პრეამბულა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა შორის რამდენიმე საცხოვრებელია, რომლებიც
მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევიან. მათი აშენების პერიოდი XVIII
საუკუნის მიწურულს და მთელ XIX საუკუნეს მოიცავს. ისინი თავიანთი
გადაწყვეტით ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ფართოდ იყო
გავრცელებეული ქართლში, სამცხეში და თრიალეთში. თუმცა, რეგიონალური
თავისებურებები აქაც ჩნდება. ტრადიციულად დარბაზი ორი ნაწილისგან
შედგება: საკუთრივ დარბაზისგან და ხის საყრდენების მქონე
წინკარისგან.
ეგნატე გვარჯიშვილის კომპლექსური ნაგებობა /მესაკუთრე თამაზ
გვირჯიშვილი (ს/კ 60.06.33.601, მიწის ნაკვეთის ფართი 98 კვ.მ, კოორდინატები: X - 41.578859, Y -
43.128001)/ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მდებარეობს. მისი
აგების თარიღად XVIII საუკუნის მიწურული და XIX საუკუნის შუა წლები
ივარაუდება. ობიექტს 2012 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის
სტატუსი აქვს მინიჭებული. როგორც ცნობილია, დარბაზოვანი საცხოვრებელი
ერთ-ერთ უძველეს საცხოვრისის ტიპს წარმოადგენს. კომპლექსი რამდენიმე
ნაგებობისგან შედგება: მომცრო ზომის შესასვლელი ანუ კარაპანი, ოდა,
ბოსელი და დერეფანი. ფასადები მშრალი ქვის ჰორიზონტალური რიგებითაა
აგებული. ტრადიციულად ნახევრად მიწაშია ჩაფლული და ზემოდან ტკეპნილი
მიწაყრილია მოწყობილი.
ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია. მთლიანად მოშლილია ბოსლის ხის გადახურვა
და ბანიანი თიხატკეპნილი. მორღვეულია დერეფნის ნაწილი,
ამორტიზირებულია მზიდი კონსტრუქცია და გადახურვა. ყველაზე უკეთ
კარაპანია შემორჩენილი.
იულია ზედგენიძის დარბაზოვანიც /მესაკუთრე ლალი ჯვარიძე (ს/კ 60.06.33.702,
მიწის ნაკვეთის ფართი 351 კვ.მ, კოორდინატები: X - 41.577955, Y- 43.131163) ასპინძის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში, მდებარეობს. მისი აგების თარიღად XIX
საუკუნის I ნახევარი ივარაუდება. ობიექტს 2012 წლიდან კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. იულია
ზედგენიძის დარბაზოვანი ტრადიციული მესხური საცხოვრისის ტიპის არის.
ნახევრად მიწაში ჩაფლული ქვის საცხოვრებლის შესასვლელი კარაპანის
ბანი თიხატკეპნილით იყო მოსწორებული, რომლის გაგრძელებაზე
დარბაზოვანი ნაგებობაა. გარშემო კი სხვადასხვა ფუნქციის და
დანიშნულების ნაგებობები: ახორი ანუ ბოსელი, მარანი, ბეღელი და სხვა.
ამას გარდა გვხვდება თაკარებიანი ოდა, რომელიც საჯალაბოს ზამთრის
სახლს წარმოადგენდა, ბოსლის გვერდით მდებარეობდა და ფიცრით იყო
გატიხრული.
მესხური საცხოვრისის თავისებურებას წარმოადგენს ბანიანი სახლების
გაყოლებაზე დერეფნების ქსელის არსებობა, რომელიც საცხოვრებელს ე.წ.
დარნებთან საგანგებოდ მოწყობილი სათავდაცვო ნაგებობებთან
აკავშირებდა. ადგილობრივი ჯიშის ქვისგან ამოყვანილი კედლები ხის
ძელებით შესრულებული გვირგვინოვანი გადახურვით სრულდება. ხის ძელებით
შედგენილი საფეხურობანი გადახურვა კვადრატულ საფუძველზეა
ამოყვანილი. აქ არ გხვდება დედაბოძი, თუმცა გამოიყენება ხის მზიდი
საყრდენები. მესხური საცხოვრისის თავისებურებას წარმოადგენს
დარბაზის ცენტრში კერიის არარსებობა. იგი კედელზე მიდგმული ბუხრითაა
ჩანაცვლებული, როგორც ეს ამ ობიექტშია.
ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია. მთლიანად მოშლილია ბოსლის ხის გადახურვა
და ბანიანი თიხატკეპნილი. ახორის სივრცე საყრდენებით იყო
დანაწევრებული, ჰაერის ცირკულირებას ჭერში ერდოს გარშემო მოკლე
ძელებით ე. წ კვანტებით ერთ, ორ ან სამ საფეხურებად შეკრული კონსტრუქცია
უზრუნველყოფდა, რაც მთლიანად მოშლილია. ქვის კედლებს დაუყვება გამჭოლი
ბზარები.
არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით და კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების მიზნით, შესამუშავებელია მათი
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
მიზანი და ძირითადი პირობები
1. ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების,
ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის,
ინტერპრეტაციისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება,
რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების
საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები
მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ
გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება,
გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით კროკების შესრულება,
კედლების ზონდაჟები, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული
სამშენებლო მასალების კვლევა (დაზიანებების სრულყოფილად დასადგენად
ნიმუშები აღებული უნდა იქნას საკვლევი შენობის ყველა საჭირო
მონაკვეთიდან), ქვის კვლევა და სხვ./ უნდა ჩატარდეს შესაბამისი
ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში
ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის
აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს,
მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის
ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების (საინჟინრო-გეოლოგიური შურფ(ებ)ი, ზონდაჟ(ებ)ი,
გახსნილი არქეოლოგიური ფენა/ობიექტი ან ფრაგმენტი და სხვ.) დასრულების
შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს
იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული
იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური
ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც
მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და
ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის
მიერ.
11. კონსტრუქციული პროექტის მუშა დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს
ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევის
რეკომენდაციების გათვალისწინებით.
12. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა
დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის
არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ღონისძიება.
13. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე
ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის
რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია;
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D
სკანირება და ფოტოფიქსაცია, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული
მეთოდით აზომვა და კროკების შესრულება) განსახორციელებელია
ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი,
ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და
მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს
ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები,
ფრაგმენტები და დაზიანებები.