Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Специальные одежда и аксессуары (Грузия - Тендер #72126426)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Номер конкурса: 72126426
Дата публикации: 01-05-2026
Сумма контракта: 54 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008861
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.04.2026 17:35
Начало приема предложения 09.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.05.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 54`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18400000-Специальные одежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18400000 - Специальные одежда и аксессуары
  • 18410000 - Специальная одежда
  • 18443340 - Шапки
  • 18444110 - Каски
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
მოხალისეების სპეციალური განმასხვავებელი ფორმების (ჟილეტი; კეპი; ჩაფხუტი) შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 540.00 GEL
Размер гарантии 540 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaza kandelaki :: 02.03.2026 15:25
  • Последнее исправление: zviadi jikuradze :: 30.04.2026 17:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675691&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მოხალისეების სპეციალური განმასხვავებელი ფორმები (ჟილეტი; კეპი; ჩაფხუტი)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება იხილეთ მიბმულ ფაილში.


- დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და ა.შ.). ასევე არ მოითხოვება სხვადასხვა ჩანართების ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.

- იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ესკიზებზე ზუსტად არ იყოს შესაძლებელი შესყიდვის ობიექტის რომელიმე შემადგენელი დეტალის ფერის ტონალობის და თარგის აღქმა, პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის თარგი და ფერი ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე შეათანხმოს შემსყიდველთან შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის momarageba@es.gov.ge მეშვეობით .

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, უცნობ გმირთა №182

1.7.1 requirement related to guarantee period

-დანართი N1 ფასების ცხრილის პირველი პოზიციით განსაზღვრულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) თვე , ხოლო მე-2 და მე-3 პოზიციით განსაზღვრულ საქონელზე მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
- საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
- პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;
- საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
- მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა/წუნდებული საქონლის შეცვლა, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. თუ მიმწოდებელი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ნაკლს, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება. მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს შემსყიდველს გადახდილი თანხა, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. წუნში იგულისხმება უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, ქარხნული წუნი, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების ან სხვა საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა და ა.შ.
- შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს უხარისხო (წუნდებული), არასათანადოდ შეფუთული, საქონლის თანმხლები აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე, დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ნაწილის ან დაგვიანებით მიწოდებული საქონლის მთლიანი მოცულობის მიღებაზე.
- საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული. გამძლე

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა დანართი N1 - ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელი/ბრენდის, მოდელი/დასახელება და წარმოშობის ქვეყნის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" შესაბამისად.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

დანართი N1 ფასების ცხრილის მე-3 პოზიციაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისობას შემდეგ მახასიათებლებზე (წონა, მასალა, მუშა ტემპერატურა, ალის და დარტყმის მიმართ მედეგობა, ელექტროიზოლაცია. EN 397 სტანდარტებთან შესაბამისობა)
შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები)
-უნდა წარმოადგინოს მითითებული სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ, დოკუმენტებში, მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდზე, ეტიკეტის ფოტოსურათზე ან/და საქონლს ფოტოსურათზე ინფორმაცია იქნება უცხო ენაზე პრეტენდენტი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9 other additional requirements

- შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
- ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს ექსპერტიზის ჩატარება საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა. შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით.
- შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა, მწარმოებელი კომპანია და მოხმარების წესები. ასევე უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი.
- წარმოდგენილი ფასების ცხრილის ყველა პოზიციით განსაზღვრული საქონელი შეფუთული უნდა იყოს ინდივიდუალურად (მაგ. პოლიეთილენის პარკში), ხოლო მიწოდება უნდა განხორციელდეს მუყაოს ყუთებით, სადაც ინდივიდუალურად შეფუთული საქონელი განთავსებული იქნება ფასთა ცხრილის ჩამონათვლის შესაბამისად ერთნაირი ზომების მიხედვით, ჩაფხუტის შემთხვევაში არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს 10 ცალის ოდენობით.ხოლო ჟილეტისა და კეპების შემთხვევაში არანაკლებ 15 და არაუმეტეს 30 ცალის ოდენობით, მუყაოს ყუთების ზედაპირზე მითითებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ზომები და რაოდენობები.
- საქონელი უნდა ჩამოიტვირთოს მომწოდებლის მხრიდან საკუთარი მუშა ხელით ან/და შესაბამისი ტექნიკით და დასაწყობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებულ ადგილზე.
- მარტივი გადაზიდვის მიზნით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პალეტზე (პადონი) განთავსებული მუყაოს ყუთებით.
- მომწოდებელმა მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობის და ვადის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიწოდებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. დანართი N1 ფასების ცხრილის პირველ და მეორე პოზიციებზე პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი, ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს დანართში: "ტექნიკური დავალება" მითითებულ მახასიათებელზე.
3.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.3. თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.
3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.
3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.6 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი არის ქსოვილი რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N83ა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი სტრუქტურული დანაყოფების მოსამსახურეთათვის სანივთე ქონების სახელმწიფო შესყიდვა, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის მიერ ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

შორენა ბაგლაი, 571531455, shorena.baglai@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
10.1.2 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა იყოს ვალიდური და ავთენტური. აღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. თუ დოკუმენტებზე ხელმოწერა შესრულებულია მინდობილი პირის მიერ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
10.1.5 რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექ პასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
10.1.6 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
10.1.8 სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.9 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.10 სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
10.1.11 სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.1.12 ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

01-05-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

01-05-2026 Различное оборудование общего и специального назначения .

01-05-2026 Фармацевтические продукты.

01-05-2026 Предметы личной гигиены .

01-05-2026 Чистые химикаты и химические продукты с отклонениями.

01-05-2026 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru