საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ორიენტირებულია მსოფლიოში
მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესისა და ტენდენციების კვალდაკვალ
განვითარებაზე. შესაბამისად, თანამედროვე გლობალური გამოწვევების
საპასუხოდ, ზრუნავს ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ქვეყანაში
სახელმწიფო სერვისების მაღალი სტანდარტის დანერგვაზე. სსიპ -
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ - სააგენტო)
უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სახელმწიფო სერვისებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდას, გამარტივებას და ქვეყანაში ინოვაციური
მომსახურებების დანერგვას.
სააგენტოს მიერ ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად გაცემული
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - პირადობის ელექტრონული მოწმობისა და
ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა საერთაშორისოდ აღიარებულია, რამაც
ხელი შეუწყო 2017 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის
პროცესის წარმატებით დასრულებას. თუმცა, უსაფრთხო ელექტრონული
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების თანამედროვე ტექნოლოგიებმა, 2011 წლიდან
დღემდე, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. შესაბამისად, დღის წესრიგში
დადგა საქართველოში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადება.
2025 წლიდან სააგენტომ დაიწყო ახალი თაობის დოკუმენტების გაცემა,
რომლებიც სრულად პასუხობს მსოფლიო ბაზარზე არსებულ თანამედროვე
ტექნოლოგიურ გამოწვევებს. ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის
ელექტრონული მოწმობა კიდევ უფრო მეტადაა დაცული თანამედროვე დამცავი
ნიშნებით, შესაბამისად, მეტად უსაფრთხო და სანდოა.
გარდა ამისა, ახალი თაობის პირადობის ელექტრონული მოწმობის და
ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებითაა
დატვირთული. ორივე დოკუმენტში დატანილია საქართველოს გერბი, დროშა,
ქვეყნის რუკა, კავკასიონის ქედის და შავი ზღვის ტალღების გრაფიკული
ნახატი, რაც საქართველოს რელიეფურ მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს.
ასევე, დატანილია ქართული ორნამენტები, შვეიცარიელი მოგზაურისა და
სიძველეთა მკვლევარის, მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ქართული
თემატიკის გრავიურები და უძველესი პიქტოგრამები.
ახალი დიზაინის ბიომეტრიული პასპორტი
საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი შეიცავს ინფორმაციას ქვეყნის
ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურული ღირებულებებისა და სხვა
მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.
ახალი თაობის პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების გვერდი არის
პოლიკარბონატის, შესაბამისად, უფრო გამძლეა და დაცულია
დაზიანებისაგან.
ახალი პასპორტი 38-გვერდიანია. თითოეულ გვერდზე წარმოჩენილია
საქართველოს რეგიონები, მათი ინდივიდუალური, მდიდარი კულტურული
მემკვიდრეობითა და უნიკალური მახასიათებლებით, რითაც ხაზია გასმული
უძველეს ისტორიაზე, ქვეყნის მრავალფეროვნებასა და ეროვნულ
იდენტობაზე.
ახალი ბიომეტრიული პასპორტის კონცეფცია აგებულია სიმბოლურ
მოგზაურობაზე, რომელიც იწყება თბილისში, მოიცავს ქვეყნის ყველა
რეგიონს და სრულდება აფხაზეთში. თითოეული გვერდი ასახავს ერთ-ერთი
რეგიონის ძველ პეიზაჟებს, კულტურულ არტეფაქტებსა და ეთნოგრაფიულ
მასალას. ასევე, გამოყენებულია საქართველოს ამა თუ იმ კუთხისთვის
დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის წითელ წიგნში შეტანილი სახეობები
(რაც ხილულია ულტრაიისფერი ნათებისას (UV)).
მაგ:
- თუშეთი - თუშეთის გრავიურა (კავკასიის ფოტოგრავიურების სერია).
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული თუშური კოშკის
ილუსტრაცია წიგნიდან: თუშეთი.
ულტრაიისფერ ნათებაზე - თუშური კოშკის ილუსტრაცია წიგნიდან: თუშეთი.
მთის ჭივჭავი - წითელ წიგნში დაცული ფრინველი.
- ქვემო ქართლი - ფონი - ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე - ციხე-ქალაქ
სამშვილდეს გრავიურა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დაცული ბოლნისის სიონის V საუკუნის ბარელიეფი - ბოლნისის სიონის
უძველესი წარწერა, ელეფთერ ლაფაჩის კოლექციიდან.
ულტრაიისფერ ნათებაზე - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში დაცული ბოლნისის სიონის V საუკუნის ბარელიეფი - ბოლნისის
სიონის უძველესი წარწერა, ელეფთერ ლაფაჩის კოლექციიდან. თიხნარის ბაზი -
წითელ წიგნში დაცული მწერი.
- აფხაზეთი - ფონი - ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე - გაგრის
ნავსადგური.საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ილორის
ბარძიმის ფოტო - აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესია.
ულტრაიისფერ ნათებაზე - საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული
ილორის ბარძიმის ფოტო - აფხაზეთის ილორის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესია. სოსნოვსკის სკიპალო - წითელ წიგნში დაცული ყვავილოვანი
მცენარე.
- შიდა ქართლი - ფონი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნულ სააგენტოში დაცული სოფელ შუა ერმანის (ჯავა) ფოტოსგან შექმნილი
გრავიურა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ე.წ. დასამწყალობელი
ხატი, გერის წმ. გიორგის ეკლესიიდან (ერედვი).
ულტრაიისფერ ნათებაზე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ე.წ.
დასამწყალობელი ხატი, გერის წმ. გიორგის ეკლესიიდან (ერედვი). ცირცელი -
წითელ წიგნში დაცული ყვავილოვანი მცენარე და სხვ.
ახალი თაობის პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობა
ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული
მოწმობების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე
დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო
სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის
დატვირთული.
დოკუმენტის ზოგიერთი დამცავი ნიშნის ამოცნობა შესაძლებელია
დახედვისას, გადახრისას და შეხებისას.
განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის
ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას
შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და
სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის
მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის სტატუსის შესახებ.
პირადობის მოწმობის წინა მხარეს ოპტიკურად ცვალებადი მელნით
დატანილია ელექტრონული დოკუმენტის აღმნიშვნელი ნიშანი, გადახრისას კი
შეიმჩნევა უძველესი ქართული პიქტოგრამა.
დოკუმენტის მოძრაობისას საქართველოს დროშას აქვს ცვალებადი ეფექტი,
მოწმობაზე შეხებისას კი შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები.
ბარათის უკანა მხარეს დატანილია ჰორიზონტალური ოპტიკურად ცვალებადი
ფერადი დამცავი ძაფი, რომელზეც გამოსახულია ძველი ქართული
პიქტოგრამები.
დამატებითი ინფორმაცია:
- ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - პირადობის ელექტრონული
მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის დანერგვის შემდეგ, მოქალაქეები,
რომელებიც უკვე ფლობენ ვადიან დოკუმენტებს, ვალდებული არ არიან,
შეცვალონ ისინი ახლით;
- აღსანიშნავია, რომ არ იცვლება პირადობის ელექტრონული მოწმობისა და
ბიომეტრიული პასპორტის საფასურები;
- დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის
სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.
________________________________________________
მარკეტინგული მიზნები
რას უნდა ასახავდეს ვიდეორგოლი?
- მოქალაქეების ცნობიერებისა და ნდობის გაზრდა - ახალი დოკუმენტების
ტექნოლოგიური, დიზაინერული და უსაფრთხოების უპირატესობების
შესახებ.
- ეროვნული თემატიკის წარმოჩენა პასპორტში დატანილი თითოეული კუთხის
ღირსშესანიშნაობებით;
- ახალ დოკუმენტებზე მოთხოვნის გაზრდა - მოქალაქეებში ეროვნული
იდენტობის, სიამაყისა და კუთვნილების გაზრდა;
- სააგენტოს წარმოჩენა როგორც პროგრესზე ორიენტირებული უწყების;
- სააგენტოს იმიჯის გაძლიერება - მუდმივად ზრუნავს, გასცეს სანდო,
მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან დაცული დოკუმენტები.
მიზნობრივი სეგმენტი
ვისზე უნდა იმოქმედოს გზავნილმა?
პირველადი სეგმენტი - საქართველოს მოსახლეობა (ქალი - მამაკაცი)
• I – 25-40 წელი
• II - 41-60 წელი
• III – 18-24 წელი
მომხმარებლის მოლოდინი
მომხმარებლის სავარაუდო „ინსაითი“ ამ საკითხის მიმართ:
- ვფლობ მაღალტექნოლოგიური დოკუმენტს, რომელიც უფრო მეტად არის დაცული
დაზიანებისა და გაყალბებისგან;
- ვამაყობ, რომ მაქვს ეროვნული და მაღალტექნოლოგიური თემატიკის
დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩემი ქვეყნის უნიკალური
ღირსშესანიშნაობები.
პროექტის შედეგები
- ახალი დოკუმენტების ცნობადობისა და სანდობის გაზრდა;
- ახალი დოკუმენტების მიმართ პოზიტიური განწყობის განზრდა;
- ახალ დოკუმენტებზე მოთხოვნის გაზრდა (ტრენდულობა);
- სააგენტოს ცნობადობის გაზრდა
დავალება
ახალი დოკუმენტების უპირატესობების, უნიკალური ეროვნული დოკუმენტის
წარმოჩენა
o 1 საიმიჯო ვიდეორგოლის (40-50 წმ) დამზადება (ვიდეოგადაღებით და გრაფიკული
ანიმაციებით);
o ენა: ქართული (ორი ვერსია: ერთი ტიტრების გარეშე, ხოლო მეორე - ინგლისური
სუბტიტრებით)
გადაღების ლოკაცია - პასპორტში მოცემული რეგიონები, კულტურულ
მემკვიდრეობის ძეგლები და ფლორა-ფაუნა შემსყიდველთან შეთანხმებით.
ვიდეორგოლი უნდა იყოს საქართველოს ყველა მაუწყებლის ფორმატის
შესაბამისი, კერძოდ:
o არანაკლებ 4K, ასევე Full HD და format: MXF OP1a
o Audio -12dB 48000 Mhz Stereo
o Stereo Bitrate: მინიმუმ 320 kbps
o ვიდეო ფაილის ფორმატი - mp4, mov
სცენარი და სიუჟეტი მომზადდება მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველის
მხრიდან მიეწოდება საჭირო ინფორმაცია;
o 3 preroll-ის (10 -15 წმ.) დამზადება - Google Ads-ზე სამი კვირით განთავსება (მინიმუმ 500 000
ნახვა და განთავსების გეგმის წარმოდგენა);
o 15 რილზის (15-20 წმ.) მომზადება სხვადასხვა პროფესიისა და ცნობადი სახეების
(ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ჰერალდიკოსი) ადამიანების მონაწილეობით,
სააგენტოს „Facebook“-ის გვერდზე განსათავსებლად;
o ტიკ-ტოკის „კონტენტის“ მოფიქრება, სამიზნე სეგმენტზე გათვლილი
ინფლუენსერის ჩაწერა და მისსავე არხზე განთავსება, რომელსაც 50 000-ზე
არანაკლები ფოლოვერი ეყოლება.
შენიშვნა: პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა შეუთანხმოს სცენარი და
გაითვალისწინოს შემსყიდველის მოსაზრებები და შენიშვნები.
შენიშვნების გათვალისწინება და ცვლილებების ასახვა უნდა მოხდეს
პროდუქტის საბოლოოდ წარმოდგენამდე; ასევე, გადაღების პროცესში
მიმწოდებელმა შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს კადრების შერჩევა,
მონტაჟი, ფერთა კორექცია, მუსიკა და ხმოვანი ეფექტები (კადრს გარეთ ხმა)
და ა. შ. შემსყიდველი უფლებას იტოვებს, თუ არ მოეწონება ვიდეო მასალა
მოითხოვოს ხელახალი გადაღებების ორგანიზება.
კომუნიკაციის ტონი და ფორმა
• კომპეტენტური
• დამაჯერებელი
• მეგობრული
ვიდეორგოლების წარმოების ტექნიკური მოთხოვნები:
o საჰაერო გადაღებები;
o 3D გრაფიკა;
o ვიდეორგოლის გადაღება უნდა განხორციელდეს - ვიდეოამწე, ეგრეთ წოდებული
სლაიდერი (რელსი) და სხვა ტექნიკური საშუალებები, რაც საჭიროა მხატვრული
ღირებულებების ასამაღლებლად;
o ვიდეორგოლის ფერების კორექცია უნდა მოხდეს პროფესიონალური ფერების
კორექციის პროგრამებით (Davichi, adobe, SpeedGrade) ან სხვა ანალოგიური ხარისხის და
შესაძლებლობების პროგრამებით);
o მაღალი ხარისხის კინოკამერა;
o მუსიკა, რომელიც დაედება რგოლს, დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს და უნდა
იყოს ლიცენზირებული, დაცული საავტორო უფლებებით;
o გახმოვანება - მამაკაცი, დამკვეთთან შეთანხმებით;
o ვიდეორგოლი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან შესაბამისი;
o ვიდეოებში მონაწილე მსახიობი (მსახიობები), ინფლუენსერი წინასწარ უნდა
იყოს დამკვეთთან შეთანხმებული.
o საბოლოო პროდუქტები წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას.
მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო პროდუქტზე შემსყიდველს გადასცეს
ყველა ქონებრივი საავტორო უფლება (Copyright) შეუზღუდავად დროში,
ტერიტორიულად და გამოყენების მიზნით. შემსყიდველი იძენს სრულ უფლებას
პროდუქტის გამოყენებაზე, რეპროდუცირებაზე, გავრცელებაზე,
კომერციალიზაციაზე, მოდიფიკაციასა და პუბლიკურ ჩვენებაზე.