Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #72254684)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 72254684
Дата публикации: 09-05-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260009672
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.05.2026 23:37
Начало приема предложения 17.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 19.05.2026 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 10`304.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 80`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
  • 50710000 - Ремонт и обслуживание электрического и механического оборудования зданий
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქ. №38ა-ში მდებარე დახურული საცურაო აუზის მოვლა-დასუფთავების, დეზინფექციისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვას (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) შესყიდვა.
დაფინანსების წყარო:
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 64 000 ლარი;
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 16 000 ლარი.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 103.00 GEL
Размер гарантии 800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha leverashvili :: 06.05.2026 10:43
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 08.05.2026 23:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=685708&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქ. №38ა-ში მდებარე დახურული საცურაო აუზის მოვლა-დასუფთავების, დეზინფექციისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვას (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურეობა მოიცავს ქ. თბილისი, რამიშვილის ქ. N38ა-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტზე არსებული დახურული ტიპის საცურაო აუზის მომსახურეობას საჭიროებისამებრ (საორიენტაციოდ კვირაში 2-ჯერადი ვიზიტი) სპეციალისტთა ჯგუფის საშუალებით, რათა დაცული იყოს აუზში წყლის ქიმიური და ტემპერატურული რეჟიმი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დეფექტური აქტის შედგენას, დაზიანებული დეტალების შეცვლას და სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებას;

1.2.2 მომწოდებელი ვალდებულია სპეციალისტთა ჯგუფის საშუალებით უზრუნველყოს აგრეგატების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი:
1.2.2.1 სატუმბი მოწყობილობის (პომპა) კონტროლი;
1.2.2.2 ფილტრის და მისი მანომეტრის კონტროლი (ფილტრის მოვლა-გასუფთავება-გარეცხვა);
1.2.2.3 გათბობა-წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების კონტროლი;

1.2.3 მომწოდებელი ვალდებულია სპეციალისტთა ჯგუფის საშუალებით უზრუნველყოს წყლის სისუფთავის შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ქიმიკატებით დეზინფიცირების (ქიმიკატების დოზაციის) რეგულირება და კონტროლი:
1.2.3.1 წყალში თავისუფალი ქლორის რაოდენობის მუდმივად შენარჩუნება, აუზის წყლის ნორმების შესაბამისად (წყლის მაჩვენებლების შესაბამისად, საჭიროებისამებრ გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ქიმიკატი);
1.2.3.2 წყალში pH დონის შესანარჩუნებლად 7.2 -7.6 მაჩვენებლის ფარგლებში (ქიმიკატი - pH დონის ასაწევი საშუალება ან ქიმიკატი - pH დონის დასაწევი საშუალება)
1.2.3.3 წყლის საერთო და კარბონატული სიხისტის კვირაში ორჯერ კონტროლი პორტატული ანალიზატორით;
1.2.3.4 წყალში ხავსის საწინააღმდგო ხსნარის კვირაში ერთხელ და/ან საჭიროებისამებრ შესაბამისი დოზის დამატება (ქიმიკატი - ალგეციდი აუქაფებელი);
1.2.3.5 ფლუკოლანდის კვირაში ორჯერ შესაბამისი დოზის დამატება;
1.2.3.6 ქლორის ტაბლეტი 180-250 გრ მულტი ეფექტით (არანაკლებ 10 კომპონენტიანი, მათ შორის შემცველობა: დეზინფექტანტი ალგიციდი, ფლუკონატი პჰ-ის სტაბილიზატორი, ქლორის სტაბილიზატორი, ბაქტერიციდი. ე.წ „შოკი“) კვირაში ერთხელ და/ან საჭიროებისამებრ შესაბამისი დოზის დამატება;
1.2.3.7 საცურაო აუზის წყლის ხარისხის/პარამეტრების (ქლორის, pH-ის, სიხისტის, მჟავიანობის დონე) შემოწმება საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ციფრული ფოტომეტრის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია სასმელი და აუზის წყლის ანალიზისთვის და გააჩნია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ან სხვა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ გაცემული დაკალიბრების სერტიფიკატი;
1.2.3.8 საჭიროების შემთხვევაში საცურაო აუზის წყლის ბაქტეოროლოგიური ანალიზის ჩატარება;

1.2.4 მომწოდებელი ვალდებულია სპეციალისტთა ჯგუფის საშუალებით უზრუნველყოს აუზის ფსკერის, კედლების და მიმდებარე ბილიკების დასუფთავება:
1.2.4.1 აუზის ფსკერის და კედლების დასუფთავება სპეც. საშუალებებით - რობოტის ან/და მექანიკური საწმენდი მოწყობილობის მეშვეობით;
1.2.4.2 საცურაო აუზის, სარეზერვო აუზის, საფილტრი დანადგარების, რობოტის ფილტრის და აუზის სხვა მოწყობილობების მოვლა-გასუფთავება;
1.2.4.3 აუზის გარშემო არსებული ბილიკების იმ შესაბამისი ხსნარ(ებ)ით დამუშავება და დეზინფიცირება, რომლებიც უზრუნველყოფს ისეთი სახის ინფექციების განადგურებას, როგორიცაა სოკო, სტაფილოკოკი, ჰეპატიტი B, ვირუსი Rarva (მეჭეჭების გამომწვევი ვირუსი) და სხვა (ქიმიკატი - მადეზინფიცირებელი საშუალება);
1.2.4.4 საჭიროების შემთხვევაში საცურაო აუზის დარბაზის შესასვლელების წინ განთავსებულ ჯამებში შესაბამისი დოზის ქლორირებული ხსნარის განთავსება და მისი შეცვლა (ქიმიკატი - ჰიპოქლორიდი);
1.2.4.5საჭიროების შემთხვევაში, აუზში წყლის შეცვლა (გაშვება და ახლით შევსება) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან;

1.2.5 პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უნდა იქნას ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი სათადარიგო ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით და მათი ღირებულება განსაზღვრული იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (მეორადი სათადარიგო ნაწილის ღირებულება ნაკლები უნდა იყოს ახალი სათადარიგო ნაწილის ფასზე).
1.2.6 შემსრულებელმა გაუმართაობის დიაგნოზის დასმა, დეტალების შეცვლა და სისტემის ჩართვა/ექსპლუატაციაში გაშვება უნდა მოახდინოს აგრეგატის ობიექტიდან გატანის გარეშე; აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეგატის გატანა უნდა მოხდეს ხელშეკრულების კოორდინატორთან შეთანხმებით;
1.2.7 შემსრულებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შესაბამის უფლებამოსილ პირთან;
1.2.8 მომსახურეობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ;
1.2.9 სპეციალისტი აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ხელსაწყოთი;
1.2.10 მუშაობის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები;
1.2.11 მომწოდებელმა სამუშაოების წარმოებისას დაუდევრობის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით;
1.2.12 შესყიდვის ღირებულება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს;

1.2.13 პრეისკურანტში დანადგარის ტექნიკური მომსახურების/საქონლის რომელიმე ერთეულის არასებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი (მისი შესყიდვის აუცილებლობისას) დადგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში დანადგარის ტექნიკური მომსახურების ერთულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 მიმწოდებელი ვალდებულია, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოძახებიდან არაუმეტეს 12 საათში, გამოცხადდეს ობიექტზე საავარიო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოს დეფექტური აქტის შედგენას (დეფექტური აქტის შესადგენად საჭირო ხარჯების ანაზღაურება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა) და დაზიანების აღმოფხვრა, თუ სამუშაოების ჩატარება არ საჭიროებს რთულად მოსაძიებელი დეტალის შეცვლას;
1.4.3 მიმწოდებელი ვალდებულია თუ შეკეთება არ მოითხოვს სათადარიგო ნაწილის შეცვლას, დეფექტური აქტის ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს სათადარიგო ნაწილის შეკეთება.
1.4.4. მიმწოდებელი ვალდებულია, თუ შეკეთება მოითხოვს სათადარიგო ნაწილის შეცვლას, დეფექტური აქტის ხელმოწერიდან 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოს სათადარიგო ნაწილის შეცვლა, თუ არ არის აუცილებელი აღნიშნული სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთა.
1.4.5. მიმწოდებელი ვალდებულია თუ შეკეთება მოითხოვს სათადარიგო ნაწილის შეცვლას და ამასთან, აუცილებელია აღნიშნული სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთა, მიმწოდებელს განესაზღვრება გონივრული ვადა სათადარიგო ნაწილის შესაცვლელად (აღნიშნულ შემთხვევაში, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა წარუდგინოს შემსყიდველს სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი) რის შემდეგაც განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ვადა.
1.4.6 საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად, იგივე ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აუზში წყლის შეცვლა.
1.4.7 მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე მუდმივად ჰქონდეს არანაკლებ ორი კვირის საკმარისი ქიმიკატის მარაგი. მარაგის შემცირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეავსოს იგი;

1.4.8 ყოველთვიური დათვალიერება-შემოწმების მიზნით, შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო შეტყობინების გზით გაიგზავნება მოთხოვნა მიმწოდებლისთვის, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში გამოცხადდეს ადგილზე. შესაბამისად ანაზღაურება ყოველ ჯერზე განხორციელდება მხოლოდ შემსყიდველის მიერ მითითებულ/მოთხოვნილ პოზიციებზე.

შენიშვნა: შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს სატელეფონო შეტყობინების ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების თარიღი ჩაითვლება შესასრულებელი დავალების გაცემის თარიღად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქუჩა N38ა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე და შეცვლილ დეტალებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში. (პრეტენდენტი ვალდებულია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). მწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული დეტალების შეკეთება/შეცვლა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების საცურაო აუზების ექსპლუატაციის მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირების მითითებით.
2.9.2 პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილ პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტში მოცემულ შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ზღვრულ ფასებს.
2.9.3 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა ლევერაშვილი, 598979794, lashalevera13@gmail.com / mia@procurement.gov.ge; ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლოლა არსოშვილს ტელ: 595 88-96-48.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების პრეისკურანტი დანართი N1-ის მიხედვით (პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 ინფორმაცია მონაწილე პრეტენდენტი პირის მიერ 2023 წლის 01 იანვრიდან არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების საცურაო აუზების ექსპლუატაციის მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.
ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

10.2.3 ინფორმაცია გაწეულ მომსახურებაზე და შეცვლილ დეტალებზე საგარანტიო ვადის შესახებ.

10.2.4 ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირების მითითებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru