Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #72068105)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Archives of Georgia
Номер конкурса: 72068105
Дата публикации: 27-04-2026
Сумма контракта: 50 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008489
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.04.2026 14:48
Начало приема предложения 03.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 05.05.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 50`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
  • 71324000 - Услуги по оценке
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ეტაპობრივად 65 (სამოცდახუთი) სამუშაო დღე.
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan shergelashvili :: 16.03.2026 13:50
  • Последнее исправление: eliso kharaishvili :: 27.04.2026 14:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=677979&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო (რესურსული მეთოდით) დოკუმენტაციის შედგენა/მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. უახლესი ისტორიის არქივის შენობის ფლიგელის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების (რესურსული მეთოდით) ხარჯთაღრიცხვის შედგენა რომელიც უნდა მოიცავდს შემდეგ სამუშაოებს:
1.2.1.1. თუნუქის ბურულის მოხსნა სახურავიდან და სამერცხლურებიდან (500 მ²);
1.2.1.2. წყალსაწრეტი სისტემის დემონტაჟი - 120 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილი (ჟოლობი) და 7 ცალი საწვიმარი ღარის ძაბრი;
1.2.1.3. ხის კონსტრუქციული ელემენტების შეცვლა: დაზიანებული ელემენტების მოხსნა და ახლით ჩანაცვლება;
1.2.1.4. სახურავის გადახურვა: სახურავი და სამერცხლურები გადაიხურება 0.55 მმ სისქის უჟანგავი, მოთუთიებული პროფნასტილის მასალით;
1.2.1.5. წყალსაწრეტი სისტემის მონტაჟი: 150 მმ დიამეტრის წყალსაწრეტი მილებისა და შესაბამისი ზომის 7 ცალი საწვიმარი ღარის ძაბრის მონტაჟი (0.7 მმ სისქის მასალა).

1.2.2. უახლესი ისტორიის საცავის შენობის (კოშკი) სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის (რესურსული მეთოდით) შედგენა რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ სამუშაოებს:
1.2.2.1. დაზიანებული თუნუქის ბურულის მოხსნა სახურავიდან (200 მ²) და სამერცხლურიდან;
1.2.2.2. სახურავის გადახურვა: სახურავი და სამერცხლურები გადაიხურება 0.55 მმ სისქის უჟანგავი, მოთუთიებული ლითონის ფურცლით.

1.2.3. საისტორიო არქივის შენობის ფასადის ჰიდროიზოლაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის (რესურსული მეთოდით) შედგენა რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ სამუშაოებს:
1.2.3.1. ეკლარის ქვებით მოპირკეთებული ფასადის სრული რეაბილიტაცია 1.2.3.2. ჩამოცვენილი ქვების ადგილების შევსება იდენტური მასალით და ჰიდროიზოლაციის აღდგენა.

1.2.4. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივში ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის (რესურსული მეთოდით) შედგენა რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ სამუშაოებს: 1.2.4.1. ფასადზე გამოყენებული კომპოზიტური ხის მასალის (150მ2) დამუშავება და ნესტგამძლე დამცავი ლაქით დაფარვა;
1.2.4.2. შემომსაზღვრელი კაპიტალური ღობის ბათქაშის (250მ2) სრულად მოხსნა (ვინაიდან დაზიანების არეალი 50%-ს აღემატება). ძველი ნალესის მოხსნის შემდგომ, კედლის სპეციალური საშუალებებით დამუშავება, რაც გულისხმობს მაკროფოროვანი სანიტარიული (დამშრობი) ბათქაშით შელესვას, მაღალი კატეგორიის სუნთქვადი ფითხით დამუშავებასა და მაღალი ორთქლგამტარობის მქონე სილიკატური საღებავით არსებული ფერის იდენტურ ფერად შეღებვას.

1.2.5.პავილიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (რესურსული მეთოდით) შედგენა რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ სამუშაოებს:
1.2.5.1. სახურავი - არსებული სახურავის საფუძვლიანი ჰიდროიზოლაციის მიზნით, სასურველია, კონსტრუქციული ელემენტის დამატება საფეხმავლო ტროტუარის მხარეს არსებულ ფასადზე (თავად სენდვიჩპანელებს ხარვეზი არ აღენიშნება). შესაცვლელი, გასადიდებელი (სავარაუდოდ 150 მმ-მდე) და თარაზოში კარგად გასასწორებელია საწვიმარი არხები (ჟოლობი) ადმინისტრაციული შენობის მხარეს. მათ მიერ შეკრებილი წყალი, უმჯობესია, თუ დაერთდება ქალაქის ცენტრალურ სანიაღვრე არხზე.
1.2.5.2. გადასასვლელის სახურავი - პავილიონში ადმინისტრაციული შენობიდან გადასასვლელის გადახურვის შემოწმება, რეაბილიტაცია და ჰიდროიზოლაცია. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულ უნდა იყოს პავილიონსა და ადმინისტრაციულ შენობებს შორის არსებული ღია სივრცის გადახურვის დამუშავებისას.
1.2.5,3. ფასადი - ფასადზე ლითონის დეტალების (შველერები და სადროშეები) განახლება/გასწორება/შეღებვა; ბეტონის კედელზე ლაქებისა და ნაღვენთების გასუფთავება.
1.2.5.4. ფასადის მხარეს არსებული მიწის თარგი - თეთრი ქვების აღება და ბეტონის დასხმა მცირე ქანობით კედლიდან ტროტუარის მიმართულებით ბორდიურებამდე, ან რამე ალტერნატიულის მოფიქრება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს აღნიშნული ტერიტორიიდან შენობის საძირკველში წყლის შედინების ალბათობა. ბეტონის ზედაპირის დეკორატიული დამუშავება (მაგალითად, ფილებით). ბუჩქების გადარგვა შესასვლელთან და სკვერში არსებული წყლის სოკოს რეაბილიტაცია.
1.2.5.5. პავილიონსა და ადმინისტრაციულ შენობას შორის არსებული ღია სივრცის რეაბილიტაცია - გადახურვა უნდა მოეწყოს მსუბუქ კონსტრუქციაზე დამაგრებული წვრილი უჟანგავი ლითონის ბადით, რაც შეაკავებს ფოთლებს. აღნიშნულ სივრცეში არსებულ ჰიდროიზოლაციაზე დამატებითი შრის მოწყობა და ორმხრივი მიმართულებით დახრის გაზრდა. სავენტილაციო ჰაერსატარების მიწაში ჩასვლის ადგილების გაძლიერებული ჰიდროიზოლაცია.
1.2.5.6. ორივე ცენტრალური კარის მტვრისგან დაცვის უზრუნველყოფა სპეციალური შუასადების დამატებით.
1.2.5.7. პავილიონში ცენტრალური შენობიდან გადასასვლელში არსებული დაცვის პულტის და კონდიცირება-ვენტილაციის პულტის გადატანა ადმინისტრაციული შენობის შიდა კედელზე.
1.2.5.8. ინტერიერში - კედლებიდან და ჭერიდან ლამინატის მოხსნა, მსგავსი, მსუბუქი მასალით ,,შეფუთვა". იატაკის დამუშავება/განახლება სპეციალური მარმარილოს საფითხი მასალით. საგამოფენო ექსპონატების საკიდების რელსების განახლება, საგამოფენო მიზნით კაუჭების დამატება. მინის საფეხურების შეცვლა მარმარილოს საფეხურებით, არსებული იატაკის იდენტური ფერით (კარკასის შენარჩუნებით). მინის ვიტრაჟებზე ფარდა როლეტების მოწყობა (ფერი დამკვეთთან შეთანხმებით).
1.2.5.9. პირველ სართულზე, შესასვლელი ორივე კარის მიმდებარედ, მოძრავი ტიხრების მონტაჟი, ჰოლის ტერიტორიის ,,გასამიჯნად“.
1.2.5.10. ელექტროობა - ელექტო როზეტების დამატება, საგამოფენო სანათების რაოდენობის გაზრდა. მეორე სართულზე ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება და კაბელარხებში ჩასმა.
1.2.5.11. სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია - უნიტაზებისა და ხელსაბანების, აქსესუარების შეცვლა/განახლება და ა.შ.

ტექნიკური დავალების დამატებითი პირობები:
1. მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების ინსპექტირებისას გამოვლენილი უზუსტობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კორექტირება შეასრულოს დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
2. ხარჯთაღრიცხვების მომზადება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნდპ) სრული დაცვით.
3. პროექტის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოცულობათა უწყისისა და ხარჯთაღრიცხვის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები.
4. ელექტრონული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს რედაქტირებად Excel-ის ფორმატში.
4. შედგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია თითოეული ობიექტის მიხედვით უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაციას სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაციას შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო პერიოდის შესახებ.
5. საექსპერტო დასკვნა და ხარჯები
- ბეჭდური სახით სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ გაცემულ დადებით დასკვნასთან ერთად.
- საექსპერტო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება სრულად ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ეტაპობრივად 65 (სამოცდახუთი) სამუშაო დღე.
I ეტაპი - ტექნიკური დავალების - მე-5 მოზიციიით განსაზღვრული განსახორციელებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა/მიწოდების ვადა შეადგენს - ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 65 (სამოცდახუთი) სამუშაო დღეს;
II ეტაპი - ტექნიკური დავალების - პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებით განსაზღვრული განსახორციელებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა/მიწოდების ვადა შეადგენს - ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 25(ოცდახუთი) სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

პროექტის და ხარჯთაღრიცხვების მომზადებისა და მიწოდების მომსახურება უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული (Excel-ის ფორმატში) სახით.
მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე:
• ელექტრონული ვერსია: illomidze@archives.gov.ge;
• ბეჭდური ვერსია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1.პრეტენდენტს ამ ტენდერის გამოცხადებამდე ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში, კერძოდ - 2023, 2024 და 2025 წლებში, უნდა გააჩნდეს შენობის სარეაბილიტაციო ან/და სარემონტო ან/და სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის/მიწოდების ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება. ამასთან, პრეტენდენტის მიერ თითოეული წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე 2023, 2024 და 2025 წლებში) გაწეული ანალოგიური მომსახურების საერთო ღირებულება (წლიური ბრუნვა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 180,000.00 (ას ოთხმოცი ათასი) ლარს.
2.2.1.2. მოთხოვნილი გამოცდილების არსებობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს შესრულებული ხელშეკრულებები.
• იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნება კერძო სექტორთან (იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან) გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული დადასტურებული დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა).
2.2.1.3. თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ-ფაქტურა) ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამ შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სისტემის მიერ მინიჭებული შესაბამისი ნომერი (SPA/CMR/NAT და სხვა).
2.2.1.4. წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად უნდა დგინდებოდეს მოთხოვნილი ანალოგიური მომსახურების გაწევის ფაქტი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სრული საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტა ან ნომერი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული დოკუმენტის (რეკვიზიტები) შესაბამისად;
2.ფასების ცხრილი (1.3 პუნქტის შესაბამისად);
3.გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (2.2.1 პუნქტის შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ვინაიდან შესყიდვის ობიექტი ინტელექტუალურ მომსახურებას წარმოადგენს, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შეუძლებელია, რადგან ინტელექტუალური შრომის შეფასება სუბიექტურია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა არ მოითხოვება („ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის (მათ შორის შუალედური) და შემსყიდველის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის დადასტურების საფუძველზე.
7.2.3.მიღება-ჩაბარების აქტი (მათ შორის შუალედური) მხარეთა შორის გაფორმდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი პირი/ების მიერ შედგენილი დადებითი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მეგი ქირია, 555959713, mkiria@archives.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
ამავდროულად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.2. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
10.1.5. მიმწოდებლის/პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru