ტექნიკური დავალება
I. შესყიდვის ობიექტის აღწერა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგებისა და უზრუნველყოფის
მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში — ქალაქ
ზუგდიდის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე უნდა
შესრულდეს ჰორიზონტალური, ავტობუსების გაჩერებისა და ქვეითად
მოსიარულეთა გადასასვლელების (ზებრა) მონიშვნის სამუშაოები.
წინამდებარე შესყიდვა წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას და მისი
განხორციელება გათვალისწინებულია 2026-2027 წლების განმავლობაში.
II. ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და აღწერილობა
1. საგზაო მონიშვნა აკრილის ტიპის თეთრი ფერის ერთკომპონენტიანი
საღებავით
1.1. საგზაო მონიშვნის ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები
1.1.1. საგზაო მონიშვნა უნდა შესრულდეს აკრილის ტიპის თეთრი ფერის
ერთკომპონენტიანი საღებავით, ქვემოთ მოცემული ზომების
გათვალისწინებით:
ა) მონიშვნა _ ჰორიზონტალური ხაზი სიგანით 100 მმ;
ბ) მონიშვნა _ ავტობუსის გაჩერება სიგრძე 6,0მ, სიგანე 4,0მ, ხაზის სიგანე 100
მმ;
გ) მონიშვნა _ ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი („ზებრა“) 400 - 500 მმ
სიგანის შეღებილი ზოლებით, სიგრძით 4,0 – 5,0 მ.
1.1.2. საგზაო მონიშვნა უნდა განხორციელდეს სპეციალური საგზაო მონიშვნის
ტექნიკის საშუალებით, საგზაო მონიშვნის ერთკომპონენტიანი საღებავის
გაფრქვევითა და შუქამრეკლი ბურთულის მყისიერი მოყრით ან საღებავში
შერევით.
1.1.3. გზის საფარის ზედაპირზე დატანილი საღებავის სველი ფენა არ უნდა იყოს
500 მიკრონზე ნაკლები. შუქამრეკლობისთვის გამოყენებული უნდა იყოს
სერტიფიცირებული შუშის ბურთულები.
1.1.4. მონიშვნისათვის გამოსაყენებელი მასალები _ საღებავი და შუქამრეკლი
ბურთულაკები უნდა იყოს გამოცდილი დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ EN1436
სტანდარტით გათვალისწინებულ პარამეტრებზე და გააჩნდეს გამძლეობის
ტესტის სერტიფიკატი/დასკვნა (აღნიშნული სერტიფიკატის წარმოდგენა
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების
შესრულების პერიოდში. უცხოენოვანის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს
ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).
1.1.5. შესრულებული საგზაო მონიშვნა უნდა შეესაბამოდეს EN1436 სტანდარტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1.1.6. საგზაო მონიშვნისათვის გამოსაყენებელ მასალებს უნდა გააჩნდეთ: ა)
საგზაო მონიშვნის მასალების (საღებავი და შუქამრეკლი ბურთულა)
მწარმოებელ კომპანიაზე გაცემული ISO სერტიფიკატები; ბ) მწარმოებლის მიერ
გაცემული საგზაო მონიშვნის მასალების ტექნიკური მახასიათებლები.
1.1.7. საგზაო მონიშვნა უნდა შესრულდეს შემდეგი ეტაპების
გათვალისწინებით:
1) შესასრულებელი სამუშაოს სახეობის, კონკრეტული ადგილის (ლოკაცია)
შერჩევა და მოცულობის წინასწარ დადგენა არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული
დღის ვადაში;
2) საფარის ზედაპირის მომზადება მონიშვნისათვის: მოსანიშნი ზედაპირის
სრული გასუფთავება მტვრისა და ნარჩენებისგან.
1.1.8. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საგზაო ჰორიზონტალური მონოშვნების
ხარისხის კოტროლისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების კომპლექტი:
საღებავის სველი და მშრალი ფენის, საფარის ტემპერატურისა და
ტენიანობის საზომი ხელსაწყოები.
1.1.9. სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემსყიდველის უფლებამოსილი
წარმომადგენელ(ებ)ი და შემსრულებელი ადგილზე დაადგენენ ჯეროვნად
(ხარისხიანად) შესრულებული სამუშაოების მოცულობას, რომელიც აისახება
შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტებში. ტენდერში გამარჯვებულმა
პრეტენდენტმა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, უნდა
წარმოადგინოს დამოუკიდებელი ლაბორატორიის დასკვნა შესრულებული
საგზაო მონიშვნის ტექნიკურ დავალებასთან და სტანდარტებთან
შესაბამისობის შესახებ.
2. საგზაო მონიშვნა თეთრი ფერის ორკომპონენტიანი სპრეი პლასტიკით
2.1. საგზაო მონიშვნის ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები
2.1.1. საგზაო მონიშვნა უნდა შესრულდეს თეთრი ფერის ორკომპონენტიანი სპრეი
პლასტიკის საღებავით, ქვემოთ მოცემული ზომების გათვალისწინებით:
ა) მონიშვნა _ ჰორიზონტალური ხაზი სიგანით 100 მმ;
ბ) მონიშვნა _ ავტობუსის გაჩერება სიგრძე 6,0მ, სიგანე 4,0მ, ხაზის სიგანე 100
მმ;
გ) მონიშვნა _ ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი _ „ზებრა“ 400 - 500 მმ
სიგანის შეღებილი ზოლები, სიგრძით 4,0მ - 5,0მ.
2.1.2. საგზაო მონიშვნა უნდა განხორციელდეს სპეციალური საგზაო მონიშვნის
ტექნიკის საშუალებით, საგზაო მონიშვნის თეთრი ფერის ორკომპონენტიანი
სპრეი პლასტიკის საღებავის გაფრქვევითა და შუქამრეკლი ბურთულის
მყისიერი მოყრით.
2.1.3. გზის საფარის ზედაპირზე დატანილი პლასტიკის სველი ფენა არ უნდა იყოს
500 მიკრონზე ნაკლები, შუქამრეკლ მასალად კი გამოყენებული უნდა იყოს
სერტიფიკატში მითითებული მოდელის შუშის ბურთულები.
2.1.4. მონიშვნისათვის გამოსაყენებელი მასალები ორკომპონენტიანი სპრეი
პლასტიკი და შუქამრეკლი ბურთულაკები უნდა იყოს გამოცდილი
დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ EN1436 სტანდარტით გათვალისწინებულ
პარამეტრებზე და გააჩნდეს გამძლეობის ტესტის სერტიფიკატი/დასკვნა
(აღნიშნული სერტიფიკატის წარმოდგენა ტენდერში გამარჯვებულ
პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე. სერტიფიკატი
უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული).
2.1.5. შესრულებული საგზაო მონიშვნა უნდა შეესაბამოდეს EN1436 სტანდარტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.1.6. საგზაო მონიშვნისათვის გამოსაყენებელ მასალებს უნდა გააჩნდეთ: ა)
საგზაო მონიშვნის მასალების (პლასტიკი და შუქამრეკლი ბურთულა)
მწარმოებელ კომპანიაზე გაცემული ISO სერტიფიკატები; ბ) მწარმოებლის მიერ
გაცემული საგზაო მონიშვნის მასალების ტექნიკური მახასიათებლები; გ)
დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ გაცემული საგზაო მონიშვნისთვის
გამოსაყენებელი მასალების გამოცდის სერტიფიკატი/დასკვნა EN1436
სტანდარტით გათვალისწინებულ პარამეტრებზე 4 მილიონი საბურავის
გადავლის შემდეგ (კლასი P7): სიკაშკაშის სიმკვეთრის კოფიციენტის დღის
მდგომარეობაში (Q) - არანაკლებ Q5; ავტომანქანის შუქის უკან დაბრუნებული
არეკვლის კოეფიციენტი ღამით, მშრალ მდგომარეობაში (R) - არანაკლებ R5;
ავტომანქანის შუქის უკან დაბრუნებული არეკვლის კოეფიციენტი ღამით,
სველ მდგომარეობაში (RW) - არანაკლებ RW5; საღებავზე საბურავის სრიალის
კოეფიციენტი (S) - არანაკლებ S1.
2.1.7. საგზაო მონიშვნა უნდა შესრულდეს შემდეგი ეტაპების
გათვალისწინებით:
1) შესასრულებელი სამუშაოს სახეობის, კონკრეტული ადგილის (ლოკაცია)
შერჩევა და მოცულობის წინასწარ დადგენა არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული
დღის ვადაში;
2) საფარის ზედაპირის მომზადება მონიშვნისათვის: მოსანიშნი ზედაპირის
სრული გასუფთავება მტვრისა და ნარჩენებისგან.
2.1.8. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საგზაო ჰორიზონტალური მონოშვნების
ხარისხის კოტროლისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების კომპლექტი:
საღებავის სველი და მშრალი ფენის, საფარის ტემპერატურისა და
ტენიანობის საზომი ხელსაწყოები.
2.1.9. სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემსყიდველის უფლებამოსილი
წარმომადგენელ(ებ)ი და შემსრულებელი ადგილზე დაადგენენ ჯეროვნად
(ხარისხიანად) შესრულებული სამუშაოების მოცულობას, რომელიც აისახება
შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტებში. ტენდერში გამარჯვებულმა
პრეტენდენტმა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, უნდა
წარმოადგინოს დამოუკიდებელი ლაბორატორიის დასკვნა შესრულებული
საგზაო მონიშვნის ტექნიკურ დავალებასთან და სტანდარტებთან
შესაბამისობის შესახებ.