Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #72254758)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 72254758
Дата публикации: 09-05-2026
Сумма контракта: 1 177 791


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260009601
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2026 17:14
Начало приема предложения 24.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 29.05.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 1`177`791.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის საცხოვრებელი, სამზარეულო-სასადილო, ადმინიტრაციული და სადარაჯო შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 4`711.00 GEL
Размер гарантии 11`778 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: joto pataraia :: 09.03.2026 19:18
  • Последнее исправление: joto pataraia :: 08.05.2026 17:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676803&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის საცხოვრებელი, სამზარეულო-სასადილო, ადმინიტრაციული და სადარაჯო შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება სამშენებლო სფეროში მოქმედი წესებისა და ნორმების სრული დაცვით.
1.2.2 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ფაქტურა, ფერი (ჭერი - თეთრი, კედელი - კრემისფერი (ბეჟი) ან ხაკისფერი ან რუხი, ლამინატი - ხის ფაქტურით, ყავისფერი ან კრემისფერი (ბეჟი) ან რუხი) და დიზაინი) თანხმდება შემსყიდველთან.
1.2.3 მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა.
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების დაგროვება/გატანა დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით, მათ შორის ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით, მასალებით და სხვა.
1.2.7 მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები.
1.2.8 ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან, ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირთან/პირებთან ერთად.
1.2.9 სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.10 სამუშაოებისას გამოყენებული მასალები, მოწყობილობები, დანადგარები, სამუშაოს შესრულების ტექნოლოგია უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ნორმების და სტანდარტების შესაბამისი.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია, შესრულებულ სამუშაოებზე (ეტაპობრივი შესრულებისა და საბოლოოდ სამუშაოების დასრულების შემთხვევაშიც), საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ (სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის (სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობა, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების ფორმა N2-ით წარმოდგენილი სამუშაოების მოცულობებთან შესაბამისობა) წარმოდგენა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 180 კალენდარული დღე, შემსყიდველთან შეთანხმებული გაგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელშიც შედის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზის მიწოდების ვადაც.
1.4.2 ტენდერით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები ტარდება შენობებში, რომელშიც განთავსებულია თანამშრომლები და ბენეფიციარები, შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ სამუშაოები უნდა ჩატარდეს 3 (სამი) ეტაპად, კერძოდ:
1.4.2.1 პირველი ეტაპი - ადმინისტრაციული შენობა და კვების ბლოკი;
1.4.2.2 მე-2 ეტაპი - საცხოვრებელი შენობის ნახევარი;
1.4.2.3 მე-3 ეტაპი - საცხოვრებელი შენობის მეორე ნახევარი.
1.4.3 მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპები.
1.4.4 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს გეგმა-გრაფიკის შეთანხმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძევრი (ძევრის შშმ პირთა პანსიონატის (ფილიალი) შენობები).

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული საქონელი უნდა იყოს ახალი და უნაკლო.
1.6.2 შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (ჩამოთვლილი კომპონენტების არსებობის შემთხვევაში):
1.6.2.1 სახურავი, კარ-ფანჯრები (გარდა საკეტებისა), საკანალიზაციო დანადგარები, ტრანსფორმატორი, სანტექნიკა და ელექტროობა (გარდა ნათურებისა) - არანაკლებ 5 წელი;
1.6.2.2 გარე და შიდა სამღებრო სამუშაოები, გათბობის სისტემა, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები, წყალსადენისა და კანალიზაციის შიდა და გარე ქსელი, სანტექნიკა, აქსესუარები და ინვენტარი და ა.შ. - არანაკლებ 3 წელი;
1.6.2.3 საკეტები, ნათურები - არანაკლებ 1 წელი.
1.6.3 შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადაში დეფექტის/ხარვეზის/წუნის გამოვლენის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღისა აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი/წუნი - შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტის მქონე საქონელი ახლით ან/და „შემსყიდველის“ მიერ წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაო შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.6.4 წუნის/ხარვეზის/დეფექტის ან მწყობრიდან გამოსვლის ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაო გამო შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან შეცვლის ან სამუშაოების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში საქონლის ან/და სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
1.6.5 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2.5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.
1.6.6 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2.5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.7 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.3 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.5 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდება.
1.6.8 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2.5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 671556.00 ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის ან/და სარემონტო სამუშაოების შესრულების (მათ შორის შემსყიდველი სახელმწიფო დაწესებულებ(ებ)ისთვის/ორგანიზაცი(ებ)ისთვის შესრულებული უნდა ქონდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის ან/და სარემონტო სამუშაოების არანაკლებ 1 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000.00 ლარს) გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ფორმა N2-(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია).
2.2.1.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ შემსყიდველის - სახელმწიფო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ, რომელსაც 2020 წლის 01 იანვრიდან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ჯეროვნად შეუსრულა არანაკლებ 300 000.00 ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის ან/და სარემონტო სამუშაოები და რომლის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია პრეტენდენტს გამოცდილების დასადასტურებლად აქვს წარმოდგენილი. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს სამუშაოებს შესრულების პერიოდი და ხელშეკრულების ნომერი, ამასთან, ადრესატი უნდა იყოს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ და სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს წინარე ტენდერის ნომერი.
2.2.1.3 სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს ტენდერისთვის სტატუსი „გამოცხადებულია“ მინიჭების შემდგომ.
2.2.1.4 შემსყიდველი უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანიზაციებთან გადაამოწმოს წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილის ვალიდურობა.

2.2.1.5 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.
2.2.1.6 პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.6.1 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.2.1.6.2 დანართი N2-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა „შესყიდველი“ ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
2.2.1.6.2.1 დანართი N2-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტს, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ფორმა N2-(ებ)ი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დადასტურებული საგადახდო მოთხოვნა და ა.შ.)).

ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.2.1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.2.1.7.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.2.1.7.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
2.2.1.8 პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.1.9 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა:
2.2.1.9.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.
2.2.1.9.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დადგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით ამ მუხლის 2.2.1.9.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. გეგმა-გრაფიკის შედგენის დროს მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ „ინსპექტირების სერთიფიკატთან“ ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ ექსპერტიზის დასკვნა ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (საქონლის ან/და შესასრულებელი სამუშაოების) მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.1.3 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5

6.3 duration of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 პუნქტით ან 6.2 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტის შემთხვევაში ნახევარის ოდენობით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 ოცდაათი კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობით) შეიძლება წინასწარ ანაზღაურდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების, საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7.1.1.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
7.1.1.3 მიმწოდებლის მიერ წინასწარი საავანსიო გარანტიის გამოყენების შემთხვევაში, მისი გამოქვითვა მოხდება შესრულებული სამუშაოების პირდაპირ პროპორციულად (ყოველის შესრულებული სამუშაოს 10 %-ის ოდენობით), თუ თავად მიმწოდებელი არ მოითხოვს თანხის სრულად გამოქვითვას.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270205).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფორმა N2-ის, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) გაცემული საექსპერტო დასკვნის, ინსპექტირების დასკვნის, შუალედური/საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად ან მთლიანად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯოტო პატარაია, 595659365, jpataraia@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru