Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #72107999)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 72107999
Дата публикации: 29-04-2026
Сумма контракта: 268 143


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008650
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.04.2026 18:19
Начало приема предложения 08.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.05.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 268`143.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34140000 - Транспортные средства большой мощности
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
უნაგირა საწევარასა და აღნიშნული უნაგირა საწევარასათვის განკუთვნილი ნახევარმისაბმელის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 2`681.00 GEL
Размер гарантии 2`681 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jaba guraspishvili :: 24.04.2026 15:08
  • Последнее исправление: jaba guraspishvili :: 28.04.2026 18:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=684160&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

უნაგირა საწევარასა და აღნიშნული უნაგირა საწევარასათვის განკუთვნილი ნახევარმისაბმელის (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონლის შემსყიდველზე გადაფორმება და გადაფორმების შემდგომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი) ჩატარება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი) ჩატარებას და ხარჯების ანაზღაურებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს იმ შემთხვევაში, თუ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი) საჭიროება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება საქონლის შემსყიდველზე გადაფორმებიდან ერთი თვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი) საქონელს უნდა ჩაუტარდეს შემსყიდველზე გადაფორმების დღიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, შემსყიდველისათვის მიწოდებისას, მისი გარბენის მაჩვენებლის შესაბამისად, საჭიროებდა/საჭიროებს მწარმოებლის მიერ დადგენილ თანმდევ საგარანტიო/გეგმიურ მომსახურებას (სერვის(ებ)ს/ნაწილ(ებ)ს/საცხებ-საპოხი მასალ(ებ)ს), მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურების გაწევა და შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება განხორციელდება საქონლის მოწოდების, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პირველადი) დადებითი ანგარიშისა (წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული საჭიროების შემთხვევაში) და თანმდევი საგარანტიო/გეგმიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული საჭიროების შემთხვევაში) წარმოდგენის შემდგომ.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შესაბამისი მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საქონლის უკან გაწვევის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს უკან გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

შენიშვნა:
- საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები მოცემულია დანართი №2-ში.
შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი №2-ის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის სრულად მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 (ას ორმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მიწოდების ვადის შესახებ.
1.4.2 თანმდევი საგარანტიო/გეგმიური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით (მათ შორის განბაჟების, სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სანომრე ნიშნების ჩათვლით), პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და საქონლის მიწოდებისას გარბენის მაჩვენებლის შესაბამისად, მწარმოებლის მიერ დადგენილი თანმდევი საგარანტიო/გეგმიური მომსახურების (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ხარჯების ჩათვლით.
1.5.2 საქონლის მიწოდების ადგილია: სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული სერვის-ცენტრი;
1.5.3 პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო/გეგმიური მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრ(ებ)ში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 უნაგირა საწევარას საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელს (აქედან, არანაკლებ 1 (ერთი) წელი სრულ უნაგირა საწევარაზე და შემდგომი არანაკლებ 1 (ერთი) წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი), ხოლო ნახევარმისაბმელზე - არანაკლებ 1 (ერთი) წელი. გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე (მაგალითად: საცხებ საპოხი მასალები, ფილტრები, ხუნდები, შუშის საწმენდი ჯაგრისები და ელექტრო მცველები).
პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ #2-ში (საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადის შესახებ.
1.7.1.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელზე გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, დეფექტის/ნაკლის სირთულის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.
მიმწოდებლის მიზეზით გამოწვეულ ნებისმიერ დაზიანებაზე (მომსახურების განხორციელების პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოწვეული სხვა დაზიანებები), მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება.
1.7.1.3 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად საქონლის შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექმომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.
1.7.1.4 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უნაგირა საწევარას თანმდევი საგარანტიო/გეგმიური მომსახურების განფასება 100 000 კმ გარბენის ლიმიტის ფარგლებში. აღნიშნული განფასება უნდა მოიცავდეს უნაგირა საწევარას მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული, გარბენის მიხედვით განსახორციელებელი, მომსახურების (სერვისების/ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების და სხვა) ჩამონათვალს. აღნიშნულ განფასებაში დაფიქსირებული ღირებულები შენარჩუნებულ უნდა იქნას მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მოდელის (ნახევარმისაბმელზე - ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ტექსტი: „მოდელი არ გააჩნია“), წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ.

შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის მოდელის (ნახევარმისაბმელზე - ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ტექსტი: „მოდელი არ გააჩნია“) ან/და წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ ინფორმაციის სატენდერო წინადადების ფარგლებში წარმოუდგენლობა ან დანართ #1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან/და დანართ #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.
- ამასთან, თუ შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლებელია შემოთავაზებული საქონლის მოდელის, წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
- ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და წარმოშობის ქვეყნის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2024 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში „წინადადებების მიღების დასრულების“ დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 (ერთი) ერთეული უნაგირა საწევარას ან/და სხვა ტიპის სატვირთო ავტომანქანის საქართველოში მიწოდების/რეალიზაციის გამოცდილება.
აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ხელშეკრულება არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (იგულისხმება, რომ არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვას), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული უნაგირა საწევარას მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული მინიმუმ ერთი მოქმედი სერვის-ცენტრი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ან/და თბილისიდან არაუმეტეს 30 კმ. რადიუსში, სადაც სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციისა და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით;
აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს:
- უნაგირა საწევარას მწარმოებლის მიერ გაცემული შემოთავაზებული სერვის-ცენტ(ებ)ის ავტორიზაციის/ლიცენზირების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი , რომელშიც ასევე მითითებულ უნდა იყოს სერვის-ცენტრ(ებ)ის მისამართი;
- შემოთავაზებული სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის (იჯარის) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
თუ პრეტენდენტს საკუთრებაში გააჩნია შემოთავაზებული სერვის-ცენტრ(ებ)ი, მაშინ აღნიშნულის დასტურად უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია - განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.
თუ პრეტენდენტს სარგებლობის (იჯარის) უფლებით გააჩნია შემოთავაზებული სერვის-ცენტრ(ებ)ი, მაშინ აღნიშნულის დასტურად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სარგებლობის (იჯარის) ხელშეკრულება. აღნიშნულ შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას მეიჯარის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი/განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერ(ებ)ი.

შენიშვნა:
- წინამდებარე პუნქტის დაკმაყოფილების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერ(ებ)ი უნდა იყოს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით.
- სერვის-ცენტრის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტი მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამასთანავე, უნაგირა საწევარას საგარანტიო პერიოდში სერვის-ცენტრის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს აღნიშნული დოკუმენტი განახლებული ვადით.

2.3.1.2 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მობილური ჯგუფი, რომლის გამოძახების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოს მასშტაბით ტექნიკური მომსახურების/სერვისის გაწევა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდეტმა, შემოთავაზებულ საქონელზე (როგორც უნაგირა საწევარაზე, ასევე ნახევარმისაბმელზე) უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მწარმოებლის მიერ გაცემული/შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც განსაზღვრული იქნება შემოთავაზებული უნაგირა საწევარას და ნახევარმისაბმელის ძირითადი მახასიათებლები (მათ შორის აღნიშნული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს უნაგირა საწევარას საწვავის წვის მაჩვენებელს) სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის დანართი #2-ით განსაზღვრული ძირითადი მახასიათებლების შესაბამისად.
აღნიშნული პუნქტის დაკმაყოფილების მიზნით, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს:
- მწარმოებლის მიერ გაცემული/შედგენილი დოკუმენტი (ხელმოწერილი მწარმოებლის მიერ);
ან/და
- ამონარიდი შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან. ამ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისათვის შესაძელებელი იქნება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად გადამოწმება. თუ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ფიქსირდება უნაგირა საწევარას და ნახევარმისაბმელის ყველა ძირითადი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის დანართი #2-ში ან/და აღმოჩნდება განსხვავება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებულ ძირითად მახასითებლებსა და მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ მახასიათებლებს შორის, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული (ხელმოწერილი მწარმოებლის მიერ) დოკუმენტი, სატენდერო წინადადებაში მითითებული განსხვავებული ძირითადი მახასიათებლების დადასტურების შესახებ, რომელშიც ასევე მითითებული იქნება წინამდებარე ტენდერის ნომერი და პრეტენდენტის დასახელება.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება შემოთავაზებული საქონლის მოდელით (ნახევარმისაბმელზე - ასეთის არსებობის შემთხვევაში), მწარმოებლითა (ან/და სასაქონლო ნიშნით) და წარმოშობის ქვეყნით).

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) ერთეულებთან მიმართებით, რომელშიც ასევე იგულისხმება პრეტენდენტის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში წარმოდგენილი უნაგირა საწევარას თანმდევი საგარანტიო/გეგმიური მომსახურების განფასება;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება (იგულისხმება უნაგირა საწევარასა და ნახევარმისაბმელის შესყიდვის ხელშეკრულება) შეადგენს ან აღემატება 200 000,00 (ორასი ათასი) ლარს, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გასაფორმებელი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №4-ის (ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
6.4.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ. არარეზიდენტი პირების მიერ დასაშვებია უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ, აღნიშნული საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს გარანტიის გამცემი საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ბეჭედდასმული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით - ელექტრონული დოკუმენტის ფორმით.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ელექტრონული სისტემის საშუალებით -ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, აღნიშნულ დოკუმენტზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
6.4.3 შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში (თეთრი სია) რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესყიდვის ობიექტის (უნაგირა საწევარა და ნახევარმისაბმელი) სრულად მიწოდებიდან და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესყიდვის ობიექტის (უნაგირა საწევარა და ნახევარმისაბმელი) სრულად მიწოდებიდან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯაბა გურასპიშვილი, 599297303, j.guraspishvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ჯაბა გურასპიშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 219).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 268 143,00 (ორას სამოცდარვა ათას ას ორმოცდასამი) ლარი, დღგ-ს ჩათვლით (აღნიშნული მოიცავს: საქონლის ღირებულებას (დღგ-ს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლისა და წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით გათვალისწინებული ხარჯების ჩათვლით) და უნაგირა საწევარას 100 000 კმ გარბენის ლიმიტის ფარგლებში, თანმდევი საგარანტიო/გეგმიური ფასიანი მომსახურების ღირებულებას (ლარი, დღგ-ს ჩათვლით).
10.1.2 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
ა) შესყიდვის ობიექტის (უნაგირა საწევარა და ნახევარმისაბმელი) ღირებულებას (ლარში, დღგ-ს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლისა და წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით გათვალისწინებული ხარჯების ჩათვლით);
ბ) უნაგირა საწევარას თანმდევი საგარანტიო/გეგმიური ფასიანი მომსახურების ღირებულებას (ლარში, დღგ-ს ჩათვლით) - რომელიც გაანგარიშებული უნდა იყოს 100 000 კმ. გარბენის ლიმიტის ფარგლებში.
10.1.3 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის (თანმდევი საგარანტიო/გეგმიური მომსახურების ჩათვლით) შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით.
10.1.4 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.5 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru