Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #72254718)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Justice and Civil Integration of the Autonomous Republic of Abkhazia
Номер конкурса: 72254718
Дата публикации: 09-05-2026
Сумма контракта: 32 978


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260009638
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2026 18:28
Начало приема предложения 16.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 18.05.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 32`978.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80522000 - Обучающие семинары
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 330.00 GEL
Размер гарантии 330 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gocha kharaishvili :: 08.05.2026 16:20
  • Последнее исправление: gocha kharaishvili :: 08.05.2026 18:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=686277&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პროექტის „ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის სატრენინგო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას ქ. რუსთავში. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 14-17 წლის, აფხაზეთიდან დევნილი 40 ახალგაზრდის ტრენინგები. მიმწოდებელმა თავად უნდა შეარჩიოს აფხაზეთიდან დევნილი 40 მონაწილე შემსყიდველთან შეთანხმებით. ტრენინგები ჩატარდება ერთი თვის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას - სულ 8 დღე. თითო დღეს ჩატარდება 2 ტრენინგი. თითოეულ ტრენინგზე იქნება 20 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი. თითო ტრენინგის ხანგრძლივობა - 120 წთ. (დამატებით 20-წუთიანი შესვენებით ხემსისთვის). ტრენინგის პერიოდი არ მოიცავს შესვენებისთვის და კვებისთვის განკუთვნილ დროს. ტრენინგების დაწყების დრო, ასევე, უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.2.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოცემულ ლოკაციაზე შესაბამისი სატრენინგო სივრცეების (ფართის) მოძიება, რომელიც გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 25 ადამიანზე. სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი და ცივი წყლით, გათბობა/გაგრილების სისტემით და სველი წერტილით. ასევე, შესაბამისი რაოდენობის სკამებით და მაგიდებით. სივრცეს უნდა ემსახურებოდეს დამლაგებელი და რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. ადგილზე მუდამ უნდა იყოს მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი ჰიგიენური საშუალებები (საპონი, ტუალეტის ქაღალდი, ქაღალდის ხელსახოცი ხელის გასამშრალებლად, ნაგვის ურნა და ნაგვის პარკები და სხვა).

ინფორმაცია ფართის შესახებ და მისი მახასიათებლები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
სივრცე (ფართი) უნდა მდებარეობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან არაუმეტეს 150 მეტრის რადიუსში.

1.2.3. მიმწოდებელმა ერთ ლოკაციაზე უნდა უზრუნველყოს 40 ახალგაზრდისთვის საჭირო რაოდენობის საკანცელარიო ნივთები (იხ. დანართი 1) და სხვა დამხმარე აღჭურვილობა (მაგ. ლეპტოპი, პროექტორი, დინამიკები, ფლიპჩარტის დაფა და სხვ.).

1.2.4. მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა დაამზადოს შესაბამისი რაოდენობის სერტიფიკატები ჩარჩოებით (ფორმატი A-4), რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ გადაეცემათ მონაწილეებს.

1.2.5. მიმწოდებელს თითოეულ ლოკაციაზე უნდა ჰყავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მინიმუმ 1 ტრენერი და 1 კოორდინატორი.

1.2.6. მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს სივრცის დღის წესრიგი შესაბამისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებითა და ტრენინგ-პროგრამით.

პროცესი უნდა მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:

● საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობები
● შემეცნებითი აქტივობები

ტრენინგ-პროგრამის მეთოდოლოგია უნდა მოიცავდეს ხელოვნური ინტელექტის თემატიკის სწავლებას პრაქტიკულ და ინტერაქტიულ ფორმატში.

პროგრამა უნდა იყოს ორიენტირებული მონაწილეთა უნარების განვითარებაზე და მოიცავდეს შემდეგ თემებს:

● ხელოვნური ინტელექტის ძირითადი ცნებები და პრინციპები
● ხელოვნური ინტელექტი, როგორც პირადი ასისტენტი თვითგანვითარებისთვის
● სხვადასხვა AI ინსტრუმენტების გამოყენება პრეზენტაციების, ვიზუალური და ვიდეომასალების შესაქმნელად
● ხელოვნურ ინტელექტთან სწორი კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მოძებისთვის კითხვების სწორი ფორმულირება
● ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საზღვრები და პირადი მონაცემების დაცვა
● AI-ის გამოყენება ვიზუალურ კონტენტსა და დიზაინში (მათ შორის, ფოტოდიზაინი და სხვა ციფრული პროდუქტები).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუკი პროექტის მონაწილე გააცდენს ტრენინგს/ტრენინგებს, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს აღნიშნული მონაწილის მშობლის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებითი წერილი. ამ შემთხვევაში გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ. ერთი და იმავე მონაწილის მიერ ტრენინგების 2-ჯერ გაცდენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს აღნიშნული მონაწილის ჩანაცვლება სხვა კანდიდატით სარეზერვო სიიდან. სარეზერვო სია მიმწოდებელმა უნდა შეადგინოს პროექტის დაწყებამდე შემსყიდველთან შეთანხმებით.

ანაზღაურება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად (მონაწილეთა დასწრების მიხედვით)

1.2.7. ტრენინგების მიმდინარეობის პერიოდში, სივრცეში თითოეული მონაწილისთვის უნდა იყოს 1,0 (2X0,5) ლიტრი სასმელი წყალი.

1.2.8. ტრენინგების ჩატარების დღეებში (შაბათ-კვირას) ყოველი ტრენინგის დასასრულს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა (40 ახალგაზრდა) ხემსი: სენდვიჩი (მაგ. ლორით, ყველით, ქათმის ხორცით და ა.შ. მონაცვლეობით), 2 სახეობის წვენი, სამი სახეობის დესერტი (მაგ. მაფინი, დონატი, კრუასანი, შუ და ა.შ. მონაცვლეობით), ჩირი და თხილეული.

1.2.9. პროექტის ფარგლებში მიმწოდებელმა ერთჯერადად უნდა განახორციელოს გასვლითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება/ექსკურსია 40 მონაწილისთვის რომელიც უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის ტექნოპარკში (ოქროყანა) შესაბამისი პროგრამით, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით. მიმწოდებელმა ექსკურსიის დღეს უნდა უზრუნველყოს თითოეული მონაწილის სრულფასოვანი კვება სულ მცირე ერთხელ (ლანჩბოქსები არ მოიაზრება). მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტრანსპორტის სრულად გამართვასა და მის უსაფრთხოებაზე, ასევე, პროექტის მონაწილეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე.

შენიშვნა: საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება/ექსკურსია სასურველია განხორციელდეს არასატრენინგო დღეს. ექსკურსია/ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებს თან გაჰყვება სამინისტროს 1 თანამშრომელი.

1.2.10. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს პროექტის მინიმუმ 1 კოორდინატორი და მინიმუმ 1 ტრენერი.
კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს:

● სივრცის ზედამხედველობა (სივრცის მოწესრიგება, საკანცელარიო ნივთების მომზადება, შესვენების და კვების ორგანიზება);
● მონაწილეთა მხრიდან მშობლის თანხობის ფურცლის შევსება და მათი დროული მიწოდება შემსყიდველისთვის (თანხმობის ფორმას მიაწოდებს შემსყიდველი);
● პროექტის მონაწილეების მობილიზება და მათი ტრენინგებზე დასწრების უზრუნველყოფა;
● თითოეულ ტრენინგზე მონაწილეთა დასწრების აღრიცხვა;
● მონაწილის მიერ ტრენინგის გაცდენის შემთხვევაში მონაწილის მშობლის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებითი წერილის წარდგენა სამინისტროს თანამშრომლისთვის;
● ტრენინგის დაწყებამდე სამინისტროს წარმომადგენელთან რამდენიმეწუთიანი ვიდეოჩართვის უზრუნველყოფა;
● ყოველი ჩატარებული ტრენინგის შემდეგ, დასწრების ტაბელისა და ტრენინგის მიმდინარეობის შესახებ ფოტო და ვიდეომასალის მიწოდება (თარიღის მითითებით).

შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კოორდინატორის მუდმივი ხელმისაწვდომობა და ეფექტური კომუნიკაცია სამინისტროს თანამშრომლებთან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში.
დამსწრეთა რაოდენობასა და ტრენინგების მსვლელობას მონიტორინგს გაუწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს თანამშრომელი/თანამშრომლები. ასევე, სამინისტროს წარმომადგენლები პერიოდულად ადგილზე განახორციელებენ პროცესის მონიტორიგს მიმწოდებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

1.2.11. მიმწოდებელმა უნდა დააორგანიზოს პროექტის გახსნის/დახურვის ღონისძიება შესაბამის სივრცეში (ქ. რუსთავი), რომელიც უნდა მოიცავდეს: მოწვეული სტუმრების მისასალმებელ სიტყვას, განხორციელებული პროექტის შესახებ კოორდინატორის/ტრენერის მიერ პრეზენტაციას/შეჯამებას (დახურვის შემთხვევაში), პროექტის შესახებ მონაწილეთა მხრიდან შთაბეჭდილებების გაზიარებასა და 40 სერტიფიკატის (ჩარჩოებით) გადაცემას (დახურვის შემთხვევაში) და 60 პერსონაზე ფურშეტს ტორტით (ფურშეტის მენიუ შემსყიდველთან შეთანხმებით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის პერიოდია მიმდინარე წლის ივნისის თვის 4 (ოთხი) შაბათი-კვირა (8 დღე).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. რუსთავი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სატრენინგო მომსახურების ან/და შემეცნებითი-გასართობი ღონისძიებების ან/და სემინარების ან/და ვორქ შოპის მიწოდების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2–ში CMR/SPA/NAT... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტ(ებ)ი-ს (ხელშეკრულებები, მიღება–ჩაბარების აქტები, ან სხვა მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ქალაქ რუსთავში ტრენინგების ჩატარებისთვის შესაბამისი სივრცე მომსახურების გასაწევად სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.2. პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3 (მითითებული მოთხოვნებისა და ინფორმაციის შესაბამისად) და ფართის საკუთრების ან/და სარგებლობის/განკარგვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. ფართის საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. ტრენერი (მინიმუმ 1 პერსონა) - უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, უნდა გააჩნდეს ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება, ტრენერობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა და პროექტის თემატიკის შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები არ უნდა იქნეს გაცემული პრეტენდენტი ორგანიზაციის მიერ. ამასთანავე, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე სათადარიგო ერთი ტრენერის დოკუმენტაცია.

2. კოორდინატორი (1 პერსონა) - უნდა ჰქონდეს ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 პროექტში), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით/ცნობით. აღნიშნული დოკუმენტი არ უნდა იყოს გაცემული თავად მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ. ამასთანავე, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე სათადარიგო ერთი კოორდინატორის დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების დასრულების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოჩა ხარაიშვილი, 593584559, abkhaziajustice@procurement.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი მანანა დემურია , ტელეფონის ნომერი 577 09 20 25.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1. ფასების ცხრილი (დანართი №1), ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას.
10.2.2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.
10.2.3. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.4. ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru