Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #72314706)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Didube District Gamgeoba
Номер конкурса: 72314706
Дата публикации: 12-05-2026
Сумма контракта: 402 652


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260009788
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.05.2026 20:06
Начало приема предложения 28.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.06.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 402`652.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45100000 - Работы по подготовке строительной площадки
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრამდე, ეტაპობრივად.
Дополнительная информация
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების აღდგენა-შეკეთების სამუშაოები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`053.00 GEL
Размер гарантии 4`027 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana gelashvili :: 11.05.2026 11:06
  • Последнее исправление: nana naskidashvili :: 11.05.2026 20:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=686371&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების აღდგენა-შეკეთების სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ, სატენდერო პირობებით განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების კლების შემთხვევაში, თითოეული პოზიციის (სამივე სვეტის: მასალა, ხელფასი და მანქანა-მექანიზმების ჯამური ერთეულის ფასი) ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით. პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ფასები დაამრგვალოს კლების პრინციპით, მეასედის სიზუსტით (მძიმის შემდეგ დატოვოს მხოლოდ ორი ციფრი, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს „Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქცია)(„Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქციის გამოყენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=180asDJg74k).
1.2.4 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.5. სამუშაოების განფასება განხორციელდება დანართი N1-ით წარმოდგენილი ხარჯთაღრიხვით განსაზღვრულ სამუშაოთა სახეობებზე დაფიქსირებული ერთეულის ფასების მიხედვით.
1.2.6. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საშუალება ერთდროულად აწარმოოს სამუშაოები შემსყიდველის მიერ მითითებულ არანაკლებ 5 (ხუთი) მისამართზე (უნდა ყავდეს არანაკლებ ხუთი მუშა ჯგუფი).
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, .ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 24 საათში;
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა;
1.2.9 შესრულებული სამუშაოს ფორმა N 2-ს დადასტურებას (მათ შორის ფარული სამუშაოს აქტები) უზრუნველყოფს შემსყიდველის მიერ დაქირავებული სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" ან აკრედიტაციის მქონე სხვა საექსპერტო იურიდიული პირი.
1.2.10 მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა განათავსოს მინიმუმ ერთი საინფორმაციო დაფა (100სმ/80სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.11. თუ კი სამუშაოების უსაფთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.12 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა . შ.
1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პერსონალი ერთნაირი სპეც. ტანსაცმლით.
1.2.14. მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების და სატენდერო დოკუმენტაციის დანართებითა და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს და ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს. ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მოწოდებული საქონლის და მასალის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. ამასთან, მიმწოდებელმა სამუშაოს დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს ხელოვნური საფარის ნიმუში და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატი).
1.2.15.მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ბეტონის მარკიანობის შესაბამისობის შესახებ.
1.2.16.მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო პროცესებიდან გამომდინარე, შემსყიდველთან შეთანხმებით შექმნას უსაფრთხოების სქემები და შეათანხმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან საკუთარი სახსრებით. მიმწოდებელი ვალდებულია განათავსოს საგზაო ნიშნები, საგზაო ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები დამტკიცებული სქემის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სხვა ზომები, რომლებსაც მოითხოვს სპორტული მოედნის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები;
1.2.17. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი გარე განათების ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას;
1.2.18. სამუშაოების დასრულებისას მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება და სამუშაოების წარმოებისას დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა.
1.2.19. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.20.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.21. ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი და ესკიზები ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1.სამუშაოების მიწოდების ვადა: ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრამდე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოების შესრულება განხორციელდება შემსყიდველის (წარმოდგენილი ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სახით) მოთხოვნის საფუძველზე, ეტაპობრივად.
1.5.2 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესაბამისი შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.5.3 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების ჩაბარებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5.4 შესასრულებელი სამუშაოს მოცულობები და სახეობები შესაძლებელია შეიცვალოს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შემსყიდველთან შეთანხმებით, აღმოჩენილი შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ 3 (სამი) წელს.
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას იგი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2023 წლის 01 იანვრიდან ჯამურად არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150 %-ის ოდენობის ანალოგიური სამუშაოების (სპორტული მოედნების მოწყობის ან/და აღდგენა-შეკეთების) მიწოდების გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად
2.2.1.2 თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: (1. მიღება-ჩაბარების აქტი; 2. ფორმა N2 3. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
დანართი N2-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. შესრულებული სამუშაოს ფორმა N 2-ს დადასტურებას (მათ შორის ფარული სამუშაოს აქტები) უზრუნველყოფს შემსყიდველის მიერ დაქირავებული სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" ან აკრედიტაციის მქონე სხვა საექსპერტო იურიდიული პირი.
2.7.1.2 მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართებითა და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ბეტონის მარკიანობის შესაბამისობის შესახებ.
2.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.

2.9 other additional requirements

2.9.1. მიმწოდებელმა ქალაქის გარე განათების შესაბამის სამსახურს უნდა წარუდგინოს ქალაქის გარე განათების ქსელში შესასრულებელი სამუშაოების საჭირო ტექ. დოკუმენტაცია. კერძოდ:
1. ბოძების დამცავი დამიწების, კარადების დამიწების კონტურის ოქმი (ფარული სამუშაოების, მოწყობის სქემა, წინაღობის სიდიდე, ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწყობა).
2. კაბელის გაყვანის ოქმი (ფარული სამუშაოების, იზოლაციის გაზომვის გაყვანამდე და გაყვანის შემდეგ).
3. ძაბვის სიდიდეების გაზომვის ოქმი (იზომება ხაზის დასაწყისში და ხაზის ბოლოს).
4. ფაზებზე დატვირთვების გაზომვის ოქმი.
5. შესრულებული სამუშაოების სპეციფიკაცია, სადაც კონკრეტულად იქნება მოყვანილი მონაცემები: სადენების, კაბელების მარკა, კვეთი, სიგრძე; ბოძების დიამეტრი, სიმაღლე, რაოდენობა; სანათების ტიპები, რაოდენობა, ნათურების სიმძლავრე; ბოძები უნდა იყოს შეღებილი, დანომრილი; სანათები უნდა იყოს დანულებული; საშემსრულებლო ნახაზზე დასატანია კაბელების და სადენების ტიპები, კვეთი, სიგრძე, ბოძებისა და კარადების დამიწებები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
4.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის (ან 10%-ის) ოდენობით, დანართი N3–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ფორმა დანართის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2.3. დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით დიდუბის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნანა ნასყიდაშვილი, 598441185, nana.naskidashvili.90@gmail.com გიორგი ბარათაშვილი 2378762/591100130. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მის: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N1 დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
(იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში 25.12.2018წ. ატვირთული „სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“).
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით Excel-ის ფორმატის ფაილის სახით; ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის და სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

12-05-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

12-05-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

12-05-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

12-05-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

12-05-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

12-05-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru