Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инструменты для контроля физических характеристик (Грузия - Тендер #72107988)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 72107988
Дата публикации: 29-04-2026
Сумма контракта: 603 655


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008661
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.04.2026 22:56
Начало приема предложения 27.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 01.06.2026 13:30
Предполагаемая цена закупки 603`655.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 38400000-Инструменты для контроля физических характеристик
Коды классификатора
  • 38400000 - Инструменты для контроля физических характеристик
  • 38420000 - Приборы для измерения расхода, уровня и давления жидкостей и газов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღის განმავლობაში.
Дополнительная информация
წყლის ხარჯმზომი მოწყობილობა თანმდევი მომსახურებით, მონტაჟით, პროგრამული უზრუნველყოფით.

information about the subject of procurement: Real-time discharge measurement system, installation and programming.

Estimated value of procurement 603’655.00 GEL Including VAT;
Classifier (CPV) code: 38400000 – Instruments for checking physical characteristics;
Amount or Volume of Procurements - see the technical documentation;
Supply Period – 150 calendar days after the execution (signing) of the contract;
Bid reduction step 2415.00 GEL
Guarantee amount 6`037 GEL
Guarantee validity period: 160 Days

Source of funding – Budget 2026.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`415.00 GEL
Размер гарантии 6`037 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan iasaghashvili :: 23.02.2026 12:28
  • Последнее исправление: ketevan iasaghashvili :: 28.04.2026 22:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674383&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წყლის ხარჯმზომი მოწყობილობა თანმდევი მომსახურებით, მონტაჟით, პროგრამული უზრუნველყოფით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი მახასიათებლების მქონე წყლის ხარჯმზომი მოწყობილობის თანმდევი მომსახურებით, მონტაჟით, პროგრამული უზრუნველყოფით მოწოდება:

1.2.1. წყლის ხარჯმზომი მოწყობილობა თანმდევი მომსახურებით, მონტაჟით, პროგრამული უზრუნველყოფით - 15 კომპლექტი.

1.2.1.1. უკონტაქტო რადარული ტიპის ავტომატური ხარჯმზომი სისტემა:
- სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს მონაცემთა რეგისტრატორით 3G ან/და 4G ტელემეტრიის ფუნქციით.

1.2.1.2. ხარჯმზომი სისტემის მინიმალური მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრები:
- აგრესიული გარემოსადმი მედეგი პლასტმასის კორპუსი, დაცვის კლასით არანაკლებ IP68;
- სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი მოიცავს მინიმუმ არაუმეტეს -40 მაქსიმუმ არანაკლებ +60 °C;
- სამუშაო ტენიანობის დიაპაზონი მოიცავს 0...100 %;
- ელ.დაცვა: გადამეტძაბვის და მეხსაწინააღმდეგო დაცვა;
- ინტერფეისი: არანაკლებ 4X ანალოგიური გამომავალი სიგნალი (ოთხი პარამეტრისთვის: დონე, სიჩქარე, ხარჯი და AUX). არანაკლებ 1xSDI-12, 1x RS 485 ან Modbus;
- სისტემას გააჩნია თვით-კონტროლის კოდირებული პარამეტრი, რომლის ცალკეული მნიშვნელობებისთვის განსაზღვრული იქნება სისტემის მდგომარების სტატუსი.

1.2.1.3. დონმზომი სენსორი:
- გაზომვის დიაპაზონი: მინიმუმ 0.05-არანაკლებ 8 მ;
- რეზოლუცია 1მმ; სიზუსტე: 2მმ;
- სიგნალის ტიპი და გაშლის კუთხე: რადარული, 8°;

1.2.1.4. სიჩქარის მზომი რადარი (რადარული სენსორი):
- გაზომვის დიაპაზონი: 0,08- 16 მ/წმ;
- რეზოლუცია: 1მმ/წმ სიზუსტე: 0.01 მ/წმ;
- გაზომვის რეგულირებადი ხანგრძლივობა: 5-240 წმ დიაპაზონში;
- რადარის სიგნალის გავრცელების (გაზომვის) მანძილი: მინიმუმ 0.2 - არანაკლებ 35 მ;
- გაზომვის ვერტიკალური კუთხის ავტომატური კორექციის ფუნქციით;
- სიზუსტე +/-1°; რეზულუცია +/- 0.1° სენსორს შეუძლია დინების მიმართულების ავტომატური ამოცნობა.

1.2.1.5. რადარში ინტეგრირებული ჰიდრავლიკური მოდელი:
- ჰიდრავლიკური მოდელით უზრუნველყოფილი იყოს წყლის ხარჯის გაზომვა;
- ხარჯის კალკულაცია დაფუძნებულია თანამედროვე, მანქანური სწავლების ფუნქციონალის მქონე მოდელზე, რაც საშუალებას იძლევა გაზომილი პარამეტრებისა და მონაცემების საიმედოობის შეფასებისა და გარე ფაქტორების (მაგ. ქარის) გავლენის დადგენა, ელიმინაცია.
- მოდელში შესაძლებელია როგორც სტანდარტული (მართკუთხა, ტრაპეციული და სხვა) ასევე ნებისმიერი გეომეტრიის განივი პროფილის შეყვანა;
- მოდელში შესაძლებელია სხვადასხვა (არაერთი) სიმქისის (Manning’s) კოეფიციენტების განსაზღვრა, პროფილის სხვადასხვა ზონისთვის;
- K-factor-ების და ხარჯის ავტომატური კალკულაციის ფუნქციით;
- ჰიდრავლიკურ მოდელში შესაძლებელია სხვადასხვა (არაერთი) ხარჯის საკონტროლო გაზომვის შეყვანა რის მიხედვითაც ავტომატურად მოხდება მოდელის კალიბრაცია;
- მოდელში შესაძლებელია სიჩქარის გაზომვის სპექტრული ანალიზი, რითიც განისაზღვრება ცალკეული გაზომვის ხარისხი, დინებისა და უკუდინების ფარდობა, დინების სიჩქარეთა განაწილება.

1.2.1.6. მონაცემთა რეგისტრატორი ინტეგრირებული მოდემითა და დამტენით:
- მონაცემთა რეგისტრატორი აღჭურვილია ინტეგრირებული 3G ან /და 4 G მოდემითა და მონაცემთა რეგისტრატორთან თავსებადი დამტენით;
- მონაცემთა რეგისტრატორი წინასწარგანსაზღვრული ინტერვალით ახდენს, სისტემის ყველა (დასაკვირვებელი და ტექნიკური) პარამეტრის ავტომატურ რეგისტრაციას და გადაცემას;
- რეგისტრატორი აღჭურვილია ღილაკებითა და LCD ილუმინირებული ეკრანით მიმდინარე მონაცემების ადგილზე შემოწმებისა და ბაზისური ტექნიკური -პროფილაქტიკური სერვისისთვის. რეგისტრატორს ასევე უნდა გააჩნეს თავისუფალი USB პორტი ან/და bluetooth ან/და wi-fi მხარდაჭერა მონაცემთა გარე ფლეშ მეხსიერების ბარათზე ჩამოსატვირთად;
- მონაცემთა რეგისტრატორის დაცვის კლასი არანაკლებ IP66, სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი მოიცავს მინიმუმ არაუმეტეს -40 , მაქსიმუმ არანაკლებ +60°C;
- შიდა მეხსიერება: გარემოსადმი მდგრადი მინიმუმ 4მბ ფლეშ მეხსიერება (მინიმუმ. 500’000 გაზომვის ჩანაწერის შესანახად);
- პარამეტრების დამუშავების ფუნქციები: საშუალო, მინიმუმი, მაქსიმუმი, დღიური ჯამი;
- ანალოგური და ციფრული სიგნალების ინტერფეისი არანაკლებ: 4x ანალოგური, 2x მთვლელი, 1x სიხშირული და 1x პოტენციომეტრული. 1 x RS 485 და 1 x SDI-12;
- საკომუნიკაციო ინტერფეისი: RS-232 და Bluetooth ან/და wifi კავშირი კონფიგურაციისთვის. დისტანციური კავშირი IP Call-ის საშუალებით (სტატიკური IP მისამართის SIM ბარათის გარეშე) სისტემის სრული კონფიგურაციის შესაძლებლობით, მათ შორის წვდომა ხარჯმზომ სისტემასა და მის თითოეულ სენსორზე;
- გამომავალი ინტერფეისი: არანაკლებ 4x გამომავალი სიგნალი;
- ტელემეტრია: მონაცემთა რეგისტრატორში ინტეგრირებული 3G ან/და 4G მოდემი. მონაცემთა FTP და HTTP ან/და FSTP და HTTPS გადაცემა ერთდროულად სამ სერვერზე. NTP დროს სინქრონიზაცია. ვანდალიზმისადმი მდგრადი გარე ანტენით.

1.2.1.7. კარადა, ავტონომიური კვება და აქსესუარები:
- ხარჯმზომი სისტემის მონაცემთა ჩამწერი მოწყობილობა ყველა აქსესუარით მოთავსებულია სპეციალურ კარადაში;
- კარადა: უჟანგავი ფოლადის, დაცვის არანაკლებ IP67 კლასით, ჩამკეტი სპეციალური გასაღებით;
- ავტონომიური კვება: სისტემა აღჭურვილია ავტონომიური კვების წყაროთი. სისტემის ელ. მოხმარების შესაბამისი სიმძლავრის მზის პანელით არანაკლებ 50 ვატი, აკუმულატორით - არანაკლებ 24 ამპერ/საათი. მზის პანელი და აკუმულატორი შერჩეულია ისე, რომ სისტემამ შეძლოს უწყვეტი ოპერირება, 5 წუთიანი გაზომვისა და მონაცემის გადაცემის ინტერვალით, არანაკლებ 7 დღის მანძილზე, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში.

1.2.1.8. პროგრამული უზრუნველყოფა:
- სისტემის ყველა კომპონენტის კონფიგურაცია ხდება, იმავე მწარმოებლის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. მონაცემთა რეგისტრატორთან RS-232 კაბელით ან დისტანციური IP-Call- ის/ ან wi-fi-ით საშუალებით დაკავშირებით ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება ხარჯზომი სისტემის ყველა სენსორისა და პარამეტრის კონფიგურაცია და მონაცემების ვიზუალიზაცია. მათ შორის განივი პროფილის შეყვანა და ჰიდრავლიკური მოდელის სხვა კონფიგურაცია;
- ამავე პროგრამით ხდება ტელემეტრიის სერვისის კონფიგურაცია, როგორიცაა ქსელის და GSM მოდემის პარამეტრების განსაზღვრა, მონაცემთა გადაცემის ინტერვალისა და სერვერის მისამართის გაწერა, დროის სინქრონიზაცია და სხვა;
- პროგრამული უზრუნველყოფის საფასური არის ერთჯერადი და გათვალისწინებულია პრეტენდენტის შეთავაზებაში.

1.2.1.9. ვებ-სერვერი:
- პრეტენდენტი უზრუნველყოფს მონაცემთა შენახვა-ვიზუალიზაციის ვებ-სერვერის მოწოდებას;
- პრეტენდენტის წინადადებაში გათვალისწინებულია სერვერით არანაკლებ 3-წლიანი მომსახურება;
- ვებ-სერვერზე შესაძლებელია სადგურის მიმდინარე და ისტორიული მონაცემებისა ნახვა, ჩამოწერა და ვიზუალიზაცია;
- სერვერზე გრაფიკული სახით ნაჩვენებია სადგურების მდებარეობა ორთოგრაფიულ რუკაზე, სადაც იმავე ფანჯარაში მიმდინარე მონაცემის ნახვა იქნება შესაძლებელი. სერვერზე შესაძლებელია ყველა პარამეტრის გრაფიკული სახით პრეზენტაცია.

1.2.1.10. მოსაწოდებელი საქონლის აღწერა: ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი.

შენიშვნა: საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის შემდეგ განხორციელდება შესაბამისი ტრენინგი.

1.2.2. პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელოს ავტომატური ხარჯმზომი სადგურის მიწოდება და ინსტალაცია სამელიორაციო არხებზე, რაც უზრუნველყოფს აღნიშნულ არხებში გამდინარე ხარჯზე მუდმივ დაკვირვებას, მონაცემთა ავტომატურ რეგისტრაციას, გადაცემასა და ვებ-სერვერზე მონაცემთა ვიზუალიზაციას. ასევე, სადგურის მონაცემების დამუშავება, კალიბრაცია და ვალიდაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. პროექტის ფარგლებში ჰიდრომეტრიული სადგურები აღჭურვილია უკონტაქტო რადარული ტიპის ავტომატური ხარჯმზომი სისტემითა და ყველა სათანადო აქსესუარით.

1.2.3. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება მოიცავს შემდეგ ძირითად წინასაწარ მოსამზადებელ, სამშენებლო-სამონტაჟო და სისტემის მომსახურებას 1 (ერთი) წლის მანძილზე:
1.2.3.1. წინასწარი მოსამზადებელი მომსახურება:
- განივი კვეთების საველე ტოპო-ბათიმეტრიული აგეგმვა;
- საბოლოო აზომვითი დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება;
1.2.3.2. ჰიდროლოგიური სადგურის სამშენებლო-სამონტაჟო და ექსპლუატაციაში გაშვების მომსახურება:
- უკონტაქტო რადარული ტიპის ავტომატური ხარჯმზომი სისტემისა და მისი კომპონენტების შესყიდვა, მიწოდება;
- უკონტაქტო რადარული ტიპის ავტომატური ხარჯმზომი სისტემისა და მისი კომპონენტების მონტაჟი;
- ავტომატური ხარჯმზომი სისტემის კონფიგურირება და ოპერირებაში გაშვება;
- მოწყობილი ჰიდრომეტრიული სისტემების პირველადი ტესტირება და კალიბრაცია;
- ჰიდროლოგიური სადგურისა და მისი შემადგენელი ჰიდრომეტრიული აღჭურვილობის საშემსრულებლო დოკუმენტაციის მომზადება;
- პერსონალის (არაუმეტეს 5 ადამიანისა) ტრენინგი (ტრენინგი უნდა მოიცავდეს ექსპლუატაციის და პროგრამულ მხარეს, ტრენინგის ვადა - მონტაჟიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში).
1.2.3.3. სისტემის მომსახურებას 1 (ერთი) წლის მანძილზე:
- უკონტაქტო რადარული ტიპის ავტომატური ხარჯმზომი სისტემის ერთობლივი მომსახურების პირველადი კამპანია 1 წლის მანძილზე,
- 1 წლის მანძილზე საველე საკონტროლო ხარჯის გაზომვის კამპანია სხვა და სხვა მობილური (ერთჯერადი) ხარჯმზომი სისტემების მეშვეობით, როგორებიცაა - ADCP, ტრიალა და სხვა ხარჯის საკონტროლო გაზმოვის ხელსაწყოები. კამპანია მოიცავს არანაკლებ 2 საველე გაზომვას შემსყიდველი მითითების შესაბამისად;. საკონტროლო გაზომვები ხორციელდება ნაკადის ხარჯის სხვადასხვა მნიშვნელობებზე;
- ჰიდრომეტრიული სისტემის სატესტო რეჟიმში ერთობლივი ექსპლუატაცია 1 წლის მანძილზე;
- 1 წლის მანძილზე საველე საკონტროლო გაზომვების შედეგებისა და ავტომატური ხარჯმზომი სისტემის რეგისტრირებული მონაცემების შედარება ცდომილებების დადგენის მიზნით, მათი ანალიზი და ვალიდაცია. სისტემის შესაბამისი რეკონფიგურაცია და ჰიდრავლიკური მოდელის კალიბრაცია საჭიროების შემთხვევაში და ანგარიშების მომზადება.

1.2.4. სადგური აღჭურვილია უკონტაქტო რადარული ტიპის ავტომატური ხარჯმზომი სისტემით. რადარული ხარჯმზომი სისტემა წარმოადგენს ერთი მწარმოებლის მიერ შემუშავებულ ქარხნულ კომპლექტს (ხარჯმზომი მოწყობილობა, მონაცემთა რეგისტრაციისა და ავტონომიური კვების კარადა, საკონფიგურაციო პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა შენახვა-ვიზუალიზაციის ვებ-სერვერი). სისტემა რადარული სენსორების საშუალებით აკვირდება ნაკადის დონეს და სიჩქარეს, რადარში ინტეგრირებული ჰიდრავლიკური მოდელის საშუალებით კი ახდენდეს ხარჯის ავტომატურ კალკულაციას. ჰიდრავლიკური მოდელში ხდება, გაზომვის განივი კვეთის შეყვანა, სენსორ(ებ)ის პოზიციების დაფიქსირება, სიმქისის (Manning’s) კოეფიციენტების განსაზღვრა, ხარჯის ავტომატური კალკულაცია. ამასთანავე ხარჯმზომი სისტემას ავტომატურ რეჟიმში ითვლის და გადასცემს არხში გატარებულ ჯამურ საათობრივ და დღიურ ხარჯებს.

1.2.5. სისტემას გააჩნია ავტონომიური ელ.კვება. ხარჯმზომ სისტემასთან კავშირი ხორციელდება იმავე მწარმოებლის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. აღნიშნული პროგრამით, ერთი ფანჯრის პრინციპით, შესაძლებელია სისტემის ყველა შემადგენელი სენსორისა და მონაცემთა რეგისტრატორის კონფიგურაცია, მონაცემთა ჩამოტვირთვა და სერვერზე ატვირთვა. იმავე პროგრამული უზრუნველყოფით შესაძლებელია სისტემასთან დისტანციური კავშირის დამყარება, (სტატიკური IP მისამართის მქონე SIM ბარათის გარეშე) ანალოგიური ფუნქციონალით. სისტემას გააჩნია თვით-კონტროლის კოდირებული პარამეტრი, რომლის ცალკეული მნიშვნელობებისთვის განსაზღვრული იქნება სისტემის მდგომარეობის სტატუსი, რაც ნაჩვენებია ვებ-სერვერზე.

1.2.6. სისტემა წარმოადგენს, ქარხნულ, ერთი მწარმოებლის მიერ შექმნილ კომპლექტს.

სატენდერო წინადადების ფასი და ფასების ცხრილი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ქვემო ქართლი-ზემო სამგორი-თიანეთი
- არხის დასახელება:სიონის წყალსაცავის ზედა და ქვედა ბიეფი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-501889; Y-4647815;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 2 ცალი;
- შენიშვნა:შემავსებელი (X-498040; Y-4655284);

1.5.2. ქვემო ქართლი- ალგეთი ტბისი-კუმისი- თეთრიწყარო
- არხის დასახელება: ალგეთის წყალსაცავის ზედა და ქვედა ბიეფი
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-461297; Y- 4604400
- ხარჯმზომის რაოდენობა: 2 ცალი
- შენიშვნა: შემავსებელი (X-457349; Y-4605436);

1.5.3. კახეთი- ქვემო სამგორი- საგარეჯო
- არხის დასახელება: ქვემო სამგორის მარჯვენა არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-524382; Y-4616535;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ:8.2;
- ხარჯმზომის რაოდენობა:1 ცალი;

1.5.4. კახეთი-ქვემო სამგორი- საგარეჯო
- არხის დასახელება: ქვემო სამგორის მარცხენა არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-524461; Y-4616773;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ: 21.0;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.5.5. კახეთი- ზემო ალაზანი- თელავი
- არხის დასახელება: ნაურდლის არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-535154; Y-4662971;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ: 10.0;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.5.6. კახეთი- ქვემო ალაზანი- თელავი
- არხის დასახელება: ქვემო ალაზნის არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-554833; Y-4643383;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ:18.0;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.5.7. ქვემო ქართლი- მაშავერა- დმანისი
- არხის დასახელება: კაზრეთის არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-448293 Y-4579654;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ:4.0;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.5.8. ქვემო ქართლი- ხრამი-დებედა- თეთრიწყარო
- არხის დასახელება:ხრამ არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-474533; Y-4592427;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ: 8.0;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.5.9. ქვემო ქართლი- ხრამი-დებედა- მარნეული
- არხის დასახელება: ახალი სადახლოს არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-489108; Y-4562741;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ: 10.0;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.5.10. ქვემო ქართლი- ხრამი-დებედა- ბოლნისი
- არხის დასახელება: აღმაშენებლის არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-475847; Y-4590092;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ: 4.0;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.5.11. შიდა-ქართლის და სამცხე-ჯავახეთი- თეზი-ოკამი დეოს გრაკალი- კასპი
- არხის დასახელება: თეზი-ოკამის მაგისტრალური არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-456952; Y-4651732;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ: 6.0;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.5.12. შიდა-ქართლის და სამცხე-ჯავახეთი- საგურამო-მუხრანი- დუშეთი
- არხის დასახელება: ლამი-მისაქციელის არხი;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-479903; Y-4650804;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ: 5.5;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;
- შენიშვნა: ბულაჩაურის სათავე ნაგებობა;

1.5.13. შიდა-ქართლის და სამცხე-ჯავახეთი- ტაშისკარი-სალთვისი- გორი
- არხის დასახელება: ზედა რუ;
- წყალმზომის დაყენების სავარაუდო GPS კოორდინატი: X-416544; Y-4669748;
- გამტარუნარიანობა მ³/წმ:2.5;
- ხარჯმზომის რაოდენობა: 1 ცალი;

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. წყლის ხარჯმზომი მოწყობილობის თანმდევი მომსახურებით, მონტაჟით, პროგრამული უზრუნველყოფით საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წელს (სწორი ექსპლუატაციის პირობებში). საგარანტიო მომსახურების ვადის ათვლა დაიწყება საქონლის მიწოდების და მონტაჟის განხორციელების თაობაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. საგარანტიო ვადა გულისხმობს შესყიდვის ობიექტზე (მის თითოეულ მაკომპლექტებელ დეტალზე) საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი წუნის გამოსწორებას გარდა მექანიკური დაზიანების შედეგად გამოვლენილი წუნისა.

1.7.1.2. „მიმწოდებლის" მიერ საქონელი მოწოდებული უნდა იქნეს იმ გარანტიით, რომ შესყიდვის ობიექტი საგარანტიო ვადის პერიოდში არ გახდება უვარგისი ექსპლუატაციისათვის და შეინარჩუნებს კარგ საექსპლუატაციო თვისებებს. შესყიდვის ობიექტს არ უნდა გააჩნდეს ნივთობრივი ნაკლი. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, წუნდებული საქონლის ჩანაცვლება უნდა მოხდეს დამატებითი ხარჯების გარეშე.

1.7.1.3. მიწოდებული შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ხარვეზის, არაშემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის საექსპლუატაციო თვისებების ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება (თუ ეს შესაძლებელია) ან საქონლის შეცვლა ახლით. აღნიშნულის შესახებ „შემსყიდველი" ატყობინებს "მიმწოდებელს" წერილობით ან/და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), მომწოდებლის ელექტრონულ სისტემაში მითითებულ რეკვიზიტებში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე.

1.7.1.4. შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება წუნდებული საქონლის ხარვეზის გამოსწორების ან შეცვლის, შემსყიდველთან შეთანხმებული გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 15 სამუშაო დღეზე მეტი.

1.7.1.5. ინფორმაცია საგარანტიო ვადის თაობაზე მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს დანართი N2 -ის შესაბამის ველში.

1.7.1.6. პრეტედენტს შეუძლია შემსყიდველს შესთავაზოს ზემოთ აღნიშნულ საგარანტიო ვადაზე მეტი მოქმედების ვადის მქონე, კონკრეტული საგარანტიო ვადა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან/და ბრენდის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

2.1.1.2 მწარმოებლის ან/და ბრენდის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, მოდელის ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1. პრეტენდენტს საანგარიშო პერიოდში* უნდა გააჩნდეს წყლის ხარჯმზომი ელექტრონული მოწყობილობების ან/და ხარჯის მზომი მრიცხველების საქართველოში მიწოდების, ინსტალაციისა და ოპერირების არანაკლებ 18 თვიანი გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც უნდა წარმოადგინოს შესრულებული პროექტების ნუსხა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.2.2. დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება:
2.2.2.1. მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ებ)ის ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, შესყიდვის ობიექტი);
2.2.2.2. მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ფაქტს.

2.2.3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტი მიწოდებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“

2.2.4. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

*საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-ლი აპრილიდან ელ. ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ტექნიკური პარამეტრების (სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის არანაკლებ 1.2.1.1 დან 1.2.1.7 პოზიციის ჩათვლით) წინამდებარე ელ.ტენდერის დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. კერძოდ, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი ან/და ამონარიდი მწარმოებლის ოფიციალური ინტერნეტ საიტიდან, ინტერნეტ მისამართ(ებ)ის (ლინკი) მითითებით.


2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებელ კომპანიაზე გაცემული ხარისხის მართვის სისტემის ძალაში მყოფი ISO 9001 სერთიფიკატი.

2.7.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სატესტო შედეგები და კალიბრაციის სერტიფიკატი/ანგარიში, რაც ნათლად დაადასტურებს ინსტრუმენტის სიზუსტის შესაბამისობას მოთხოვნილ მახასიათებლებთან. აღნიშნული სერტიფიკატი/დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ისეთი მეტროლოგიური ორგანოს მიერ, როგორიცაა OIML, MID, NIST, METAS ან სხვა შესაბამისი აკრედიტებული პირის მიერ (უკანასკნელის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ასევე აკრედიტაციის ორგანო უნდა იძებნებოდეს ვებ-გვერდზე - www.iaf.nu ).

2.7.1.4. სისტემის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს წყლის ხარჯმზომი მოწყობილობის/სისტემის წარმოების არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.7.1.5. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მწარმოებელი ქარხნის მიერ გაცემული ტექნიკური შესაბამისობის და ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი შემოთავაზებული საქონლის სიჩქარის მზომი რადარზე (რადარულ სენსორზე).

2.7.1.6. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მწარმოებლის წერილობითი დასტური, რომ იგი გაუწევს შემსყიდველს უსასყიდლო დისტანციურ ტექნიკურ დახმარებას არანაკლებ 5 წლის განმავლობაში (წერილში უნდა მიეთითოს ზუსტი ვადა). ასევე, აღნიშნულ წერილში განსაზღვრული უნდა იყოს ერთეულის ის საორიენტაციო ღირებულება, რომელიც გათვალისწინებული იქნება ვებ-სერვერის მომსახურებისთვის პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ვადის გასვლის შემდგომ და განფასებული იქნება შემდეგი 5 წელი.

აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად).

2.9 other additional requirements

1. შევსებული დანართი N1 Excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტი);
3. სატენდერო პირობების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, დადასტურებული პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს პარამეტრები/პირობები ტერმინების "უნდა იყოს", "უნდა ჰქონდეს", "არანაკლებ/არაუმეტეს", ასევე სიმბოლოების " ≥" და ა.შ. გარეშე).
4. ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ტექნიკური მახასიათებლების, სატენდერო პირობების 1.2 პუნქტით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობას (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.1. პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით);
5. მწარმოებელ კომპანიაზე გაცემული, ძალაში მყოფი, ხარისხის მართვის სისტემის ძალაში მყოფი ISO 9001 სერტიფიკატი. (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru