Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Мебель (Грузия - Тендер #72382065)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL CADETS MILITARY LYCEUM
Номер конкурса: 72382065
Дата публикации: 17-05-2026
Сумма контракта: 97 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260010211
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.05.2026 17:59
Начало приема предложения 23.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 25.05.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 97`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39100000-Мебель
Коды классификатора
  • 39100000 - Мебель
  • 39160000 - Школьная мебель
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკურიო დავალება
Шаг снижения цены 390.00 GEL
Размер гарантии 975 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: dima sharashenidze :: 14.05.2026 12:35
  • Последнее исправление: dima sharashenidze :: 15.05.2026 17:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=686879&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავეჯი - კადეთტა სამხედრო ლიცეუმისათვის განკუთვნილი 650 (ექვსასორმოცდაათი) კომპლექტი სასკოლო მერხი და სკამი (შემდგომში - საქონელი, სასკოლო მერხი და სკამი)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, დანართი N1-ით გათვალისწინებული 650 (ექვსასორმოცდაათი) კომპლექტი IV საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი,

1.2.2. 1 (ერთი) ერთეული კომპლექტის შემადგენლობაში შედის 1 (ერთი) ერთეული სასკოლო მერხი და 1 (ერთი) ერთეული სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია 1 (ერთი) მოსწავლეზე. სასკოლო მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე ნაკეთობა.

1.2.3. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობა (ტექნიკური პარამეტრები/სპეციფიკაციები) მოცემულია თანდართულ ფაილში დანართი N1-ის შესაბამისად

მერხის ზედაპირი უნდა იყოს ვერზალიტის (Werzalit) ან მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნეს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი.

მეტალის კედლის სისქე უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მმ; მილის დიამეტრი ან მართკუთხა/კვადრატული პროფილი სკამის და მერხის -არანაკლებ 19 მმ (კედლების სისქის ჩათვლით) , რითაც უზრუნველყოფილი იქნება მერხისა და სკამის სათანადო სიმტკიცე და მდგრადობა.

სკამი უნდა შეესაბამებოდეს ფოტოზე (უნდა იყოს დამზადებული) წარმოდგენილ ნიმუშს

შენიშვნა: შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი, უნდა იყოს ვარგისი, არ უნდა გამოავლინოს ხარვეზები, მისი მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულ მაჩვენებლებთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

გარდაბანი, სოფ.კრწანისი

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1.პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გარანტია. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია. საგარანტიო პერიოდში, საქონლის დაზიანების ან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს წუნდებული ან დაზიანებული საქონლის ან მისი ნაწილის შეცვლა.


1.7.1.2. შემოთავაზებულ საქონელზე ასევე უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი მწარმოებლის/მწარმოებლების (მაგიდისა და სკამის ზედაპირების მწარმოებლის, სასკოლო მერხი და სკამის კარკასის მწარმოებლისა და საბოლოო პროდუქტის მწარმოებლის) მიერ გაცემული გარანტია არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის თაობაზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) მწარმოებლის/მწარმოებლების მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია. ამასთან, გარანტიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია ბრენდი ან/და მოდელი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში "არ გააჩნია".

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს ინფორმაციას შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის (არსებობის/არარსებობის) შესახებ, დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3. მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 150 00 ლარის ღირებულების ავეჯის ან/და სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილება.

ავეჯის მიწოდების გამოცდილებაში ჩაითვლება შემდეგი ტიპის ავეჯის მიწოდება: ნებისმიერი ტიპის: დასაჯდომები, სკამები, მაგიდები, კარადები, სათავსოები, თაროები, ტუმბოები, საწოლები, მატრასები, სტელაჟები, ტანსაცმლის საკიდები.

სასკოლო ინვენტარის მიწოდების გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ სასკოლო მერხები, სასკოლო სკამები და სასკოლო დაფები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა, შემოთავაზებულ საქონელზე სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) შემოთავაზებული მერხების ზედაპირების, სკამების საზურგეებისა და დასაჯდომების მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული (როგორც ნიმუშზე წარმოდგენილი, ასევე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მისაწოდებელი თითოეულ კომპლექტში შემავალი) მერხის ზედაპირები, სკამების დასაჯდომები და საზურგეები დამზადებული იქნება ვერზალიტით (Werzalit) ან მსგავსი ტექნოლოგიით;



პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა მისაწოდებელი მერხის ზედაპირი, სკამის დასაჯდომი და საზურგე დამზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ.

ბ) შემოთავაზებული სასკოლო მერხის და სკამების კარკასის მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული (როგორც ნიმუშზე წარმოდგენილი, ასევე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მისაწოდებელი თითოეულ კომპლექტში შემავალი) მერხის და სკამების კარკასი შეღებილი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საღებავითა და ელექტროსტატიკური (ფხვნილოვანი) დაფარვის მეთოდით;

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა მისაწოდებელი საკოლო მერხის და სკამის კარკასი დამზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ.

გ) შესაბამისი მწარმოებლის (მერხის და სკამის ზედაპირების მწარმოებლისა და კარკასის მწარმოებლის) მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტი (ზედაპირი ან/და კარკასი) დამზადებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან. ამასთან, საბოლოო მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ ტენდერში შემოთავაზებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტისა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა

შენიშვნა:

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ სატენდერო დოკუმენტაციის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შეუძლია შერჩევით მოახდინოს ერთი სასკოლო მერხისა და ერთი სასკოლო სკამის ამოღება და მისი საექსპერტო კვლევა, რომლის დროსაც ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს შემსყიდველი ორგანიზაცია. ამასთან მოსაწოდებელ პროდუქციას უნდა დაემატოს 1 (ერთი) მაგიდა და 1(ერთი) სკამი ექსპერტიზაზე გასატანად. საერთი ჯამში პრეტენდენტის მიერ მოსაწოდებელი იქნება 651 სასკოლო მერხის და 651 სასკოლო სკამი და მიღება-ჩაბარება გაფორმდება 650 სასკოლო მერხზე და 650 სასკოლო სკამზე

ასევე პრეტედენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემსყიდველის მიერ ექსპერტიზა შეიძლება ჩატარდეს შემდეგ მონაცემებზე 1.საკოლო მერხის და სასკოლო სკამის ზედაპირი უნდა იყოს ვერზალიტის (Werzalit) ან მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული



• წყლის ზემოქმედების სხვადასხვა პირობებში ამობურცვის სისქე პროცენტულად უნდა აკმაყოფილებდეს (გამოცდის მეთოდი - EN 317):

ა) 20°C ტემპერატურის მქონე წყალში 2 საათით მოთავსების შემდეგ, ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 1%-ზე მეტი;

ბ) 70°C ტემპერატურის მქონე წყალში, 5 საათით მოთავსების შემდეგ ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 9,0%-ზე მეტი;


2. სკამის საზურგე და დასაჯდომი უნდა იყოს ვერზალიტის (Werzalit) ან მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული, რომლის


• წყლის ზემოქმედების სხვადასხვა პირობებში ამობურცვის სისქე პროცენტულად უნდა აკმაყოფილებდეს (გამოცდის მეთოდი - EN 317):

ა) 20°C ტემპერატურის მქონე წყალში 2 საათით მოთავსების შემდეგ, ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 1%-ზე მეტი;

ბ) 70°C ტემპერატურის მქონე წყალში, 5 საათით მოთავსების შემდეგ ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 9,0%-ზე მეტი.


3. სასკოლო მერხის და სკამის კარკასი (რკინის შენადნობი/მეტალის კონსტრუქცია, რომელზეც დამაგრებულია მერხისა და სკამის ზედაპირები):

• დამზადებული უნდა იყოს რკინის შენადნობით (შემდგომში - მეტალი);

• არ უნდა იყოს დამზადებული ე.წ. ფხვნილოვანი მეტალისაგან;

• სასკოლო მერხის და სკამის კონსტრუქცია უნდა იყოს მეტალის, მილისებური ან მართკუთხა/კვადრატული პროფილის, რომლის:

მეტალის კედლის სისქე უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მმ; მილის დიამეტრი ან მართკუთხა/კვადრატული პროფილი სკამის და მერხის -არანაკლებ 19 მმ (კედლების სისქის ჩათვლით), რითაც უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო მერხისა და სკამის სათანადო სიმტკიცე და მდგრადობა.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტმა ტენდერის სტატუსის - "შერჩევა-შეფასება" ეტაპზე უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში IV დონის თითო კომპლექტი მერხისა და სკამის ნიმუშის მიწოდება სატენდერო კომისიისთვის.

1. თითოეული კომპლექტის შემადგენლობაში შედის 1 (ერთი) ცალი სასკოლო მერხი და 1 (ერთი) ცალი სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია 1 (ერთი) მოსწავლეზე.
2. მერხის ზედაპირი, სკამის დასაჯდომი და საზურგე დამზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე მასალისგან.
3. მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე ნაკეთობა.
მერხის ზედაპირი უნდა იყოს ვერზალიტის (Werzalit) ან მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნეს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი

მერხისა და სკამის ზომები


მეოთხე საფეხური:

მერხის სიმაღლე - 76სმ (±2სმ);
სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე: 35 სმ (±2სმ)
სკამის სიმაღლე დასაჯდომამდე: 40-45 სმ
სკამის სიმაღლე საზურგის ჩათვლით: 70-75 სმ
(დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე: 40 სმ (±2სმ)
სკამის საზურგის სიგრძე: 15 სმ (±1სმ)
სკამის საზურგის სიგანე: 35-40 სმ
მაგიდის ზედაპირის სიგანე: 45-50 სმ
მაგიდის ზედაპირის სიგრძე: 60-70სმ

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლო ოფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

საბოლოო

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამუშაო 10 დღის განმავლობაში

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დიმა შარაშენიძე, 599600998, cml@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენისას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1.
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.4. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით, დღგ-ს გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ფასების ცხრილის დაზუსტებამ ფასების ცხრილის არცერთ პოზიციაზე არ უნდა გამოიწვიოს შესყიდვის ობიექტების ერთეულის ღირებულების გაზრდა.
10.1.8. წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აღნიშნული განპირობებულია საქონლის უკეთ აღწერის მიზნით და იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური".
10.1.10. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტებზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შესრულებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (მინდობილი პირის შემთხვევაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მინდობილობა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru