Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинское оборудование (Грузия - Тендер #72283094)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Health Agency
Номер конкурса: 72283094
Дата публикации: 11-05-2026
Сумма контракта: 971 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260009698
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.05.2026 14:56
Начало приема предложения 06.06.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.06.2026 16:00
Предполагаемая цена закупки 971`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 33100000-Медицинское оборудование
Коды классификатора
  • 33100000 - Медицинское оборудование
  • 33182000 - Аппаратура сердечной поддержки
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტი
Дополнительная информация
ორკამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორების (DF-1 კონექტორი) მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა
(დაფინანსება განხორციელდება 2026 - 2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში)

Multi-year State Procurement of Dual-Chamber Cardioverter Defibrillators (DF-1 Connector)
(Funding will be provided within the framework of allocations approved by the 2026-2027 State Budget)

Procurement Type: Electronic Tender without Auction (NAT)
Announcement Number: N/A
Procurement Status: Draft Announcement
Procuring Entity: LEPL National Health Agency
Date of Announcement: 11.05.2026
Bid Submission Start Date: 06.06.2026 00:00
Bid Submission End Date: 11.06.2026 16:00
Funding: 2026 Funds
Estimated Value of Procurement: 971,400.00 GEL
Bid Submission Requirement: Price must include VAT
CPV Code and Classification Division:
33100000 – Medical devices
CPV Code and Specific Object of Procurement:
33100000 – Medical devices
33182000 – Cardiac support devices
Quantity or Volume of Procurement: See Tender Documentation
Delivery Period: See paragraph 1.4 of the Tender Documentation
Bid Reduction Step: 5,000.00 GEL
Guarantee Amount (Bid Security): 9,714 GEL
Guarantee Validity Period: 160 days
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 9`714 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: oniani :: 27.02.2026 11:59
  • Последнее исправление: tatia loladze :: 11.05.2026 14:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675359&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ორკამერიანი კარდიოვერტერ - დეფიბრილატორის (DF-1 კონექტორი) მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა
(დაფინანსება განხორციელდება 2026 - 2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

120 ცალი - ორ-კამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი
ICD-DR მაქსიმალური ენერგიის მიწოდება არანაკლებ 35 ჯოულისა, პეისინგის მაქსიმალური ვოლტაჟი არანაკლებ 7 ვოლტისა, საშუალო სამუშაო ხანგრძლივობა სტანდარტულ კონდიციებში 4 - 6 წელი, DF-1 კონექტორი, წინაგულის ელექტროდი IS-1 სტანდარტი. MRI-სთან თავსებადი სისტემა. სისქე არაუმეტეს 15 მმ. მონაცემების ტელემეტრიული გადაცემისა ან მის გარეშე შესაძლებლობა. შოკის ვექტორის პოლარობის ავტომატური ან მექანიკური ცვლა. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დეტექციის 3 ზონა. ანტიტაქიკარდიული პეისინგის შესაძლებლობა სამივე ზონაში. ტაქიკარდიის მორფოლოგიური ან/და ორკამერიანი დისკრიმინატორები.

70 ცალი - მარჯვენა პარკუჭის დეფიბრილატორის ელექტროდი
ერთი კოჭით, აქტიური ფიქსაციით. DF-1 კონექტორი. MRI-სთან თავსებადი

50 ცალი - მარჯვენა პარკუჭის დეფიბრილატორის ელექტროდი
ორი კოჭით, აქტიური ფიქსაციით. DF-1 კონექტორი. MRI-სთან თავსებადი

120 ცალი - წინაგულის აქტიური ფიქსაციის ელექტროდი
ელექტროდის სიგრძე არ უნდა იყოს 50-სმ ზე ნაკლები. ელექტროდის კონექტორი უნდა იყოს IS-1 სტანდარტი. MRI-სთან თავსებადი.

120 ცალი - ცენტრალური ვენის სახლეჩი ინტროდუსერი მარჯვენა წინაგულის ელექტროდისთვის
ინტროდუსერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს მარჯვენა წინაგულის ელექტროდის ზომას; თითოეულ ინტროდუსერს უნდა ახლდეს შესაბამისი მავთულები (გაიდვაიერი) და საპუნქციო ნემსი.

120 ცალი - ცენტრალური ვენის სახლეჩი ინტროდუსერი მარჯვენა პარკუჭის (დეფიბრილატორის) ელექტროდისთვის.
ინტროდუსერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს დეფიბრილატორის ელექტროდის ზომას (ანუ, არ უნდა იყოს ელექტროდის ზომაზე უფრო მცირე ზომის), თითოეულ ინტროდუსერს უნდა ახლდეს შესაბამისი მავთულები (გაიდვაიერი) და საპუნქციო ნემსი.

*საქონლის თითოეული ელემენტი თავსებადი უნდა იყოს ერთმანეთთან (კომპლექტის შედგენის თვალსაზრისით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადები და პირობები:
1.4.1. დანართი N1 ფასთა ცხრილით განსაზღვრული, 2026 წელს პირველ ეტაპზე მოსაწოდებელი საქონლის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე;

1.4.2. 2026 წელს დარჩენილი საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს, მოთხოვნადი კომპონენტების მიხედვით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2026 წლის 20 დეკემბრისა;

1.4.3. 2027 წელს მოსაწოდებელი საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს, მოთხოვნადი კომპონენტების მიხედვით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2027 წლის 20 დეკემბრისა;

შემსყიდველი უფლებამოსილია, გარდა პირველ ეტაპზე მოსაწოდებელი რაოდენობისა, მიმწოდებელს მოსთხოვოს დარჩენილი მოსაწოდებელი საქონლის არა სრული კომპლექტი, არამედ საქონლის ცალკეული კომპონენტები.

1.4.4. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, საქონლის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონელი შემსყიდველს უნდა მიეწოდოს Incoterms-2020-ის DDP პირობით, ქ.თბილისში შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
1.5.2. მიწოდების ადგილზე საქონლის დაცლა დასაწყობება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას.
1.5.3 საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. მოწოდებულ საქონელს ვარგისიანობის ვადა უნდა ჰქონდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის:
*წარმოშობის ქვეყნის;
*მწარმოებელი კომპანიის:
*მოდელის შესახებ.

2.1.1.2 მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ, დანართ N1 ფასთა ცხრილში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. შემოთავაზებული საქონლის თითოეულ პოზიციაზე, პრეტენდენტმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს:

ან CE/EC სერთიფიკატი;
ან MDR სერთიფიკატი
ან FDA სერტიფიკატი.

2.7.1.1.1 განსაკუთრებული პირობა:
თუ დანართი №1 ფასთა ცხრილის რომელიმე სტრიქონში მითითებული საქონელი (ან მისი ჩამონათვალი), რიგი კომპანიების მიერ იწარმოება და იფუთება ერთ კომპლექტად, ხოლო სხვა მწარმოებლების მიერ ცალ-ცალკე პროდუქტებად, შემსყიდველი უშვებს და მისაღებად თვლის, წარმოდგენილი იქნას შესაბამისი CE/EC ან MDR ან FDA სერტიფიკატ(ებ)ი, როგორც ერთი დოკუმენტის სახით, რომელიც ქარხნული კომპლექტის შემთხვევაში გაცემული იქნება მთლიანად კომპლექტზე, ისე ცალ-ცალკე სერტიფიკატების სახით თითოეული პროდუქტისთვის (არაქარხნული კომპლექტის შემთხვევაში).

2.7.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტები, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს PDFფორმატის ფაილებით და ამ ფაილების დასახელებაში მითითებული უნდა იყოს იმ პოზიციის ნომერი/ნომრები (დანართი №1-ის შესაბამისად), რომლის სერტიფიკატის ელექტრონული ასლიცაა ეს ფაილი;

2.7.1.3. დანართი №1 ფასთა ცხრილის თითოეულ პოზიციაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური დოკუმენტი ან ინფორმაცია, კერძოდ, პასპორტი ან ბროშურა ან ინსტრუქცია ან ამონარიდი ოფიციალური ვებ-გვერდიდან ან სხვა დოკუმენტი - რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან (დანართი №1);

2.7.1.3.1. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული, 2.7.1.3. პუნქტში ჩამოთვლილი პოზიციების შესაბამისი საქონლის პასპორტში/ბროშურაში/ინსტრუქციაში/ვებ გვერდიდან ამონარიდში ან სხვა დოკუმენტში არ იკითხება ამ საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1 ფასთა ცხრილში მითითებულ რომელიმე პარამეტრთან - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი კომპანიის (ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის) ოფიციალური წერილი, რომელშიც დადასტურებული იქნება კონკრეტული საქონლის იმ ტექნიკური მახასიათებლის შესაბამისობა სატენდერო მოთხოვნებთან, რომლის დადასტურებაც ვერ მოხერხდა პასპორტით/ბროშურით/ინსტრუქციით/ვებ გვერდიდან ამონარიდით ან სხვა დოკუმენტით.

2.7.1.3.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (ოფიციალური წერილი) სისტემაში ატვირთული უნდა იყოს PDF ფორმატის ფაილის სახით და ამ ფაილის დასახელებაში მითითებული უნდა იყოს იმ პოზიციის ნომერი/ნომრები (დანართი №1-ის შესაბამისად) რომლის ტექნიკური მახასიათებლების დადასტურებაცაა მოცემული ამ კონკრეტულ ფაილში;

2.7.1.4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტენდერში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია უნდა იყოს შესაბამისად ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად - შემსყიდველისათვის მისაღები იქნება თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არა მთლიან დოკუმენტს (პასპორტი; ინსტრუქცია; ბროშურა და ა.შ.) არამედ ამ დოკუმენტის იმ ნაწილს (გვერდს), სადაც მითითებული იქნება შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტული საქონლისათვის (2.7.1.3. პუნქტში მითითებულ პოზიციებზე);

2.7.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.3. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტები, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს PDFფორმატის ფაილებით და ამ ფაილების დასახელებაში მითითებული უნდა იყოს იმ პოზიციის ნომერი/ნომრები (დანართი №1-ის შესაბამისად) რომლის ტექნიკური მახასიათებლების აღწერაცაა მოცემული ამ კონკრეტულ ფაილში.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
2.9.1.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა.
2.9.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია საქონლის ვარგისინობის ვადის შესახებ.
2.9.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და მოდელის შესახებ.
2.9.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ.

2.9.2. დამატებითი მოთხოვნები:
2.9.2. 1. დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.
2.9.2.2. საქონელი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე. შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.9.2.3. საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
2.9.2.4. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2028 წლის 31 იანვრის ჩათვლით).
6.3.2 იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, წინამდებარე ტენდერში მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, სახელშეკრულებო ვალუტის შესაბამისად.
6.4.3 გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა დაარღვია ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
6.4.4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
6.4.6 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმებამდე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ფაქტიურად მოწოდებულ საქონელზე, მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი შესაბამისი ღირებულების ასახვით, რაც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს;
7.2.3. ანგარიშწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. შემდეგი პირობების შესაბამისად:
7.2.3.1. 2026 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
7.2.3.2. 2027 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

შენიშვნა:
წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, შემსყიდველი აანაზღაურებს:
2026 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ - 388 560.00 ლარს;
2027 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ - 582 840.00 ლარს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
7.3.2 მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ონიანი, 591919988, goniani@moh.gov.ge თათია ლოლაძე, 577224522, taloladze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
10.2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე.
10.5. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.
10.6.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა/პროექტი და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 პუნქტში. რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ლარში. მხოლოდ არარეზიდენტი მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაკონვერტირდება მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში, ტენდერის გამოცხადების დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
10.8. არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის შემთხვევაში სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს, როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა (მიწოდების ადგილის შესაბამისად). საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
10.9.სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.10. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru