საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დეტალური აღწერილობა
(თანდართული თითოეული საბეჭდი ცენტრის გეგმარებითი ნახაზების
შესაბამისად, სადაც შესაბამისი ფართები ხაზებით გამოყოფილია):
1. სადემონტაჟო სამუშაოები
1.1 არსებული ხის/მდფ-ის კარის დემონტაჟი/გადაკეთება (საჭიროებისამებრ).
1.2 არსებული მეტალის კარის დემონტაჟი/გადაკეთება (საჭიროებისამებრ).
1.3 არსებული მინის კარის დემონტაჟი/აწევა (საჭიროებისამებრ).
(სულ არსებული კარების საორიენტაციო რაოდენობა - 15. აქედან: მდფ - 4, ლითონი -
7. მინა - 4).
1.4 პლინტუსების დემონტაჟი.
2. სარემონტო სამუშაოები
2.1 ახალი ხის/მდფ-ის პლინტუსების მოწყობა.
2.2 სამუშაო ოთახებში მაღალი ხარისხის (ანტისტატიკური) ლამინირებული
იატაკის მოწყობა.
(სულ საორიენტაციო ფართობი - 518 მ/კვ, აქედან: თბილისი - 303 მ/კვ , ბათუმი - 168 მ/კვ
, ქუთაისი - 47 მ/კვ).
2.3 ახალი ხის/მდფ-ის კარის მოწყობა (1 კარი).
2.4 არსებული ლითონის კარის შეღებვა.
3. ელ.გაყვანილობა და სუსტი დენები
3.1 კაბელ არხში ჩამონტაჟებული ელ.როზეტები და ინტერნეტ როზეტები.
3.2 ელ. გაყვანილობის ახალი ქსელის მოწყობა.
3.3 სუსტი დენების ახალი ქსელის მოწყობა .
3.4 კედლებზე კაბელ არხების მოწყობა.
3.5 ახალი ელექტრო ფარების მოწყობა (საჭიროებისამებრ).
(კაბელ არხში ელ.საკვანძო წერტილში/ბუდეში ერთად დგება 6 ელ.როზეტი და 4
ინტერნეტ როზეტი. წერტილების საორიენტაციო რაოდენობა სულ - 58, აქედან:
თბილისი - 40, ბათუმი - 6, ქუთაისი - 12. ელ.გაყვანილობა და სუსტი დენების
დაქსელვა მოხდება ჭერიდან).
4. წარმოსადგენი საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია უნდა
მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს)
4.1 თავფურცელი - ობიექტის დასახელება და მისამართი.
4.2 პროექტის შემადგენლობა და ნახაზების უწყისი.
4.3 განმარტებითი ბარათი და ტექნიკური მაჩვენებლები.
4.4 არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა და აზომვითი
ნახაზები.
4.5 სიტუაციური გეგმა.
4.6 შიდა ელექტროგაყვანილობა.
4.7 სუსტი დენების პროექტი.
4.8 სამუშაოთა ორგანიზების პროექტი, სამუშაოთა ჩატარების კალენდარული
გრაფიკით (გეგმა -გრაფიკი).
4.9 სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (დეფექტური აქტი, ლოკალური
ხარჯთაღრიცხვა, კრებსითი ხარჯთაღრიცხვა) უნდა შეესაბამებოდეს
„მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილებას, „მშენებლობის
უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილებას, ტექნიკური
რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების
თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებას,
„სამშენებოს სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით
გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2025 წლის 1 დეკემბრის N2006 განკარგულებას, ასევე პროექტის შესრულების და
დოკუმენტების წარმოდგენის დღისათვის მოქმედ ყველა სამართლებრივ აქტს
(მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გაცემის
წესისა და სანებართვო პირობების შესახებ წესებს, არქიტექტურული და
გეგმარებითი ელემენტების ტექნიკურ რეგლამენტს).
4.10 პროექტის ავტორები ვალდებულნი არიან ადგილზე შეისწავლონ საპროექტო
ობიექტი.
შენიშვნა:
1) მიმწოდებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ეხება
მხოლოდ: ხარჯთაღრიცხვას, სუსტი დენების და ელ.გაყვანილობის მოწყობას),
უნდა წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული
ნებისმიერი პირის შესაბამისი დასკვნის სახით (დასკვნასთან ერთად
წამოდგენილი უნდა იქნას უფლებამოსილების შესაბამისი დამადასტურებელი
დოკუმენტი). ინსპექტირების ორგანოსთან შეთანხმებით მიღებულ იქნას
ტექნიკური გადაწყვეტილების მართლზომიერება და მისი შესრულების
ხარისხი. ექსპერტიზის მომსახურების ხარჯს უზრუნველყოფს
მიმწოდებელი.
2) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა
მიმდინარეობდეს შემსყიდველთან საპროექტო სამუშაოებზე და სხვა
დეტალებზე შეთანხმება.
3) მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოების შესრულების პროცესში უნდა
გაუწიოს საავტორო ზედამხედველობა. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდება
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი
დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა ან რაიმე ცვლილების
განხორციელება, დამატებითი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენა უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, ანაზღაურების გარეშე.
5. სავალდებულო მოთხოვნები:
5.1 პროექტი უნდა იქნეს შემუშავებული ისე, რომ სამუშაოები განხორციელდეს
მაღალი ხარისხის მასალებით, ასევე პრიორიტეტი მიენიჭება ეკოლოგიურად
სუფთა მასალებისა და ენერგომატარებლების გამოყენებას.
5.2 საპროექტო გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს ობიექტის მინიმალური
საექსპლუატაციო მოვლა-პატრონობის ხარჯები. ასევე უზრუნველყოფილი უნდა
იყოს ობიექტის საექსპლუატაციო მაქსიმალურად შესაძლებელი ვადა
მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებამდე (რემონტამდე).
5.3 მიმწოდებელი ადგილზე უნდა გაეცნოს შემსყიდველის მიერ წაყენებულ
დეტალურ მოთხოვნებს, წინასწარი კონსულტაცია გაიაროს შემსყიდველთან და
შეუთანხმოს მას.
5.4 საპროექტო დოკუმენტაციაში (აღჭურვილობის ჩამონათვალი,
სპეციფიკაციები და სხვა) სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის,
წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება დაუშვებელია, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა
საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის
აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან
„ექვივალენტური“ და სხვა.