Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Кино услуги и видео услуги (Грузия - Тендер #72138676)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 72138676
Дата публикации: 02-05-2026
Сумма контракта: 83 600


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260009033
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.05.2026 19:44
Начало приема предложения 09.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.05.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 83`600.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 92100000-Кино услуги и видео услуги
Коды классификатора
  • 92111000 - Производство кинофильмов и видеофильмов
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 836 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam berkatsashvili :: 29.04.2026 16:16
  • Последнее исправление: mariam berkatsashvili :: 01.05.2026 19:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=684796&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დოკუმენტების საიმიჯო ვიდეორგოლის მომზადების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ორიენტირებულია მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესისა და ტენდენციების კვალდაკვალ განვითარებაზე. შესაბამისად, თანამედროვე გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, ზრუნავს ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების მაღალი სტანდარტის დანერგვაზე. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ - სააგენტო) უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, გამარტივებას და ქვეყანაში ინოვაციური მომსახურებების დანერგვას.
სააგენტოს მიერ ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა საერთაშორისოდ აღიარებულია, რამაც ხელი შეუწყო 2017 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას. თუმცა, უსაფრთხო ელექტრონული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების თანამედროვე ტექნოლოგიებმა, 2011 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საქართველოში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადება.

2025 წლიდან სააგენტომ დაიწყო ახალი თაობის დოკუმენტების გაცემა, რომლებიც სრულად პასუხობს მსოფლიო ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს. ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა კიდევ უფრო მეტადაა დაცული თანამედროვე დამცავი ნიშნებით, შესაბამისად, მეტად უსაფრთხო და სანდოა.
გარდა ამისა, ახალი თაობის პირადობის ელექტრონული მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებითაა დატვირთული. ორივე დოკუმენტში დატანილია საქართველოს გერბი, დროშა, ქვეყნის რუკა, კავკასიონის ქედის და შავი ზღვის ტალღების გრაფიკული ნახატი, რაც საქართველოს რელიეფურ მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს. ასევე, დატანილია ქართული ორნამენტები, შვეიცარიელი მოგზაურისა და სიძველეთა მკვლევარის, მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ქართული თემატიკის გრავიურები და უძველესი პიქტოგრამები.


ახალი დიზაინის ბიომეტრიული პასპორტი
საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი შეიცავს ინფორმაციას ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურული ღირებულებებისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.
ახალი თაობის პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების გვერდი არის პოლიკარბონატის, შესაბამისად, უფრო გამძლეა და დაცულია დაზიანებისაგან.
ახალი პასპორტი 38-გვერდიანია. თითოეულ გვერდზე წარმოჩენილია საქართველოს რეგიონები, მათი ინდივიდუალური, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და უნიკალური მახასიათებლებით, რითაც ხაზია გასმული უძველეს ისტორიაზე, ქვეყნის მრავალფეროვნებასა და ეროვნულ იდენტობაზე.
ახალი ბიომეტრიული პასპორტის კონცეფცია აგებულია სიმბოლურ მოგზაურობაზე, რომელიც იწყება თბილისში, მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს და სრულდება აფხაზეთში. თითოეული გვერდი ასახავს ერთ-ერთი რეგიონის ძველ პეიზაჟებს, კულტურულ არტეფაქტებსა და ეთნოგრაფიულ მასალას. ასევე, გამოყენებულია საქართველოს ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის წითელ წიგნში შეტანილი სახეობები (რაც ხილულია ულტრაიისფერი ნათებისას (UV)).
მაგ:
- თუშეთი - თუშეთის გრავიურა (კავკასიის ფოტოგრავიურების სერია). საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული თუშური კოშკის ილუსტრაცია წიგნიდან: თუშეთი.
ულტრაიისფერ ნათებაზე - თუშური კოშკის ილუსტრაცია წიგნიდან: თუშეთი. მთის ჭივჭავი - წითელ წიგნში დაცული ფრინველი.
- ქვემო ქართლი - ფონი - ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე - ციხე-ქალაქ სამშვილდეს გრავიურა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბოლნისის სიონის V საუკუნის ბარელიეფი - ბოლნისის სიონის უძველესი წარწერა, ელეფთერ ლაფაჩის კოლექციიდან.
ულტრაიისფერ ნათებაზე - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბოლნისის სიონის V საუკუნის ბარელიეფი - ბოლნისის სიონის უძველესი წარწერა, ელეფთერ ლაფაჩის კოლექციიდან. თიხნარის ბაზი - წითელ წიგნში დაცული მწერი.
- აფხაზეთი - ფონი - ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე - გაგრის ნავსადგური.საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ილორის ბარძიმის ფოტო - აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ულტრაიისფერ ნათებაზე - საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ილორის ბარძიმის ფოტო - აფხაზეთის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. სოსნოვსკის სკიპალო - წითელ წიგნში დაცული ყვავილოვანი მცენარე.
- შიდა ქართლი - ფონი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაცული სოფელ შუა ერმანის (ჯავა) ფოტოსგან შექმნილი გრავიურა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ე.წ. დასამწყალობელი ხატი, გერის წმ. გიორგის ეკლესიიდან (ერედვი).
ულტრაიისფერ ნათებაზე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ე.წ. დასამწყალობელი ხატი, გერის წმ. გიორგის ეკლესიიდან (ერედვი). ცირცელი - წითელ წიგნში დაცული ყვავილოვანი მცენარე და სხვ.


ახალი თაობის პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობა
ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
დოკუმენტის ზოგიერთი დამცავი ნიშნის ამოცნობა შესაძლებელია დახედვისას, გადახრისას და შეხებისას.
განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.
პირადობის მოწმობის წინა მხარეს ოპტიკურად ცვალებადი მელნით დატანილია ელექტრონული დოკუმენტის აღმნიშვნელი ნიშანი, გადახრისას კი შეიმჩნევა უძველესი ქართული პიქტოგრამა.
დოკუმენტის მოძრაობისას საქართველოს დროშას აქვს ცვალებადი ეფექტი, მოწმობაზე შეხებისას კი შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები.
ბარათის უკანა მხარეს დატანილია ჰორიზონტალური ოპტიკურად ცვალებადი ფერადი დამცავი ძაფი, რომელზეც გამოსახულია ძველი ქართული პიქტოგრამები.


დამატებითი ინფორმაცია:
- ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის დანერგვის შემდეგ, მოქალაქეები, რომელებიც უკვე ფლობენ ვადიან დოკუმენტებს, ვალდებული არ არიან, შეცვალონ ისინი ახლით;
- აღსანიშნავია, რომ არ იცვლება პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის საფასურები;
- დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.

________________________________________________
მარკეტინგული მიზნები
რას უნდა ასახავდეს ვიდეორგოლი?
- მოქალაქეების ცნობიერებისა და ნდობის გაზრდა - ახალი დოკუმენტების ტექნოლოგიური, დიზაინერული და უსაფრთხოების უპირატესობების შესახებ.
- ეროვნული თემატიკის წარმოჩენა პასპორტში დატანილი თითოეული კუთხის ღირსშესანიშნაობებით;
- ახალ დოკუმენტებზე მოთხოვნის გაზრდა - მოქალაქეებში ეროვნული იდენტობის, სიამაყისა და კუთვნილების გაზრდა;
- სააგენტოს წარმოჩენა როგორც პროგრესზე ორიენტირებული უწყების;
- სააგენტოს იმიჯის გაძლიერება - მუდმივად ზრუნავს, გასცეს სანდო, მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან დაცული დოკუმენტები.

მიზნობრივი სეგმენტი
ვისზე უნდა იმოქმედოს გზავნილმა?
პირველადი სეგმენტი - საქართველოს მოსახლეობა (ქალი - მამაკაცი)
• I – 25-40 წელი
• II - 41-60 წელი
• III – 18-24 წელი

მომხმარებლის მოლოდინი
მომხმარებლის სავარაუდო „ინსაითი“ ამ საკითხის მიმართ:
- ვფლობ მაღალტექნოლოგიური დოკუმენტს, რომელიც უფრო მეტად არის დაცული დაზიანებისა და გაყალბებისგან;
- ვამაყობ, რომ მაქვს ეროვნული და მაღალტექნოლოგიური თემატიკის დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩემი ქვეყნის უნიკალური ღირსშესანიშნაობები.

პროექტის შედეგები
- ახალი დოკუმენტების ცნობადობისა და სანდობის გაზრდა;
- ახალი დოკუმენტების მიმართ პოზიტიური განწყობის განზრდა;
- ახალ დოკუმენტებზე მოთხოვნის გაზრდა (ტრენდულობა);
- სააგენტოს ცნობადობის გაზრდა

დავალება
ახალი დოკუმენტების უპირატესობების, უნიკალური ეროვნული დოკუმენტის წარმოჩენა
o 1 საიმიჯო ვიდეორგოლის (40-50 წმ) დამზადება (ვიდეოგადაღებით და გრაფიკული ანიმაციებით);
o ენა: ქართული (ორი ვერსია: ერთი ტიტრების გარეშე, ხოლო მეორე - ინგლისური სუბტიტრებით)
გადაღების ლოკაცია - პასპორტში მოცემული რეგიონები, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლები და ფლორა-ფაუნა შემსყიდველთან შეთანხმებით.
ვიდეორგოლი უნდა იყოს საქართველოს ყველა მაუწყებლის ფორმატის შესაბამისი, კერძოდ:
o არანაკლებ 4K, ასევე Full HD და format: MXF OP1a
o Audio -12dB 48000 Mhz Stereo
o Stereo Bitrate: მინიმუმ 320 kbps
o ვიდეო ფაილის ფორმატი - mp4, mov
სცენარი და სიუჟეტი მომზადდება მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველის მხრიდან მიეწოდება საჭირო ინფორმაცია;
o 3 preroll-ის (10 -15 წმ.) დამზადება - Google Ads-ზე სამი კვირით განთავსება (მინიმუმ 500 000 ნახვა და განთავსების გეგმის წარმოდგენა);
o 15 რილზის (15-20 წმ.) მომზადება სხვადასხვა პროფესიისა და ცნობადი სახეების (ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ჰერალდიკოსი) ადამიანების მონაწილეობით, სააგენტოს „Facebook“-ის გვერდზე განსათავსებლად;
o ტიკ-ტოკის „კონტენტის“ მოფიქრება, სამიზნე სეგმენტზე გათვლილი ინფლუენსერის ჩაწერა და მისსავე არხზე განთავსება, რომელსაც 50 000-ზე არანაკლები ფოლოვერი ეყოლება.


შენიშვნა: პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა შეუთანხმოს სცენარი და გაითვალისწინოს შემსყიდველის მოსაზრებები და შენიშვნები. შენიშვნების გათვალისწინება და ცვლილებების ასახვა უნდა მოხდეს პროდუქტის საბოლოოდ წარმოდგენამდე; ასევე, გადაღების პროცესში მიმწოდებელმა შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს კადრების შერჩევა, მონტაჟი, ფერთა კორექცია, მუსიკა და ხმოვანი ეფექტები (კადრს გარეთ ხმა) და ა. შ. შემსყიდველი უფლებას იტოვებს, თუ არ მოეწონება ვიდეო მასალა მოითხოვოს ხელახალი გადაღებების ორგანიზება.


კომუნიკაციის ტონი და ფორმა
• კომპეტენტური
• დამაჯერებელი
• მეგობრული


ვიდეორგოლების წარმოების ტექნიკური მოთხოვნები:
o საჰაერო გადაღებები;
o 3D გრაფიკა;
o ვიდეორგოლის გადაღება უნდა განხორციელდეს - ვიდეოამწე, ეგრეთ წოდებული სლაიდერი (რელსი) და სხვა ტექნიკური საშუალებები, რაც საჭიროა მხატვრული ღირებულებების ასამაღლებლად;
o ვიდეორგოლის ფერების კორექცია უნდა მოხდეს პროფესიონალური ფერების კორექციის პროგრამებით (Davichi, adobe, SpeedGrade) ან სხვა ანალოგიური ხარისხის და შესაძლებლობების პროგრამებით);
o მაღალი ხარისხის კინოკამერა;
o მუსიკა, რომელიც დაედება რგოლს, დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს და უნდა იყოს ლიცენზირებული, დაცული საავტორო უფლებებით;
o გახმოვანება - მამაკაცი, დამკვეთთან შეთანხმებით;
o ვიდეორგოლი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან შესაბამისი;
o ვიდეოებში მონაწილე მსახიობი (მსახიობები), ინფლუენსერი წინასწარ უნდა იყოს დამკვეთთან შეთანხმებული.
o საბოლოო პროდუქტები წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო პროდუქტზე შემსყიდველს გადასცეს ყველა ქონებრივი საავტორო უფლება (Copyright) შეუზღუდავად დროში, ტერიტორიულად და გამოყენების მიზნით. შემსყიდველი იძენს სრულ უფლებას პროდუქტის გამოყენებაზე, რეპროდუცირებაზე, გავრცელებაზე, კომერციალიზაციაზე, მოდიფიკაციასა და პუბლიკურ ჩვენებაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- დოკუმენტების საიმიჯო ვიდეორგოლის სცენარის წარმოდგენა ხელშეკრულების დადებიდან 10 სამუშაო დღეში, მზა ვიდეორგოლის ჩაბარება - მისი შეთანხმებიდან (არაუმეტეს 10 სამუშაო დღე) შემდეგ 15 სამუშაო დღეში;
- საკომუნიკაციო გზავნილის - „სლოგანის“ წარმოდგენა პირველი რგოლის სცენართან ერთად;
- 3 preroll-ის ჩაბარება და გაშვება - საიმიჯო ვიდეორგოლის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღეში;
- 15 რილზის ჩაბარება - საიმიჯო ვიდეორგოლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღეში;
- ტიკ-ტოკის „კონტენტის“ მოფიქრება, 4 ცალი 30 წმ (±5 წმ) ვიდეო, რომელიც 4 კვირის მანძილზე გავრცელდება (კვირაში ერთი ვიდეო) - კონტენტის მოწოდება საიმიჯო ვიდეორგოლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღეში.
- სააგენტოს მხრიდან კორექტირება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამტკიცების / შეთანხმების ეტაპზე (სასურველი შედეგის მიღებამდე). ცვლილებისთვის მიმწოდებელს განესაზღვრება არაუმეტეს 2 დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ვიდეოების მიწოდება უნდა მოხდეს ფიზიკურად (მისამართი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს N1) და ელექტრონულად (მხარეთა შეთანხმებით, მაგ.: Google Drive).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

სახელმწიფო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრიდან „ტენდერის წინადადებების მიღება დაწყებულია ეტაპამდე“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მინიმუმ 7 საინფორმაციო / საიმიჯო ვიდეორგოლის (არანაკლებ 4K რეზოლუციით გადაღებული არანაკლებ 40 წამიანი ვიდეორგოლი) ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები ან შესრულებული ხელშეკრულების ტენდერების/CMR ნომრები, მათ შორის, 2024-წლიდან „ტენდერის წინადადებების მიღება დაწყებულია ეტაპამდე“ არანაკლებ 2 ხელშეკრულება.

2.9 other additional requirements

დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა. ასევე ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ ჩაითვლება პრეტენდენტის გამოცდილებად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება, არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ისა, საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული საბანკო/სადაზღვევო გარანტია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღეში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას შემსყიდველი გადაიხდის საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორცილდება შესყიდვის ობიექტის საბოლოო სახით შემსყიდველისათვის გადაცემის შემდგომ. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელთან მომდევნო ანგარიშსწორება მოხდება ავანსის სრული დაფარვის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ბერკაცაშვილი, 591110075, sda@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია:
1) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტების (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ცალ-ცალკე, ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად.

აღნიშნული წესი არ ეხება:
1) არარეზიდენტი პირებს. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
2) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე (https://t.ly/74T1s) განთავსებული რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ექსელის სახით წარმოდგენილი "ფასების ცხრილი"). შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დამოწმება არაა სავალდებულო და არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ ნოტარიუსთა მიერ დამოწმებული თარგმანი;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის, "ფასების ცხრილთან "დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru