი №1

1. სამუშაო ტერიტორიის და ადგილმდებარეობის აღწერა:
სატენდერო დოკუმენტაციით მოცემული სამშებელო უბანი მდებარეობს ქ. ზუგდიდი სოფელ ჭითაწყარში (43.14.42.512). ტერიტორიაზე მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შენობა, სადაც უნდა განხორციელდეს არსებული ადმინისტრაციული შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2. სამუშაო ადგილის მომზადება და გარემოს დაცვა:
შემსრულებელი პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს სათანადო აღდგენაზე; შემსრულებელი ასევე პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:
-მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
-უნდა უზრუნველყოს ობიექტზე მომუშავე პირთათვის შრომის უსაფრთხოების დაცვა;

3. სამუშაოთა შესრულების წესი

აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების პროცესში შემსრულებლის მიერ გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და მაღალის ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს, სურვილისამებრ მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატ(ებ)ი. ასევე სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამუშაოებისთვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ნიმუშები მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ასევე სიტყვიერად), აღნიშნული ნიმუშები, როგორც ხარისხის, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით შეიძლება დაწუნებულ იქნას შემსყიდველის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, შემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში შემსყიდველისათვის მისაღები სხვა ნიმუში, მასალა და მოწყობილობა.
შემსრულებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები ობიექტის ზონაში ხანძრის გაჩენის, აფეთქების და ა.შ. თავიდან ასაცილებლად.
სამუშაოებისათვის გამოსაყენებელი მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ და მათი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ სფეროში არსებულ სტანდარტებს.
შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო პროცესში მოხმარებული კომუნალური მომსახურების გადახდა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული მასალების ტექნიკური მახასიათებლები როგორიცაა ფერი, ფაქტურა, ზომები და ფორმები გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.
სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან და ჩაატაროს რემონტის შემდგომი კაპიტალური დასუფთავება.

4. ეკოლოგია და ბუნების დაცვის საკითხები
შენობის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პერიოდში აუცილებელია განხორციელდეს სპეციალური ღონისძიებები მიმდინარე ტერიტორიის დამტვერიანების თავიდან ასაცილებლად. დაუშვებელია არსებულ საკანალიზაციო ჭებში მოხდეს ბეტონშემცველი და ხსნარი ნარჩენების მილსადენებით ჩარეცხვა ან მათი დანაგვიანება სამშენებლო ნარჩენით. მშენებლობა უნდა განხორციელდეს ბუნების დაცვითი და ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვით მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში.

5. ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი ნორმებისა და წესების სრული დაცვით .

6. აუცილებელი პირობა:
სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.

შენიშვნა :

შენობის რეაბილიტაციის პროექტი და სხვა ყველა საჭირო მასალა, ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში Pdf ფაილების სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადა:
მიმწოდებელი ვალდებულია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მიმწოდებელმა სრულად უნდა მოახდინოს ავეჯის ტრანსპორტირება/გადაზიდვა და დასაწყობება.
სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩამონათვალში მოცემული ყველა სამუშაოს შესრულება ექსპერტიზის ვადის ჩათვლით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (თვის) თვის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. ზუგდიდი სოფელ ჭითაწყარში (43.14.42.512) მდებარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

დანართი №3
ინფორმაცია საგარანტიო პირობებსა და ვადებზე
გარანტია უნდა გავრცელდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან:
საინჟინრო სამუშაოებზე (ელექტრობა, სუსტი დენები, სახანძრო-საგანგაშო, გათბობა-ვენტილაცია) - არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული წელი;
შიდა სარემონტო სამუშაოებზე - არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული წელი.

• გარანტიის პირობები
საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა (შეკეთება და/ან შეცვლა ახლით), ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში არახარისხოვნად შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა.

• საინჟინრო სამუშაოებსა და შიდა სარემონტო სამუშაოებზე განსაზღვრულ გარანტიის პერიოდში აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრის ვადა განისაზღვრება შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული ვადების შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების დღემდე უნდა ქონდეს შესრულებული არანაკლებ 800,000.00 (რვაასი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობის შენობის სამშენებლო ან/და სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები. (CPV- 45200000; 45300000; 45400000).
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს დანართი №4-ის მიხედვით;

2.2.1.2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ „ინფორმაცია მსგავსი ტიპის სამუშაოს შესრულების გამოცდილების შესახებ დანართი №4“-ით წარმოდგენილი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული და რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველის სტატუსით ფიქსირებულ შემსყიდველ ორგანიზაცი(ებ)თან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარებების აქტები ან/და სხვა სახის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.


იხ. მიბმული ფაილი: ინფორმაცია მსგავსი ტიპის სამუშაოს შესრულების გამოცდილების შესახებ დანართი №4.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომლითაც იხელმძღვანელებს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში.
იხ. მიბმული ფაილი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 მიმწოდებელს უფლება აქვს ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების არაუმეტეს 30% მხოლოდ შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში.
2.8.1.2 ქვეკონტრაქტორთან შემსყიდველის თანხმობის გარეშე ხელშეკრულების გაფორმება გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას, ყოველ ჯერზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.
2.8.1.3 ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პრეტენდენტს (მიმწოდებელს).
2.8.1.4 ქვეკონტრაქტორები არ უნდა იყვნენ დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია).
2.8.1.5 ქვეკონტრაქტორს 2022 წლის 01 იანვრიდან შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ მასსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების ოდენობის ანალოგიური ტიპის სამუშაო.

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

საკვალიფიკაციო მონაცემების სახით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს აღმოაჩნდება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის საქმისწარმოება.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

საკვალიფიკაციო მონაცემების სახით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს აღმოაჩნდება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

საკვალიფიკაციო მონაცემების სახით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს აღმოაჩნდება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის შესახებ. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ ამხანაგობის თითოეული წევრისთვის. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს ან ამხანაგობის რომელიმე წევრს აღმოაჩნდება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის საქმისწარმოება.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის შესახებ;
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ.
არარეზიდენტმა პრეტენდენტ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული).
არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ტენდერისათვის სტატუსის ,,წინადადების მიღება დაწყებულია" ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა. არარეზიდენტმა პრეტენდენტ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
პრეტენდენტ(ებ)ის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია მოახდენს ამ პრეტენდენტ(ებ)ის დისკვალიფიკაციას.

5.1.7 for a representation/branch

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის საქმისწარმოება.
- ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას და მასში მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოყენებული იქნება ბანკის ან/და სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით. (თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის შემთხვევაში აღნიშნული ოდენობა ნახევრდება);
უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან - ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (აუცილებელი პირობა: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
2. ფორმა №2 რომელიც დადასტურებული იქნება სამუშაოთა შემსრულებლისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით;
3. ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის - ტექნიკური ზედამხედველის და სამუშაოთა შემსრულებლის წარმომადგენლის ხელმოწერით;
4. შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნა;
5. შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა;
6. საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით შედგენილი ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ექსპერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად. ამავდროულად ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა დასტურდებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანაგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში, ლარში მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკო ხუციშვილი, 591512106, niko.khutsishvili@des.gov.ge დეტალებთან დაკავშირებით - თენგიზ ივანელაშვილი 599 85 10 85

additional information/document

10.1 additional information/documents

ტექნიკური მოთხოვნები:
როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირისათვის პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების ფასის ატვირთვასთან ერთად უნდა ატვირთოს და წარმოადგინოს შემდეგი ტექნიკური დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება დანართი №1-ის მიხედვით;
2. შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობათა უწყისი, ხარჯთაღრიცხვა (ფასების ცხრილი) დანართი №2-ის მიხედვით;
3. ინფორმაცია მთლიანად შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru