1. საჭირო მომსახურება:
1.1 ბუშტების გოგონების მსვლელობა - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
სხვადასხვა ფერის ბუშტებისგან შექმნილ სპეციალურ ტანისამოსში
შემოსილი გოგონას მოწვევა, რომლების 4 საათის განმავლობაში
განახორციელებენ პერფორმანსს. რაოდენობა 4 პერსონა.
1.2 მსახიობთა დასი თემატური კოსტიუმებით, ოჩოფეხებზე, განახორციელებენ
პერფორმანსს 4 საათის ხანგრძლივობით. თემატიკა, დიზაინი და ლოკაცია
შემსყიდველთან შეთანხმებით. რაოდენობა 4 პერსონა.
1.3 ფოტოჯიხური (დროებითი სარგებლობისთვის) - მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს 2 ფოტოჯიხურის განთავსება და ულიმიტო ფოტოების ბეჭდვა,
ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით. რაოდენობა 2 ცალი.
1.4 გიფის აპარატი (დროებით სარგებლობისთვის)-გიფის აპარატით
მომსახურება, ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით. რაოდენობა 2 ცალი.
1.5 მეწარმეების დახლები (დროებითი სარგებლობისთვის) - მიმწოდებელმა
ღონისძიება უნდა უზრუნველყოს 20 ცალი დახლით (მაგიდის ზედაპირის სიგრძე
არანაკლებ - 1,6 მ, სიგანე - 0,6 მ; დახლის კონსტრუქციის სიმაღლე არანაკლებ -2,2მ),
რომელიც გადახურული უნდა იყოს ფერადი წყალგაუმტარი ტენტით. თითოეულ
დახლთან უნდა განთავსდეს ორი სკამი. დახლებზე განლაგდება ადგილობრივი
მეწარმეების მიერ წარმოებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები,
სუვენირები და სამკაულები. ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით.
რაოდენობა 20 ცალი.
1.6 სახეზე მოხატვა - რაოდენობა 2 ცალი. სპეც საღებავებით, ფუნჯებით, წყლით,
მაგიდით, სკამით შემდგარი არანაკლებ 2 (ორი) კომპლექტითა და 2 (ორი)
მხატვარით უზრუნველყოფა. მომსახურება ღონისძიების განმავლობაში 18:00
საათიდან–20:00 საათამდე. რაოდენობა 2 ცალი.
1.7 საპნის ბუშტების პერფორმანსი - საპნის ბუშტების აპარატი, პერფომანსი
არანაკლებ 2 მომსახურე პირის ჩართულობით, მომსახურება ღონისძიების
განმავლობაში 19:00 საათიდან–21:00 საათამდე. ლოკაცია შემსყიდველთან
შეთანხმებით. რაოდენობა 1 კოპლექტი.
1.8 საკონცერტო სცენით მომსახურება -სცენის ზომა 10X8 მეტრი, სიმაღლე
მიწიდან არანაკლებ 1,30 მეტრი, ასასვლელი კიბეები ორივე მხრიდან,
(ალუმინის კონსტრუქცია), გვერდებიდან და უკანა მხრიდან გაჭიმული,
ფარდები, სცენის გადახურვა11X9 მეტრი (ალუმინის კონსტრუქცია), სიმაღლე 6
მეტრი, გახმოვანების და განათების პულტებისათვის საჭიროა სცენის უკან
პოდიუმი 5X2X1. 2 მეტრი გადახურვით (ტენტი). რკინის დროებითი ღობეები სცენის
წინ 2 მეტრში, გახმოვანების და განათების პულტებისათვის პოდიუმის
გარშემო. სცენისა და გახმოვანების და განათების პულტებისათვის პოდიუმს
შორის 1 მეტრი სიგანის კორიდორი. სცენის მონტაჟი უნდა განხორციელდეს
ღონისძიების განხორცილებამდე 12 საათით ადრე. დემონტაჟი ღონისძიების
დასრულების შემდგომ. რაოდენობა 1 კომპლექტი.
1.9 გახმოვანების აპარატურით მომსახურება - წინა ხაზი - ხაზობრივი წყობის,
კონსტრუქციაზე დასაკიდებელი, საშუალო და მაღალი სიხშირის დინამიკები
2000 W ხაზობრივი წყობის (Line Array), დასაკიდი გახმოვანების სისტემა ცოცხალი
შესრულებისთვის: ლაინ არრაის (Line array) ტიპის აქტიური ხაზობრივი წყობის
დაბალი, საშუალო და მაღალი სიხშირის 3 ზოლიანი აქტიური აკუსტიკური
სისტემა არანაკლებ 40 კვტ. თითოეული ლაინ არრაი-ს (Line array) მოდულის
(დინამიკის) ნომინალური სიმძლავრე უნდა იყოს 2000W ვატი. ჯამში არანაკლებ 24
ცალი; ხმის პულტი, ციფრული, პლანშეტური მართვითა და მრავალარხიანი
ჩაწერის შესაძლებლობით არანაკლებ 32 in/16out არხის მხარდაჭერით, ციფრული
მულტიკორი (სთეიჯ ბოქსი) არანაკლებ 32 in/16out არხის მხარდაჭერით და ლეპტოპი 1
ცალი; ხმის რეჟისორის მომსახურება; გახმოვანების აპარატურის
მონტაჟი-დემონტაჟი (რაიდერი შეთანხმებული უნდა იყოს ღონისძიებაში
მონაწილე ბენდებთან). რაოდენობა 1 კომპლექტი.
1.10 განათებით მომსახურება - მოძრავი თავი ბიმი 7R 230 ვატი 12 ცალი; მოტრიალე
თავი ლედ ვიში 10*36 360 ვატი 16 ცალი; ლედ ბლაინდერი 2 ცალი; სტრობ ლაითი
სიმძლავრე 3000 ვატი 2 ცალი; ნისლის მანქანა სიმძლავრე 1000 ვატი 2 ცალი;
განათების სამართავი პულტი და ლეპტოპი 1 ცალი; კომუტაცია
(დამაგრძელებლები, შემაერთებელი კაბელები); განათების ობიექტის
მონტაჟი - დემონტაჟი (შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილებზე);
განათების რეჟისორის მომსახურება; ტექნიკოსი. რაოდენობა 1 კომპლექტი.
1.11 მანქანა გენერატორი: შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს, გამოხვანების
აპარატურის, სცენის განათებისა და სხვა კონცერტის ორგანზიებისათვის
საჭირო ელექტრო ენერგიის მიწოდება სცენაზე, მინ. 50 კვტ 8 საათის
განმავლობაში. რაოდენობა 1 ცალი.
1.12 ბრენდირებული ჰელიუმის ბუშტები - რაოდენობა 300 ცალი. შემსრულებელმა
უნდა უზრუნველყოს ბავშვებისათვის ლენტზე დამაგრებული ჰელიუმის
ბუშტების დარიგება. რაოდენობა 300 ცალი.
1.13 მანათობელი სამაჯურები: - რაოდენობა 1500 ცალი. შემსრულებელმა უნდა
უზრუნველყოს ბავშვებისათვის სანათების დარიგება. რაოდენობა 1500 ცალი.
1.14 საბავშვო თამაშებით მომსახურება რაოდენობა - 1 კომპლექტი - 4 საათი
განმავლობაში
• მაგიდის ჰოკეი - 4ც მაგიდა;
• თევზაობა - 5 კომპლექტი;
• რგოლის სროლა მიზანში - 5 კომპლექტი;
• ბურთის სროლა მიზანში - 2 ცალი;
• მაგნიტური დართსი - 2 ცალი;
• მინიგოლფი - 2 ცალი;
• საჰაერო ჰოკეი – 3 ცალი
• მინი მოლბერტებით მინი ესკიზის მასტერკლასები - 1 ცალი
• ბოთლის მოხატვის მასტერკლასი - 1 ცალი
• მუსიკალური ვორკშოპი - 1 ცალი
• ფერადი მავთულის თემატური ნივთების შექმნის მასტერკლასი - 1 ცალი
• ხის ცხოველის გაფერადების მასტერკლასი - 1 ცალი
• თექის მასტერკლასი - 1 ცალი
• თემატური თაბაშირის გაფერადება - 1 ცალი
• ქოთნების მოხატვის თემატური მასტერკლასი - 1 ცალი
• სხვადასხვა ფერის ბუშტებისგან ფიგურების შექმნა - 1 ცალი
• ჯენგა - 1 ცალი
• სამაგიდო თამაში ჭადრაკი - 3 ცალი
• სამაგიდო თამაში ნარდი - 3 ცალი
• გააძვრინე ფრიზბი - 2 ცალი
• მინი გოლფი - 1 ცალი
• გოლფი - 1 ცალი
• თამაში X&O – 2 ცალი
• თამაში “ჩააგდე მიზანში” – 2 ცალი
• თამაში “ვირტუალური რეალობა” - 2 ცალი
რაოდენობა 1 კომპლექტი.
1.15 თავისუფალი სამხატვრო და საძერწი სივრცის მომსახურება: რაოდენობით 3
ცალი. სახატავი და საძერწი საშუალებები , ასევე კინეტიკური ქვიშა უნდა
იყოს ჯანმრთელობისათვის უვნებელი მასალისგან დამზადებული. სივრცეებს
უნდა ჰყავდეს თავისი ზედამხედველი. რაოდენობა 3 ცალი.
1.16 ანიმატორები: რაოდენობა 5 პერსონა. ანიმატორებმა უნდა უზრუნველყონ
ბავშვებისათვის მინ 90 წუთიანი გასართობი პროგრამის უზრუნველყოფა და
აღჭურვილი უნდა იყვნენ საჭირო აპარატურითა და თამაშებით. რაოდენობა 5
პერსონა.
1.17 ზღაპრის გმირების მომსახურება: ზღაპრის გმირები უნდა იყვნენ
კოსტიუმირებულები ცნობილი პერსონაჟების ფორმაში. პერსონაჟები უნდა
იყოს როგორც ქართული, ისე უცხოური ზღაპრებისა და ანიმაციების გმირები.
რაოდენობა 6 პერსონა.
1.18 ილუზიონისტის მომსახურება: ილუზიონისტმა უნდა უზრუნველყოს 30 წუთიანი
შოუ პროგრამის წარმიოდგენა ბავშვებისათვის, ყველა საჭირო ინვენტარი და
აღწურვილობა უნდა უზრუნველყოს შემსრულებელმა. რაოდენობა 1 პერსონა.
1.19 მაისური: შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს მაისურების მოწოდება წინ
თბილისის მერიის ლოგოთი და უკან წარწერით "ორგანიზატორი". რაოდენობა 50
ცალი.
1.20 ბენდი:შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ცნობილი მუსიკალური ბენდის
მოწვევა. ბენდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 6 წევრისგან და უნდა ასრულებდეს
ჰიპ-ჰოპ მიმდინარეობას. ბენდს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 7 წლიანი
მოღვაწეობის გამოცდილება და უნდა ასრულებდეს მხოლოდ საავტორო
სიმღერებს (დასაზუსტებლად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცნობა
საავტორო უფლებების შესახებ ან იუთუბ ლინკი). ბენდის იუთუბ ვიდეოს უნდა
ჰქონდა არანაკლებ 10 მილიონი ნახვა. მუსიკალურმა ბენდმა უნდა შეასრულოს
მინ 70 წუთიანი რეპერტუარი დამკვეთთან შეთანხმებით. რაოდენობა 1 ბენდი.