Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Механические станки (Грузия - Тендер #72126396)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 72126396
Дата публикации: 01-05-2026
Сумма контракта: 65 420


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008887
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.04.2026 19:01
Начало приема предложения 09.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.05.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 65`420.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 42600000-Механические станки
Коды классификатора
  • 42662100 - Электросварочное оборудование
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
ელექტრო რკალური შედუღების აპარატების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 654.00 GEL
Размер гарантии 654 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jaba guraspishvili :: 30.04.2026 18:56
  • Последнее исправление: jaba guraspishvili :: 30.04.2026 19:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=685086&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ელექტრო რკალური შედუღების აპარატების (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ელექტრო რკალური შედუღების აპარატი - 4 ცალი;

ელექტრო რკალური შედუღების აპარატის მახასიათებლები:
შემავალი ძაბვის პარამეტრები - 400V ± 15% სამფაზიანი, ელექტრომაგნიტური თავსებადობის კლასი სიხშირე A, 50/60Hz;
სამუშაო ციკლი - (10 წუთიანი პერიოდის მიხედვით) გამომავალი დენი 100% 280 – 320ა, შედუღების დენის დიაპაზონი 5-400ა;
ფიზიკური ზომები - სიმაღლე 300 - 500 მმ, სიგანე 250 - 350 მმ, სიგრძე 500 - 650 მმ, წონა 20 - 39 კგ;
აქსესუარი - დისტანციური მართვის კონექტორი. ხელის დისტანციური მართვის პულტი არანაკლებ 25 მეტრიანი მართვის დისტანციური შესაძლებლობით. შედუღების ელექტროდის დამჭერი არანაკლებ 25 მეტრიანი დამაკავშირებელი კაბელით.

შენიშვნა:
- მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, დამზადებული ქარხნული წესით და უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მახასიათებლებს.
- საქონელი მოწოდებული უნდა იქნას ქარხნული კომპლექტაციით, ასევე უნდა ახლდეს პასპორტი ან/და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო ქართულ ან/და ინგლისურ ან/და რუსულ ენაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის სრულად მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მიწოდების ვადის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭირნახულის #9, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საწყობი. საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საქონელზე საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე. პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადის შესახებ.
1.7.1.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელზე გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა განახორციელოს საკუთარი ხარჯით (საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით), შემსყიდველის მოთხოვნიდან/შეტყობინებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. საქონლის დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა ნიშნავს იმას, რომ სრულად უნდა იქნას აღდგენილი მისი ფუნქციები;
გარანტიის პირობები ასევე ითვალისწინებს საქონლის ჩანაცვლებას ახლით, თუ დადგინდება, რომ მისი შეკეთება შეუძლებელია. საქონლის ჩანაცვლება უნდა განხორციელდეს ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით, შემსყიდველის შესაბამისი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მოდელის, წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ. ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის გათვალისწინებით, დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) მითითებულ უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის (მითითებული მოდელის) მახასიათებლები.


შენიშვნა:
პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ ინფორმაციის სატენდერო წინადადების ფარგლებში წარმოუდგენლობა ან დანართ #1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან/და დანართ #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.
ამასთან, თუ შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლებელია შემოთავაზებული საქონლის მოდელის, წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და წარმოშობის ქვეყნის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდეტმა, შემოთავაზებულ საქონელზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მწარმოებლის მიერ გაცემული/შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც განსაზღვრული იქნება შემოთავაზებული საქონლის მახასიათებლები სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული „ელექტრო რკალური შედუღების აპარატის მახასიათებლების“ გათვალისწინებით.
აღნიშნული პუნქტის დაკმაყოფილების მიზნით, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს:
- მწარმოებლის მიერ გაცემული/შედგენილი დოკუმენტი (ხელმოწერილი მწარმოებლის მიერ);
ან/და
- ამონარიდი შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან. ამ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისათვის შესაძელებელი იქნება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად გადამოწმება. თუ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ფიქსირდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული „ელექტრო რკალური შედუღების აპარატის მახასიათებლების“ ყველა პარამეტრი ან/და აღმოჩნდება განსხვავება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებულ პარამეტრებსა და მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ პარამეტრებს შორის, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული (ხელმოწერილი მწარმოებლის მიერ) დოკუმენტი, სატენდერო წინადადებაში მითითებული განსხვავებული პარამეტრ(ებ)ის დადასტურების შესახებ, რომელშიც ასევე მითითებული იქნება წინამდებარე ტენდერის ნომერი და პრეტენდენტის დასახელება.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება შემოთავაზებული საქონლის მოდელით, მწარმოებელითა (ან/და სასაქონლო ნიშნით) და წარმოშობის ქვეყნით).

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, საქონლის მიწოდებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდებიდან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯაბა გურასპიშვილი, 599297303, j.guraspishvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ჯაბა გურასპიშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 219).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 65 420,00 ლარი, დღგ-ს გარეშე.
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა.
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი №1 (ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას.

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი №1 (ფასების ცხრილი) (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და წარმოშობის ქვეყნის სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ამასთან, თუ შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლებელია შემოთავაზებული საქონლის მოდელის, წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

10.3.2 მწარმოებლის მიერ გაცემული/შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც განსაზღვრული იქნება შემოთავაზებული საქონლის მახასიათებლები სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული „ელექტრო რკალური შედუღების აპარატის მახასიათებლების“ გათვალისწინებით (პუნქტი 2.7.1).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru