Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #72126393)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Forest Agency
Номер конкурса: 72126393
Дата публикации: 01-05-2026
Сумма контракта: 300 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008890
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.05.2026 09:28
Начало приема предложения 12.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 15.05.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 300`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи იხ. სასტენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit kopaliani :: 23.04.2026 16:47
  • Последнее исправление: rezo pkhaladze :: 01.05.2026 09:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=683977&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის კონცეფციის შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება (ტყის სექტორში მიმდინარე რეფორმები).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის კონცეფციის შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

განსახორციელებელი კამპანიის სლოგანია: „დავიცვათ და აღვადგინოთ საქართველოს ტყის უნიკალური ეკოსისტემა“ ან/და „შეინარჩუნე შენი მწვანე საგანძური“

საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიზნები:
სატყეო რეფორმის ფარგლებში ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება.
სატყეო სექტორის რეფორმის მთავარ მიმართულებების ტყის მონიტორინგის და კონტროლის გაძლიერება, დეგრადირებული ტყის აღდგენა და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა.
რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, კერძოდ გაიზარდა ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულთა სახელფასე ანაზღაურება, დაგეგმილია ტყის მცველების და მეტყევეების რიცხოვნობის ზრდა, ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროფესიის პოპულარიზაციასა და სატყეო განათლების ხელშეწყობას, სოფლად განვითარებასა და უფრო მეტ სარგებელს ტყის ეკოსისტემური სერვისებისგან.

დამატებითი ინფორმაცია: რეფორმის მიხედვით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10 - 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

ღონისძიების ორგანიზების მომსახურების ტექნიკური დავალება:
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 2 (ორი) სახის ღონისძიების (1 თბილისი და 9 რეგიონი) კონცეფციის დაზუსტებული სცენარის ჩამოყალიბება და შემსყიდველთან შეთანხმება. ღონისძიებების თარიღი და ლოკაცია (საქართველოს მასშტაბით) შესაძლოა შეიცვალოს, სწორედ ამიტომ, შემსყიდველი ვალდებულია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსრულებელს არანაკლებ 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე შეატყობინოს ღონისძიების ჩატარების კონკრეტული ადგილი, დღე, დრო და საჭიროებები; ასევე, შემსყიდველი ვალდებულია ღონისძიების ცვლილების ან/და გაუქმების შემთხვევაში მიაწოდოს შემსრულებელს ინფორმაცია იმავე ვადაში.

ქ.თბილისში გასამართ ღონისძიებაზე მოწვეული იქნება დაახლოებით 100 პერსონა, ხოლო რეგიონებში გასამართ ღონისძიებაზე თითოეულში დაახლოებით 50 პერსონა.

თბილისი (ერთი ლოკაცია):
ღონისძიება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის სკამებით, ტრიბუნით, არანაკლებ 15 კვ.მეტრი ლედ ეკრანით, მიკროფონებით, გახმოვანების აპარატურით, და შესაბამისი მომსახურებით,
დახვედრა (ე.წ welcome) შუშხუნა ღვინით (20 ბოთლი 0,7 ლ), ღონისძიების შემდეგ ფურშეტი (ყავა/ჩაი, მინიმუმ 50-50 ცალი მცირე ზომის ფენოვანი ხაჭაპური, ფენოვანი ლობიანი, ჭადი ფხალეულით, ქათმის მწვადი ხის ჩხირზე, კანაპე ვიჩინით, კანაპე წითელი თევზით, მინიმუმ 30-30 ცალი მცირე ზომის ტარტალეტკა, შუ, ეკლერი, 50-50 ბოთლი სასმელი წყალი, მინერალური წყალი და გამაგრილებელი სასმელი მინის ბოთლებში. ფურშეტი ორგანიზებული უნდა იყოს ლამაზად გაფორმებული კოქტეილის მაგიდებით და საჭირო ჭურჭლით (არაპლასტიკატის).
ღონისძიება უნდა ჩატარდეს შეხვედრებისათვის განკუთვნილ შესაბამისად მოწყობილ დახურულ სივრცეში (სასტუმროს სივრცეში მოწყობილ ან ცალკე მაღალი კლასის სამუშაო შეხვედრებისათვის/კონფერენციებისათის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, რაზედაც მიმწოდებელმა სამუშაო პროცესში უნდა წარმოადგინოს რამდენიმე ვარიანტი (არანაკლებ 2-2) რომელიც უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).

რეგიონები (ცხრა ლოკაცია):
ღონისძიების შემდეგ ფურშეტი (მინიმუმ 30-30 ცალი მცირე ზომის ფენოვანი ხაჭაპური, ფენოვანი ლობიანი, ჭადი ფხალეულით, ქათმის მწვადი ხის ჩხირზე, კანაპე ვიჩინით, მინიმუმ 20-20 ცალი მცირე ზომის ტარტალეტკა, შუ, ეკლერი, 30-30 ბოთლი სასმელი წყალი, მინერალური წყალი და გამაგრილებელი სასმელი მინის ბოთლებში. ფურშეტი ორგანიზებული უნდა იყოს ლამაზად გაფორმებული კოქტეილის მაგიდებით და საჭირო ჭურჭლით (არაპლასტიკატის), ფურშეტის სივრცე გადახურული უნდა იყოს შესაბამისი ლამაზად გაფორმებული ტენტით.
ღონისძიება უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 25 კვ.მეტრი ბრენდირებული სცენით, საკმარისი სიმძლავრის დამოუკიდებელი დენის წყაროთი, შესაბამისი რაოდენობის სკამებით, ტრიბუნით, არანაკლებ 15 კვ.მეტრი ლედ ეკრანით, მიკროფონებით, გახმოვანების აპარატურით, და შესაბამისი მომსახურებით.
ღონისძიებები უნდა ჩატარდეს შესაბამისად მოწყობილ ღია სივრცეში (ლოკაციები შემსყიდველთან შეთანხმებით).

მომწოდებლის მიერ ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება უნდა განხორციელდეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან აქტიური კომუნიკაციით;

მომწოდებლის მიერ აღნიშნული ღონისძიების საჭიროებების სრულად უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან ერთად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით.

ზემოაღწერილ ღონისძიებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს უზრუნველყოფს მომწოდებელი.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ აითვისოს მომსახურება ან მისი ნაწილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ღონისძიების ორგანიზების მომსახურება შემსყიდველს უნდა გაეწიოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის მაისი - ივლისის თეების პერიოდში;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ღონისძიების ორგანიზების მომსახურება უნდა განხორციელდეს ქ.თბილისში და საქართველოს ცხრა რეგიონში შემდეგი პრინციპით:

ძირითადი ღონისძიება - 1 ღონისძიება
1. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) ქ.თბილისში

გასვლითი ღონისძიება - 9 ღონისძიება
2. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) ქვემო ქართლი - ბოლნისი - 1 ღონისძიება
3. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) შიდა ქართლი - ხაშური - 1 ღონისძიება
4. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) მცხეთა მთიანეთი - მცხეთა - 1 ღონისძიება
5. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) სამცხე ჯავახეთი - ახალციხე - 1 ღონისძიება
6. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) იმერეთი - ქუთაისი - 1 ღონისძიება
7. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) გურია - ოზურგეთი - 1 ღონისძიება
8. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) სამეგრელო - ზუგდიდი - 1 ღონისძიება
9. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) რაჭა - ამბროლაურში - 1 ღონისძიება
10. ღონისძიების ორგანიზება (სატყეო რეფორმის პრეზენტაცია) კახეთი - ყვარელი - 1 ღონისძიება

შენიშვნა:
რაიონული ცენტრები მოცემულია საორიენტაციოდ და შესაძლებელია განხორციელდეს რამდენიმე მათგანის ლოკაციის ცვლილება იმავე რეგიონში. რაც დაზუსტდება კონკრეტული შეკვეთისას.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამურად უნდა გააჩნდეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ანალოგიური/მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების მიწოდების გამოცდილება.

წარმოდგენილი გამოცდილებებიდან რომელიმე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ ტენდერის სავარაუდო ღირებულების 50%.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 30 000 ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების მიწოდების გამოცდილება საქართველოს რომელიმე რეგიონის გარე სივრცეში და ჯამურად არანაკლებ 30 000 ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების მიწოდების გამოცდილება ქალაქ თბილისში.

ანალოგიური/მსგავსი ღონისძიებებია: დაჯილდოების ღონისძიების მოწყობა, საზეიმო ღონისძიების მოწყობა, კონფერენციების მოწყობა ან/და სხვა მსგავსი, ხოლო რეგიონში გაწეულ მომსახურებაში ჩაითვლება ქ.თბილისის გარეთ გაწეული მომსახურება.

გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი -მიღება-ჩაბარების აქტი და დადასტურებლი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოთხოვნილი გამოცდილება დასტურდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციათა ერთობლიობით საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, MEP, CMR) წარმოდგენა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს დანართით N2 წარმოდგენილი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ამ დანართით განსაზღვრულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართით N3-ის სახით:

ივენთების მენეჯერი - უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში მოცემული ტიპის არანაკლებ 3 (სამი) ღონისძიების ორგანიზების გამოცდილება.

ტექნიკური მენეჯერი - უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში მოცემული ტიპის არანაკლებ 3 (სამი) ღონისძიებაში ტექნიკურ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება

გახმოვანების რეჟისორი - უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში მოცემული ტიპის არანაკლებ 3 (სამი) ღონისძიებაში გახმოვანების რეჟისორად მუშაობის გამოცდილება.

კრეატიული მენეჯერი - უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში მოცემული ტიპის არანაკლებ 3 (სამი) ღონისძიებაში კრეატიულ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.

დიზაინერი - უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში მოცემული ტიპის არანაკლებ 3 (სამი) ღონისძიებაში დიზაინერად მუშაოების გამოცდილება.

2. პრეტენდენტმა, მის მიერ შემოთავაზებულ თითოეულ სპეციალისტზე უნდა წარმოადგინოს საანკეტო მონაცემები დანართი N4-ის შესაბამისად, რომელიც მოიცავს სპეციალისტების ბიოგრაფიულ მონაცემებს, ინფორმაციას მათი განათლების, კვალიფიკაციის შესახებ და სამუშაო გამოცდილების შესახებ.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ სპეციალისტთან გაფორმებული წინარე შეთანხმება (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) დანართი N5-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას კომპეტენციის ფარგლებში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მოთხოვნიდან პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. დასკვნა გაცემული უნდა იყოს ლიცენზირებული ან აკრედიტირებული ან/და უფლებამოსილი პირის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ამასთან, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს არაუადრეს 2026 წლის 31 აგვისტო.

6.4 terms and conditions of guarantee

წარმოდგენილ გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, რომ იგი არის უპირობო და გამოუთხოვადი. წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. ასევე მითითებული უნდა იყოს, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე ჩაირიცხება მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

6.6.5 terms and conditions of guarantee

არმოდგენილ გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, რომ იგი არის უპირობო და გამოუთხოვადი. წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. ასევე მითითებული უნდა იყოს, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე ჩაირიცხება მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მომსახურების გაწვევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის ან მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მომსახურების გაწვევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ლილუაშვილი, 591079757, Irakli.Liluashvili@forestry.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

01-05-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

01-05-2026 Инженерные услуги.

01-05-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

01-05-2026 Аккумуляторы (гальванические элементы) и первичные аккумуляторы.

01-05-2026 Компьютерное оборудование и принадлежности.

01-05-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru