Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #72382075)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Samgori District Gamgeoba
Номер конкурса: 72382075
Дата публикации: 17-05-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260010202
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.05.2026 17:44
Начало приема предложения 01.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 04.06.2026 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 904`945.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 250`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50720000 - Ремонт и обслуживание центрального отопления
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამგორის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების მისამართები (დანართი N2-ის სახით) ცენტრალური გათბობის სისტემების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა პრეისკურანტით.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 9`050.00 GEL
Размер гарантии 2`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gaioz goshadze :: 15.05.2026 12:27
  • Последнее исправление: gaioz goshadze :: 15.05.2026 17:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=687077&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამგორის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების მისამართები (დანართი N2-ის სახით) ცენტრალური გათბობის სისტემების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა პრეისკურანტით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ქ. თბილისის სამგორის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების (დანართი N2) ცენტრალური გათბობის სისტემების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების მოთხოვნებს.
მომსახურების სფერო მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
ა) ქვაბების მომსახურება და შეკეთება:
ბ) მილსადენის სისტემის მომსახურება:
გ) სითბოს გადამცემი ელემენტების მომსახურება:
დ) ცირკულაციური ტუმბოების მომსახურება:
ე) გაფართოების ავზების მომსახურება:
ვ) საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების მომსახურება:

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 250000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარზე.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში (პრეისკურანტი).
გასაწევი მომსახურების აღწერილობა
1.2.1. მომსახურების გაწევის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.
1.2.2. „მიმწოდებელი“ ვალდებულია მომსახურების გაწევა უზრუნველყოს დანართი N2 განსაზღვრულ მისამართებზე, მდებარე საჯარო სკოლებში.
1.2.3. მომსახურების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ექსპლუატაციაში არ მყოფი, შესაბამის სფეროში აღიარებულ სტანდარტებთან თანხვედრაში. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი სერტიფიკატები სამუშოების შესრულების პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1.2.4. მიმწოდებლის მხრიდან გამოყენებული მოწყობილობების შეცვლის (ახლით დამონტაჟების) შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებულ მოწყობილობაზე საგარანტიო პერიოდში, შეცვლილი მოწყობილობის (მომსახურების გაწევის პერიოდის განმავლობაში) ხელახალით შეცვლის საჭიროების დადგომისას, მისი ღირებულების გათვალისწინება არ მოხდება შემსყიდველის მხრიდან (არ მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა და მოწყობილობის ლიმიტირებული ღირებულებიდან, თანხის გამოქვითვა).
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯით (პირველად მდგომარეობაში აღდგენა).
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პროცესში მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოს შესრულებით გამოწვეული ხმაური, ვიბრაცია და მტვრის გავლენა. მომსახურების შესრულებამ არ უნდა შეუშალოს ხელი სამუშაო პროცესს.
1.2.7. მიმწოდებელი ახორციელებს N2 დანართით განსაზღვრული ობიექტების მომსახურებას საჭიროებისამებრ, რაზედაც დგება შესაბამისი შემოწმების აქტი, სადაც ფიქსირდება შენობაში არსებული შესყიდვის ობიექტის მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია და ფიქსირდება არსებული ხარვეზები.
1.2.8. შემსყიდველისაგან დაზიანების შესახებ, ინფორმაციის მიღების შემდგომ, მიმწოდებელი აგზავნის ადგილზე ტექნიკურ ჯგუფს, საჭირო ინსტრუმენტებითა და ნაწილებით, არაუმეტეს ერთ დღეში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში არაუმეტეს სამ საათში.
1.2.9. ადგილზე ობიექტის მონახულების შემდგომ, შემსყიდველთან შეთანხმებით მიმწოდებელი იწყებს დაზიანების აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 3 დღისა. გადაუდებელი აუცილებლობისას კი იმავე დღეს (გონივრულ ვადაში).
1.2.10. შეტყობინების საფუძველზე, ცნობილი / შეთანხმებული დაზიანების აღმოფხვრის პროცესში, თუ აღმოჩნდება მასთან კავშირში მყოფი / მისი აღმოფხვრისას გამოვლენილი სხვა სახის დაზიანება, მიმწოდებელი ვალდებულია 1.2.9 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში აღმოფხვრას ახლად გამოვლენილი დაზიანება. ამასთან, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ინფორმირება ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ.
1.2.11. დაზიანების აღმოფხვრის შემდგომ, შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ფორმდება აქტი დაზიანების აღმოფხვრის შესახებ, სადაც ეწერება დაზიანების ტიპი, ხარისხი, გამოყენებული მასალის დასახელება და ღირებულება. აქტის შედგენა მოხდება ყოველი თვის დასასრულს სრულად შესრულებულ სამუშაოებზე, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულად.
1.2.12. მასალის / მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შესყიდვის დოკუმენტი.
1.2.13. მიღება-ჩაბარების აქტი დგება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის დასრულების შემდგომ. ინსპექტირების პირის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულფასოვნად შესრულების შემთხვევაში ან შედგება შესაბამისი დოკუმენტი მიმწოდებელი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ.

1.2.14. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შევსებული ფასების ცხრილი დანართი N1 პოზიციების შესაბამისად.
1.2.15. პრედენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრული ერთეულის ღირებულებებს.
1.2.16. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის ( „-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი.
1.2.17. პრეტენდენტის მიერ, სატენდერო პირობებით განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების კლების შემთხვევაში, თითოეული პოზიციის ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით. პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ფასები დაამრგვალოს კლების პრინციპით, მეასედის სიზუსტით (მძიმის შემდეგ დატოვოს მხოლოდ ორი ციფრი, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს „Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქცია) („Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქციის გამოყენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=180asDJg74k).
ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად ყველა პოზიციაზე, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის თავდაპირველ ჯამურ ღირებულებასა და მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. პრეტენდენტმა მინიმუმ აღნიშნული პროცენტის შესაბამისად პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული მომსახურების ღირებულება, ხოლო კლების შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების ერთეულის ღირებულება არ იქნება მთელი რიცხვი, უნდა დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით (არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად სისტემაში საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
1.2.18. მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.2.19. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები შესრულდება 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დანართი 1.2.19 პუნქტში ატვირთულ დანართი N2-ში მითითებულ სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სკოლები;
მიმწოდებელი ახორციელებს N2 დანართით განსაზღვრული ობიექტების მომსახურებას საჭიროებისამებრ, რაზედაც დგება შესაბამისი შემოწმების აქტი, სადაც ფიქსირდება შენობაში არსებული შესყიდვის ობიექტის მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია და ფიქსირდება არსებული ხარვეზები.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი.
1.7.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით..
1.7.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.7.4 მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მხრიდან 1 (ერთი) წლის ვადით დაკავებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%, აღნიშნული 2.5%-ის იდენტურ თანხაზე საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს დაკავებული 2.5%-ის 1 (ერთი) წლიან ვადას.
1.7.5 მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.7.6. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.7.7. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

მომსახურების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ექსპლუატაციაში არ მყოფი, შესაბამის სფეროში აღიარებულ სტანდარტებთან თანხვედრაში. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი სერტიფიკატები სამუშოების შესრულების პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების მინიმუმ შესყიდვების ობიექტის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ცენტრალური გათბობის სისტემების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ის შესაბამისად, ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები; ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში); დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (არსებობის შემთხვევაში) და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო/მომსახურება; SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.


შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

• 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
• სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
• პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს. 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანებაბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა:
1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლითგანსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადოდავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე
2. თუპრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანებისოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის,ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, მიუხედავად იმისა იყენებს თუ არა საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ან 10%–ის ოდენობით, დანართი N5–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადეგენს 200 000 ლარზე ნაკლებს, გამარჯვებულ პრეტენდენტს არ წარმოეშვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება.

terms of payment


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru