სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად
გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკურ პირობა"-ზე და
მიმაგრებულ ყველა დოკუმენტზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება
გასაფორმებელ ხელშეკრულებას.
"ტექნიკური პირობა":
1.“მიმწოდებელმა” სამუშაოები უნდა აწარმოოს შემსყიდველის
ფუნქციონირებისთვის ნორმალური რიტმის შენარჩუნების პირობებში.
2.რემონტთან დაკავშირებული ყველა მასალა (ექსპლოატაციაში არმყოფი,
ახალი) შეძენილი უნდა იყოს ”მიმწოდებლის” მიერ.
3. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს კონტრაქტორი კომპანია
ვალდებულია ოთახებში არსებული ის ინვენტარი რომელიც ხელს უშლის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმართვას,
გადაადგილოს საკუთარი ხარჯებით დაუზიანებლად და სამუშაოების
დასრულების შემდგომ დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.
4. რემონტში გამოყენებული კერამო გრანიტის, კაფელის, ლამინატის,
ლინოლიუმის, შეკიდული ჭერის, კარების, შენობის შიდა და გარე კედლების,
ფარდა-ჟალუზის, და, ავეჯის ფერების ზუსტი ტონალობა შეთანხმებულ იქნას
“შემსყიდველთან”
5. ყველანაირი სანათის ტიპი და ფორმა შეთანხმებული იქნას
,,შემსყიდველთან“.
6. როზეტები უნდა იყოს ყველა დამიწებით.
7. კარების ზომები გადამოწმდეს “მიმწოდებლის” მიერ ადგილზე.
8. შენობის ფასადის და შიდა კედლების ლესვის დროს უნდა მოხდეს
კედლებიდან არსებული დაზიანებული ბათქაშის ჩამოყრა გასუფთავება.
9. ქვიშა-ცემენტით შელესილი კედლები უნდა იყოს გასწორებული თარაზოში
(მაიაკში).
10. შენობის ფასადის კედლებზე უნდა მოხდეს წებო-ემულსია ნარევი ცემენტის
(საშუალო ფრაქციის) ხსნარის შეფრქვევა (შებრიზგვა)
11. შენობის ფასადის კედლები უნდა შეიღებოს. ფასადის წყალ-ემულსიის
საღებავით სულ მცირე ორი ფენათ (მაღალი ხარისხის), სრულ დაფარვამდე.
12. ფერდოების (კარებების, ფანჯრების) და კედლების გამოწეულ კუთხეებში
უნდა მოეწყოს სპეციალური უჟანგავი თუნუქის კუთხოვანა.
13. კედლების და ჭერის დამუშავება და შეღებვა ნიშნავს: დამუშავდეს კედელი
წებო-ემულსიის ხსნარით, ფითხით (მაღალი ხარისხის კნაუფის ან ანალოგიური)
დაიშპაკლოს და გაიშკურკოს რამდენიმე ფენად, შეიღებოს სულ მცირე ორი
ფენა საღებავით (მაღალი ხარისხის ) სრულ დაფარვამდე.ფერი შეთანხმებული
იქნას ”შემსყიდველთან”
14.ხელოვნური კერამო გრანიტის ფილების მოწყობა ნიშნავს: გრანიტის
ფილების მოწყობას წებო- ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის
შევსება დეკორატიული ცემენტით (ფუგა)
15. კაფელის ფილების მოწყობა ნიშნავს: კაფელის ფილების მოწყობას
წებო-ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის შევსება დეკორატიული
ცემენტით (ფუგა)
16. კარები (მეტალო-პლასმასის) –საკეტით, სახელურით და ანჯამებით მეტალო
პლასმასის შემავსებლით
17. ლამინირებული იატაკი L-33-34 კლასი, სისქე არანაკლებ 10მმ ცვეთამედეგობა AC 5.
ეკოლოგიურად სუფთა ძნელად აალებადი.
18. მუყაო-თაბაშირის ფილა მაღალი ხარისხის არანაკლებ 1200*2500*12,5მმ (კომპლექტი
ლითონის უჟანგავ კარკასზე კნაუფის ან ანალოგიური)
19. ამსტრონგის მინა-ბოჭკოვანი აკუსტიკური ფილა 60*60*14მმ ხანძარმედეგი
(კომპლექტი ლითონის კარკასზე)
20. ჰორიზონტალური ფარდა ჟალუზი ალუმინის ზოლის სიგანე არანაკლებ 25მმ,
ლავგარდანის (კარნიზი) ზომები არანაკლებ 19/25/19მმ.
21. სანათი 40W, 595X595 მმ, სისქე არაუმეტეს 1,0 სმ. ამსტრონგის ჭერში
ჩასამონტაჟებელი. ნათება 4000K-
4500K. სანათს უნდა მოყვეს დრაივერი: შემავალი ძაბვა 165-265 ვოლტი, გამომავალი:
38-65. 50/60HZ. 600 MA.
22. მოთუთიებული თუნუქის ფურცელი არანაკლებ 0,05მმ
23. პარაპეტზე 0,05მმ-იანი მოთუთიებული თუნუქის ფურცლის (ენდეუ) მოწყობა,
ნიშნავს: პარაპეტის ზედაპირის სრულ, შიდა და გარე გვერდებზე 50 მმ-ით
გადასვლას მოთუთიებული თუნუქის ფურცლით, ხოლო მოთუთიებული თუნუქის
ფურცლები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული ორმაგი ჩამკეტით.
24. შენობის სახურავზე და პარაპეტზე ბრტყელი სახურავის მოწყობა
ჰიდროსაიზოლაციო მასალით (ერთი ფენა ლინოკრომი) ნიშნავს:
ჰიდროსაიზოლაციო მასალით (ლინოკრომი ზედა ფენა ქვიშიანი) შენობის
სახურავის და პარაპეტის შიდა გვერდის, ზედაპირის სრულ და გარე გვერდის
5სმ-ით დაფარვას.
25. ლითონის კარების შეღებვა ზეთოვანი საღებავით ნიშნავს: დამუშავდეს
ლითონის ჯაგრისით (საჭიროების შემთხვევაში), შეიღებოს ორი ფენა
საღებავით, სრულ დაფარვამდე.
26. შემრევი ონკანი. ლატუნი, დრეკადი მილებით
27. ავეჯის სრული აწყობა-მონტაჟი ადგილზე.
28. ავეჯის ფერი შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან”.
29. ავეჯში გამოყენებული დ.ვ.პ. უნდა იყოს ლამინირებული
30. ავეჯში გამოყენებული სახელური უნდა იყოს მეტალის.
31. ლამინატისაგან დამზადებულ ავეჯს უნდა ჰქონდეს ძირზე მიმაგრებული
პლასტმასის 5 მმ-იანი სისქის ქოში და გადაბმის (შურუფები) ადგილას
სპეციალური მრგვალი მისაწეპებელი (ლიპუჩკა) ავეჯის შესაბამისი
ფერის.
32. ელექტროკონვექტორი თერმოსტატიანი კედელზე მისამაგრებელი სიმძლავრე
არნაკლებ 2000ვტ, ა).მექანიკური ან ელექტრონული თერმოსტატით;
ბ).დახურული სპირალით(გაცხელების ელემენტი); გ).გაცხელების რეჟიმის
რეგულირებით; დ).ელექტრო დაცვით;
ე).წყლის შხეფებისაგან დაცვით(iP24);
33. საოფისე სავარძელის ძირითადი მახასიათებლები
საოფისე სავარძელი ბადისებრი ზედაპირის შავი საჯდომით, ასევე შავი
ფერის ბადის საზურგით. ზომები: სიმაღლე - იატაკიდან 110÷120სმ;
დასაჯდომის სიმაღლე - 45÷53სმ; დასაჯდომის სიგანე - 55÷60სმ(სახელურებით);
საზურგის სიმაღლე - 65÷70სმ;
საზურგის სიგანე - 40÷45სმ; სიღრმე - 48÷51სმ;
მარჯვენა მხარეს რეგულატორით, რომელიც უზრუნველყოფს სიმაღლეში
რეგულირებას და ასევე, სავარძლის კორპუსის ქანაობის რეჟიმს, მხოლოდ
საწყის პოზიციაში ფიქსაციით. ფეხი(ვარსკვლავი) მონიკელებული, 5
გორგოლაჭით.
34. სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორია უნდა გასუფთავდეს,
ფანჯრები, კედლები, იატაკი, კარებები უნდა გაიწმინდოს. სამშენებლო
ნარჩენი გატანილ იქნას ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (ნაგავსაყრელზე).
35. მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია სახელშეკრულებო
თანხის 30% გადახდა ავანსად, საბანკო გარანტიის წარმოდგენით.
36. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს
სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი ობიექტის შესაბამისად.
37. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, თუ მიმწოდებლის მიერ
შესრულებელი/შესასრულებელი სამუშაოებსა და წარმოდგენილ
გეგმა-გრაფიკს შორის იქნება ჩამორჩენა, შეწყვიტოს ხელშეკრულება.
38. სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი
ა). “მიმწოდებელმა“ „შემსყიდველს“ უნდა აცნობოს სამუშაოების
დასრულების შესახებ.
ბ). „შემსყიდველის“ სამუშაოთა მიმღები ჯგუფი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოთა შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, რის
შემდეგაც “მიმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით წარმოადგენს უკვე
დასრულებულ სამუშაოებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული
საექსპერტო ორგანიზაციის (შესაბამისი აკრედიტიციის დოკუმენტის
წარმოდგენით) მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
გ). დადებითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში „შემსყიდველს“ და
“მიმწოდებელს“ შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად
შესრულებულ სამუშაოებზე.
დ). სამუშაოების დასრულების ვადაა საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის
თარიღი.
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: