Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования (Грузия - Тендер #72314697)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 72314697
Дата публикации: 12-05-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260009797
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.05.2026 21:02
Начало приема предложения 20.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 22.05.2026 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 15`766.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 120`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50400000-Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования
Коды классификатора
  • 50400000 - Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სხვადასხვა დასახელების და მარკის სამედიცინო აპარატურისათვის საჭირო სერთიფიცირება, გამოცდა, კალიბრაცია, შეკეთება, პრევენციული და მაკორექტირებელი ტექმომსახურება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 100.00 GEL
Размер гарантии 1`200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit nozadze :: 11.05.2026 15:11
  • Последнее исправление: davit nozadze :: 11.05.2026 21:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=686452&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის, აჭარის და კახეთის სამმართველოების, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ოზურგეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ფოთის განყოფილებების ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო აპარატურის გამოცდა/სერთიფიცირება, კალიბრაცია, შეკეთება, პრევენციული და მაკორექტირებელი ტექმომსახურება 2026 წლის განმავლობაში.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სსიპ - ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამმართველოების და განყოფილებების ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო აპარატურის ჩამონათვალი: ცენტრიფუგები, ყინულის დამამზადებელი დანადგარები, ინკუბატორები, მაცივრები, წყლის გამწმენდი სისტემები, მიკროსკოპები, მექანიკური პიპეტები, წყლის გამოსახდელი აპარატები, თერმომეტრები, ავტოკლავები, მარყუჟების გამოსაწვავები, შემრევი გამათბობლები, წყლის აბაზანები, PH მეტრები, სხვადასხვა ზომის სასწორები, თერმოჰიგრომეტრები, ნიადაგების ჩამოსასხმელი.
2. სამედიცინო აპარატურის ფიზიკური გამოცდა, კალიბრაცია, შეკეთება, პრევენციული და მაკორექტირებელი ტექმომსახურება ,,მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს ISO / DKD / EN / ASTM ან სხვა ვალიდირებული სტანდარტის და მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად.
3. „მიმწოდებელმა" სამედიცინო აპარატურის სერთიფიცირება, კალიბრაცია, შეკეთება, პრევენციული და მაკორექტირებელი ტექმომსახურება უნდა უზრუნველყოს გამოცდილი და კვალიფიციური ინჟინრების/სპეციალისტების საშუალებით, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სერთიფიკატები.
4. სამედიცინო აპარატურის გამოცდის, კალიბრაციის, შეკეთების, პრევენციული და მაკორექტირებელი ტექმომსახურების დროს ,,მიმწოდებელმა" უნდა გაითვალისწინოს ბიოუსაფრთხოების წესები და სამედიცინო აპარატურის სერვისი უნდა განახორციელოს შესაბამისად ეკიპირებული სპეციალისტების საშუალებით და გამოიყენოს სამედიცინო აპარატურის გასაუვნებელსაყოფი საშუალებები. მომსახურების გაწევის დროს უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ,,მიმწოდებელს".
5. სამედიცინო აპარატურის გამართული ფუნქციონირებისათვის, ,,მიმწოდებელმა" პერიოდულად უნდა მოახდინოს მათი მდგომარეობის შემოწმება და დაზიანების შემთხვევაში ოპერატიულად, საკუთარი ხარჯებით (ყველა ხარჯის გათვალისწინებით) აღმოფხვრას დაზიანება. სამუშაოების ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, მათ შორის ბიოუსაფრთხოების წესებიც. სამუშაოების ჩატარება ,,მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხელსაწყოების და სახარჯი მასალების გამოყენებით. სამედიცინო აპარატურის გამოცდა და კალიბრაცია ,,მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს ISO / DKD / EN / ASTM ან სხვა ვალიდირებული სტანდარტის შესაბამისად. სერთიფიცირებული, კალიბრირებული და/ან რეკალიბრირებული ხელსაწყოების საშუალებით. მომსახურების გაწევის პერიოდში, ,,მიმწოდებლის“ ბრალეულობით გამოვლენილი სამედიცინო აპარატურის ნებისმიერი დაზიანების გამოსწორება და ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ,,მიმწოდებელს“.
6. სსიპ - ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თბილისის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის და აჭარის სამმართველოების საწყობებში მდებარეობს სამედიცინო აპარატურის იმ სათადარიგო ნაწილების მარაგები, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეისკურანტში. საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორ ფირმას გადაეცემა სათადარიგო ნაწილი ცენტრის საწყობიდან, ხოლო სამედიცინო აპარატურის შეკეთების შემდეგ ფირმას აუნაზღაურდება მხოლოდ შეკეთების ღირებულება.
7. სამედიცინო აპარატურის ,,პროფილაქტიკური შემოწმება, დიაგნოსტიკა, სერვისი" სამედიცინო აპარატურის გამოცდა/სერთიფიცირებამდე, კალიბრაციამდე ჩასატარებელი აუცილებელი პროცედურაა, რომლის დროსაც უნდა შემოწმდეს სამედიცინო აპარატურის გამართული ფუნქციონირება, სამედიცინო აპარატურის გამოცდა/სერთიფიცირების, კალიბრაციის შედეგების სანდობის უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს აპარატურის მუშაობის რეჟიმის შემოწმება (სრული ციკლი), რომლის დროსაც უნდა მოხდეს ფარული ტექნიკური დეფექტების გამოვლენა, გამოცდისთვის ვარგისიანობის დადასტურება,ელექტრო და მექანიკური სისტემების შემოწმება, სერვისის ან რეგულირების საჭიროების დადგენა, პერსონალის, ნიმუშების და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების დადგენა, წყლის სისტემაზე დაერთებული სამედიცინო აპარატურის შემოწმება ნადების არსებობაზე. აღნიშნული პროცედურა ასევე მოიცავს დაზიანების/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ,,მიმწოდებლის" მიერ დაზიანების/ხარვეზის აღმოფხვრას, რომელიც არ მოითხოვს სათადარიგო ნაწილის შეცვლას. იმ შემთხვევებში, როცა სამედიცინო აპარატურა გამოსულია მწყობრიდან და არ ექვემდებარება შეკეთებას, ან მისი შეკეთება არახარჯეფექტურია, ,,მიმწოდებელი" ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დეფექტური აქტი დაზიანებ(ებ)ის მითითებით.
8. სამედიცინო აპარატურის დაზიანების შემთხვევაში ,,მიმწოდებელი" ვალდებულია სამ სამუშაო დღეში გამოცხადდეს ადგილზე და ოპერატიულად უზრუნველყოს დაზიანების აღმოფხვრა, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ,,მიმწოდებელს" მიეცემა გონივრული ვადა, დაზიანებული ნაწილის შემოსატანად. შეცვლილ ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ ექვსთვიანი საგარანტიო მომსახურება.
9. ერთეულის ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები.
10. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით განსაზღვრული ერთეულის ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პრეისკურანტში მითითებულ ერთეულის ფასს.
11. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით განსაზღვრული ერთეულის ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პრეისკურანტში მითითებულ ერთეულის ფასს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სსიპ - ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის (ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ. №2), აჭარის (ქ. ბათუმი, ქათამაძის ჩიხი №4) და კახეთის (ქ. თელავი, ალადაშვილის ქ. №2) სამმართველოების, შიდა ქართლის (ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14), სამცხე-ჯავახეთის (ქ. ახალციხე, ბექა ჯაყელის №59), ოზურგეთის (ქ. ოზურგეთი, ე. თაყაიშვილის ქ. №3), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის (ქ. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. №11), სამეგრელო-ზემო სვანეთის (ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.) და ფოთის (ქ. ფოთი, გურიის ქ. №6) განყოფილებების ტერიტორიაზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

შეცვლილ ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ ექვსთვიანი საგარანტიო მომსახურება, აღნიშნული ინფორმაცია წამროდგენილი უნდა იქნას ფასების ცხრილის დანართი#1-ის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 01.01.2022 -დან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 50 000.00 ლარის ოდენობის სამედიცინო აპარატურის გამოცდის/სერტიფიცირების, კალიბრაციის და ტექნიკური მომსახურების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების ლაბორატორიებში) გამოცდილება.
- იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის ფორმით და მიუთითოს შესაბამისი SPA ან/და NAT ან/და CMR ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს დოკუმენტაცია.
- პრეტენდენტის მიერ იმ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად, რომელშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, კერძოდ: ხელშეკრულებ(ებ)ი და მიღება-ჩაბარებ(ებ)ის აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულება, დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით. თუ აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტი ვერ მოწმდება შესაბამისი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით, ამ შემთხვევაში, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მატერიალური დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ელექტრონული ასლი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ISO/IEC 17025-ის შესაბამისად აკრედიტებული საგამოცდო ან/და საკალიბრაციო ლაბორატორია ან აღნიშნული სტანდარტის ეკვივალენტური საერთაშორისო აღიარებული აკრედიტაცია, აკრედიტებული შესაბამისი აკრედიტაციის ორგანოს მიერ, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ან შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
ან პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი ინვოისი ან/და სასაქონლო ზედნადები (რომელიც გაცემულია 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ) შესაძენი/შეძენილი მასალების შესახებ და დამატებითი წერილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი საკუთარი ძალებით ახორციელებს თანმდევი მომსახურების გაწევას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად (მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება გამოცვლილი ნაწილის ღირებულება) მიღება–ჩააბარების აქტის საფუძველზე

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით ნოზაძე, 599581520, d.nozadze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს

additional information/document

10.1 additional information/documents

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების (ტექნიკური დოკუმენტაციისა და სატენდერო წინადადების ფასი) წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ მოთხოვნებზე:
ა. სატენდერო წინადადება უნდა იყოს ელექტრონულად დამოწმებული „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
ბ. სატენდერო წინადადების წარმოდგენა დასაშვებია უცხო ენაზე, ასეთ შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს ქართულენოვანი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
გ. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი (ეროვნული ვალუტა) გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
დ. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე „მიმწოდებლის“ მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%‐ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, „მიმწოდებელი“ ვალდებულია მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ან შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
ან პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი ინვოისი ან/და სასაქონლო ზედნადები (რომელიც გაცემულია 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ) შესაძენი/შეძენილი მასალების შესახებ და დამატებითი წერილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი საკუთარი ძალებით ახორციელებს თანმდევი მომსახურების გაწევას.
ე. „მიმწოდებლის“ მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტია: პუნქტი 1.3 - ფასების ცხრილი დანართი #1; პუნქტი 2.2.1 - დანართი #2, ინფორმაცია გამოცდილების შესახებ და 2.7.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
ვ. წარმოდგენილ ფასების ცხრილში, ერთეულის ღირებულება (ლარი) უნდა განისაზღვროს მეასედის სიზუსტით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru