Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #72138669)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 72138669
Дата публикации: 02-05-2026
Сумма контракта: 247 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260009040
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.05.2026 20:24
Начало приема предложения 10.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 13.05.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 247`500.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩუკულში მდებარე ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მთავარანგელოზის (თარინგზელი) სახელობის ეკლესიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ეკლესია „მუჩპას“ რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
Количество и объём закупок გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`475.00 GEL
Размер гарантии 2`475 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 30.04.2026 17:33
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 01.05.2026 20:24
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=685070&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩუკულში მდებარე ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მთავარანგელოზის (თარინგზელი) სახელობის ეკლესიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ეკლესია „მუჩპას“ რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა

ტენდერის მიზანია სოფ. ჩუკულში მდებარე ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მთავარანგელოზის (თარინგზელი) სახელობის ეკლესიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ეკლესია „მუჩპას“ რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ისინი წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან და უნიკალურ ძეგლებს, რომლებიც გამოირჩევიან არქიტექტურული, მხატვრული, ისტორიული და რელიგიური ღირებულებებით. მათი დაცვა და რეაბილიტაცია აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნას ძეგლების სტრუქტურული მდგრადობა და შენარჩუნდეს მათი ავთენტურობა.
მთავარანგელოზის (თარინგზელი) სახელობის ეკლესია - (კოორდინატები - X: 42.81091908, Y: 43.01832295)
ჩუკულის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპისაა (დაახლოებითი გაბარიტული ზომებია – 7,50 მ. X 5,60 მ. სიმაღლე 7.0 მ.). თარიღდება X-XI საუკუნეებით. აგებულია შირიმის თლილი კვადრების რეგულარული წყობით. აღმოსავლეთიდან დასრულებულია შვიდწახნაგა აფსიდით. კარი გაჭრილია სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესიის კედლები დასრულებულია მარტივადპროფილირებული ლავგარდნით. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორსაფეხუროვანი პილასტრებით. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნულია ქვის თაღოვანი კანკელით. საკურთხევლის წინ აღმართულია საწინამძღვრო ჯვარი. რელიეფებით შემკული ჯვრის ბაზისი საკმაოდ დაზიანებულია - ჩრდილოეთისა და დასავლეთის უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია. ეკლესიას დასავლეთიდან მიდმული აქვს გვიანი პერიოდის სწორკუთხა საქალებო, რომელიც გარედან შელესილია (დაახლოებითი გაბარიტული ზომებია --- 5,60 მ. X 4,00 მ.) ეკლესია გადახურულია წითელი თუნუქის ფურცლით. ტაძრის ინტერიერი მოხატულია გვიან შუა საუკუნეებში.
ძეგლის ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, რომ ნაგებობის ზოგადი კონსტრუქციული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადი ნაგებობის კედლების მთლიანობა არ არის დარღვეული. თუმცა, ფასადის ქვის საპირე წყობის გარკვეული ნაწილი დაზიანებულია, გამოფიტული და ნაწილობრივ ჩამოტეხილია. ქვებზე შეინიშნება ბიოლოგიური დაზიანების კვალიც. ეკლესიის ერთსაფეხუროვანი ცოკოლი, გარშემო მოწყობილ სარინელი და ჩრდილოეთით მდებარე საყრდენი კედელი, რომელიც უზრუნველყოფს დაფერდებული მიწის მასის შეკავებას, დანესტიანებულია და გაჩენილია ბიოსაფარი.
ინტერიერში ნალესობის ფენაზე არასტაბილური ტიპის განშრევებებია (ნალესობა მოცილებულია ქვის საფუძველს), რის გამოც შესაძლოა მოხდეს ქვის კედლიდან ნალესობის ცვენა, რომელსაც ეკლესიის ინტერიერში არსებული მხატვრობაც მოყვება. ასევე ნალესობის ფენაზე შეიმჩნევა დიდი ზომის გახსნილი ბზარები. ცალკეულ მონაკვეთებში ფერწერული ფენა აქერცლილია.
ეკლესია „მუჩპა“ - (კოორდინატები - X: 0337531, Y: 4742264)
მუჩპა „ლანშაშის“ ეკლესია მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუკულში. ტაძარი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას და დგას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დახრილ რელიეფზე (ეკლესიის მიახლოებითი გარე პერიმეტრია - 7.50 X 5.50 მ. დასავლეთ კედლის სიმაღლეა - 6.45 მ, ხოლო აღმოსავლეთ კედლის სიმაღლე ცოკოლის ძირიდან შეადგენს – 9.0 მ.). შენობის ასაგებად ძირითადად გამოყენებულია ფლეთილი ქვა, ხოლო გარედან შემოსილია შირიმის ქვის პერანგით. ტაძრის ცოკოლი აგებულია ფიქალისა და ფლეთილი ქვის მასიური ლოდებით. ტაძარში შესასვლელი კარი მდებარეობს სამხრეთ კედელში. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია საფეხუროვანი პილასტრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა საბჯენი თაღები. აფსიდალური საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვით ნაშენი დაბალი კანკელითა და აფსიდის მხრებით. აფსიდში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, ერთმანეთის პარალელურად მოწყობილია სწორკუთხა ფორმის თაღჩები. ეკლესია გადახურულია ხის კონსტრუქციაზე გამართული თუნუქის საფარით.
ტაძარი, რამდენიმე ათეული წლის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაიხურა თუნუქით. ინტერიერში გაკეთდა ხის ჭერი და დაიგო ხის იატაკი. უკანასკნელ ათწლეულებში მოწყობილი გადახურვა შესრულებულია ხის კონსტრუქციაზე, რომელიც ეყრდნობა დაზიანებულ კედლებს.
კედლების ზედა მონაკვეთები და თაღედი მთლიანად მოშლილია. ინტერიერში შეიმჩნევა კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები. მხატვრობის ფენა ნაწილობრივ ატკეჩილია. ტაძრის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ასევე ინტერიერში ჩანს ვერტიკალური ბზარები. საფასადე ქვის წყობა ნაწილობრივ ჩამოშლილია.
ზემოაღნიშნული ობიექტების დაზიანებები და არსებული მდგომარეობა შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავებული ან ნაწილობრივ მსგავსიც იყოს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ხასიათი და მიმართულება იდენტურია. შესაბამისად, განსაზღვრულია ერთიანი ტიპის სამუშაოები, რომელთა ძირითადი მიზანია ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფა, არქიტექტურული ღირებულებებისა და ავთენტურობის შენარჩუნება, ასევე ინტერიერში არსებული მხატვრობის ფენის კონსერვაცია.
საპროექტო დოკუმენტაციამ უნდა მოიცვას ეკლესიების კონსტრუქციული გამაგრებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ისეთი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერიერში შემორჩენილი მხატვრობის ფენის სრული უსაფრთხოებისა და მთლიანობის დაცვას.
ძეგლების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სიმტკიცის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია კვლევა-ფიქსაციის საფუძველზე რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რისთვისაც შედგენილია მოცემული ტექნიკური დავალება.

 მიზანი და ძირითადი პირობები

1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით კროკების შესრულება, კედლების ზონდაჟები, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალების კვლევა (დაზიანებების სრულყოფილად დასადგენად ნიმუშები აღებული უნდა იქნას საკვლევი შენობის ყველა საჭირო მონაკვეთიდან), კედლის მხატვრობის კვლევა და სხვ./ უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს, მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების (საინჟინრო-გეოლოგიური შურფ(ებ)ი, ზონდაჟ(ებ)ი, გახსნილი არქეოლოგიური ფენა/ობიექტი ან ფრაგმენტი) დასრულების შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის მიერ.
11. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
12. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.

 პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:

1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D სკანირება და ფოტოფიქსაცია, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით აზომვა და კროკების შესრულება) განსახორციელებელია ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი, ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები, ფრაგმენტები და დაზიანებები.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

გასაწევი მომსახურება ორ ეტაპიანია.

პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადის ათვლა იწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხოლო მეორე ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების მიწოდების ვადის ათვლა იწყება შემსყიდველის მხრიდან პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. აღნიშნული ეტაპებით გათვალისწინებული ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 270 (ორას სამოცდაათი) კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩუკულში მდებარე ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მთავარანგელოზის (თარინგზელი) სახელობის ეკლესიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ეკლესია „მუჩპას“ ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 01.01.2022 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს საცხოვრებელი ან/და საკულტო ან/და საფორთიფიკაციო ან/და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (გარდა ხაზოვანი ნაგებობებისა (გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ხიდები და გვირაბები რომელთაც გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი)) შედგენის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს, არანაკლებ 96000,00 (ოთხმოცდათექვსმეტი ათასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში, დასრულებული უნდა იყოს თითოეული მათგანი.

აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილი უნდა იქნას გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N1-ს შესაბამისად, ამასთან:
1.1 დანართი N1-ში მითითებულ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ში მითითებული მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები, დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში).

1.2. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები და დამკვეთის მიერ დადასტურებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები) ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართი N1-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი, მათ შორის: არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი და კედლის მხატვრობის კონსერვატორი.

2. არქიტექტორ-რესტავრატორს, ინჟინერ-კონსტრუქტორს და კედლის მხატვრობის კონსერვატორს, 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, მათ შორის, ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული უნდა იყოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი (ნებართვა ან/და ბრძანება) ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N3-ს (CV - ინფორმაცია პროექტში მონაწილე სპეციალისტის შესახებ) შესაბამისად, ამასთან:
2.1. დანართი N3-ში (CV - ინფორმაცია პროექტში მონაწილე სპეციალისტის შესახებ) მითითებულ ხელშეკრულებებზე, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები, მათ ფარგლებში მომზადებული პროექტი (საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს სპეციალისტის მონაწილეობა) და დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღებაჩაბარების აქტები, ამასთან ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი (ნებართვა ან/და ბრძანება) ძეგლზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.

3. წარმოდგენილი უნდა იქნას არქიტექტორ-რესტავრატორის, კედლის მხატვრობის კონსერვატორის, ინჟინერ-კონსტრუქტორის დიპლომის ასლი, ამასთან:
3.1. კედლის მხატვრობის კონსერვატორის შემთხვევაში, მისაღებია როგორც კედლის მხატვრობის კონსერვატორის, ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრატორის ან მხატვარ-რესტავრატორის დიპლომის ასლი. ინჟინერ-კონსტრუქტორის შემთხვევაში, მისაღებია როგორც ინჟინერკონსტრუქტორის, ასევე ინჟინერ-მშენებლის დიპლომის ასლი, ხოლო არქიტექტორრესტავრატორის შემთხვევაში, მისაღებია როგორც არქიტექტორ-რესტავრატორის, ასევე არქიტექტორის დიპლომის ასლი.

4. წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N2 (ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ დასაქმებული პირების შესახებ).

5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ასეთის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.
3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
4. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს.
5. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებით.
3. შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში), მხარეთა მიერ შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.
5. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft c


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru